საქართველოს ბანკი თანამშრომლებისთვის Facebook-ის ინოვაციურ საკომუნიკაციო პლატფორმას ნერგავს (R)

სამართალი

საქართველოს ბანკი თანამშრომლებისთვის Facebook-ის ინოვაციურ საკომუნიკაციო პლატფორმას ნერგავს (R)

2019 მაი 13 13:57:40

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, თანამშრომლებისთვის ინოვაციური საკომუნიკაციო პლატფორმის - Workplace-ის დანერგვის შესახებ განაცხადა. Workplace-ი Facebook-ის მიერ შექმნილი ბიზნეს პლატფორმაა კომპანიებისთვის. Workplace-ის დანერგვის მიზანი საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის თანამედროვე საკომუნიკაციო არხის შეთავაზებაა. ამასთანავე, მათთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ოპერატიულად, თანამედროვე ინსტრუმენტებით მოხდება ორგანიზაციის შიგნით ინფორმაციის გაცვლა, უკუკავშირის მიღება და ჩართულობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი არის ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია, რომელიც თანამშრომლებისთვის Workplace-ის შიდა პლატფორმას - გამჭვირვალობის, ღიაობის, ნაკლები ბიუროკრატისა და მეტი ეფექტურობის მიზნით  ნერგავს.

„თანამედროვე სამყაროში კომუნიკაციის აქტიური საშუალებაა ჩვენი ტელეფონები თუ Facebook-ის პირადი შეტყობინებები, სამსახურში - ელექტრონული ფოსტა. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ჩვენი 7000 თანამშრომლისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით ქმნიან უკეთეს და განსხვავებულ საქართველოს, შეგვეთავაზებინა უფრო კომფორტული, თანამედროვე, დინამიკური და საინტერესო პლატფორმა  ინფორმაციის მიღებისა და გაზიარებისთვის. ჩვენი მიზანია, გუნდის თითოეულ წევრს შევუქმნათ ახალი სამუშაო სივრცე, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია ინტერესების გაზიარებისა და პროაქტიულობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლები Workplace-ით ისარგებლებენ არასამუშაო დროსაც. ოპერატიულად მოიძიებენ სწორედ მათ ინტერესებზე მორგებულ, საჭირო და საინტერესო ინფორმაციას. გვჯერა, რომ როდესაც კომპანიის კორპორაციული კულტურა დაფუძნებულია გამჭვირვალობასა და თანამშრომლების განვითარებაზე, ასეთ დროს თითოეულ თანამშრომელს უკეთესად ესმის თავისი საქმიანობის რეალური ღირებულება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, Workplace-ის ინტერფეისი და ფუნქციონალი არის მსოფლიოში ცნობილი სოციალური ქსელის Facebook-ის ანალოგი. ის თანამედროვე და ადაპტირებული სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომელთა მოტივაციის ზრდას, მათ სამომავლო განვითარებას. საქართველოს ბანკის Workplace-ი ინტერაქციული და თანამშრომლების ინტერესზე მორგებული საკომუნიკაციო პლატფორმა იქნება, რაც კიდევ უფრო მეტად წაახალისებს საერთო ინტერესების მქონე ჯგუფების ინტერაქციას, ინფორმაციის ოპერატიულად მიმოცვლას, როგორც თითოეული თანამშრომლის, ისე მენეჯმენტის მხრიდან. (R)




