რა წერია ანონიმურ წერილში, რომელიც"ოცნების" დეპუტატს გაუგზავნეს _ "პოლიტიკური წამზომი ჩართულია"

სამართალი

რა წერია ანონიმურ წერილში, რომელიც"ოცნების" დეპუტატს გაუგზავნეს _ "პოლიტიკური წამზომი ჩართულია"

2019 აპრ 24 13:45:05

"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ზვიად მამალაძე სამართალდამცავებისგან იმის გარკვევას ითხოვს, ვინ დაუტოვა კაბინეტში ფარულად ანონიმური წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მისი პოლიტიკური წამზომი ჩართულია.

ჩვენი წყაროს თქმით, წერილი მამალაძეს რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინა კაბინეტში:

მასში წერია, რომ იგი არის თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს ვალდებულებები მოსახლეობის წინაშე, ის ამ პრობლემების მოგვარებით უნდა იყოს დაკავებული და არა პირადი კეთილდღეობის მოწყობით. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ თუკი ამას არ იზამს, მისი პოლიტიკური წამზომი ჩაირთვება, _ გვითხრა წყარომ.

კიდევ ერთი წყაროს თქმით, მამალაძე მიიჩნევს, რომ მას აშანტაჟებენ და ამაზე ყურადღება პოლიციისთვის გაკეთებულ მიმართვაშიც აქვს გამახვილებული.

ზვიად მამალაძე წერილის არსებობას ადასტურებს, თუმცა, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

მან არც ის გვითხრა, აქვს თუ არა ვინმეზე ეჭვი და რატომ ფიქრობს, რომ მის მიმართ შანტაჟს აქვს ადგილი.

მართალია, მამალაძემ დეტალებზე საუბარი არ ისურვა, თუმცა, ჩვენ გავარკვიეთ, რომ წერილის პოვნისას, მასთან ერთად საკრებულოს წევრი გოჩა ჯიქია იმყოფებოდა.

"გურია ნიუსთან" საუბრისას ჯიქია ამბობს, რომ ამ თემაზე პოლიციას უკვე მისცა ჩვენება:

_ მე და ზვიადი ერთად შევედით ოთახში და მაშინ ნახა წერილი. დაზუსტებით არ ვიცი, რა ეწერა, რადგან პირადად არ წამიკითხავს. ზვიადი კითხულობდა და მე ვუსმენდი. როგორც მახსოვს წერილში საუბარი იყო მის საქმიანობაზე, ვალებზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ცხენებზე, რომლის პატრონაჟიც მას აქვს აღებული საკუთარ თავზე. იყო გაფრთხილებაც, _ გვითხრა ჯიქიამ.

ჯიქიას თქმით, რომ წერილში მოყვანილი ფაქტების არ სჯერა და არ გამორიცხავს, რომ შანტაჟს ჰქონდეს ადგილი:

არ შემიძლია დეტალებზე საუბარი და ვერც იმას გეტყვით, ეს წერილი პირადული იყო თუ პოლიტიკური. რაც მე მოვისმინე, იმის არ მჯერა _ ზვიადი არ არის მასეთი. რაც შეეხება შეფასებას, პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ შანტაჟია, თუმცა, ამის ნიშნებს შეიცავს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჯიქიამ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მამალაძის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე ჩოხატაურის პოლიციაში წინასაგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...