პენიტენციური სამსახურის განცხადება N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორზე გავრცელებულ ცილისწამებასთან დაკავშირებით (R)

სამართალი

პენიტენციური სამსახურის განცხადება N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორზე გავრცელებულ ცილისწამებასთან დაკავშირებით (R)

25 სექ. 2020, 12:10:56

ბოლო დღეებში მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი მიიღო N8 პენიტენციური დაწესებულების მისამართით უსაფუძვლო და სრულიად აბსურდულმა ბრალდებებმა. არაერთი ცილისმწამებლური განცხადება გაკეთდა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მისამართით.

ამჯერად, 24 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს N8 პენიტენციური დაწესებულების ოთხმა პატიმარმა თვითდაზიანებები იმიტომ მიიყენა, რომ მათ დაწესებულების დირექტორი სექსუალური ძალადობით დაემუქრა. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გამოყენებული იყო მსჯავრდებულ შ.ჭ.-ს მეუღლისა და ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინტერვიუები. ადვოკატ კობაიძის განცხადებით: "ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბატონი ქინქლაძე (დაწესებულების დირექტორი) ეჩხუბა პატიმრებს იმის გამო, რატომ არ მოსწონდათ ჩაი და ამის გამო უთხრა, რომ მას გააუპატიურებდა. რაზეც ადეკვატური პასუხი ჰქონდათ პატიმრებს". სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის N8 პენიტენციური დაწესებულების დისკრედიტაციის მცდელობა. ამ მხრივ მიზანმიმართული აქტიურობით გამოირჩევა ადვოკატი კობაიძე, რომელიც არის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, აქვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გაცხადებული გეგმა და ამ მიზნით არ ერიდება არც ტყუილს, და არც პატიმრებისა და საპატიმროების თემით მანიპულირებას.

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე გუშინვე იქნა მიწვეული კონკრეტული ფაქტების მისაწოდებლად (თუკი მას ასეთი გააჩნია) შესაბამის უფლებამოსილ უწყებაში, თუმცა მან დათქმულ დროს მოუცლელობის მიზეზით, განაცხადა, რომ მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტების მისაწოდებლად გამოცხადდება დღეს საღამოს. ამავდროულად, N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ნოდარ ქინქლაძემ გუშინ მიმართა შესაბამის უწყებებს მის მიმართ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მხრიდან ცილისმწამებლურ განცხადებაში მოცემული ფაქტების სასწრაფოდ შესწავლის მოთხოვნით. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ნოდარ ქინქლაძე N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად უწყვეტად მუშაობს 2013 წლის მაისიდან და მას უკავშირდება გლდანში წინა ხელისუფლების დროს გამეფებული წამების მძიმე შედეგების წარმატებული ლიკვიდაცია და შემდგომ თითოეულ პატიმარზე ზრუნვა მისი კეთილდღეობისათვის.

არ არის გასაკვირი, რომ გარკვეული ძალების მიერ სწორედ ის იქნა შერჩეული დარტყმის ობიექტად. სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პატიმრებითა და მათი ოჯახის წევრებით მანიპულირების მცდელობისაგან და არ გამოიწვიონ დესტაბილიზაცია პენიტენციურ დაწესებულებებში.




 ახალი ამბები
  • გიორგი სიორიძე: ხელისუფლებას გურია უბრალოდ არ აინტერესებს„გურიის რეგიონში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, წლებია გრძელდება მკვეთრად ნეგატიური ვითარება“, - ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა გურიის საარჩევნო ოლქში პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით, დაფიქსირდა მიუღებელი და აღმაშფოთებელი ფაქტი -  პირდაპირი უცხოური  ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით,  გურიას დაუფიქსირდა უარყოფითი მაჩვენებელი - მინუს 215 ათასი დოლარი. კიდევ უფრო მძიმეა ის, რომ გურია ერთადერთი რეგიონია საქართველოში, სადაც ეს მაჩვენებელი მინუსებშია. თავისთავად ფაქტი, პანდემიიდან გამომდინარე ვარდნის მიუხედავად, მაინც ყოვლად მიუღებელი და საგანგაშოა. რეალობა არის ის, რომ გურიის რეგიონი ყოველთვის მოკლებული იყო ყურადღებას ყველა ხელისუფლების მხრიდან. რიცხვები მეტყველებს ყველაფერზე. წინა წლების სტატისტიკის მიხედვით, რომელსაც, სხვათა შორის, გურიასთან მიმართებით, მხოლოდ 2016 წლიდან ითვლიან,  ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2019 წელს და ეს რიცხვი იყო მილიონ 653 ათასი დოლარი. მანამდე, 2018 წელს იყო 301 ათასი დოლარი, 2017 წელს ერთ მილიონზე ოდნავ მეტი (1,084 მლნ) და 2016 წელს 553 ათასი დოლარი. ეს არის ძალიან დაბალი მონაცემი იმ ეკონომიკური პოტენციალის მქონე რეგიონისთვის, როგორიც არის გურია. ეს ნიშნავს, რომ ხელისფლების ინტერესში არ არის რეგიონის ეკონომიკური განვითარება. სხვაგავრად, წარმოუდგენელია, რომ გურიაში, რომელიც დახუნძლულია ზღვისა და მთის კურორტებით, სადაც იშვიათი სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის წარმოების უნიკალური პირობებია, სადაც ეკოტურიზმის განვითარებისთვის იდეალური წინაპირობაა, ვერ შექმნა კეთილმყოფელი საინვესტიციო გარემო“, - აღნიშნა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, „ლელოს“ ხელისუფლება რადიკალურად შეცვლის საინვესტიციო კლიმატს რეგიონში და ეს დაიწყება „ლელოს“ „მარშალის გეგმის“ თანმიმდევრული განხორციელების შედეგად. „ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის მეორე დღიდანვე ამომრჩეველი დაინახავს რადიკალურად განსხვავებულ მიდგომებს. „ლელო“ მოდის იმისთვის, რომ ემსახუროს ქვეყანას და არა ეპატრონოს მას. ჩვენ არჩევნების მეორე დღიდანვე დავიწყებთ „მარშალის გეგმით“ გაწერილ სამუშაოს. ერთად დავდებთ ლელოს საქართველოსთვის და ამ ბრძოლაში გურიაც ყოველთვის იტყვის თავის წონად სიტყვას, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ. ... ...
  • მაკა ჭყონია: „ოზურგეთის ბაღებში კვების პროდუქტებით ბავშვების მოწამვლა გამოირიცხა“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში,  ბავშვებში გავრცელებულმა ვირუსმა, რის გამოც ბევრ ბავშვს 11 სკოლამდელ დაწესებულებაში აღენიშნებოდა დიარეა, პირღებინება, საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია. საზოგადოებაში ეჭვი გაჩნდა კვების პროდუქტების მიმართ. „გურია ნიუსის“  ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ და დასკვნაც დაიდო, რის შესახებაც უკვე ვწერდით. „გურია ნიუსი“ ამ დილით სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორს,  მაკა ჭყონიას კვლავ ესაუბრა, რადგან გუშინ მან გვითხრა, რომ  საღამოსთვის ეცოდინებოდა ლაბორატორიული დასკვნის შესახებ. სრული პასუხი ეცოდინებოდა. _ დაგიდასტურებთ მხოლოდ ერთს,  რომ ამ ფაქტის ირგვლივ, კვების პროდუქტები გამოირიცხა. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ საბოლოო დასკვნა არ მიგვიღია, _ გვითხრა მან.  ჩვენ, ასევე,  სეს-ის გურიის  რეგიონული სამსახურის უფროსს, მანანა ერქომაიშვილს ვთხოვეთ კომენტარი. _ გეტყვით, რომ საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი. კვლევები კვლავ   გრძელდება.  მას თავისი მეთოდოლოგია აქვს. რაც  აქამდე გაკეთდა, იმ კვლევების მიხედვით, საკვები პროდუქტებით მოწამვლა ნამდვილად გამოირიცხა. თუმცა, კვლევა გრძელდება და როცა გვექნებ პასუხი, გპირდებით, მაშინვე გაცნობებთ და გახდება საჯარო, _ გვითხრა ... ...