 ახალი ამბები
  • სამწუხარო რეალობა და მიწის დამუშავების რეკორდულად დაწეული მაჩვენებელირა ხდება რეალურად და რამდენი ჰექტარი მიწაა დამუშავებული ლანჩხუთში, ამ კითხვით "გურია ნიუსმა" მერიის სოფლის მეურნეობის განყოფილებას მიმართა, საიდანაც არც თუ ისე დამაიმედებელი ინფორმაცია მოგვაწოდეს. რამდენიმე დღის წინ მიღებული მონაცემებით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტში მთლიანი საყანე ფართობების 10%-იც კი არაა დამუშავებული და სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, არც უნდა ველოდოთ ამ კუთხით მნიშვნელოვან ცვლილებას. ამ მონაცემის მიხედვით, ფაქტად რჩება, რომ წინა წლებთან კი არა, გასულ წელთანაც შედარებით რეკორდულად დაიწია მიწის დამუშავების მაჩვენებელმა ლანჩხუთში _ თუ ვაუჩერიზაციის პირობებში მუნიციპალიტეტში 4 800 ჰა მიწის ფართობი მუშავდებოდა, შემდეგ წელს ეს მაჩვენებელი სამი ათასზე ჩამოვიდა, გასულ წელს კი მხოლოდ 1 200 ჰა ფართობის დამუშავება მოხერხდა, წელს საყანე ფართობების მხოლოდ 10 პროცენტია დამუშავებული. 13 მაისის მონაცემებით, ლანჩხუთში 537 ჰა მიწის ფართობია დახნული. მას შემდეგ ეს მონაცემი კი გაიზრდებოდა, თუმცა, სპეციალისტთა თქმით, დიდად არა. სოფლებიდან აღებული მონაცემების მიხედვით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მეტ-ნაკლებად ცუდი მდგომარეობაა. ზოგან მუშაობის ტემპი იმატებს, ზოგან _ არა. სრული გაურკვევლობაა აცანისა და მაჩხვარეთის მიწებთან დაკავშირებით, სადაც მოხნული მიწების ოდენობის გრაფაში ნულია მითითებული. თურმე, აქ საძოვრების შეღობვის პროცესი ჯერ არ დასრულებულა და სახნავად არავის მოუცლია. თან განსაკუთრებით აცანის მოსახლეობა პასიურობს, რომლებსაც ფართობები ბარში აქვთ და მანძილის სიდიდის გამო, არც აპირებენ დამუშავებას. პროცესის დაბალ ტემპს სპეციალისტები, ძირითადად, მოსახლეობის შეჭირვებული მდგომარეობითა და მიწის დამუშავების სურვილის არქონით ხსნიან. ზოგან ფაროსანას ფაქტორიც აშინებთ, თუმცა, ამ კუთხით გასულ წელს სიტუაცია გამოსწორდა და ეფექტურმა შეწამვლამ ფაროსანას შემოტევაც დაასუსტა და მოსავალსაც კარგი ეფექტი მისცა. უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფერზე ცუდი გავლენა არასტაბილურმა ამინდმაც იქონია _ ჯერ წვიმებმა დააყოვნა პროცესი, შემდეგ უცბად დაცხა და ამ ჯერზე, გვალვაა პრობლემა. მოძველებული ტექნიკა კი, რომელიც მოსახლეობაში შემორჩა, ვერ უმკლავდება გამოგვალული მიწის დამუშავებას.  აღსანიშნავია, რომ წელს, გარკვეულწილად, ტექნიკის პრობლემაცაა. ფირმა "მექანიზატორი" ძველებურად ვერ აგზავნის ტრაქტორებს, რადგან შარშანდელთან შედარებით, ტექნიკური გადაიარაღების პრობლემა გაზრდილია და როგორც გავიგეთ, დაახლოებით, 10 ერთეულის გამოგზავნა შეუძლია ლანჩხუთში. თუმცა, საამისოდ თანხის ბანკში წინასწარ შეტანაა საჭირო და როგორც მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, მათთვის სწორედ ეს "ხელზე ფულია" მთავარი პრობლემა.  ცნობისთვის, ლანჩხუთში ერთი ჰექტრის დამუშავება _ დახვნა, გაფხვიერება და დათესვა 300 ლარადაა შესაძლებელი, მაგრამ ერთიანად ამ თანხის შეგროვება ბევრს უჭირს. მეზობლობაში არსებული ტრაქტორით ეს თანხა ცოტათი მცირდება და თანაც "პოსლეზეც" შეიძლება ანგარიშსწორება, მაგრამ აქ ტექნიკის რაოდენობა და ხარისხი აფერხებს ... ...
  • მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 25 000 აპლიკანტი დარეგისტრირდამასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 25 000 აპლიკანტი დარეგისტრირდა. მათგან 20000 პრაქტიკოსი, 5000 კი მასწავლებლობის მსურველია. პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც მინიმალურ კომპეტენციას დაადასტურებენ და სტატუსს აიმაღლებენ, 2019 წლის სექტემბრიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ. საპენსიო ასაკის პედაგოგები, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების და სტატუსის ამაღლების სურვილი, ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ. ამის სურვილი უკვე ასეულობით პედაგოგმა გამოთქვა.  გამოცდა ივლისის პირველ ნახევარში ჩატარდება. 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის რეგისტრაცია 24 მაისს 18 საათზე ... ...
