პირადობის მოწმობების საქმის სკანდალი გრძელდება-პროკურატურამ გაზეთის რედაქტორი დაკითხა

სამართალი

პირადობის მოწმობების საქმის სკანდალი გრძელდება-პროკურატურამ გაზეთის რედაქტორი დაკითხა

2018 დეკ 7 17:35:50

პროკურატურამ დღეს  გაზეთ ლანჩხუთი „პლუსის“ რედაქტორი, ქეთევან ნაკაშიძე გამოკითხვა გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

პროკურატურა ქეთევან ნაკაშიძეს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ტელეიმედის ეთერში ინფორმაცია გაჟღერდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთ ვერსიად გაჟრერდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერს, კახა ასკურავასა და ქეთევან ნაკაშიძეს  შორის გარიგება შედგა და რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ასკურავას მის ხელთაარსებული  გარდაცვლილ პირთა  პირადობის მოწმობები გადასცა.

პოლიციის შენობასთან დაკითხვაზე მყოფი  ქეთევან ნაკაშიძისთვის სოლიდარობის გამოსახატად მისი ადგილობრივი კოლეგებიც იმყოფებოდნენ.

„სირცხვილია, რაც წუხელ „იმედის“ ეთერში ვიხილეთ. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ქეთევან ნაკაშიძესთან ერთად ჩემი დადანაშაულებაც იგეგმებოდა, თუმცა რატომღაც ნუგზარ ცინცაძემ მერე ეს გადაიფიქრა. ვფლობ გარკვეულ ინფორმაციებს თუ ვინ დგას ამ ბინძური ცილისწამების უკან, თუმცა ჯერჯერობით ხელთ არ მაქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტები და კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამის უკან ჩვენი წარუმატებელი კოლეგები დგას“ _ აღნიშნა გაზეთ „ჰო და არას“რედაქტორმა ნონა გიგინეიშვილმა.

ტელეიმედში გასულ რეპორტაჟს სოციალ ქსელშიც მოჰყვა არაერთი გამოხმაურება:

„რა მიკვირს იცით? ადამიანი (რესპონდენტი)მტკიცებით ფორმაში ადანაშაულებს ადამიანს და ჟურნალისტს არ უჩნდება ელემენტარული შეკითხვა: აქვს თუ არა ბრალმდებელს მტკიცებულებები რის საფუძველზეც აკეთებს განცხადებას? პ.ს. კიდე კაი, 37 წელი რომ არაა!!! და კიდევ, "იმედმა" და ზოგადად ტელევიზიებმა, პრესამ გადახედოს ჟურნალისტების კვალიფიკაციას და ერთხელ და სამუდამოდ შემუშავდეს ჟურნალისტის ეთიკის კოდექსი“ _ წერს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დარეჯან ბურჭულაძე.

„გურია ნიუსმა“ დაკავშირება ნუგზარ ცინცაძესთან (იგივე ცანცუა) სცადა, რომელიც "ტელეიმედის" მთავარი წყაროა და აცხადებს, რომ ნაკაძიემ ასკურავას ნამდვილად გადასცა პირადობის მოწმობები. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ცინცაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

სხვათაშორის, რედაქციაში რეპორტაჟის მოსამზადებლად „იმედის“ გადამღები ჯგუფის სტუმრობას იმ დღესვე გამოეხმაურა ქეთევან ნაკაშიძე და საკუთარი გაზეთით გააკეთა კომენტარი:

„ნომრის გამოშვებასთან დაკავშირებით ჩვეული გაწამაწია გვქონდა, რედაქციის ოფისში მოვიდა ორი ახალგაზრდა, რომლებმაც თავი გაგვაცნეს ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებად — ერთი ჟურნალისტი და ერთიც — ოპერატორი. სტუმრებს პირადობის დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტი რატომღაც თავად არ წარმოუდგენიათ.

როგორც გაირკვა, მათი ვიზიტის მიზანი იყო იმის მიღწევა, რომ მე, როგორც გაზეთის რედაქტორს, უნდა მეღიარებინა, რომ კახა ასკურავას ის „ცნობილი“ პირადობის მოწმობები თურმე პირადად გადავეცი. ჟურნალისტი გოგონა საკმაოდ აგრესიული ტონით მოითხოვდა იმის აღიარებას, რა ინფორმაციაც მას „ვინმე“ წყაროსგან ჰქონდა მოპოვებული. მართალია ცოცხალი თავით წყაროს ვინაობა მან არ გაამჟღავნა, თუმცა კარგად ვხვდები, რას ისახავს მიზნად ეს ცილისწამება. როგორც ჩანს, ვიღაცას ჩემი რეპუტაციის შელახვა სურს. ვნახოთ, რას მიაღწევენ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას“, _ წერს ნაკაშიძე.

ჟურნალისტი, რომელმაც სიუჟეტი მოამზადა და რომელზეც ქეთევან ნაკაშიძე წერს, დაჯი ჩხიკვაძეა.

იგი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ სიუჟეტი ყველა სტანდარტის დაცვით მოამზადა:

_ გვყავდა წყარო, რომლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად მივედი ქალბატონ ქეთინოსთან. ჩვეულებრივი მუშა პროცესი იყო. ქალბატონმა ქეთინომ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით განსხვავებული ვერსია მოჰყვა და ამ ვერსიაზეც ვიმუშავე. არ ვიცი, სხვა რა უნდა გითხრათ. არანაირი აგრესია არ გამომივლენია. სიუჟეტი მოვამზადე ყველა წესის დაცვით, ჩავწერე ყველა მხარე და ყველას ჰქონდა საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება, _ გვითხრა ჩხიკვაძემ.

