რას ურჩევენ დასაქმებულებს, რომლებიც არაანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს

სამართალი

რას ურჩევენ დასაქმებულებს, რომლებიც არაანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს

27 მაი. 2020, 12:17:34

ყველაზე მწვავედ პანდემია შრომის ბაზარს შეეხო, რამაც თავის მხრივ, დღის წესრიგში დააყენა შრომით-სამართლებრივი კანონმდებლობის აქტუალური საკითხების ახლებურად მოწესრიგებისა და გარკვეული მიდგომების გადაფასებების საკითხები. ჩვენ შევისწავლეთ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულების არაანაზღაურებად შვებულებაში გაშვების ტენდენციები, რაც შრომითი კონტრაქტების, ფაქტობრივად, შეწყვეტის ან შეჩერების მიზანს ემსახურება, მხარეთა შორის სამართლებრივი დავის პერსპექტივები და გვსურს ვუთხრათ პირებს, რომლებიც გახდნენ არაანაზღაურებადი შვებულების მხარეები, დავის სასამართლოში წარმოების შემთხვევაში, მათი მოთხოვნები დასაბუთდეს დროებითი შრომისუუნარობის საფუძვლებით, ვინაიდან დავებს ასეთ შემთხვევაში, მეტი პერსპექტივა ექნება. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარმა იურისტმა, ნიკა გოგბერაშვილმა განაცხადა.

ნიკა გოგბერაშვილის განცხადებით, უშუალოდ ორგანიზაციისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დამსაქმებლების გარკვეული ნაწილი აიძულებს თანამშრომლებს განუსაზღვრელი ვადით აიღონ ანაზღაურების გარეშე შვებულება. ხშირ შემთხვევაში კი ვაწყდებით დამსაქმებლთა მხრიდან ცალმხრივად მიღებულ აქტებს თანამშრომელთა ანაზღაურების გარეშე შვებულებაში გაშვების თაობაზე. რატომ მივიღეთ მსგავსი მოცემულობა და რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე, შეიძლება აიხსნას მხოლოდ და მხოლოდ ორი მიზეზით.

პირველი - ეს არის ის იდეალური მდგომარეობა, როდესაც ყველა დამსაქმებელი ზედმიწევნით იცნობს და იცავს შრომით კანონმდებლობას, მაგრამ იძულებულია ამგვარად მოიქცეს, რადგან არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო მოწესრიგება. მეორე განმაპირობებელი მიზეზი კი, უბრალოდ ეს არის - კანონმდებლობის არცოდნა და საკუთარ თავზე ნაკლები სამოქალაქო პასუხისმგებლობის აღება. თუმცა, რა თქმა უნდა, არცერთი შემთხვევა არ გამორიცხავს კანონის დარღვევას.

სწორი პასუხი კითხვაზე, თუ რომელი მიზეზი გვაქვს სახეზე, გადამწყვეტია იმ თვალსაზრისით, რომ მისი დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება ხარვეზის აღმოფხვრა და სამომავლოდ უკეთესი რეგულაციის ჩამოყალიბება. იმისათვის, რომ შეკითხვას პასუხი გაეცეს, აუცილებელია შევაფასოთ არსებული კანონმდებლობა იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად არის შესაძლებელი შრომითი ურთიერთობის იმგვარად შეჩერება, რომ დამსაქმებელს არ მოუწიოს აბსურდული გადაწყვეტილებების მიღება და  კანონმდებლობის გაუაზრებელი დარღვევა.

საქართველოს შრომის კოდექსი იცნობს ისეთ ტერმინს, როგორიცაა „დროებითი შრომისუუნარობა“. ისევე, როგორც „შვებულება“, აღნიშნული წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეჩერების და არა - შეწყვეტის საფუძველს. კოდექსის თანახმად, დროებითი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა არ აღემატება, ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს, არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.

კოდექსი პირდაპირი სახით არ განსაზღვრავს, თუ რა ითვლება დროებით შრომისუუნარობად, თუმცა საკითხს მეტ-ნაკლებად აწესრიგებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №87/ნ ბრძანება, რომლის მიხედვითაც, დროებით შრომისუუნაროდ ითვლება პირი, რომელსაც არ შეუძლია შეასრულოს შრომითი კონტრაქტით მისთვის დაკისრებული ვალდებულება: ა) დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში, ბ) ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის გამო, გ) კარანტინის გამო და დ) პროთეზირების გამო.

როგორც აღმოჩნდა, დროებითი შრომისუუნარობის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს კარანტინი. შესაბამისად, ზემოთ დასმულ შეკითხვაზე, პასუხად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ისეთი კანონქვემდებარე აქტი მაინც, რომელიც მოუწესრიგებლად და შესაბამისი სამართლებრივი სტატუსის გარეშე, არ ტოვებს კარანტინის პიროებში დასაქმებულთა მდგომარეობას. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და საჭიროება მოითხოვს კანონმდებლობის ამ კუთხით მეტად დახვეწას და იმგვარად ჩამოყალიბებას, რომ მას ჰქონდეს ერთიანი საკანონმდებლო აქტის სახე.

რადგანაც პირველი მიზეზი მეტნაკლებად გამოირიცხა, საქმე გვაქვს, დამსაქმებელთა მხრიდან შრომითი კანონმდებლობის არცოდნასთან, რასაც მივყავართ იმ უკიდურეს შედეგამდე, რასაც ორივე მხარის მორალური თუ ეკონომიკური დაზიანება ჰქვია.

