პროკურატურამ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო

სამართალი

პროკურატურამ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო

21 ივნ. 2017, 15:42:02

 საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებები მიიღო, რის საფუძველზეც დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ანტიკვარული წიგნი - „ხელოვნების ისტორია არქიტექტურული ძეგლების მიხედვით" - პარიზი 1823  და ,,პარაბელუმის" ტიპის პისტოლეტი დაუბრუნდებათ. ასევე, პროკურატურა კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და განაჩენით ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.

დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი დანაშაულებრივი ფაქტები. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია,  რომ 2011 წლის დასაწყისში საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფისთვის ცნობილი გახდა, რომ მოქალაქე პავლე კუსიანს 30 000 აშშ დოლარად სურდა გაეყიდა მისი ოჯახის კუთვნილი ფრანგულ და იტალიურ ენებზე შესრულებული ანტიკვარული წიგნი - „ხელოვნების ისტორია არქიტექტურული ძეგლების მიხედვით" - პარიზი 1823.

პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფმა სისხლის სამართლის საქმის გახსნის ინსცენირებისა და ამ გზით წარმატებული საგამოძიებო უწყების იმიჯის მოპოვების მიზნით, გამოძიება დაიწყო ხსენებული წიგნის თითქოსდა ბიბლიოთეკიდან ქურდობის ფაქტზე. ამავდროულად,  წიგნის მესაკუთრე პავლე კუსიანი დაიბარეს საქართველოს პროკურატურაში და რამდენიმესაათიანი ფსიქოლოგიური ზეწოლის და მუქარის შედეგად იძულებით დააწერინეს ხელწერილი, თითქოს ეს უკანასკნელი ანტიკვარულ წიგნს ნებაყოფლობით გადასცემდა ეროვნულ ბიბლიოთეკას, ვინაიდან იგი წარმოადგენდა იშვიათ სამუზეუმო და ბიბლიოთეკის ექსპონატს, რომლის მოვლის საშუალებაც მას არ გააჩნდა.

დაზარალებულისგან იძულებით ხელწერილის მიღების შემდეგ საგამოძიებო უწყებამ ანტიკვარული წიგნი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა.

უკანონოდ ჩამორთმეული ქონება ასევე მოქალაქე ოთარ მიქაძესაც დაუბრუნდება. 2011 წელს დაზარალებული მოქალაქე მის მფლობელობაში არსებული 1940 წელს გამოშვებული ,,პარაბელუმის" ტიპის პისტოლეტის კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციას ცდილობდა, რა დროსაც მას სამართალდამცავი ორგანოების უხეში ჩარევით, იარაღის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის მიზნით ჩამოართვეს და უარი უთხრეს მის რეგისტრაციაზე.

 ჩვენ მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე, პავლე კუსიანს დაუბრუნდება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ანტიკვარული წიგნი -„ხელოვნების ისტორია არქიტექტურული ძეგლების მიხედვით" - პარიზი 1823, ხოლო ოთარ მიქაძეს დაუბრუნდება და მიეცემა საშუალება დაირეგისტრიროს მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ცეცხლსასროლი იარაღი.

 გარდა ამისა, ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილებაც მიიღო.  მოქალაქე გიორგი ხუროშვილს კანონიერ საკუთრებაში გააჩნდა ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილზე არსებული 3 990 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული ბენზინგასამართი სადგურით, რაც 2011 წელს ხელისუფლების ინტერესის ქვეშ აღმოჩნდა და სამართალდამცავ ორგანოებში დაიგეგმა მისი ჩამორთმევისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა.

ამ მიზნით, 2011 წლის 25 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გიორგი ხუროშვილი დაკავებული იქნა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის დამზადების ფაქტზე, თითქოს ეს უკანასკნელი საკუთარი ბენზინგასამართი სადგურის გაქირავებით იღებდა იმაზე მეტ თანხას, ვიდრე ამას ანგარიშფაქტურაში ასახავდა. გამოძიების მიერ ხელოვნურად შეკრებილი მტკიცებულებების შედეგად, 2012 წლის 10 აპრილს გიორგი ხუროშვილის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მას განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 10 000 ლარი. ამავე განაჩენით, მიწის ნაკვეთი და ბენზინგასამართი სადგური, როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღი ჩამოერთვა მსჯავრდებულს და გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში.

ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით სრულად დადასტურდა მსჯავრდებულ გიორგი ხუროშვილის უდანაშაულობა და სამართალდამცავი ორგანოს დაინტერესება ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რის გამოც პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების და ჩამორთმეული ქონების გიორგი ხუროშვილისთვის დაბრუნების მოთხოვნით.

 რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე. 

 ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად  გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 64 ფაქტი, გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით, სასამართლოში 24 მსჯავრდებულის მიმართ გაიგზავნა შუამდგომლობა; დაზარალებულად ცნობილია 136 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდათ და დაბრუნების პროცესშია 36 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი,  სასტუმრო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.

    




 ახალი ამბები
  • თიანეთში ციმბირული წყლულის შემთხვევა დაფიქსირდათიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურებში ციმბირული წყლულის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია თავდაპირველად მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს აღმოაჩნდა, საქონლის დაკვლის შემდეგ კი მეპატრონე დაავადდა,_ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალაბული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარდა კანონმდებლობით დადგენილი ყველა შესაბამისი ზომა. მოხდა სოფელში არსებული პირუტყვის ვაქცინაცია , დაავადებული ხორცი სოფლიდან მოშორებით დაიწვა და სპეციალურ სამარხში ხუთი მეტრის სიღრმეზე განთავსდა.სურსათის უვნებლობის სამსახურის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მოხდა მოსახლეობის ინფორმირება იმის თაობაზე, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტუშურებში აკრძალულია საქონლის დაკვლა, ასევე ხორცის და რძის ნაწარმის რეალიზაცია. პარალელურად სოფელში აცრილი პირუტყვის მონიტორინგი მიმდინარეობს. გუბერნატორის განცხადებით, სიტუაცია ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ... ...
  • ოზურგეთში გარემოვაჭრებს, სარგებლობის უფლებით, ადგილები გადაეცემათდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, გარევაჭრობის რეგულაციების წესის პროექტზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  დაიწყო. საკითხის ირგვლივ  იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ ისაუბრა. -ძირითადდ, დღეის მდგომარეობით, გარემოვაჭრეები ვინც არიან, სარგებლობის უფლებით გადაეცემათ ის ადგილები, რომელსაც მერია შეარჩევს. გადაცემა მოხდება იმ პირთათვის, ვინც იქნება გარევაჭრობის მოსურნე და მერიას ამის თაობაზე განცხადებით მიმართავს, _ თქვა მან. საკრებულოს წევრებმა გაკარგულების მიღებას და მასზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას, მხარი ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყოდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა შედგა. დღის წესრიგის გამოცხადებამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ,  დავით დარჩიამ დეპუტატებს გააცნო ინფორმაცია, იმ პირთათვის სამას ლარიანი  კომპენსაციიის გადაცემის თაობაზე,  მთავრობის მიერ, ვინც 2019 წელს საზღვარი გადაკვეთა. ასეთი პირებს, 30 დღე მაინც უნდა ჰქონდეთ უცხო ქვეყანაში ნამუშევარი. _ეს არის მთავრობის მხრიდან მორიგი მისასალმებელი ნაბიჯი. მთავარია, ახლა მოქალაქეებმა, ვინც ასარჩევ სიაში მოხვდება, დროულად შეავსონ სპეციალურ საიტზე თავისი მონაცემები. _კარგია ეს დახმარება, მაგრამ ძალიან რთული პროცედურები არის  შესასრულებელი და ეს ადამიანებს უჭირთ. კარგი ის იქნებოდა, მხოლოდ პირადი მონაცემები და ანგარიშის ნომერი მოეთხოვათ. ასე უფრო ადვილი იქნებოდა ამ საკითხის მოგვარება. კი არ უნდა გაურთულო რიგით მოალაქეს საქმე, პირიქთ, უნდა გაუადვილო, _ შეეწინააღმდეგნენ  საკრებულოს ნაციონალი დეპუტატები ბესო ქათამაძე და დავით მჟავანაძე დავით დარჩიას. _არანაირი რთული პროცედურა ეს არ არის. შექმნილია სპეციალური საიტი.  მონაცემების შევსებაში ჩვენ თვითონ ვეხმარებით მოქალაქეებს. ბაზაში  მოქალაქემ უნდა შეიტანოს სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ანგარიშის ნომერი, სადაც უნდა დაირიცხოს  აღნიშნული თანხა.  მე პირადად  ვიყავი სოფელ დვაბზუში, სადაც ერთ-ერთ უბანს „დვაზუს ნასაკირალს“ ეძახიან. 500-მე ადამიანს დავეხმარე, რომ სპეციალურ საიტზე დაფიქსირებულიყო თითოეული მათგანი.  ასევე თუ ვინმეს სურს, ყველას დვეხმარები. თქვენ აზვიადებთ ყველაფერ ამას,  წესია  ეს თქვენი_ განაცხადა საკრებულოს წევრმა, „ქართული ოცნების“ დწარმომადგენელმა, მარი ჩხიკვიშვილმა.  _ნუ ყვირით და ხმაურობთ. დაჯექით მანდ, _ უთხრა მჟავანაძეს და ქათამაძეს დავით დარჩიამ. _ჩვენ ვამბობთ სიმართლეს. არ მოგვწონს-თქო არ გვითქვამს. არ გინდათ,  რომ გაუადვილოთ ადამიანს ეს პროცესი. თუ ტყუილს ვამბობთ. მიდით , ნახეთ რამხელა რიგებია სოციალურ სამსახურთან, ბანკებთან.   ყველა ტელეფონით არ ხერხდება მონაცემების შევსება.  ამასთანავე ყველამ არ იცის ესა თუ ის ფუნქცია, - თქვა  ბესო ... ...
  • სახალხო დამცველმა ექიმის მხრიდან კარანტინში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინასაქართველოს სახალხო დამცველმა ექიმის მხრიდან კარანტინში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. აღნიშნული ფაქტის შესწავლა სახალხო დამცველმა 2020 წლის 30 მარტს საკუთარი ინიციატივით დაიწყო, მოგვიანებით კი საქმის განხილვის პროცესში განმცხადებლის წარმომადგენლის სტატუსით ააიპ „საფარი“ ჩაერთო. „საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ექიმმა, რომელთანაც ხელშეკრულება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჰქონდა დადებული, განმცხადებლის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებები განახორციელა. საქმეში არსებული მასალების, მხარეების და მესამე პირების, მათ შორის, ექიმების გამოკითხვის და შესაბამისი უწყებებიდან მიღებული პასუხების საფუძველზე, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ სექსუალური შევიწროება გამოვლინდა სამივე ფორმით სიტყვიერი, არასიტყვიერი და ფიზიკური ქცევით, რამაც განმცხადებელს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა ექიმს; ასევე, მოუწოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ და ჯანდაცვის სამინისტროს გაითვალისწინონ სექსუალური შევიწროების გამოვლენის რისკები და დაკონტრაქტებულ/დასაკონტრაქტებელ ექიმებს მიეწოდოთ ინფორმაცია სექსუალური შევიწროების დაუშვებლობასთან დაკავშირებით“,_ წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ... ...
  • "გაურკვეველი პირები კარდაკარ შემოვლით ცდილობენ ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებას"- ცესკოცესკოს სახელს არაკეთილსინდისიერად იყენებენ ამომრჩეველთა მონაცემების გადასამოწმებლად,_ ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) ცნობილი გახდა, რომ გაურკვეველი პირები სარგებლობენ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით, კარდაკარ შემოვლით ცდილობენ ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებასა და დადგენას. ამომრჩევლების გარდა, აღნიშნულ შემთხევებს ადასტურებენ თავად საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, რომელთა საცხოვრებელ ბინებშიც დაფიქსირდა მსგავსი გადამოწმების ფაქტები ცესკოს სახელის ყალბი გამოყენებით. განვმარტავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს აქტივობას არ ახორციელებს და აღნიშული ფორმით არ აწარმოებს ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმებას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს და კანონმდებლობის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიები ფუნქციონირებას დაიწყებენ კენჭისყრის დღემდე ერთი თვით ადრე; რის შემდეგაც ისინი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის დადგენილ პროცედურებს. ამასთან, ამომრჩეველთან ურთიერთობისას საარჩევნო კომისიის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა იქნება წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ გაერთიანებებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ამომრჩევლებთან კანონით განსაზღვრული ურთიერთობა, რომელიც უფრო მეტად აქტუალური ხდება არჩევნების წინა პერიოდში. კონკრეტული მიზნებისთვის ამომრჩევლებთან ურთიერთობას შესაძლოა აწარმოებდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებიც. შესაბამისად, მივმართავთ თხოვნით ნებისმიერ ჩართულ მხარეს თუ ორგანიზაციას, არ ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით საკუთარი მიზნების განხორციელებისას“,_ წერია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...