პოლიციის მხრიდან მოზარდზე ძალადობა-არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა

სამართალი

პოლიციის მხრიდან მოზარდზე ძალადობა-არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა

13 დეკ. 2019, 14:51:20

"2019 წლის 11 დეკემბერს, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. იგი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და ამჟამად  კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. 

თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში 2019 წლის 10 დეკემბერს (დაახლოებით 17:00-23:00 საათამდე) და 11 დეკემბერს (დაახლოებით 11:00-12:00 საათამდე) არასრულწლოვნის გამოკითხვა, რა დროსაც იგი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა,"_მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას საია ავრცელებს.

"არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება. პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან.

2019 წლის 12 დეკემბერს საიამ გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას მისცეს ჩვენება.

მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურმა დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ამოიღოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებაში არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერები, ასევე დაუყოვნებლივ მოახდინოს ყველა იმ პირის იდენტიფიკაცია, რომელსაც საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას არასრულწლოვანთან კომუნიკაცია ჰქონდა. გამოძიების ფარგლებში ასევე შესწავლილ უნდა იქნეს არასრულწლოვნის განყოფილებაში შესვლისა და მისი დატოვების დრო. ასევე, უნდა მოხდეს შსს-ს თანამშრომლების საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის შესწავლა, რითაც შესაძლებელია დადგინდეს, რომელ საათებში და რა სახის დოკუმენტაცია იყო შედგენილი არასრულწლოვნის განყოფილებაში ყოფნისას.

პარალელურად, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს სწორედ ის განყოფილება, სადაც არასრულწლოვანზე ხორციელდებოდა ძალადობა და იძულება. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია არასრულწლოვნის პერსონალური კომპიუტერი და მობილური ტელეფონი. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდეს და ხელი შეეშალოს საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას. 

 

 მოვუწოდებთ:

- სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს - დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული უკანონო ქმედებების ფაქტზე;

- საქართველოს გენერალურ პროკურატურას - თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად დაუქვემდებაროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს,"_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.




 ახალი ამბები
  • "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ" _ ტრაგედია გორში საზარელი ტრაგედია მოხდა გორში - 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ",-განმარტავს ზაზა კორინთელი. რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი ... ...
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...