რუსთავი2-ის საქმე _ ბრიფინგი მთავარ პროკურატურაში

სამართალი

რუსთავი2-ის საქმე _ ბრიფინგი მთავარ პროკურატურაში

2019 სექ 6 14:32:35

რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიასა და სარეკლამო კომპანია ინტერმედია პლიუსის დირექტორს, ზურაბ იაშვილს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. ამ საქმეზე ბრიფინგი უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა, სადაც აღნიშნეს, რომ დადგენილება გამოტანილია.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე.

გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2019 წლის 9 აგვისტოს ბრალი წარედგინა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია ახალი დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენების ფაქტებზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება;

ასევე, მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მიმართ. კერძოდ, გამოტანილია დადგენილება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის - კახაბერ დამენიას ბრალდების შესახებ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე.

ასევე, გამოტანილია დადგენილება ინტერ მედია პლიუსის დირექტორის - ზურაბ იაშვილის ბრალდების შესახებ, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დასახელებულ პირთა მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის ნოემბრიდან ნიკა გვარამია დანიშნული იყო შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის დირექტორად, ხოლო 2014 წლის სექტემბრიდან - გენერალურ დირექტორად.

ტელეკომპანიის წესდების თანახმად, საზოგადოებას მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს გენერალური დირექტორი, რომელიც ვალდებულია კეთილსინდისიერად და საწარმოს ინტერესების დაცვით უზრუნველყოს მისი ყოველდღიური მართვა და საქმიანობა, იმოქმედოს საზოგადოების და პარტნიორების ბიზნეს ინტერესებით, უზრუნველყოს წესდების უპირობო და კეთილსინდისიერი შესრულება.

მიუხედავად ზემოაღნიშნული ვალდებულებებისა, ნიკა გვარამია არღვევდა თავის სამსახურებრივ ვალდებულებას, არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე. კერძოდ, 2015 წლის 16 იანვარს, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის სახელით ნიკა გვარამიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,ინტერ მედია პლიუსთან", რომლის თანახმადაც, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-მა შპს ,,ინტერ მედია პლიუსს" დაუთმო საკუთარი არხების (,,რუსთავი 2"-ის, ,,ახალი არხის" (იგივე ,,კომედი არხის") და ,,მარაოს") ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების უფლება.

2015 წლის მარტში, შპს ,,ინტერ მედია პლიუსის" ფინანსების გაკონტროლების მიზნით, ნიკა გვარამიამ თავისი უახლოესი მეგობრის და ნდობით აღჭურვილი პირის კახაბერ ანჯაფარიძის სახელზე გადააფორმებინა ხსენებული კომპანიის 30%-იანი წილი.

2015 წლის იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდში, ნ. გვარამია შესაბამის ბაზარზე დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ტელეკომპანიის სარეკლამო დროის გასხვისების შედეგად მიღებული მთლიანი შემოსავლის 90-95%-ს ითხოვდა შპს ,,ინტერ მედია პლიუსისგან", ხოლო დარჩენილ თანხას, მომსახურების გაწევის სანაცვლოდ უტოვებდა ამ უკანასკნელ საწარმოს.

მას შემდეგ, რაც 2015 წლის 05 აგვისტოს, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2"-ის წილების დასაბრუნებლად სასამართლოში სამართლებრივი დავა დაიწყო და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა როგორც ტელეკომპანიის პარტნიორთა წილების, ასევე კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების დაყადაღება, დირექტორისთვის კი საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა - უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა, ნიკა გვარამიამ, სარგებლის მიღების სანაცვლოდ, ასევე, საწარმოს ფინანსურმა დირექტორმა - კახაბერ დამენიამ, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის ინტერესების აშკარა უგულებელყოფითა და მის საწინააღმდეგოდ, წინასწარი შეთანხმებით განიზრახეს 2015 წლის 16 იანვარს, შპს ,,ინტერ მედია პლიუსთან" გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, კახაბერ ანჯაფარიძის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს სასარგებლოდ. კერძოდ, ნიკა გვარამია შეუთანხმდა შპს „ინტერ მედია პლიუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს და ყოველთვიურად მხოლოდ კომპანია შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის არსებობისათვის საჭირო მინიმალური ოდენობის თანხის მოთხოვნა დაიწყო.

საერთო ჯამში, ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ, 2014 წელს ანალოგიურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ თანხებთან შედარებით (სულ 43 230 509 ლარი), შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ზე კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობის სანაცვლოდ, 2015 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოითხოვეს მხოლოდ 36 467 000 ლარის ანაზღაურება, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს შპს ,,ინტერ მედია პლიუსისგან" 6 763 509 ლარის მოთხოვნის უფლება.

შპს „ინტერ მედია პლიუსის" სასარგებლოდ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კუთვნილი დიდი ოდენობით - 6 763 509 ლარის ქონებრივი უფლების გაფლანგვის სანაცვლოდ, ნიკა გვარამიამ, შპს „ინტერ მედია პლიუსის" დირექტორის - ზურაბ იაშვილის მეშვეობით, ხსენებული კომპანიისაგან მიიღო შესაბამისი სარგებელი უძრავი ქონებების სახით, კერძოდ, ქ.თბილისი, მუხაძის ქუჩა №14-ში, მე-7 სართულზე მდებარე ორი ბინა: ბინა №14ა - ფართით 119.37 კვ.მ. და ბინა №13 - ფართით 119.37 კვ.მ.

2016 წლის ივნისის თვეში, შპს „ინტერ მედია პლიუსის" მხრიდან მისაღები სარგებლის შენიღბვის მიზნით, ნიკა გვარამიამ ქ.თბილისში, მუხაძის ქუჩა №14-ში, მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში თავად შეარჩია ორი საცხოვრებელი ბინა, უშუალოდ აწარმოა მოლაპარაკებები სამშენებლო კომპანიასთან, შეუთანხმდა ფასსა და პირობებზე და 2016 წლის 03 აგვისტოს შპს „ინტერ მედია პლიუსის" სახელით გააფორმა ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2016 წლის 20 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინა №14ა - საერთო ფართით 119.37 კვ.მ. და საცხოვრებელი ბინა №13 - საერთო ფართით 119.37 კვ.მ. გადავიდა შპს „ინტერ მედია პლიუსი"-ს საკუთრებაში. აღნიშნული საცხოვრებელი ბინების მოთხოვნის უფლების მიღების მიზნით, 2016 წლის 05 და 25 ივლისის თარიღებით ნიკა გვარამიამ ფიქტიური სესხის ხელშეკრულება გააფორმა შპს „ინტერ მედია პლიუსთან", რომელსაც წარმოადგენდა დირექტორი ზურაბ იაშვილი, რომელთა თანახმადაც თითქოსდა ნიკა გვარამიამ კომპანიას ორ ეტაპად ასესხა 510 000 ლარი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.

2017 წლის 21 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით, შ.პ.ს ,,ინტერ მედია პლიუსის" - დირექტორმა ზურაბ იაშვილმა, ნიკა გვარამიას საკუთრებაში გადასცა ქ.თბილისი, მუხაძის ქ.#14-ში მდებარე ზემოაღნიშნული 2 ერთეული უძრავი ქონება. ამავე ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხსენებული ობიექტების ღირებულება სრულად გაიქვითებოდა მათ შორის არსებული ფიქტიური სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე სესხის გამცემისთვის დასაბრუნებელი თანხის სანაცვლოდ. ხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულებები სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში" აისახა 2017 წლის 22 მარტს, რის შედეგადაც, ნიკა გვარამია უკანონოდ დაეუფლა დიდი ოდენობით უძრავ ქონებებს.

მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ შპს „ინტერ მედია პლიუსისგან" უკანონოდ მიიღო დიდი ოდენობით უძრავი ქონებები, განიზრახა დანაშაულებრივად მიღებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს და საკუთრების შენიღბვის მიზნით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, უძრავი ქონებების მის სახელზე რეგისტრაციიდან რამოდენიმე თვეში, 2017 წლის 07 ივლისსა და 2017 წლის 26 სექტემბერს, ორივე საცხოვრებელი ბინა, ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე გაასხვისა სხვადასხვა პირებზე, რითაც მიიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 602 521.8 ლარის შემოსავალი.

გაცნობებთ, რომ ნიკა გვარამია, კახაბერ დამენია და ზურაბ იაშვილი დღეს დაბარებულები არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.
კახაბერ დამენიასთვის და ზურაბ იაშვილისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.
აღკვეთის ღონისძიების სახის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით ეცნობება, _ ითქვა ბრიფინგზე.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელი დაძმა გაზით მოიწამლნენთბილისში ოზურგეთელი და ძმა არასწორად დამონტაჟებული გამათბობლის გამონაბოლქვით მოიწამლნენ. 30 წლის  და გარდაიცვალა, 22 წლის ძმის გადასარჩენად იბრძვიან ღუდუშაურის ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში მესაქონლეობის ფერმის აშენებასთან დაკავშირებითმესაქონლეობის ფერმის ასაშენებლად რკ „გურული ნობათს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15 505 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია არა ერთ საინფორმაციო სააგენტოში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვიგებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  რკ “გურული ნობათი” ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ რძესა და ხორცის პროდუქტებს წარმოებას აპირებს. კომპანიაში 70 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია წელიწადში სულ მცირე 32 000 კგ. ყველის, 15 000 კგ. საქონლის ხორცის, 275 000 ლ რძის და 20 000 კგ. ღორის ხორცის წარმოებას და ბაზრისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული იქნება. რეალიზება განხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, უცხოეთში. “გურია ნიუსი“ პროექტის დეტალებით დაინტერესდა. კოოპერატივი “გურული ნობათის“ თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოზურგეთში, ჩოლოქის ტერიტორიაზე (გურია-აჭარის საზღვართან) აუქციონზე გამოტანილი 7 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი იყიდა, მაგრამ მარტო მან არა. “ფული არ მეყო და სხვებმაც იყიდეს. მიწის ნაკვეთზე 2000-სზე მეტი ნერგი მაქვს დარგული, ხეხილის ბაღია. შემდეგ გადავწყვიტე მესაქონლეობის ფერმის გაკეთება. უკვე დაწყებული მაქვს პროექტის განხორციელება და ორ წელიწადში უნდა დავასრულო. მე კი მინდა ექვს თვეში ავაშენო, მაგრამ ასე, არ ხდება. მიწის ნაკვეთის გადმოცემას არ დააყენეს საშველი. მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს შევიტანე საქართველოს მთავრობაში პროექტი. იმის შემდეგ მესამე პრემიერი ჰყავს უკვე საქართველოს და როგორც იქნა მიწის ნაკვეთი გადმოგვცეს. ეს პროექტი “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მოვიგეთ. 20 დღის წინ პრემიერმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი ბრძანებას, აქედან გამომდინარე დავიწყეთ მუშაობა. მიწის ნაკვეთზე 15 კაცი მუშაობს ახლა,“ _ გვითხრა ზაქარეიშვილმა. ზაზა ზაქარეიშვილის თქმით, გურიაში ბიზნესის დაწყებამდე, ახალციხეში ჰქონდა  ფერმა. “150 სულამდე საქონელი მყავდა. მოხდა ისე, რომ ყველა ჩასვლამდე მცირდებოდა ამ საქონელის რიცხვი, ზოგს რა დაემართა და ზოგი კიდევ მგელმა დაჭამა. ამის შემდეგ გადავწყვიტე ახალი ბიზნესის დაწყება ოზურგეთში,“_თქვა ზაქარეიშვილმა. ... ...
