პროკურატურა გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


სამართალი

პროკურატურა გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

15 აპრ. 2019, 13:02:33

გენერალური პროკურატურა გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, საქმეზე ბრლდებულია სამი პირი და ამის შესახებ საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი.

გევორქ სარქისიანის მკვლელობის  საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში  გაავრცელა ინფორმაცია დამატებით 2 პირისთვის  ბრალის წარდგენის შესახებ.

პროკურატურის განცხადებაში ისიც  ნათქვამია, რომ  სამივე ბრალდებულმა  წინასწარი შეთანხმებით,  მოკვლის მიზნით, დანებით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 19  ჭრილობა მიაყენა გევორქ სარქისიანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

2018 წლის 22 დეკემბრის განცხადების მიხედვით, გამოძიების მიერ  მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების, მათ შორის 2018 წლის 14 დეკემბერს მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხების და მოწმეების დამატებითი გამოკითხვის საფუძველზე,  ე.მ.-ს  მიმართ ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლიდან განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით  გადაკვალიფიცირდა.   (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 238' მუხლის მე-2 ნაწილით).

ასევე, ამავე მუხლით, ბრალი წარედგინა  დამატებით 2 პირს, რ.კ.-ს და ს.მ.-ს.

გამოძიებით  დადგინდა, რომ 2018 წლის 12 ივლისს  ს.მ.-ს და ე.მ.-ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ გევორქ სარქისიანთან. მათ, მეგობარ რ.კ.ს-თან ერთად დაგეგმეს სარქისიანის განზრახ მკვლელობა. რ.კ.-მ, ე.მ.-მ და ს.მ.-მ წინასწარი შეთანხმებით,  მოკვლის მიზნით, სამივე მათგანმა  დანებით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 19  ჭრილობა მიაყენეს გევორქ სარქისიანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად სარქისიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2018 წლის 12 ივლისს მომხდარი გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე  გამოძიების პირველ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ე.მ.-ს  განზრახ მკვლელობის მუხლით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი)  წარედგინა ბრალი, ხოლო 4 პირის ბრალეულობა დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დაკვალიფიცირდა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიაჩნია, რომ  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროკურატურის რეპუტაციის შელახვას ემსახურება  ტელეკომპანია რუსთავი2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია  მკვლელობის საქმეში  მხოლოდ ერთი ბრალდებულის არსებობის შესახებ.




