"სახელმწიფოს პაპუაშვილთან საუბრის და მორიგების პროცესში ჩართვის ეშინია"

სამართალი

"სახელმწიფოს პაპუაშვილთან საუბრის და მორიგების პროცესში ჩართვის ეშინია"

2018 თებ 28 11:58:45

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დავალების საფუძველზე, სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიცია ცნობილი გახდა _ სახელმწიფო თანახმაა, როლანდ ბლადაძეს გადასცეს ალტერნატიული ფართი და სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, დასახელებულ საკითხთან დაკავშირებით, მხარესთან გამართოს დამატებითი შეხვედრები და კონსულტაცია.

"ეკონომიკის სამინისტროს 23 თებერვლამდე ჰქონდა ვადა, მორიგების თაობაზე წარმოედგინა ალტერნატიული წინადადებები. როგორც სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის წერილშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს უზენაეს სასამართლოს 19 თებერვალს გაეგზავნა, სახელმწიფო მზადყოფნას გამოთქვამს, რონალდ ბლადაძის მიმართ ალტერნატიული ფართის გადაცემასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ამ საკითხზე მხარესთან აქტიური კონსულტაციების უზრუნველყოფასთან მიმართებით. ჩვენ მორიგების წინადადებას განვიხილავთ, როგორც დავის ყველაზე ეფექტური გადაწყვეტის შესაძლებლობას. თუმცა, საფუძვლები და შედეგი უნდა იყოს არა დისკრიმინაციული და უთანასწორო, არამედ ღირსეული და სამართლიანი", _ ამბობს "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი, როლანდ ბლადაძის ადვოკატი, არჩილ კაიკაციშვილი.

მისივე თქმით, პირველი შეხვედრა მხარეებს შორის 26 თებერვალს უკვე შედგა, სადაც მათ ის საკითხები გაიარეს, რაზეც ეკონომიკის სამინისტროს წერილშია საუბარი:

"სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით, 2018 წლის 26 თებერვალს შეხვედრა შედგა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში. გავიარეთ ის საკითხები, რომელზედაც სამინისტრო საუბრობდა თავის წერილში. კერძოდ, სად, რა ღირებულების და რამდენი კვადრატული მეტრის ალტერნატიული ფართი უნდა ყოფილიყო გადაცემული როლანდ ბლადაძისთვის. გარდა ამისა, დავინტერესდით, თუ სახელმწიფო როგორ ხედავს იმ ზიანის ანაზღაურების საკითხს, რომელიც როლანდ ბლადაძეს მიადგა 2004 წლიდან უკანონო პოლიტიკური დევნის შედეგად, დაირღვა მისი საკუთრების უფლება, პირადი, ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, არასრულწლოვანი შვილების განათლების უფლება, უკანონო მსჯავრის შედეგად მისი პატივის და ღირსების შელახვის უფლება.

ევროსასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ფუნდამენტური უფლებების დარღვევას უსერიოზულესად აღიქვამს. როლანდ ბლადაძის ფაქტი არის ტესტი, იმის შესახებ, რომ ევროკონვენციით გათვალისწინებული ყველა უფლების ფეხქვეშ გათელვა შეძლო ქართულმა სახელმწიფომ მისი აღმსრულებელი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ჩართვით 2004-2012 წლებში და სამწუხაროა, რომ ქართული სასამართლოები აგრძელებენ სისტემური დანაშაულის მფარველობას და მოცემულ შემთხვევაში ერთადერთ იმედს როლანდ ბლადაძისთვის წარმოადგენს მიუკერძოებელი და თავისუფალი საქართველოს უზენაესი სასამართლო და ის 3 მოსამართლე _ ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე და ზურაბ ძლიერიშვილი, რომლებსაც ჩვენ ვუცხადებთ ნდობას და ვერც ერთ შემთხვევაში ამ მოსამართლეების მიმართ მხარეს არ გააჩნია მიკერძოების ეჭვი. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროსთან ვმსჯელობდით მორიგების პირობებთან დაკავშირებით და ის კონკრეტული წინადადებები, რაც გულისხმობს ალტერნატიულ ფართს, ამჟამად განხილვის პროცესშია. მხარეებს გაგვაჩნია ვადა, 9 მარტის მდგომარეობით შევთანხმდეთ ან ვერ შევთანხმდეთ იმ პირობებზე, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში თავს შევიკავებ პირობების კონკრეტული დასახელებისგან, რომლებიც ამ პროცესში გამოიკვეთა, რადგან პროცესი ჯერ არ დასრულებულა. შესაბამისად, საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას პროცესის წარმატებით თუ წარუმატებლად დასრულების მიზეზებთან დაკავშირებით", _ ამბობს კაიკაციშვილი.

