პოლიციამ მასშტაბური ნარკორეალიზაციის სქემა გამოავლინა

სამართალი

პოლიციამ მასშტაბური ნარკორეალიზაციის სქემა გამოავლინა

3 აგვ. 2020, 14:19:58

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1976 წელს დაბადებული ფ.ბ., 1978 წელს დაბადებული დ.ჯ., 1982 წელს დაბადებული შ.ვ. და 1977 წელს დაბადებული ა.მ.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს მართავდნენ ინტერნეტ ტოტალიზატორის გამოყენებით. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას კი  ე.წ. „დადების“ მეთოდით ახდენდნენ. კერძოდ, დ.ჯ. და ფ.ბ. დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების  შეძენას, აწვდიდნენ ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს,  თანხებს არიცხვინებდნენ, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო  ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წლის მანძილზე, ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, დიდი ოდენობით თანხა, ასევე, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღო.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და  მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.  




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგებაჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგება, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება "მომავალის" ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა. „როგორც დღეს გამოცხადდა და გაგვაგებინეს გუბერნიიდან, სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის ბაღებში12 ოქტომბერს განახლდება“,_ გვითხრა ბარამიძემ. შეგახსენებთ, რომ სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 1 ოქტომბერს უნდა განახლებულიყო, მაგრამ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღსაზრდელებისთვის საბავშვო ბაღები 12 ოქტომბრიდან ... ...
  • ლანჩხუთის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან განახლდებალანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან დაიწყება. ცენტრის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩატარდა გენერალური დეზინფექცია. "კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მსგავსი ღონისძიებები ეტაპობრივად გახორციელდება. ლანჩხუთის სკოლამდელი ცენტრის 21-ვე ბაგა-ბაღი ახალი მოქმედი რეგულაციების მიხედვით ახორციელებს შესაბამისს ღონისძიებებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად", _ ამბობენ ცენტრში. მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციის მიერ ბაგა-ბაღებისთვის შეძენილია საგანმანათლებლო რესურსები (ფერადი ფურცლები, მაკრატლები, ფერადი ფანქრები, ზეთოვანი პასტელები, გუაშისა და აკვარელის საღებავები, ფუნჯები, პლასტელინები და სხვა). "ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის შესაბამისად საგანმანათლებლო რესურსები უზრუნველყოფილი იქნება ბაგა-ბაღებში ინდივიდუალურად ბავშვებისთვის სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს გამოსაყენებლად", _ ამბობენ სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდასაქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე  ლოკოკინების ფერმა გაშენდა.  ფერმა პირველ, 8-12 ტონამდე მოსავალს უკვე დეკემბერში ელოდება. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ევროპაში, კერძოდ კი  იტალიაში მოხდება.  პროექტის განსახორციელებლად ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა 68,000 ლარს შეადგენს. დღესდღეობით ფერმაში 15 ადამიანია დასაქმებული.  „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ წამოწყებებს რეგიონში, რომელიც ერთის მხრივ, ხელს უწყობს განსხვავებული და რეგიონისთვის უნიკალური ბიზნესების წახალისებას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდასა და ზოგადად, რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი ჩართულობით ზუგდიდის რაიონში ლოკოკინების ფერმა გაშენდა. ფერმა უკვე ფუნქციონირებს და მოსავლის მოლოდინის პროცესშია. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ წარმოადგენს საექსპორტო პროდუქტიას, რაც ქვეყნისთვის, როგორც ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო განვითარების გზაზე“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • "ჩანაწერი, ჩემი ნასამართლებობის შესახებ, არის ტყუილი!" _ გელა კვარაცხელია“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩანაწერი ჩემი ნასამართლებობის შესახებ, რის გამოც ცესკომ ჩემი 2020 წლის  არჩევნებიდან მოხსნა განიზრახა, არის ტყუილი! წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუთითონ სასამართლო, მოსამართლე, მუხლი, რომლითაც მე გამასამართლეს!“ _ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა  “ტრიბუნას“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხე-ჯავახეში, გელა კვარაცხელია და საჯაროდ მიმართავს შსს-ს და ხელისუფლებას, რომ ცესკომ სასწრაფოდ გამოასწოროს ხარვეზი, უზრუნველყოს მისი, როგორც კანდიდატის რეპუტაციის აღდგენა და ხელი აღარ შეუშალონ საარჩევნო კამპანიაში. "როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილის დანაპირებს, რომ გელა კვარაცხელიას, ყოფილი გუბერნატორს,  არასოდეს მისცემდა სადმე მუშაობის უფლებას, ახლა „ქართული ოცნება“ ასრულებს  და საკმაოდ წარმატებულადაც!" _ განაცხადა დღეს ბრიფინგზე „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ. მისივე თქმით, გელა კვარაცხელიას გარდა, იგივე, ანუ არარსებული ნასამართლებობის მოტივით, „ტრიბუნას“ საარჩევნო სიიდან ასევე ამოღებული არიან: გარნიკ სიმონიანი, რომელიც თავის დროზე შევარდნაძის ცნობილი ტერაქტის საქმეში ერთ-ერთი იყო, ვინც პრეზიდენტი გადაარჩინა და ბორის მიქელაძე აჭარიდან, რომელიც 2012 წელს კანდიდატად იყო დარეგისტრირებული და მაშინ მსგავსი პრობლემა არ შექმნია. „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერის, ლია მუხაშავრიას განცხადებით კი: „ როგორც ჩანს, ეს ცესკოს ახალი „ტრენდია“ , თანაც უპრეცენდეტო, დაბლოკოს რეალური გამარჯვების მქონე ოპოზიციის ლიდერები.“  მისივე განცხადბით: „ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო და ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება არჩევნებზე არდაშვების შესახებ. ამ ადამიანებს კი, აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც ვერ ხერხდება, რადგან ცესკო არ იძლევა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ საქმეს მსვლელობა მიეცემა, მანამდე კი ვაცხადებთ, რომ მომხდარ განვიხილავთ  პოლიტიკური დევნის და „ტრიბუნას „ წინააღმდეგ სახელმწიფო აქტივობის გამოვლენის მცდელობად“. ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  28-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1 ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls