საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულებს შეკრების თავისუფლება შეეზღუდათ _ ომბუდსმენი

სამართალი

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულებს შეკრების თავისუფლება შეეზღუდათ _ ომბუდსმენი

11 ივლ. 2017, 14:24:37

საქართველოს სახალხო დამცველი საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულთა შეკრების თავისუფლების შეზღუდვას ეხმიანება და აცხადებს, რომ დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ აღნიშნული უფლებით სარგებლობის შეზღუდვა.

ივნისისა და ივლისის თვეებში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 7–ჯერ გაუწიეს მონიტორინგი თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულთა აქციის მიმდინარეობას. აქციის მონაწილეთა განმარტებით, დროდადრო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ხელს უშლიან დასადგამი ქოლგის, კარვისა და გასაშლელი საწოლის დადგმასა და ბანერების გაშლაში. აღსანიშნავია, რომ აქცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ, ფართო ტროტუარზე მიმდინარეობს და არ აბრკოლებს ტრანსპორტის მოძრაობას, ასევე, არ ბლოკავს შენობის შესასვლელს.

მედიით გავრცელებული ვიდეომასალით დასტურდება, რომ ერთ შემთხვევაში საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულებს სამართალდამცავებმა არ მისცეს გასაშლელი საწოლის გამოყენების საშუალება, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.

მსგავს ინციდენტს ჰქონდა ადგილი 2017 წლის 9 და 21 მარტს, როდესაც თბილისის საკრებულოსა და მთავრობის კანცელარიის შენობებთან შეკრებილ „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულ მოვაჭრეებს პოლიციელებმა არ მისცეს კარვის დადგმის საშუალება ფართო ტროტუარის განაპირა ნაწილში. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 6 აპრილს წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა შეესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების მიერ ჩადენილი კანონდარღვევა, გამოეკვლია, ხომ არ მოქმედებდნენ ისინი ზემდგომი თანამდებობის პირების მიერ გაცემული კანონსაწინააღმდეგო მითითებების შესაბამისად და შესწავლის შედეგების მხედველობაში მიღებით, კანონით გათვალისწინებული ზომები გამოეყენებინა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი ყველა პირის მიმართ. სამწუხაროდ, დასახელებულ წინადადებასთან დაკავშირებით მინისტრის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე, სახალხო დამცველს ინფორმაცია დღემდე არ მიუღია, რაც კანონის დარღვევას წარმოადგენს.

ვინაიდან ზემოაღნიშნული შემთხვევები, არ იწვევს შენობის შესასვლელების ბლოკირებას თუ ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, სრულად არის დაცული შეკრების თავისუფლებით. შესაბამისად, დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ აღნიშნული უფლებით სარგებლობის შეზღუდვა. აქციის მიმდინარეობისას კარვებისა და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობა ხაზგასმულია ასევე ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპებში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სასამართლომ უკანონოდ ცნო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის 25 აგვისტოს „პარტიზანი მებაღეებისთვის“ შეკრების უფლების და მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვა.

