სასამართლომ შშს-ს გიორგი კლდიაშვილის შესახებ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა დაავალა

სამართალი

სასამართლომ შშს-ს გიორგი კლდიაშვილის შესახებ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა დაავალა

7 აგვ. 2017, 12:19:15

თბილისის საქალაქო სასამართლომშინაგან საქმეთა სამინისტროს IDFI-ის დირექტორის გიორგი კლდიაშვილის შესახებ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა დაავალა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, შსს-ს ვალდებულია, მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საკუთარი ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით უარყოს 2014 წლის 17 დეკემბერს გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაცია.
"როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, 2014 წლის 12 დეკემბერს, იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი და3 დღით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. 2014 წლის 14 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კლდიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა სასამართლო დარბაზიდან, ხოლო მისი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსება უკანონოდ ჩათვალა.
15 იანვარს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეწყდა გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა, დადგინდა რა, რომ მისი ქმედება არ წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს. სასამართლომ არა მარტო გაამართლა გიორგი კლდიაშვილი, არამედ საქართველოს პროკურატურას და შსს-ს სოლიდარულად დააკისრა მისთვის უკანონოდ დაკავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
ამასთან აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 17 დეკემბერს შსს-ს მიერ საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც დამახინჯებულად აღწერდა ფაქტობრივ გარემოებებს და გიორგი კლდიაშვილს საზოგადოების თვალში წარმოაჩენდა სისხლის სამართლის დამნაშავედ.
2015 წლის 5 ივნისს გიორგი კლდიაშვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფის თაობაზე. ორი წლის შემდგომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა გიორგი კლდიაშვილის სასარჩელო მოთხოვნა და შსს-ს დაევალა საკუთარ ვებ-გვერდზე ცნობის გამოქვეყნება, რომელშიც უწყება აღიარებს, მის მიერ მცდარი ფაქტების გავრცელებას.
კერძოდ, შსს-ს დაევალა ცნობის გამოქვეყნება, რომელშიც ხაზგასმით იქნება აღნიშნული რომ 2014 წლის 17 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გიორგი კლდიაშვილის შესახებ გავრცელებული შემდეგი განცხადებები შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს:
 შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია: „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქე გიორგი კლდიაშვილის ავტომობილის და პირადი ჩხრეკისას „პარაბელუმის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს“;
 
ინფორმაცია არის მცდარი იქიდან გამომდინარე, რომ ის არ შეიცავს სრულყოფილ მონაცემებს. კერძოდ, ჩხრეკისა და ამოღების ოქმში მითითებულია, რომ იარაღი იმყოფებოდა 4 ნაწილად დაშლილ მდგომარეობაში, რომელიც მოსარჩელეს მოჰქონდა ხელოსნისაგან. გავრცელებული განცხადებით კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოსარჩელე ჩადიოდა კრიმინალურ ქმედებას.
 შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია: „გიორგი კლდიაშვილმა, ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, სამართალდამცავებს განუცხადა, რომ აღნიშნული იარაღი იყო მისი საკუთრება და მას ჰქონდა ტარების უფლება“; „მოგვიანებით, გამოძიების პროცესში, დაკითხვისას, გიორგი კლდიაშვილმა ვერ წარმოადგინა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი“;
ინფორმაცია არის მცდარი იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი კლდიაშვილმა, ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ იარაღი მართლაც მისი საკუთრება იყო, მაგრამ სამართალდამცველებს წარუდგინა მისი შენახვის (და არა ტარების) დამადასტურებელი მოწმობა. განცხადება იმის შესახებ, რომ მას პოლიციის თანამშრომლები შეცდომაში შეჰყავდა, არასწორია. შესაბამისად შსს-ს განცხადებით, ილახება მოსარჩელის პატივი და ღირსება, რადგანაც საზოგადოება მას აღიქვამს, როგორც მატყუარას.
 შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია: „მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა გირაოს შესახებ დააკმაყოფილა და გიორგი კლდიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა“;
ინფორმაცია არის მცდარი იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 12 დეკემბერს მისი დაკავება იყო უკანონო და წარიმართა კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევებით. სწორედ აღნიშნული გახდა გიორგი კლდიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი და არა პროკურორის შუამდგომლობა.
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, შსს-ს ვალდებულია, მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საკუთარი ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით უარყოს 2014 წლის 17 დეკემბერს გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაცია.
 
აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხე შსს-ს წარმომადგენელი. იქიდან გამომდინარე, რომ შსს-ს მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი განცხადება სხდომაზე დაუსწრებლობის საპატიო მიზეზების შესახებ სასამართლომ საქმეზე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გასაჩივრებულ იქნა შსს-ს მიერ. მოცემულ საქმეზე ზეპირი სხდომა ჩანიშნულია 2017 წლის 10 ოქტომბერს, 12 საათზე. IDFI მომავალშიც აცნობებს საზოგადოებას საქმის მიმდინარეობის შესახებ.
მოცემულ დავაში გიორგი კლდიაშვილის ინტერესებს სასამართლოში იცავდა IDFI-ის პარტნიორი ორგანიზაციის - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი, დავით ლომთაძე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტებმა ლევან ვეფხვაძემ და მაია ხუციშვილმა წარმატებით დაიცვეს გიორგი კლდიაშვილის ინტერსები მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეშიც, ხოლო სიას იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა წარმატებით დაიცვა გიორგი კლდიაშვილის ინტერესები თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციულ დავის დროს, რომელიც გიორგი კლდიაშვილისთვის ზიანის ანაზღაურების საკითხს ეხებოდა. IDFI-ი კიდევ ერთხელ უხდის მადლობას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია) აღნიშნულ საქმეებში ორგანიზაციის დირექტორის უფლებების დაცვისთვის" _ აღნიშნულია  IDFI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...