საქართველოს პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა

სამართალი

საქართველოს პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა

27 სექ. 2018, 13:59:42

საქართველოს პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 42 საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს. აღნიშნული განცხადება შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, შეწყალების კომისიამ 866 პირის საქმე განიხილა, რომელთაგან 421 შეწყალებისთვის დებულებით განსაზღვრულ სასჯელის ვადებს აკმაყოფილებდა.

 „2018 წლის 19 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით მუშაობდა შეწყალების საკითხთა კომისია. კომისიამ სულ 866 პირის საქმე განიხილა, მათგან 421 პირის საქმე იყო არსებით გახილვაზე, ისინი აკმაყოფილებდნენ ვადით, დებულებით განსაზღვრულ შეწყალებისთვის აუცილებელ სასჯელის ვადებს და მივაწოდეთ რეკომენდაციები პრეზიდენტს, რომელმაც ამ რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილებნა და დღეს შეიწყალა 111 მსჯავრდებული.

42 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, მათ შორის არის 3 ქალი და 1 არასრულწლოვანი მსჯავდებული,  დანარჩენ 69 მსჯავრდებულს სხვადასხვა დროით შეუმცირდათ საპატიმრო სასჯელი. მათ შორის 4 არის ქალი მსჯავრდებული და 6 არასრულწლოვანი“,_განაცხადა ქორიძემ. 




 ახალი ამბები
  • როგორ გადასცეს „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს თანხა (ვიდეო)როგორ გადასცემს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ბანკზე თავდამსხმელს თანხას,_ ამის ამსახველ ვიდეო ჩანაწერს „პრაიმტაიმი“ ... ...
  • "ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას"- შსს განცხადებას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან განცხადენას ავრცელებს. „ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია  იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან არის "ფეიკ ნიუსი" და არ შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“,_ აცხადებენ ... ...
  • პოლიციამ ზუგდიდში ავტოგასამართი სადგურის დამყაჩაღებლები თბილისში დააკავაპოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე ავტოგასამართ სადგურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი. როგორც უწყებაში აცხადებენ,  ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 2 პირი: 1997 წელს დაბადებული ხ.ს. და 1998 დაბადებული მ.ბ. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სოფელ ინგირში ბრალდებულები თავს დაესხნენ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს, ფიზიკური ძალადობით, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს ფული და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ... ...
  • დღეს, თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სპეც-დანიშნულების კურსდამთავრებულებმა ფიცი დადეს (R)დღეს, თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სპეც-დანიშნულების კურსდამთავრებულებმა ფიცი დადეს. ფიცის დადების ცერემონიალს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალი კობა კობალაძე ესწრებოდა. მან თავდაცვის სამინისტროს მადლობა გადაუხადა იმ უმნიშვნელოვანესი ძალისხმევისთვის, რასაც უწყება, ქვეყნისთვის ამ რთულ ვითარებაში, ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობასა და ღირსეული ოფიცრების აღზრდაში დებს.  მან კურსდამთავრებულებს მიულოცა და სიტყვით მიმართა: „დღეს თქვენ ფიცით შეეკარით ჩვენს სამშობლოს. დღეიდან თქვენ ხართ პასუხისმგებლები ღვთისა და ქვეყნის წინაშე, რომ ღირსეულად ატარებთ არა მარტო მუნდირს, არამედ ქვეყნის მეომრისა და ჯარისკაცის სახელს. მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ორგანიზებით, შემართებით, პროფესიონალიზმით, მოგცათ იმის საშუალება, რომ ისწავლოთ და დაეუფლოთ იმ პროფესიას, რომელსაც ჰქვია ღირსეული ქვეყნის, პირველ რიგში ჯარისკაცი, შემდეგ ოფიცერი და თუ ღმერთმა ინება და შემართება გქონდათ, იყოთ ძლიერი და თავისუფალი საქართველოს ძლიერი ჯარისკაცი. მე მინდა, თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ მიუხედავად ყოველი სირთულისა, გადაწყვიტა, აერჩია ცხოვრების არა მსუბუქი, არა იოლი გზა, არამედ ყველაზე ღირსეული სამსახური, რაც საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს, ხალხის სამსახურში გამოიხატება. წარმატებით გატაროთ ღმერთმა!  თქვენ ხართ ჩვენი გმირი წინაპრების, ჩვენი გმირი თანამებრძოლების ღირსეული შთამომავლები! ღმერთი იყოს თქვენი, ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი!" აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა შორის, გენერალ კობა კობალაძის ვაჟი, თენგიზ კობალაძეც არის. მიუხედავად იმისა, რომ მან საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, გადაწყვიტა, თავისი ხედვა და პოტენციალი, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას მოახმაროს. ... ...
  • ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა აშშ-ში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩეველთან ონლაინ შეხვედრა გამართა (R)ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალმა კობა კობალაძემ, აშშ-ში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩეველთან, პაატა პატიაშვილთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან არსებული და სამომავლო ურთიერთანამშრომლობის შესაძლებლობები. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიც არის ვეტერანების ახალი ჰოსპიტალისათვის  სამედიცინო დანადგარების შეძენის მიზნით, აშშ-ის შესაბამის ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება. უნდა აღინიშნოს, რომ ვეტერანების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ს საელჩოსთან საქართველოში, რომელიც უწყებას დახმარებას უწევს ვეტერანების ჰოსპიტლის სამედიცინო ინვენტარით აღჭურვაში. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმეს აშშ-ში დაჭრილ-დაშავებული ვეტერანების მხარდამჭერ ფონდთან ურთიერთობის დამყარებას და  ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში ქართველი ვეტერანების ჩართვას. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ჯორჯიის შტატში, სარეაბილიტაციო პროგრამაში, მონაწილეობა მიიღო ორმა შშმ ვეტერანმა, მეუღლეებთან ერთად. ვეტერანებისთვის სხვადასხვა ერთობლივი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობების განხილვის მიზნით, დაიგეგმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, კობა კობალაძის  აშშ-ს ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრა. ასევე დაიგეგმა, ქართველი და ამერიკელი ვეტერანების გაცვლითი პროგრამების შემუშავება. ვეტერანების სამსახურის ხელმძღვანელობის აშშ-ში ვიზიტი და შეხვედრები ამერიკის ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტის და კონგრესში ვეტერანების კომიტეტის ხელმძღვანელობასთან. სხვადასხვა რელევანტურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლოდ ურთიერთანამშრომლობის მიზნით. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...