სასამართლომ გლდანის N8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორი დამნაშავედ ცნო

სამართალი

სასამართლომ გლდანის N8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორი დამნაშავედ ცნო

21 აგვ. 2018, 14:12:21

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებაში პატიმარ დ.რ-ს მიმართ ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარე საქმის განხილვა დასრულდა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორი კ.ყ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2008 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს დ.რ, რომელსაც 2008 წლის 27 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და შესახლებულ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის №8 საპყრობილეში.

ბრალდებულ დ.რ.-ს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის №8 საპყრობილის მე-3 სარეჟიმო კორპუსზე შესახლების შემდგომ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის №8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა და მე-3 სარეჟიმო კორპუსის ოფიცერმა კ.ყ-მ გადაწყვიტა დ.რ-ზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარების მიზნით.

2008 წლის 27 ოქტომბრიდან 2009 წლის 16 მარტამდე პერიოდში - თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დ.რ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, კ.ყ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროს ინსპექტორ ლ.ჩ-სა და სხვა თანამშრომლებთან ერთად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის №8 საპყრობილის მე-3 სარეჟიმო კორპუსის C3 ფლიგელში დ.რ-ს კატეგორიულად მოსთხოვა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის აღიარება, ამ უკანასკნელისგან უარის მიღების შემდეგ კი მის ხელთ არსებული ხელის რადიოგადამცემი, ე.წ. „რაცია" ძლიერად ჩაარტყა სახის არეში. დარტყმის ძალის შედეგად დ.რ. წაიქცა და დაეცა ძირს, რის შემდეგაც კ.ყ. უსაფრთხოების განყოფილების უფროს ინსპექტორ ლ.ჩ-სთან ერთად დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებდა, ამცირებდა მას და გამეტებით ურტყამდა ფეხებს თავში, ტანის არესა და კიდურებზე, რის გამოც დ.რ. განიცდიდა ძლიერ და აუტანელ ტკივილს.

დ.რ-ს საკანში დაბრუნების შემდეგ კ.ყ-მ იგი მკაცრად გააფრთხილა, რომ მისი ცემის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მის თანასაკნელებსაც ანალოგიურად გაუსწორდებოდა.

აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე კვირაში, სასამართლოს მიერ დ.რ-სთვის განაჩენის გამოტანამდე, აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით კ.ყ. და ლ.ჩ. გლდანის №8 საპყრობილის სხვა თანამშრომლებთან ერთად შევიდნენ გლდანის №8 საპყრობილის მე-3 სარეჟიმო კორპუსის №236-ე საკანში, სადაც მოთავსებული იყო ბრალდებული დ.რ. კ.ყ-მ დ.რ-ს კვლავ ჰკითხა აღიარებდა თუ არა იგი ჩადენილ დანაშაულს, რაზეც უარყოფითი პასუხის მოსმენის შემდეგ კ.ყ-მ და ლ.ჩ-მ მისი მისამართით დაიწყეს გინება და სახეში რამდენჯერმე გაარტყეს ხელი.

დაზარალებული დ.რ-ს ცემა და ძალადობა მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც მის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მისგან აღიარებითი ჩვენების მიღება საქმისთვის აღარ იყო მნიშვნელოვანი.

კ.ყ-ს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს შედეგად მოჰყვა დ.რ-ს უფლების არსებითი დარღვევა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი ხელყოფა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის №8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორი - კ.ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, დამატებითი სასჯელის სახით - ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 3 წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლითა და 3 თვის ვადით.

რაც შეეხება დ.რ-ს მიმართ ძალადობაში მხილებულ მეორე პირს - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების ყოფილ ინსპექტორ ლ.ჩ.-ს, მის მიმართ გამოტანილია დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ, მისი გარდაცვალების გამო.




 ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სერვისს აახლებსშინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, 1 ივნისიდან, საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.31 მაისის დილის 09:00 საათიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, განახორციელონ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ელექტრონული ჯავშანი.მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ ... ...
  • ლანჩხუთში სოფლების მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილიაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, ლანჩხუთში სატრანსპორტო შიდა მიმოსვლა 18 მარტს შეწყდა, დღეიდან კი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლების მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამჯერად კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მგზავრებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება მოუწევთ. ასევე, ყველა სატრანსპორტო საშუალებაში ყოველდღიურად უნდა ჩატარდეს სადეზინფექციო ... ...
  • აშშ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას გმობს2020 წლის 28 მაისს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის ელჩმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ამერიკელმა დიპლომატმა ლუგარიც ცენტრზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ გმობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას. გამომსვლელებმა მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მიერ გახშირებული პროვოკაციების შესახებ. განცხადებაში აღინიშნა, რომ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის (Covid-19) გლობალური პანდემიის მძიმე შედეგებს ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას და მავთულხლართებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას ორივე ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით, ასევე გრძელდება ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი კვლავაც უარს ეუბნება ახალგორის რაიონიდან პაციენტებს სამედიცინო ევაკუაციაზე. აღინიშნა მ.წ. 20 მაისს ახალგორის რაიონის მცხოვრები ჯუმბერ მილაძის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ, რომლის სამედიცინო ევაკუაციაზე კრიტიკულ მომენტამდე საოკუპაციო რეჟიმმა უარი განაცხადა. განცხადებაში ქართულმა მხარემ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ რუსეთის ფედერაციამ მიზანმიმართულად გაააქტიურა საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები და პროპაგანდისტული მითების შეთხზვით გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ლაბორატორიას - რიჩარდ ლუგარის ცენტრს, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. განცხადებაში აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ გააქტიურებული პროვოკაციული ქმედებები მოსკოვის მიზანმიმართული დესტრუქციული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც, ადგილზე კონფლიქტის ესკალაციითა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების ამოქმედების გზით მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას. ქართულმა მხარემ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციები და ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ის, კანადის, ნორვეგიის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა. გამომსვლელებმა ერთხმად დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დელეგაციებმა შეშფოთება გამოთქვეს უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და მოითხოვეს მისი დაუყოვნებელი შეჩერება. ევროკავშირის დელეგაციამ დაგმო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დისკრედიტაციის მცდელობები; ხაზი გაუსვა მისიის საქმიანობისა და მანდატის შეზღუდვის მიუღებლობას და მოითხოვა მისიის საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული, ხელისშემშლელი ქმედებების შეწყვეტა. სხდომის ფარგლებში, გამომსვლელებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს პაციენტების გარდაცვალების ფაქტებზე, რაც დაკავშირებულია ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვასთან. წყარო: ... ...
  • „ნაცკლასტერისთვის“ საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო და არჩევნებზე დასრულდება _ რატი იონათამიშვილი„ნაცკლასტერისთვის“ საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო და როგორც ჩანს, აჩევნებზე დასრულდება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა "ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა. იონათაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევაშიც ისარგებლებს და ეს ნათელი მაგალითი იქნება, თუ როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა. „რაც შეეხება ინტერპელაციას - მიუხედვად იმისა, რომ ეს საპარლამენტო ზედამხედველობისთვის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია, ოპოზიციის მხრიდან არ მაქვს მოლოდინი, რომ ამას შინაარსობრივად წარმართავენ. თუმცა, რასაკვირველია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევითაც ისარგებლებს და ეს იქნება ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ. პრემიერმა საკანონმდებლო ორგანოს ვირუსთან ბრძოლის შესახებ ანგარიში საკუთარი ინიციატივით ორი დღის წინ ... ...
  • მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლამუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლა _ დღეიდან ქალაქში ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ. მერიის ზედამხველობის სამსახურმა მუნიციპალური ტრანსპორტის შეამოწმა მზაობა, რამდენად აკმაყოფილებს ის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩაუტარდება. მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობა შეზღუდულია, მათ შორის ფეხზე დგომა და სავალდებულოა პირბადის ტარება. დღედაინ ასევე მუშაობა განაახლა ქუთაისის ბოტანიკურმა ბაღმა, სადაც ყველა საჭირო წესია დაცული, ტერიტორია და გაშლილი სივრცე კი საშუალებას იძლევა, რეკრეაციულ ზონაში ერთდროულად რამდენიმე ათეული ადამიანი შევიდეს. ადგილზე გაკონტროლდება სოციალური დისტანცირების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?