როგორც "გურია ნიუსთან" საუბარში როლანდ ბლადაძის ადვოკატი, არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, საქმე მორიგებით უნდა დასრულდეს, უნდა მოხდეს ალტერნატიული ფართის გადაცემა ბლადაძისთვის, ზიანის ფულადი სახით კომპენსაციას კი მოსარჩელე მხარე გამორიცხავს.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ფულადი სახის კომპენსაციის შესახებ მკაფიო უარი ეკონომიკის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტთან გამართულ შეხვედრაზე ბლადაძემაც განაცხადა:

"ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქმე დავასრულოთ მორიგებით _ მოსარჩელე როლანდ ბლადაძემ მიიღოს ღირსეული ალტერნატიული დაკმაყოფილება, რაც მნიშვნელოვანია და ამ საკითხებს პირველად თქვენთან ვამბობ, გუშინწინ იყო ეს შეხვედრა სამინისტროში და შესაბამისად, რაც, თავშივე გამოირიცხა, არის როლანდ ბლადაძისთვის ზიანის ანაზღაურება ფულადი სახით.

ამ საკითხზე ბლადაძემ გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ ის არ ეთანხმება თანხის მიღებას სახელმწიფოსგან, რადგან მისი ერთადერთი მიზანი არის ალტერნატიული ფართი მორიგების პირობებში, თუ მისი პირვანდელი ქონება ვერ დაუბრუნდება ამ შემთხვევაში და დარჩება გიორგი პაპუაშვილს. შესაბამისად, როლანდ ბლადაძე სახელმწიფოს მიერ რეპრესიული მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად აღმოჩნდა საკუთრების უფლების გარეშე საქართველოში. მას დღევანდელი მდგომარეობით არც ერთი უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია საკუთრებაში და ერთადერთი სადაო ბინა მდებარეობს ქალაქ ბათუმში, სადაც ყოფილი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ცხოვრობს. მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ არ ვთანხმდებით და ეს არის ჩვენი კატეგორიული პოზიცია ამ მორიგების ფარგლებში თანხას ზიანის ანაზღაურების მიმართულებით, რომელიც შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან იყოს შემოთავაზებული. ჩვენ იმიტომ წავედით სახელმწიფოსთან მორიგების წინადადებაზე, რომ სახელმწიფომ დაპირება გააკეთა თავისი ოფიციალური წერილით, რომ ის ალტერნატიულ ფართს გადასცემდა ბლადაძეს", _ ამბობს კაიკაციშვილი.

მისი თქმით, სახელმწიფოს პაპუაშვილთან საუბრის და მორიგების პროცესში ჩართვის ეშინია:

"გვესმის, რომ საქმე არის ძალიან რთული და პრეცედენტული; ისიც გვესმის, რომ სადაო ქონების მესაკუთრე არის გიორგი პაპუაშვილი ამჟამად, რომელთანაც სახელწიფოს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ეშინია დიალოგის და მისი მორიგების პროცესში ჩართვა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ იყოს აღქმული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ყოფილი მოსამართლის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ ზემოქმედების საშუალებად.

საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რომ დავას ჰყავს 3 მხარე _ გიორგი პაპუაშვილი, როლანდ ბლადაძე და სახელმწიფო. გიორგი პაპუაშვილი თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდეს, თუნდაც ამ მორიგების პროცესში, რადგანაც საკითხი ეხება მასთან სადაო ქონების გარკვევას", _ ამბობს კაიკაციშვილი.

როლანდ ბლადაძის ადვოკატის თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან კონსულტაციები გაგრძელდება:

"რონალდ ბლადაძემ ითხოვა გონივრული ვადა _ რამდენიმე დღე იმისთვის, რომ ალტერნატიული ფართის დაპირების ირგვლივ წარმოდგენილი საკითხები შეაფასოს. კონსულტაციები გაგრძელდება ეკონომიკის სამინისტროსთან. არის ძალიან რთული, ძალიან მძიმე და სერიოზული პროცესი, რომელიც ეკონომიკისა სამინისტროსთან მიმდინარეობს, ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება", _ ამბობს კაიკაციშვილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმის მიუხედავად, შედგება თუ არა მხარეთა შორის მორიგება, საქმეზე შემაჯამებელი სხდომის თარიღი უკვე დადგინდა _ სასამართლო შემაჯამებელ სხდომას საქმეზე 2018 წლის 9 მარტს, 14:00 საათზე გამართავს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი, არსებითი განხილვისთვის დასაშვებად, პრეცედენტული დავის სტატუსით, 2017 წლის 15 სექტემბერს მიიღო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია შემდეგი: "საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34- მუხლის მე-3 ნაწილის "" ქვეპუნქტით და დაადგინა: როლანდ ბლადაძის საკააციო საჩივარი ცნობილ იქნეს დასაშვებად". სასამართლოს მიერ მითითებული კანონის თანახმად, "საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ ) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას".