  • დავით ჭიჭინაძე ახალ პარტიას ქმნისმმართველი პარტიიდან გარიცხული დეპუტატი პარტიას ქმნის. დავით ჭიჭინაძე, რომელიც ახლა „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის რიგებში ირიცხება „კურიერთან“ საუბრისას ამბობს, რომ ივნისის ბოლოს საკუთარ პარტიას შექმნის. ჭიჭინაძე მხოლოდ იმას აზუსტებს, რომ გუნდში მმართველი პარტიის ასევე ყოფილ წევრთან, ეკა ბესელიასთან ერთად არ იქნება. ჭიჭინაძის თქმით, მას ბოლო წლებში საკრებულოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის "ქართული ოცნების" რიგებიდან წასული პოლიტიკოსები შეუერთდებიან. მისი თქმით, მას და ბესელიას სხვადასხვა პოლიტიკური ხედვა აქვთ. ჭიჭინაძე „კურიერთან“ პარტიის შექმნის თარიღად 22 ივნისს ... ...
  • პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გურიაში შეხვედრები იმართება (R)სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გურიაში შეხვედრები იმართება. ამჯერად, სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში _ ბოხვაურის და გომის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივებს სოციალურის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და c „ჰეპატიტის“ მიმართულებით განხორციელებული პროექტები და ძირითადი პრინციპები გააცნეს. პრეზენტაციები წარმოადგინეს რწმუნებულის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა, ოზურგეთის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ, გურიის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელმა თეა ლომჯარიამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა თეა კუპრაძემ. „ ვაგრძელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რათა თითოეულმა მოქალაქემ დეტალური ინფორმაცია მიიღოს, იმ სიკეთეებისა და პროგრამების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო მათ სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს. შეხვედრები, რომელიც პრიორიტეტულ საკითხებზე, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად, რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში გაიმართება”,- განაცხადა ზურაბ ... ...
  • 7 თვის ჩვილის სავარაუდო მკვლელობის საქმეზე შსს ახალ ინფორმაციას ავრცელებსარასრულწოვანი დედის მიერ, სავარაუდოდ, 7 თვის შვილის სავარაუდო მკვლელობის შესახებ ახალ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 2017 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანი მ. შ.-ს სახლიდან წასვლის შესახებ. პოლიციამ დაადგინა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და გამოკითხა იგი. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას არ დაადასტურა მის მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.ასევე, 2018 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მ. შ.-ს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ აცნობა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებულია მოკვლევა, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შემოსული შეტყობინება.ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა 1 თანამშრომელს.გენერალური ინსპექციის მიერ დადგინდება ქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურეობრივ გულგრილობას. დადებით შემთხვევაში დადგება შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია...

სულ რაღაც მილიონ ორასი ათასი...

დუმილი ოქროა

დუმილი ოქროა, მაგრამ ხშირად ვივიწყებთ...

ქალური მეხსიერების თავისებურება

მამაკაცებს შეუძლიათ, მეხსიერებიდან ამოაგდონ ის,...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...