როგორც ირკვევა, გამოძიება ასევე გამოკითხავს ყველა იმ პირს,  რომლებიც სატელევიზიო სიუჟეტში ფიგურირებდნენ და ლანჩხუთის საკრებულოს წევრის კახა ასკურავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საუბრობდნენ.

ცნობისთვის, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა მთავარ პროკურატურაში 3 დეკემბერს მას შემდეგ გამოიკითხა, რაც მან სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში გადაყრილი პირადობის მოწმობები აღმოაჩინა.




 ახალი ამბები
  • სკოლებს სსსმ მოსწავლის სწავლებისთვის დაფინანსება შეეცვალათ საქართველოს განათლების მინისტრის ხელმოწერით, საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესში ცვლილება შევიდა. კერძოდ, ხელახლა განისაზღვრა დამატებით გამოყოფილი თანხების ოდენობები. ცვლილების თანახმად, საჯარო სკოლებს ყოველწლიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 5-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 7,200.0 ლარი; ბ) 6-დან 10-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 13,200.0 ლარი; გ) 11-დან 15-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 19,200.0 ლარი; დ) 16-დან 20-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 25,200.0 ლარი; ე) 21-დან 25-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 31,200.0 ლარი; ვ) 26-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 37,200.0 ლარი.“; ბრძანება ძალაშია და როგორც მასში ვკითხულობთ, მისი შინაარსი ვრცელდება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ... ...
  • ოზურგეთელი მოსწავლე, რომელიც საქართველოში სწავლის ზეშედეგს აჩვენებსმოსწავლეთა სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე,  ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე, გიორგი მეგრელიძე, ორი დღის წინ, რეიტინგული ცხრილის გამოქვეყნების შემდეგ, მეორე ტურში გადავიდა და მთელ საქართველოში, იმ ათას მოსწავლეს შორის უპირველესია, ვინც განსაკუთრებით მაღალი შედეგი აჩვენა ყველა საგანში: ინგლისურ ენაში, 40-დან 40 ქულა, ფიზიკაში, 25-დან 21 ქულა, მათემატიკაში 20-დან 18 ქულა და ბიოლოგიაში 20-დან 20 ქულა. _მხოლოდ კომაროვის სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ, ფიზიკა-მათემატიკურ საგნებში ასეთი წარმატების მიღწევა. თუმცა, ეს საოცარი ბიჭი, ყველა საგანში ერთნაირად უძლიერესია, _ ამბობენ პირველი საჯარო სკოლის დირექციაში. მეგობრები კი სიყვარულით საუბრობენ გიორგის წარმატებებსა და მის გამორჩეულ პუნქტუალურ თვისებებზე: _ საოცრად მორიდებული და თავმდაბალი ადამიანია. ფეისბუკგვერდიც კი არ აქვს, რომ დრო არ დაკარგოს. იმდენი ჯილდო აქვს მიღებული წარმატებული სწავლისთვის, მარტო კომპიუტერები და სხვა მსგავსი ჯილდოები რომ გამოფინოს, ტექნიკის მაღაზია გაიხსნება, _ ხუმრობენ ისინი. გიორგი მეგრელიძეს „გურია ნიუსი“   დაუკავშირდა: _მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებითი ოლიმპიადა წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე იმართება. ახლა გამოქვეყნდა  სარეიტინგო ცხრილი და  გავიგე, რომ მეორე ტურში გადავედი, რომელიც იანვარში შედგება. შემდეგ კი მესამე ტური იქნება და საბოლოოდ გამარჯვებული გამოვლინდება... ფეისბუკი არ მაქვს. მიმაჩნია, რომ სწავლაში დროს წამართმევს, _ გვითხრა მან. მკითხველს შევახსენებთ, რომ გიორგი მეგრელიძე გასულ წელს „ეტალონის“ გამარჯვებულიც გახდა, ახლა კი წინ უფრო დიდი გამარჯვებებისკენ მიიწევს. „გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს უნიჭიერეს ... ...
  • დავით მჟავანაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლესენმ-ს ოზურგეთელი  ლიდერი დავით მჟავანაძე და მასთან ერთად 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებული ყველა პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებულია. სასამართლოში საქმის განხილვა დღეს მოგვიანებით, პირველი საათიდან განახლდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ ღამის სამი საათისთვის მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა პროცესი დილის 11საათიდან მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა და ხულიგნობისთვის სამართალდამცველებმა სულ 37 პირი დააკავეს. ყველა მათგანის საქმეს ერთი მოსამართლე განიხილავს. აქციის მონაწილეებისა და მათი ადვოკატების თქმით, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. დემონსტრანტებს ჯარიმა ან 15-დღიანი პატიმრობა ... ...
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ერთ-ერთმა აქტივისტმა თავის დაწვა სცადაცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ახალგაზრდა მამაკაცმა საწვავი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.  ის ამით,  როგორც სასამართლოს ეზოში შეკრებილები ამბობდნენ, უკანონო დაჭერებს აპროტესტებდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს. სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცი საქალაქო სასამართლოს ტერიტორიას ... ...
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციაა მობილიზებულითბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ დროისთვის, 18 ნოემბერს დაკავებული აქციის მონაწილეების ნაწილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. ისინი აქ შეკრებილ აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს, რომელთაც რუსთაველის გამზირიდან გადმოინაცვლეს, თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?