ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 5 პირი პასუხისგებაში მისცეს

სამართალი

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 5 პირი პასუხისგებაში მისცეს

16 მარ. 2018, 12:57:39

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში, აჭარისა და კახეთის რეგიონებში,  ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით  ხუთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - სხვადასხვა ინდივიდუალური საწარმოს და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელმა, პირებმა უკანონო სარგებლის მიღების მიზნით დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები და მომსახურების გაწევის აქტები.  აღნიშნული დოკუმენტებით ფიქტიურად დაფიქსირდა სხვადასხვა დასახელების საქონლის მიწოდება, ასევე სამშენებლო და სატრანსპორტო მომსახურების გაწევა.

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯამური თანხობრივი ღირებულება 400 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4-წლამდე. 




 ახალი ამბები
  • ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვსხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს.  „ამ საქმეში ჩვენი მთავარი ინტერესი სამოხელეო დანაშაულია, რომელთან დაკავშირებითაც, ჯერჯერობით, პასუხი ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ წერილობით მივმართეთ გენერალურ პროკურორს და ვითხოვთ გარკვევას, თუ რა ეტაპზეა ეს საქმე, გვაინტერესებს, რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩვენ თხოვნა გვქონდა ირაკლი შოთაძე შეგხვედროდა. იმედი მაქვს, რომ მათი მხრიდანაც იქნება ნაბიჯი გადადგმული და ეს შეხვედრა შედგება. წერილი გუშინ მოვამზადეთ, ჯერ მათგან პასუხი მიღებული არ გვაქვს, შესაძლებელია, ჯერ ჩაბარებულიც არ იყოს, ვინაიდან ეს წერილი ფოსტით იგზავნება. ჩვენ მოვიაზრებთ ყველა იმ პირს, რომელთა ქმედებაშიც სავარაუდო დანაშაულის ნიშნები მოიაზრება. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაც არის, სადაც მითითებულია ყველა ის პირი, რომელთა ქმედებაშიც კომისიამ სავარაუდო დანაშაულის ნიშნები დაინახა“, - აცხადებს ლონდარიძე. ცნობისთვის, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებას დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულები არიან გიორგი ჯანაშია და მიხეილ კალანდია. ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის კი მსჯავრდებულია გუგა ბარბაქაძე. წყარო: ... ...
  • ცვლილება "აწარმოე საქართველოში"- რის გამო აღარ მოუწევთ ფერმერებს დედაქალაქში ჩასვლა„აწარმოე საქართველო“ ისევე როგორც სოფლის მეურნეობის პროგრამები უახლოეს ერთ თვეში იუსტიციის სამინისტროს არხებით პირდაპირ მივლენ მოსახლეობასთან. ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა. გახარიას განცხადებით, ფერმერებსა და მეწარმეებს"აწარმოე საქართველოს" პროგრამის დეტალებში გარკვევა რაიონულ ცენტრებში შეეძლებათ იუსტიციის სამინიტროს ადგილობრივ სივრცეში და დედაქალაქში ჩასვლა აღარ ... ...
  • მიკროგრანტების და მცირე მეწარმეების დახმარების პროგრამების ბიუჯეტი იზრდებასაქართველოს პრემიერის განცხადებით, ცვლილებები შედის პროექტ „აწარმოე საქართველოში“. „ამ ცვლილებებს აქვს ბევრი სხვადასხვა მიმართულება. მაგრამ მე გამოვყფ ერთს. მიკროგრანტების და მცირე მეწარმეების დახმარების პროგრამები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ძალზე ეფექტურად მუშაობდა, პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 40 მილიონ ლარამდე. გარდა ამისა, მინიმალური საგრანტო თანხა გაიზარდა 20-იდან 30 მილიონ ლარამდე. ეს არის პირდაპირი დახმარება იმ მოქალაქეების, რომლებიც ამ გაურკვევლობის მიუხედავად მზად არიან დაიწყონ ბიზნესი, აიღონ გარკვეული რისკი საკუთარ თავზე და წარმატების შემთხვევაში უკვე დაასაქმონ სხვა ადამიანები“,_ განაცხადა ... ...
  • კორონავირუსი საქართველოში _ StopCov.ge-მ ინფორმაცია განაახლაStopCov.ge-ზე kovid 19-დაკავშირებული ინფორმაცია განახლდა. როგორც მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზეა აღნიშნული, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსი 801 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 644 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2424 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი _ 304. შეგახსენებთ, რომ ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • რით დაუდგება სახელმწიფო გვერდში ბიზნესკომპანიებსსაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მომავალში ნაბიჯები უნდა იყოს ფრთხილი და გონივრული ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად. გახარიას განცხადებით, კრიზისიდან გამომდინარე ადამიანებს უჭირთ. ეს არის გლობალური კრიზისი და შეუძლებელია ცალკე ერთი სახელმწიფო გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. გახარიამ აღნიშნა, რომ კრიზისთან გასამკლავებლად სახელმწიფო მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებზე მუშაობს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საკრედიტო- საგარანტიო სქემა შეიცვლება. „სახელმწიფო გვერდში დაუდგება იმ კომპანიებს, რომლებიც ახალ პროექტებს იწყებენ გვერდში დაუდგება საბანკო სესხით, 90 %-ის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს რომლებსაც სესხი უკვე აქვთ აღებული მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30%-ის გარანტიით. ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და ეფექტურობის დატოვების გარანტია“,_ განაცხადა პრემიერმა. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?