სასამართლო „ბაღების საქმეზე“ ხაშურის მერს და ბაღების გაერთიანებას მორიგებისკენ მოუწოდებს

სამართალი

სასამართლო „ბაღების საქმეზე“ ხაშურის მერს და ბაღების გაერთიანებას მორიგებისკენ მოუწოდებს

2019 თებ 1 17:33:31

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას და მასზე დაქვემდებარებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანებას ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის საქმეზე დავის მორიგებით დასრულებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ სასამართლომ პრინციპული პოზიცია 2019 წლის 31 იანვრის სხდომაზე გამოთქვა და ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს მუნიციპალიტეტის მერ გიორგი გურსაპაშვილთან  დამატებითი კონსულტაციების განხორციელება მოსთხოვა. ამასთან, სასამართლომ მოისმინა ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის ადვოკატ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის პოზიცია, რომლის თანახმადაც, მხარე განიხილავს მორიგების შესაძლებლობას.

პირობები უნდა იყოს სამართლიანი, გონივრული, განჭვრეტადი, აღსრულებადი და ობიექტური“,_განაცახდა  კაიკაციშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას და მასზე დაქვემდებარებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანებას, დავის მორიგებით დასრულების საკითხზე საბოლოო პოზიციების წარმოდგენისთვის გონივრული ვადა 25 თებერვლის მდგომარეობით მიეცა.

 სასამართლოს განმარტებით, პალატა საქმეზე მორიგების საკითხს არ სვამს ფორმალური დამოკიდებულებებით და პროცესის მონაწილე მხარეებს მიმართა, გათვალისწინებული ყოფილიყო საქმეზე შესაძლო შედეგები. ამასთან, პალატამ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანებას მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ცალკეულ გადაწყვეტილებეზე და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით, ხაშურის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შესაძლებელია, გარკვეულ ცდომილებებს უშვებდეს, ვინაიდან ჩატარებული კონკურსის გამჭვირვალობა არ ტოვებდეს ცალსახა შეფასების საფუძვლებს. შესაბამისად, მხარეებს დრო მიეცათ, ეფიქრათ დავის მორიგებით დასრულების პირობებზე, რაც შეიძლება გამოხატულიყო ალტერნატიულ თანამდებობებზე ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის დასაქმებით ან მათ მიმართ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის სახით.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის გასაჩივრებული გადაწყვეტილება (ყოფილი მოსამართლე: თეიმურაზ ფარეიშვილი)კრიტიკას ვერ უძლებს, თავშივე იურიდიულად დაუსაბუთებელია და არ ასახავს მოწმეთა ჩვენებებისა და მტკიცებულებათა ერთობლიობის სწორ სამართლებრივ დასკვნებს. მეტიც, სასამართლოს მოქმედება გამაოგნებელია, ვინაიდან გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ხაშურის ბაღების გაერთიანებამ კონკურსის კანონის დარღვევით ჩატარება აღიარა და სარჩელი ნაწილობრივ ცნო. შესაბამისად, ხაშურის რაიონული სასამართლოს 5 აპრილის გადაწყვეტილება საფუძვლიანს ხდის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოსამართლე აღმოჩნდა მიკერძოებული და ვერ შეძლო სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვა და ადამიანის უფლებების დაცვის პატივისცემა.  მოსამართლემ ვერ შეძლო ანგარიშვალდებულების დაძლევა ხაშურის თვითმმართველობის მიმართ. დადგენილია, რომ ამჟამად ყოფილი მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი 2012-2015 წლებში მუშაობდა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსად, ხოლო ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანების დამფუძნებელი სწორედ მუნიციპალიტეტის მერიაა. თეიმურაზ ფარეიშვილმა საქმე არ აიცილა და არც თვითაცილების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ვერ შეძლო მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სარჩელით მოთხოვნილია ჩატარებული კონკურსის შედეგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლითაც სამ მოქალაქეს პიროვნული შეუთავსებლობის გამო, ხოლო ერთ მათგანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის გამო, უარი ეთქვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საბავშვო ბაღში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობების დაკავებაზე.მათ წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი და გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე. თითოეული მათგანის სამუშაო გამოცდილება, მონაცემები და პროფესიული უნარ-ჩვევები სრულად აკმაყოფილებდა კონკურსის მონაცემებსა და ამავდროულად, მიუთითებდა მათ უპირატესობას ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებულ კონკურსში გასამარჯვებლად, თუმცა გასაუბრება, რომელიც დებულების თანახმად უნდა დაფუძნებოდა სამართლიანობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს და ამავდროულად მიმართული უნდა ყოფილიყო კანდიდატების პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების იდენტიფიცირებისთვის, წარიმართა არაობიექტურად. ონკურსის ფარგლებში დაირღვა მოსარჩელეთა შრომითი უფლებები და ამავდროულად, წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი. ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატები შეირჩნენ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შეუსაბამოდ, გამჭოლი ნეპოტიზმისა და პირადი ნაცნობობის საფუძველზე, რაც წარმოადგენს საკონკურსო კომისიის დებულების, საქართველოს შრომით-სამართლებრივი კანონმდებლობის, კონსტიტუციური პრინციპების პირდაპირ დარღვევასა და განაპირობებს კანონთან შეუსაბამო აქტების ბათილობის აუცილებლობას.

საქმეს მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა (თავმჯდომარე), თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი და ამირან ძაბუნიძე განიხილავს.