ცნობისთვის: 2017 წლის 1 ივნისს, სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო. 2017 წლის 1 ივნისს მიღებული კიდევ ერთი განჩინებით არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა საქმიდან საქმის განმხილველი მოსამართლეების _ მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის აცილებასთან დაკავშირებით, რასაც მხარის ადვოკატის, "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის დასაბუთებული სამართლებრივი პროტესტი მოჰყვა.

2017 წლის 20 ივნისის სასამართლოს განჩინებებით, მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ საქმიდან თვითაცილება განაცხადეს. საქმე განმხილველი ახალი პალატისთვის გადაეცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს, რომელმაც განსაზღვრა ახალი შემადგენლობა _ ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და პაატა სილაგაძე.

2017 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, პაატა სილაგაძემ, აგრეთვე, მიიღო საქმიდან თვითაცილების შესახებ გადაწყვეტილება და საქმის განმხილველი საბოლოო შემადგენლობა,ჩამოყალიბდა ნინო ბაქაქურის (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძისა და ზურაბ ძლიერიშვილის შემადგენლობით. სასამართლომ 2017 წლის დეკემბერში, საქმეზე ზეპირი მოსმენით სხდომის ჩანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

როლანდ ბლადაძე თავისი სასარჩელო მოთხოვნებით მოითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური, გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად. საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მიუთითებს.




 ახალი ამბები
  • კახა სიორიძე ოზურგეთში „ლელოს“ უხელმძღვანელებს„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთში საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ ოფისის გახსნა იგეგმება. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთში ახალდაფუძნებულ მოძრაობას შპს “ასკანგელ ალიანსის“ ყოფილი გენერალური დირექტორი კახა სიორიძე უხელმძღვანელებს. კახა სიორიძემ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია დაადასტურა. „დიახ გიდასტურებთ, რომ “ლელოს“ ოფისი იხსნება ოზურგეთში. დანარჩენი დეტალები შემდეგ კვირაში იქნება  ცნობილი“,_გვითხრა კახა სიორიძე. „ლელოს“ ახალი ოფისის გახსნა ოზურგეთში შემდეგ კვირაშია დაგეგმილი. სწორედ გახსნის დროს გახდება ცნობილი ვინ იქნება კახა სიორიძესთან ... ...
  • სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდასამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდა. მამაკაცს, რომელმაც სამტრედიაში ცოლი მოკლა,17-წლამდე პატიმრობა ელის. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • სიახლე ოზურგეთში _ დასაქმების ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოახლახან, ოზურგეთელმა ნუგზარ რუხაძემ შრომის ბირჟა გახსნა. ის არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზეა ნამუშევარი და როგორც თავად ამბობს, კარგად ერკვევა , თუ რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქალაქს და როგორ დაასაქმოს ისინი ისე, რომ მოსახლეობას მლესავის, ელექტროშემდუღებლის თუ უბრალოდ, დამხმარე მუშის საჭირობის დროს, პრობლემა არ შეექმნას. _ ხშირად გვესმის, რომ ხალხი სამუშაოს ეძებს და დასაქმების შანსი არ არის. არადა, ბევრჯერ პირიქითაა: ადამიანები ეძებენ ელექტრომონტიორს, კაფელის ხელოსანს თუ მლესავს და ვერ პოულობენ. ამიტომ დავისახე მიზნად, თავი მოვუყარო მაღალი კლასის და დავასაქმო  საჭიროების  მიხედვით. ჩვენ უკვე აღრიცხვაზე ავიყვანეთ სანტექნიკოსები, დურგლები, მეთუნუქეები, ელექტროშემდუღებლები, მღებავები, სახლის მშენებლები, პიანინოს ამწყობები,  უბრალოდ, ტვირთის გადამზიდავები და მიწის დამბარავებიც კი. ზოგს აწი მივიღებთ. მთავარია, თავის პროფესიაში ერკვეოდნენ კარგად და  შესაბამისად, დასაქმებისას კარგ ანაზღაურებასაც მიიღებენ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ინდმეწარმე ნუგზარ რუხაძემ. დასაქმების ბირჟა ოზურგეთში, რკინიგზის სადგურში, პირველ სართულზეა განთავსებული და მასში უკვე ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი გაწევრიანდა.      ... ...
  • ჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალაჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალა, _ ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის დირექტორმა მზია კვინტრაძემ დაწერა. "წავიდა ჩვენგან უნიჭიერესი მხატვარი, უანგარო და ერთგული მეგობარი გურამ მიქაძე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული", _ წერს გურამ მიქაძის ... ...
  • მკვლელობა სამტრედიაში _ მამაკაცს, რომელმაც ცოლი მოკლა,15-წლამდე პატიმრობა ელის სამტრედიაში მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკველობა) დაიწყო, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული უკვე დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ელის. შეგახსენებთ, მკველობა სამტრედიაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით რამდენჯერმე ... ...

არქივი

ზაფრანი

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...