რატომ ჩაარტყა ძმამ დას ჩაქუჩი თავში _ დეტალები სასამართლო პროცესიდან

სამართალი

რატომ ჩაარტყა ძმამ დას ჩაქუჩი თავში _ დეტალები სასამართლო პროცესიდან

2018 ივლ 3 17:19:53

ამ წუთებში დასრულდა დის მკვლელობაში ბრალდებული რ.თ-ს წინასასამართლო სხდომა.

ბრალდებული რ.თ-მ სასამართლო პროცესზე დეტალურად აღწერა, რა მოხდა  ოჯახში. ის, ინფორმაციას, თითქოს დასთან კონფლიქტი ჰქონდა, არ ადასტურებს.

ჩემს დასთან კონფლიქტი არაფერზე მქონია და ძალიან მეგობრულად ვცხოვრობდით. მე ადრე გარდამეცვალა მეუღლე, ჩემი და კი გაუთხოვარი იყო და აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ერთად გვეცხოვრა. ბოლო დროს ჩემი და ავადმყოფობდა და მძიმე მდგომარეობაში იყო. სახლის ერთ ოთახში რკინის ღუმელი იდგა. ის  სკამით ასულიყო ღუმელზე და სავარაუდოდ, მილის გასწორება უნდოდა. სკამიდან ჩამოვარდა, ღუმელს თავი დაარტყა და როცა ვნახე, გარდაცვლილი იყო. გადავწყვიტე ეზოში დამესაფლავებინა და გამომეცხადებინა, რომ ჩამი და დაიკარგა. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ მეზობლებს ეჭვი არ გასჩენოდა, თითქოს და მე მოვკალი. ასეთი იდოიტური შეცდომა მომივიდა. უდიდესი შეცდომა დავუშვი, რომ მეზობლებს არ დეავუძახე. არ ვიცი, მეზობლებს რა ინფორმაცია ჰქონდათ. რის ნიადაგზე აცნობეს პოლიციას, რომ მე და ჩემს დას შორის კონფლიქტი იყო და მე აგრესიული ადამიანი ვარ, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ძალიან შერცხვენილი ვარ, რადგან წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე ვმუშაობდი და ამ სიბერეში ასეთი ამბავი დამემართა. თუ მეღირსა აქედან გამოსვლა, თუნდაც ერთი საათით, მე თავს არ ვიცოცხლებ და სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებ.
სასამართლო დაინტერესდა, ასევე, საქმეში არსებული ინფორმაციით _ რატომ ჩაარტყა ჩაქუჩი დას.

როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, მართალია, და გარდაცვლილი იყო, მაგრამ შეეშინდა, რომ ეს არ ყოფილიყო კლინიკური სიკვდილი და თავში ჩაქუჩი ჩაარტყა.

პროკურორმა შოთა ჩხაიძემ ადვოკატ დავით მამალაძის წინადადება, სადაც საუბარი იყო რ.თ-ს 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გადავისუფლებაზე არ გაითვალისწინა.

"ვერ დაგეთანხმებით შემოთავაზებაზე, საქმის სიმძიმიდან გამომდინარე. ეს ადამიანი ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება, სასამართლო, პროკურატურა და ყველა. მისი თავისუფლებაში ყოფნა საშიშია იმ ხალხისთვის, ვინც ჩვენება მისცა გამოძიებას, _ თქვა პროკურორმა.
მომდევნო სასამართლო სხდომა მოსამართლემ მხარეებთან შეთანხმებით 24 აგვისტოს ჩანიშნა. მანამდე კი რ.თ. პატიმრობაში რჩება.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში ხანძარი ლოკალიზებულიაქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია, ამის შესახებ "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.უწყების ინფორმაციით, ამწუთებში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაობი.ადგილზე მობილიზებულია რვა სახანძრო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შეგახსენებთ, ხანძარი დაახლოებით  ერთი სააათის წინ გაჩნდა. ამდრომდე  უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის ზარალი მიადგათ მოვაჭრეებს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ... ...
  • ქუთაისის ბაზრობა იწვის_ ადგილზე რვა სახანძრო მუშაობსამ წუთებში ხანძარია ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  ცეცხლი შენობის მეორე სართულს უკიდია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე რვა სახანძრო მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის  ზარალი მიადგათ ... ...
  • მესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყომესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, ამის შესახებ "გურია ნიუსს"უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. შეგახსენებთ, ინციდენტი სოფელ ჭუბერში რამდენიმე საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ... ...
  • მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესმესტიაში მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსიტალშია გადაყვანილი. როგორც "გურია ნიუსს" კლინიკაში უთხრეს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალგზარდა მამაკაცს აქვს პატარა ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში". "გურია ნიუსი" შსს დაუკავშირდა. უწყება მომხდარის დეტალებს ამ წუთებში ... ...
  • „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“_ აჭარის ტელევიზიის დირექტორი თანამშრომლებზეაჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, თანამშრომლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მაუწყებელი სარედაქციო დამოუკიდებლობას კარგავს, „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ ისინი „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“. "ისინი ყოველთვის სავარაუდო საფრთხეებზე კივიან და წივიან... ორგანიზაცია უნდა მუშაობდეს გამართულად. არავის პიროვნული ინტერესი ჩემი არავის მიმართ არ არის. ყველა ადამიანი გადანაწილდება თანამდებობზე, ისე როგორც საჭიროა. საერთოდ, მე მოადგილეებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი პოზიცია. ისინი იმეორებენ გარკვეულ ფუნქციას და არ არის გამეორება საჭირო,“ - განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...