 ახალი ამბები
  • რა განსხვავებაა მოლეკულურ და სწრაფ ტესტებს შორისსაკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განმარტა, რა განსხვავებაა მოლეკულურ და სწრაფ ტესტებს შორის. „არსებობს კლასიკური მოლეკულური ტესტი, ის რასაც ლუგარის ლაბორატორია და ამ ეტაპზე ინფექციური საავადმყოფო, ქუთაისის და ბათუმის ფილიალები აკეთებს. ამ პროცესში ჩაერთო ერთ-ერთი კერძო ლაბორატორია თბილისში. ყველა ესენი სარგებლობენ პი-ჯი-ერ (პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის ტესტი) ტესტით. რომელიც არის ოქროს სტანდარტი დიაგნოსტიკაში. ძალიან ბევრი დაავადების და მათ შორის Covid-19-ის დიაგნოსტიკაში. ამ ტესტს სჭირდება რამდენიმე საათი, იმისთავის, რომ პასუხი მივიღოთ. ასევე არსებობს დაჩქარებული პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის დაჩქარებული ტესტები. ტესტირება ხდება კარტრიჯული სისტემით და არ სჭირდება მაღალი კლასის სპეციალისეტები. ეს აპარატი საქართველოში არის 50. გარდა ამისა, არსებობს სწრაფი ტესტები, რომლებიც უკვე შემოსულია საქართველოში. ეს იქნება ვალიდაციისთვის, რამდენად იმუშავებს ეს ტესტები. ეს ტესტი კარგია, მაგრამ სჭირდება აპარატი, რომელიც ტესტის შედეგს ხილულს ხდის. ეს არის სწრაფი ტესტი, ოღონდ ცოტა სხვა ტექნოლოგიებით გაკეთებული. ასევე არსებობს სწრაფი, მარტივი ტესტები, რომლებიც სისხლის წვეთით კეთდება. თუმცა არის ტესტები, რომლებიც ვენურ სისხლზე მუშაობს. ეს არის ანტისხეულების, ანუ ორგანიზმის პასუხის აღმომჩენი ტესტები. ასევე არის სწრაფი მარტივი ტესტი ანტიგენის აღმოჩენის, რომელიც მხოლოდ კორეას აქვს. კორეასთან მიდის მუშაობა, რადგან ამ ქვეყანასაც ეს ტესტები შეზღუდული რაოდენობით აქვს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. იმნაძემ აღნიშნა, რომ  კორონავირუსის დამდგენი ტესტებით მსოფლიო ბაზარი სავსეა,  თუმცა, შერჩევას დიდი სიფრთხილე ... ...
  • ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყოლანჩხუთში, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების მშობლებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყო და როფორც ცენტრის ხელმძღვანელი ნატა კობალავა ამბობს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მაქსიმალურად გათვალისწინებულია რეკომენდაციები და დაცულია უსაფრთხოების წესები. მისივე ინფორმაციით, თითოეული აღსაზრდელის მშობელი მათსავე ბაღში მიიღებს განკუთვნილ ... ...
  • ლევან რატიანი: ამ ეტაპზე ომში მეტწილად გავიმარჯვეთდღეს ძალიან ბედნიერია მთელი ჩვენი კლინიკა, რადგან ომში მეტწილად გავიმარჯვეთ და პაციენტის, რომელიც კრიტიკული მდგომარეობით იყო შემოსული, მდგომარეობა გაუბჯობესდა და არის კონტაქტური, _ ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან რატიანის თქმით, აღნიშნულ პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ყველა გართულება, რაც ამ დაავადებისა და კორონავირუსისთვის არის დამახასიათებელი. „ამ ეტაპზე უნდა გითხრათ, რომ ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, ვინაიდან პაციენტი გახდა კონტაქტური, ადექვატური და დღის ბოლომდე შეიძლება იგი აპარატიდან მოიხსნას. რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც არის კოვიდინფიცირებული, აქვს გულის უკმარისობა და ამავდროულად ასაკი, ამ ქალბატონის შესახებაც მინდა გითხრათ, რომ ჩატარებული კვლევებითა და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით, დადებითი დინამიკაა მიღწეული და გამარტივდა სუნთქვის პარამეტრები. კიდევ ერთი გამარჯვებაა ის, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური ფუნქციები უკეთესია, იმედია ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში ეს პაციენტიც მოიხსნება აპარატიდან“, - განაცხადა ლევან ... ...
  • თიბისიმ პროგრამის „თიბისი შენთვის“ ფარგლებში COVID-19 -ის სწრაფი ტესტები შეიძინა (R)თიბისიმ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე COVID-19 -ის 10 000 სწრაფი ტესტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. ტესტებს საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოიტანენ და თიბისი მათ ჩამოტანისთანავე გადასცემს ჯანდაცვის სამინისტროს.  „სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. ჩვენ გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა და მზად ვართ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად იმ საჭიროებების გამოსავლენად, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგას და ამ ნაბიჯით თიბისი არსებულ გამოწვევებს პასუხობს,“ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. შეკვეთა 10 000 სწრაფი ტესტის შეძენაზე უკვე გაგზავნილია აშშ-სა და შვეიცარიაში. აღნიშნული პროგრამა „თიბისი შენთვის“ ფარგლებში განახორციელდა, რომელიც თიბისიმ  COVID-19 -ის გამოწვევების დასაძლევად წამოიწყო. პროგრამა „თიბისი შენთვის“ ფარგლებში 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება სხვადასხვა სოციალურ პროექტზე, დისტანციური  განათლების ხელშეწყობასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე. ... ...
  • განზრახ მკვლელობის მცდელობა და დაჭრა_ ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ტ.ბ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 12 ივლისს, თბილისში, ბეგიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტ.ბ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ.ბ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა, ხოლო მ.ნ. ფეხის არეში დაჭრა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად გ.ბ.-ს გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ტ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ქ.თბილისში დააკავეს.   მას  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკველელობის მცდელობა) და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება)  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...