იგივე პოზიცია დააფიქსირა სახალხო დამცველმა წარსულში მომხდარ არაერთ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც აქციის მონაწილეებს შეეზღუდათ კარვების, დასადგამი ქოლგისა და სკამის გამოყენება. აღნიშნული მიუთითებს, რომ შეკრების თავისუფლების რეალიზებას ხშირ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ხელოვნურად და კანონშეუსაბამო არგუმენტებით უშლიან ხელს,რაც მსგავს ფაქტებზე რეაგირების და ზემოაღნიშნულ სტანდარტებთან დაკავშირებით პოლიციის თანამშრომელთა ინფორმირების აუცილებლობას წარმოშობს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოების ამგვარი ქმედებები შეუთავსებელია შეკრების თავისუფლებასთან და მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს ერთი მხრივ უზრუნველყოს პოლიციის თანამშრომლების მიერ შეკრების თავისუფლების პატივისცემა და ამასთან, დროული რეაგირება მოახდინოს ყველა უკვე მომხდარი კანონდარღვევის ფაქტზე, რაც შეამცირებს მომავალში მათ გამეორებას“, _ აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • თბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდათბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა ტიბაანის გასასვლელის N20-ში დაფიქსირდა.  ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა. ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ“,_ ნათქვამია განცხადებაში. მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევა ... ...
  • „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია (R)რეგიონული ტურნეს ფარგლებში, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია. სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მხარისა ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად განხორციელებული და გეგმიური აქტივობები განიხილეს. მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება გულისხმობს, 64 მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, ახალგზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შექმნას, ასევე, ადგილზე შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადებას, რომელსაც სააგენტო 4 ეტაპად გეგმავს. მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში, სტრასბურგის ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში 5 დღიან ტრენინგზე მიღებული გამოცდილებაც დაეხმარებათ, სადაც ისინი მიმდინარე წლის მარტის თვეში სააგენტოს წარდგენით იმყოფებოდნენ. ახალგაზრდობის სააგენტომ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ახლახანს დაასრულა ახალგაზრდების საჭიროებების რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების პრობლემები, გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები. ... ...
  • „იური ლომაძე მოძალადე არ არის“გასულ კვირა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხუთმა მამაკაცმა ქალაქ ბათუმიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში გაიტაცა 35 წლის მამაკაცი. ამ საქმეზე უკვე სასამართლომ ხუთივე მათგანს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს შორის არის ოზურგეთელი იური ლომაძე, რომელიც წარმატებული მოჭიდავეა. „გურია ნიუსი“ იური ლომაძის მწვრთნელს, ბექა როყვას დაუკავშირდა საქმის დეტალებზე. „იური ლომაძე მოძალადე არ არის. მას კარგად ვიცნობ და  შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის არის შრომისმოყვარე და წარმატებული ახალგაზრდა. რაც შეეხება იური ლომაძის საქმეს, ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან დარწმუნებული ვარ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მე პირადად დარწმუნებული ვარ იურის უდანაშაულობაში“,- აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ბექა ... ...
  • ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოვლინდაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 63 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 609 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 199 ფაქტი, აჭარაში - 151, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 138, ქვემო ქართლში - 131, შიდა ქართლში - 112, სამცხე-ჯავახეთში - 111, მცხეთა-მთიანეთში - 39, გურიაში - 25, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 11 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამავე, 6-თვიან პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, უკანონო ტყითსარგებლობის 6 ფაქტი გამოავლინეს. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2 700 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 149 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 57 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია ... ...
  • " მიჩნდება ძალიან საფუძვლიანი ეჭვი“ - რას წერს ლომაძის საქმეზე ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილისპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი სპორტსმენი იური ლომაძის საქმეზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “იური ლომაძის საქმის გარშემო რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვისმინე: 1. ის, რომ მომჩივანი ცემეს და აწამეს ამისი მტკიცებულება მხოლოდ მომჩივანის ჩვენებაა. 2. საქმეში არ მსმენია ექსპერტიზის თაობაზე, რომელიც მომჩივანს ჩაუტარდა და ფიზიკური ძალადობისა და წამების კვალი დადასტურდა. 3. მომჩივანი რეალურად არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ ყოფილა მოთავსებული მკურნალობის მიზნით. 4. მომჩივანი 32 წლის მამაკაცი ორჯერ არის ნასამართლევი თაღლითობისთვის და ახლაც პრობაციონერია. 5. გამოძიება ეყრდნობა მხოლოდ მის ჩვენებას და საქმეში სხვა მტკიცებულება არ დევს. 6. მიუხედავად იმისა, რომ ბრალი გატაცებაზეა, გავიგეთ, რომ თავისი ნებით ჩაუჯდა მანქანაში. 7. ე.წ გატაცებული პირი ტაქსით ბრუნდება სახლში, ასე აბრუნებენ და არავითარი რამდენიმე დღე დაბმული არაად ყოფილა. 8. იური ლომაძე დანარჩენ ოთხ პირთან ერთად თავად მიდის საგამოძიებო ორგანოში და ის არ იმალება. ახლა მე მიჩნდება ძალიან საფუძვლიანი ეჭვი და ლოგიკური კითხვა, ორჯერ თაღლითობაში მსჯავრდებული და ამჟამად პრობაციონერი პირი უჩივის სპორტსმენს, რომლისგანაც ფულის გამოძალვის იმედი აქვს სარჩელის გამოტანის სანაცვლოდ? პირი, რომელიც გარდა იმისა, რომ სასამართლოს ორი განჩინებით თაღლითობაში იყო მსჯავრდებული და ამასთან მოძალადე, რომელიც ფიზიკურად ძალადობდა ქალზე, არის მომჩივანი და მხოლოდ სიტყვაა ამ ბიჭის წინააღმდეგ? კარგი ადვოკატი ამ საქმეს მოიგებს. პ.ს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს ამ გამომძიებელ-მოსამართლისა და მომჩივანის რაღაც კონტაქტებს და მოვიძიებდი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...