მინისტრის ბრძანება მხოლოდ იმას კი არ ადგენს, თუ ვინ ითვლება დროებით შრომისუუნარო პირად, არამედ იგი უმთავრესად განსაზღვრავს დროებითი შრომისუუნარობის ანაზღაურების წესსა და პირობებს. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება ყოველ დასაქმებულს/მოსამსახურეს. დროებითი შრომისუუნარობის გამო, დახმარების დანიშვნას, გაანგარიშებას და გაცემას ახდენს - დასაქმებულის შემთხვევაში, შესაბამისი დამსაქმებელი, ხოლო მოსამსახურის შემთხვევაში – შესაბამისი საბიუჯეტო (სახაზინო) დაწესებულება. რაც შეეხება გაანგარიშების წესს, საბაზისო თანხას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა. ეს ნიშნავს იმას, რომ დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად, სამუშაო თვეში საშუალო დღიური ხელფასის გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე.

კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს იმას, რომ არსებობს შესაბამისი რეგულირება, კარანტინის შემთხვევაში, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის შეჩერება დაკვალიფიცირდეს - არა როგორც ანაზღაურების გარეშე შვებულებად, არამედ დროებითი შრომისუუნარობად. რაც მთავრია, ამ დროს, დასაქმებულს უფლება აქვს მოითხოვოს ბრძანებით დადგენილი შესაბამისი ანაზღაურება და არ დარჩეს ყოველგვარი შემოსავლის გარეშე.

ნიკა გოგბერაშვილის განმარტავს, რომ მოსალოდნელია, მოქალაქეთა მხრიდან უფლების დაცვის პროცესში, გამოყენებული იყოს დავის უკვე კარგად ნაცნობი სტრატეგიები კომპენსაციასთან და განაცდურთან დაკავშირებით, თუმცა უფლების დაცვის ამგვარი ხერხების გამოყენება პრობლემას უფრო გაზრდის და უმნიშვნელოს გახდის იმ მოწესრიგებასაც კი, რომელიც აღმოჩნდა რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის სახით არსებობს.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ამ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის თვალსაზრისით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მხრიდან სასამართლოში დავის შემთხვევაში თავიანთი შრომითი უფლებების დაცვა განხორციელდეს არა დღეს არსებული მიდგომის მსგავსად, არამედ შედარებით ახლებურად. მოქალაქეებმა საკითხი უნდა დაინახონ დროებითი შრომისუუნარობის პრიზმიდან და მოთხოვნა ჩამოაყალიბონ იმგვარად, რომ იგი შეეხებოდეს არა განაცდურის ან/და კომპენსაციის, არამედ დროებითი შრომისუუნარობიდან გამომდინარე დახმარების მიღებას. შედეგად, ჩამოყალიბდება ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, არ არსებობს და დავინახავთ, თუ რამდენად რეალური და ეფექტურია არსებული მოწესრიგების ფარგლებიც, სასამართლოს მსჯელობა და დასაბუთება დასმულ საკითხზე.




 ახალი ამბები
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ხობში მომხდარ ავტოსაზგაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა ცოტა ხნის წინ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ქვალონთან, ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. შსს-ს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • „ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ერთი გოგო დაკარგა, გუშინ კი 18 წლის ვაჟი“ _ ტრაგედია სენაკში სენაკში, სოფელ ნოქალაქევში მდინარე ტეხურაში გუშინ 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი უყვება, მამაკაცს მდინარეში გული გაუსკდა. გარდაცვლილმა სკოლა წელს დაამთავრა. „ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ერთი გოგო დაკარგა, გუშინ კი 18 წლის ვაჟი. საშინელება ტრიალებს. მთელი სოფელი ტირის. ვიწვით ამ ოჯახის ტრაგედიით“, _ ამბობს ადგილობრივი მოქალაქე. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით ... ...
  • "ბევრს ავიწყდება, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია" 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ, - ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა გამოცემა LB.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „უკრაინის სამხრეთში, განსაკუთრებით ხერსონის ოლქში მიმდინარეობს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომლის დროსაც პრორუსული ძალები ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობენ და ადგილობრივ მოსახლეობაში უკრაინის მთავრობისადმი უნდობლობის გაჩენას ცდილობენ. ამ კამპანიის კიდევ ერთი ნაწილია სამხედრო სწავლებები „კავკასია 2020“. ეს სწავლებები რუსეთმა შესაძლოა ყურადღების გადასატანად გამოიყენოს. სწავლებების დროს მათ დაქვემდებარებაში იქნება სამედიცინო ტრანსპორტი, მანევრირების შესაძლებლობები, შეიარაღებული ძალების მართვის ცენტრი. ამასთან ერთად, ევროპასა და აშშ-ს ამ დროს უკრაინისთვის არ ეცლება. 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ“, - აცხადებს ამერიკელი გენერალი. მისივე თქმით, უკრაინამ უფრო აქტიურად უნდა იმუშავოს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე საქართველოსთან, რუმინეთთან, მოლდოვასა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან. „ბევრს აღარ ახსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია. დნესტრისპირეთი ამ დრომდე რუსეთის სრული კონტროლის ქვეშაა. რაც არ უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა უკრაინის, მოლდოვისა ან რუმინეთის წინააღმდეგ, ამაში დნესტრისპირეთში განლაგებული სამხედრო ძალები იქნება გამოყენებული“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი. წყარო: ... ...
  • 3 ინფიცირებული და 4 გამოჯანმრთელებული _ კოვიდსიტუაცია საქართველოშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე სტოპცოვ.გე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 946 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 825 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3310 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 203. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...