რამდენ პრობაციონერს და როგორ შეეხება „ამნისტიის შესახებ“ კანონი

სამართალი

რამდენ პრობაციონერს და როგორ შეეხება „ამნისტიის შესახებ“ კანონი

26 იან. 2021, 10:54:03

პრობაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ „ამნისტიის შესახებ“  კანონი 10883 პრობაციონერს ეხება.

„პრობაციის სააგენტომ სასამართლოს უკვე სრულად   გადაუგზავნა იმ 10883 პრობაციონერის საქმე, რომლებსაც „ამნისტიის შესახებ“ კანონი  ეხება, ამათგან 477 ქალია,  68 კი, არასრულწლოვანი მსჯავრდებული. პრობაციონერებზე ამნისტიის გავრცელების საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო ინდივიდუალურად იღებს.

ამნისტიის აქტით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო და ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე,

3522 მსჯავრდებულს სრულად მოეხსნება სასჯელი;

5361 მსჯავრდებულს  გაუნახევრდება;

1468 მსჯავრდებულს სასჯელი  ერთი მეოთხედით შეუმცირდება;

532 მსჯავრდებულს კი, ამნისტია ნაწილობრივ შეეხება: პირს, რომელიც რამდენიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, შეუმსუბუქდება მხოლოდ იმ მუხლებისთვის დაწესებული სასჯელი, რომლის ამნისტიასაც კანონი ითვალისწინებს. 

პრობაციის ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფ  იმ მსჯავრდებულთაგან, ვისაც ამნისტია შეეხება, 4920 პირი გასამართლებულია საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა: ნარკოტიკული დანაშაული, ავტოსაგზაო შემთხვევა; 3422 პირი გასამართლებულია ეკონომიკური დანაშაულებისთვის – ქურდობა, მითვისება/გაფლანგვა, გადასახადისაგან თავის არიდება, ქონების დაზიანება, თაღლითობა; 891 პირი გასამართლებულია ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ძალადობა, მუქარა (გარდა ოჯახური ძალადობისა); 1650 პირი კი – ამნისტიის კანონით გათვალისწინებული სხვა სახის დანაშაულის ჩადენისთვის.

დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან საქმის მიღების შემდგომ სასამართლო განიხილავს საქმეებს ინდივიდუალურად და გამოაქვს განჩინება საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ერთი თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ კანონით მსჯავრდებული ვალდებულია, წარმოადგინოს დაზარალებულის თანხმობა, სასამართლო განიხილავს საქმეს და გადაწყვეტილებას იღებს  კანონით დადგენილი წესით 6 თვის ვადაში“,_ ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • “მოდერნიდან“ 135 ლარია წაღებულიგუშინ, ოზურგეთში სუპერმარკეტ “მოდერნში“ ყაჩაღობა მოხდა. როგორც მედიისთვის ცნობილი გახდა,  დილის საათებში ერთმა პირმა მოახერხა ფულის წაღება. “გურია ნიუსს“ “მოდერნში“ განუცხადეს, რომ წაღებულია 135 ლარი. ყაჩაღობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმეზე 179 მუხლით დაიწყო გამოძიება. ამ დრომდე ყაჩაღობის ფაქტი გახსნილი არ ... ...
  • PSP გაფრთხილებთ - სმს შეტყობინება მომხმარებლებსPSP მომხმარებლებს ცრუ სმს შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს. როგორც მობილურ ტელეფონზე დაგზავნილ სმს შეტყობინებაშია ნათქვამი: „პსპ გაფრთხილებთ: სმს-ით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია PSP-ში cashback აქციის შესახებ. არ გახსნათ სმს-ით მოსული საიტის მისამართი და არ შეავსოთ საბანკო ინფორმაცია!“     ... ...
  • პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - რა მოხდა იმერეთშიშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.მ. ვანში დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა ედება. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა. სამართალდამცველებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და დაუყოვნებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. სანადირო თოფით შეიარაღებულმა გ.მ.-მ., რომელიც თავის მოკვლას აპირებდა, პოლიციელების დანახვისთანავე, მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც დაიჭრა ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი. დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. სამართალდამცველის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“,_ აცხადებენ ... ...
  • დისტანციურ სწავლებაზე 17 სკოლა და 145 კლასი - რა ვითარებაა სკოლებშიგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნებიდან დღემდე საქართველოს ყველა სკოლაში მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ინფიცირების მაჩვენებელმა კიდევ უფრო იკლო.  მიმდინარე კვირაში, ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0,1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0,01%-ს დაუდასტურდა. მშობელთა თხოვნით, ასევე, კოვიდის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი. საქართველოს მასშტაბით რისკ-ჯგუფში მყოფმა 69 მასწავლებელმა მიმართა თხოვნით სკოლის ადმინისტრაციას და დარჩა დისტანციური სწავლების ფორმატში.  სამინისტროსთვის სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო წელი სკოლებში დასრულდეს და მოსწავლეთა განათლება შეუფერხებლად გაგრძელდეს.  სწორედ ამიტომ პროტოკოლით გათვალისწინებული ნორმების დაცვის მონიტორინგში ჩართულია როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ასევე მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, ზოგადი განათლებისა და კოორდინაციის სამმართველოები, მანდატურის სამსახური და რესურსცენტრები. სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნებიდან დღემდე მინისტრის პირველი მოადგილე შემთხვევითობის პრინციპით რამდენიმე ათეულ სკოლაში იმყოფებოდა. ზოგადი განათლებისა და კოორდინაციის სამმართველოების მხრიდან თბილისსა და რეგიონებში შემოწმებულია 120-ზე მეტი სკოლა, ხოლო რესურსცენტრების მხრიდან მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.  მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები რეგულაციების შესაბამისად მაღალ დონეზეა დაცული, სისტემატურად ხდება საპირფარეშოებისა და დერეფნების სველი წესით დამუშავება. შეზღუდულია სკოლის შენობაში ვიზიტორთა შესვლა. დაწყებითი კლასის მოსწავლეები პედაგოგებს მშობლებთან სკოლის ეზოში ორგანიზებულად გამოყავთ. დაცულია პირბადის ტარების წესები. ერთეულ შემთხვევებში, შემოწმების შედეგად გამოვლენილია ხარვეზები, რის გამოც სკოლებმა დამატებითი რეკომენდაციები მიიღეს. ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება და, როგორ წესი, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით ... ...
  • ძალადობა 13 წლის გოგოზე - ბრალდებულს ბრალდება დაუმძიმდა13 წლის გოგოს  მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულ ზ.მ.-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურების და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის მუხლებით დაუმძიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,  რომ  ზ.მ.-მ,  14 წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებულის მიმართ გაუპატიურება და  ფიზიკური ძალადობა განახორციელა. ზ.მ.-ს ბრალდება  5 მარტს,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისიდან 2020 წლის 17 მარტამდე  მოქმედი რედაქცია) და 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებას და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს სამართალდამცავებმა ზ.მ. 19 თებერვალს დააკავეს. 21 თებერვალს  მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დასაცავად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ღონისაძიებას ახორციელებს, პროცესში ჩართულ შესაბამის  უწყებებთან ერთად. პროკურატურა მოუწოდებს მედიას და საზოგადოებას გაითვალისწინონ საკითხის სენსიტიურობა და, არამარტო აღნიშნულ საქმეზე, არამედ ყველა მსგავსი კატეგორიის საქმეზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, თავი შეიკავონ დაზარალებულის პერსონალური მონაცემების და საქმის დეტალების გამჟღავნებისგან, ასევე, დაზარალებულთან კომუნიკაციის მცდელობისგან, რათა არ მოხდეს არასრულწლოვანი ძალდობის მსხვერპლის ინტერესების შელახვა და მეორეული ვიქტიმიზაცია“,_ ნათქვამია პროკურატურის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...