 ახალი ამბები
  • Anti-Facebook პლატფორმა MeWe პოპულარული ხდებამთელ მსოფლიოში ადამიანები ტოვებენ Facebook- სა და Twitter- ს, ხოლო  უკმაყოფილო მომხმარებლების შედეგად დღითიდღე იზრდება სოციალურ ქსელ MeWe-ს მომხმარებელთა რაოდენობა. როგორც ბიზნეს ტექნოლოგიების სააგენტო zdnet იუწყება, სოციალური გიგანტების მომხმარებლები იღლებიან კონფიდენციალურობის შესახებ დაუღალავი დარღვევებით, პოლიტიკური მიკერძოებით და ამ კომპანიების მიერ newsfeed-ის მანიპულირებით. ლოს-ანჯელესში დაფუძნებული სოციალური მედიის ქსელი MeWe, ამჟამად Google Play Store- ში არის No1 გადმოწერილი სოციალური აპლიკაცია. პირველმა "ანტი-ფეისბუქმა" პლატფორმამ ბოლო კვირის განმავლობაში 2.5 მილიონი ახალი წევრი შეიძინა. MeWe-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ის არ აგროვებს მონაცემებს მისი მომხმარებლების შესახებ და შეიცავს კონფიდენციალურობის უფლებების შესახებ ... ...
  • სენაკში, კლინიკა "სენა-მედში" 2 პაციენტი გარდაიცვალასენაკში, კლინიკა "სენა-მედში" კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სენაკის მკვიდრი, 65 წლის მამაკაცია. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ის 77 წლის ქალბატონია ... ...
  • "გირჩი" პარტიებთან კონსულტაციებს "მოქალაქეების" გარეშე გააგრძელებს"გირჩი" პოლიტიკურ კონსულტაციებს სხვადასხვა პარტიასთან "მოქალაქეების" და ალეკო ელისაშვილის გარეშე გამართავს, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, გირჩი ემიჯნება ალეკო ელისაშვილს იმ ინციდენტის გამო, რომელიც 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში მამუკა ხაზარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის მოხდა.  "ჩვენ ბატონ ხაზარაძეს და, ზოგადად, "ლელოს" განვიხილავთ, როგორც ჩვენს პოტენციურ პარტნიორებს. საერთოდ მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება, ყველანაირად ვემიჯნებით ამას და, პირიქით, გვინდა გავაგრძელოთ დისკუსია ჩვენს ყველა იმ კოლეგასთან, ვისაც აქვს სურვილი, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს. მე რთულად წარმომიდგენია, რომ ჩვენ და "მოქალაქეები" ერთად მივიდეთ ბატონ მამუკასთან. მეტიც, ეს მოლაპარაკება ჩვენ დავიწყეთ "მოქალაქეებს" რომ პირველად შევხვდით. თვითონ ის იდეა, რომ ჩვენ და მოქალაქეები, რომლებიც დანარჩენ ოპოზიციასთან მხარე ვხდებით, არ არის სწორი. ჩვენ მართლა გვინდოდა, რომ ყველა გაგვეერთიანებინა, მათ შორის, "მოქალაქეები", თუმცა, გუშინდელი დღის შემდეგ არ მგონია, რომ ეს რეალისტური იყოს,"-განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.  შეგახსენებთ, რომ 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს ... ...
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზავავსაშიშროების გამო მოძრაობა ისევ აკრძალულიასაავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე, როგორც გუდაურიდან, ასევე კობიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. „გზის ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილია, რჩება მხოლოდ სამი კილომეტრი (კმ99-კმ101), საიდაც 101-ე კილომეტრზე ზვავსაშიშროება ნარჩუნდება და გაწმენდითი სამუშაოების დაწყება აღნიშნულ ერთ კილომეტრზე ჯერ ვერ ხერხდება“, – აცხადებენ უწყებაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე, ამ მონაკვეთზეც დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება. გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზავავსაშიშროების გამო მოძრაობა 11 იანვრიდანაა ... ...
  • სერგო ჩიხლაძე - ალეკო ელისაშვილი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის"ალეკო ელისაშვილი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის, არც პიროვნულად და  არც მისი პოლიტიკური აქტივობაა საინტერესო. როგორც ჩანს, ის არ იზიარებს  იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ოპოზიციური პარტიები გაერთიანებული ვართ. მას შეუძლია, თავისი ცალკე გზა აირჩიოს. თუ ადამიანი არც ერთ პრინციპს არ იზიარებს, შესაბამისად, ვერც იქნება ამ ოპოზიციის წევრი“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე: „უნდა ესწრებოდეს თუ არა ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის შეხვედრებს“, ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ ელისაშვილს თავად აღარ სურს ამ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება. „მას აღარ უნდა დასწრება. მე კიარ ვწყვეტ, თვითონ არ სურს მონაწილეობა ამ პროცესში, იყოს ცალკე და ნუღარ აზიანებს სხვებს. მეტ კომენტარს აღარ ვაკეთებთ ელისაშვილზე. ის საერთოდ არ არის ჩვენთვის საინტერესო. ეს არის ერთი ადამიანის პოზიცია, რომელიც არ ეთანხმება ჩვენს პრინციპებს, წავიდეს თავის გზაზე. ის, რაც გააკეთა, თავად აზიანებს. ყველა პარტიას თავს ესხმის“, – განაცხადა ჩიხლაძემ. რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების საკითხებს, ჩიხლაძე აცხადებს, რომ მათი პოზიცია არ შეცვლილა და ამ კუთხით ოპოზიცია კვლავაც ერთიანია. „ოპოზიციის გეგმა ცნობილია. ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რაც ეხება მოლაპარაკების საკითხებს, ხელისუფლებასთან ურთიერთობას, ბოიკოტის საკითხებს. ამ საკითხებზე ვართ ერთიანები. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. თუ რამე შეიცვლება, დავსხდებით და დავგეგმავთ სხვა სტრატეგიას. ორი და სამი ადამიანის შესვლა კიდევ ვიმეორებ, არ წყვეტს არაფერს. ბატონი ინჯია შევიდა თავის სამ კაცთან ერთად რამე შეიცვალა? ოპოზიციაში რამე შეიცვალა? ან ხელისუფლებაში რამე შეიცვალა. იგივე იქნება. ჯერჯერობით ველოდებით მოლაპარაკებებს თუ შედგება. ჩვენი პოზიციები უცვლელია“, – აღნიშნა ჩიხლაძემ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი ასევე გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტს, სადაც ის აღნიშნავს, რომ პოლიტიკაზე ან რამე საქმეზე ვიდრე დაიწყებენ საუბარს, ჯერ წესებზე უნდა მოხდეს შეთანხმება. მისივე თქმით, პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ველი არ გაიწმინდება. სერგო ჩიხლაძე ამ საკითხზე კომენტირებისას აცხადებს, რომ სწორედ ეს არის ახალი პოლიტიკური ცენტრი შეიქმნის მიზანი, რომ პოლიტიკურ ველზე ახალი, სუფთა ადამიანები გამოჩნდნენ. „პოლიტიკური დიახაც უნდა გაიწმინდოს. ამიტომაც ჩამოყალიბდა „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას. ახალი ადამიანები სუფთა ადამიანები გამოჩდნენ, უღირსი ადამიანები აკეთებს უღირს პოლიტიკას, მდაბიო- მდაბიო პოლიტიკას. ჩვენ გვინდა, რომ ეს გავაკეთილშობილოთ და რა თქმა უნდა, უღირსი ადამიანების ადგილი არც პოლიტიკაში და არც საჯარო სივრცეში არააა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. პირველ რიგში, გუშინ განვაცხადეთ, რომ ელისაშვილზე და მის პარტიაზე აღარ ვაკეთებთ კომენტარს. ეს ადამიანი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის არც პიროვნულად და  არც მისი პოლიტიკური აქტივობაა საინტერესო. როგორც ჩანს, ის არ იზიარებს  იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ოპოზიციური პარტიები გაერთიანებული ვართ. მას შეუძლია, თავისი ცალკე გზა აირჩიოს. თუ ადამიანი არც ერთ პრინციპს არ იზიარებს შესაბამისად, ვერც იქნება ამ ოპოზიციის წევრი“, – განაცხადა სერგო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....