  • რას იწვევს კანაფის ყოველდღიური მოხმარებამარიხუანას, როგორც სამედიცინო მიზნით გამოყენება, ასევე, მოხმარება დღეს უფრო და უფრო ხშირად ხდება. მაუწყებლობა Wbsu მედიკოსებთან კონსულტირების შედეგად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რისი გამოწვევა შეუძლია კანაფის ყოველდღიურ მოხმარებას. თავდაპირველად მაუწყებლობა მარიხუანის გამოყენების დადებით მხარეებს ასახელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ის ტკივილსგან ათავისუფლებს. გერმანელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მარიხუანაზე დამოკიდებული მედიკამენტების გამოყენებამ, სიმსივნით დაავადებულ ადამიანებში ტკივილი 50%-ით შეამცირა. მსგავსი ეფექტი აქვს პარკისონის დაავადების მქონე პაციენტებშიც. გარდა ამისა, მას შეუძლია შფოთვის შემცირება. არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს ქოლესტეროლის დონეს, ამცირებს სხეულის მასის ინდექსს. რაც შეეხება მარიხუანას ყოველდღიური მოხმარების უარყოფით გავლენას, მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ადამიანს უვითარდება სურვილი მისი მოხმარების, რომ ისევ ის ეიფორია განიცადოს, რასაც მოწევა იწვევს და ამიტომ მასზე დამოკიდებული შეიძლება გახდეს. გარდა ამისა, ყოველდღიური მოხმარება კარდიოვასკულარულ რისკს ზრდის. ექიმები ამბობენ, რომ მარიხუანას მოხმარება იწვევს გულისცემის აჩქარებას, რაც საშიშია გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, კანაფის ყოველდღიურ მოხმარებას ორიენტაციის უნარის დაკარგვის და აზროვნების, მეხსიერების დაქვეითება შეუძლია. მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. გარდა ამისა, იწვევს რესპირატორულ პრობლემებს, მაგალითად, ქრონიკულ ხველას და დეპრესიასაც ... ...
  • ჩატარდება თუ არა ნოემბერში პრაქტიკოს მასწავლებელთა გამოცდები? _ სამინისტრო ვერ პასუხობსეპიდსიტუაციის მიზეზით შემოდგომაზე გადატანილი პრაქტიკოს მასწავლებელთა საგნის გამოცდების ჩატარების თარიღი ისევ უცნობია. საუბარია 5 000-მდე მასწავლებელზე. 28 ოქტომბრის მდგომარეობით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ვერ პასუხობს კითხვას, რა თარიღში ჩატარდება ნოემბერში დაანონსებული გამოცდები, უწყება ვერც იმას გვეუბნება იყო თუ არა შეხვედრა ჯანდაცვის წარმომადგენლებთან საკითხის განხილვის მიზნით და აქვთ თუ არა მათ რაიმე სახის რეკომენდაცია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამბობს, რომ გამოცდის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია მისი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება, თუმცა სამინისტროს სხვა დამატებითი ინფორმაცია არ გააჩნია. პრაქტიკოს მასწავლებელთა თქმით კი, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამოყენება სწორედ იმისთვის ხდება, რომ მათ სკოლა დაატოვებინონ. სხვა შემთხვევაში, ამბობენ, რომ არც ეროვნული გამოცდები უნდა ჩატარებულიყო ზაფხულში. “ის მასწავლებლები, რომლებიც ვერ ჩააბარებენ გამოცდას, ამ შემთხვევაში დაასრულებენ მიმდინარე სასწავლო წელს და შემდეგ მათ ადგილებზე გამოცხადდება ვაკანსია”, – მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის მოადგილის ეს სიტყვები იმ 4 700–მდე პრაქტიკოს მასწავლებელს ეხება, რომლებიც ზაფხულში ჩასატარებელ გამოცდაზე გეგმავდა გასვლას და კომპეტენციის დადასტურებას, თუმცა გამოცდის ჩატარება შემოდგომაზე გადაუტანეს. პედაგოგთა პროფკავშირები ცოტა ხნის წინ იმასაც ამტკიცებდა, რომ გამოცდების ჩატარებას პრაქტიკოსებისთვის, მათი ინფორმაციით, არც შემოდგომაზე აპირებდნენ, თუმცა ეს გამოცდების ცენტრმა უარყო. ... ...
  • ადამ კინზინგერი: საქართველოში არჩევნებმა ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩაიაროსაშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი საქართველოში არჩევნების დღის მოახლოებასა და მის მნიშვნელობას „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში გამოეხმაურა. „ჩემი გულრწფელი იმედია, რომ ქართველ ხალხს შეეძლება სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა ამ უქმეებზე, შედეგით რომელიც მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ იქნება გადაწყვეტილი. ეს მათი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უნდა ჩატარდეს ჩარევისა და ინციდენტების გარეშე. როგორც წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამ უქმეებზე თვალს მივადებნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს, რათა საქართველო დარჩეს შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტიორად“, - განაცხადა ადამ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...