  • ზაზა ურუშაძე “ოსკარის“ მოპოვების შემთხვევაში გურული აქცენტით აპირებდა "გავიმარჯვეს" თქმასცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი ფილმი “მანდარინები“ ოსკარზე იყო წარდგენილი 2015 წელს. გთავაზობთ ნაწყვეტს ზაზა ურუშაძის ინტერვიუდან, რომელიც 2015 წელს მისცა “პრაიმტაიმს“ ჟურნალისტი:– გამარჯვების შემთხვევაში გვინდა, რომ ქართულად წარმოთქვათ მადლობის სიტყვა დოლბის თეატრის დარბაზში, სადაც ის არასდროს გაჟღერებულა. ზაზა ურუშაძე:– როგორ არ ვიტყვი, გავიმარჯვო და ქართულადაც წარმოვთქვამ და გურული აქცენტითაც. ჟურნალისტი: – ფილმის სიუჟეტიდან გამომდინარე – ოკუპაციის თემას გააჟღერებთ? ზაზა ურუშაძე: – ლოს-ანჯელესში ბევრი პრესკონფერენცია და სიმპოზიუმი იყო. კინოზე რომ საუბრობ, მისი პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არ შეიძლება, მაგრამ მე მაინც ვერ ვითმენ და ყოველთვის ვამბობ, როგორ წაგვართვეს ტერიტორია. ეს პოლიტიკური განცხადება არაფერს აკეთებს. მთავარი განცხადება კულტურაა, ამ შემთხვევაში კინო ყველაზე კარგად აპოზიცირებს ქვეყანას. როდესაც ასეთი წარმატებაა, ხვდებიან, რომ ცარიელ ადგილას არაფერი ხდება. ჩვენ სერიოზული კინოს ისტორია გვაქვს. რომ არა ის ჩაყრილი საფუძველი, რამაც აქამდე მოგვიყვანა, არც ეს დაუჯერებელი წარმატება იქნებოდა. ინფორმაციისთვის “მანდარინები“ გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში არის გადაღებული. ამ ფაქტით კი ზაზა ურუშაძე ამაყობდა. “მიხარია, რომ გურიაში ვიღებ ფილმს. გურია ძალიან მიყვარს“ - გვითხრა “გურია ნიუსს“ ფილმის გადაღების დროს ზაზა ... ...
  • ილია მეორე: "უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ უცხოეთში წასვლას მამულისა და მიწის მიხედვა სჯობს. პატრიარქმა მღვდლებს სთხოვა, რომ მაგალითი მისცენ მრევლს, საკარმიდამო მიწები დაამუშაონ და ამით ხელი შეუწყონ სოფლის გაძლიერებას.  „დღეს ჩვენთან არიან ჩამოსული სხვადასხვა ეპარქიებიდან სამღვდელოება და ასევე ჩამობრძანებული არიან ხელისუფალნი. მინდა, დავლოცო ეს სამღვდელოება და ეს ხელისუფლება. მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობაში. თიბვა იყო, სათიბეები იყო და დღეს როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, რომ მაგალითი მიეცით სოფლის ხალხს, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები და ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დიდება უფალს და მადლობა უფალს ასეთი წყალობისათვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოთ. სამღვდელოებას, გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა პირუტყვი. ეს დიდად წასწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ჩვენს ქალაქს. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას.  მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო,“_ განაცხადა ... ...
  • აფეთქება თბილისში-როგორია დაშავებულების მდგომარეობათბილისში აფეთქების შედეგად 5 ადამიანია დაშავებული. მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 5 დაშავებულიდან 3  დამწვრობის ცენტრშია, ერთი ალადაშვილის კლინიკაში, არასრულწლოვანი კი ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული. მათ დამწვრობა, ძირითადად, სახისა და ზედა კიდურების არეში აქვთ მიღებული. ამ დროისთვის დაშავებულებიდან 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაში არიან მოთავსებულები. აფეთქება თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ "სენტასთან" საღამოს მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ... ...

არქივი

ზაფრანი

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...

კაკაოს გასაოცარი თვისებები

კაკაო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კარგია...

პროდუქტები რომლებიც სწრაფად გვაბერებს

მარგარინი – შეიცავს ტრანსცხიმს და...

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს