შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

16 ივლ. 2019, 14:08:01

20-21 ივნისის აქციაზე სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს საქართველოს პროკურატურამ ბრალი  საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით  წარუდგინა.

კერძოდ, ლ.ი-ს ბრალად ედება მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

საქართველოს გენერალური პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი გუშინ დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ მან 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე,  გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა  დაკავებულ პირზე.

პროკურატურა   სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობის გამოყენების  შუამდგომლობით მიმართავს.




 ახალი ამბები
  • სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობა რეაბილიტაციის შემდეგრამდენიმეწლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიას პირვანდელი სახე დაუბრუნდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული სამხატვრო აკადემია სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს. „ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე შენობაში რესტავრაცია ჩაუტარდა ცნობილ სარკეებიან და საგამოფენო დარბაზებს, დიდ ბიბლიოთეკას, აკადემიის ფონდებსა და საცავებს. სრულად აღდგა შენობის მთავარი ღირსშესანიშნაობა – თავის დროზე ირანელი ოსტატების მიერ შექმნილი საარკეებიანი დარბაზები, მოპირკეთდა და კეთლმოეწყო ეზო. ამ ეტაპზე სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს შენობის მოწესრიგება და ინტერიერის დასუფთავება“,_ ამბობენ სამინისტროში. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციითვე, ამჟამად მიმდინარეობს გრიბოედოვის #22-ში მდებარე აკადემიის ცენტრალური სასწავლო კორპუსის სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები, რომელიც 2021 წელს დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 4 912 000 ლარს ... ...
  • ვინ და რომელ ოლქში წარადგინა “ლელომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად"ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: 1 . ბადრი ჯაფარიძე – საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ბიზნესმენი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი. თსუ-ს, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლონდონის პოლიტიკის მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული. არის თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი. არის ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი საქართველოში. არის ასამდე წარმატებული კომპანიის დამფუძნებელი, როგორიცაა, „ბორჯომი“, შატო მუხრანი, ჩაი გურიელი, ლისი დეველოპმენტი, ამერიკული აკადემია, ანაკლია, თიბისი ბანკი და სხვა. 2. ანა ნაცვლიშვილი – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. იურისტი, თსუ-ს, ბუდაპეშტისა და ესექსის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე; სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო კომისიის წევრი და საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. 2017 წელს მიენიჭა “წლის უფლებადამცველის” ჯილდო. 3. გრიგოლ გეგელია – რუსთავისა და გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. პოლიტიკური თეორიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტში; იდეების ისტორიის მაგისტრის წოდება – ლონდონის უნივერსიტეტში, ისტორიის ბაკალავრიატი დაამთავრა ბრისტოლის უნივერსიტეტში. არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, მიწვეული ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტში. 4. გიგლა მიქაუტაძე – გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ეკონომისტი. განათლება მიიღო გერმანიაში. სტაჟირება გაიარა გერმანიის პარლამენტში. იყო გერმანული სავაჭრო კომპანიის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მკვლევარი. არის გადასახადის გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი. 5. ირაკლი კუპრაძე – ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. საჯარო სამართლის იურისტი.სამოქალაქო აქტივისტი. თსუ-სა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. წლების განმავლობაში იბრძოდა სხვადასხვა სოციალურ საკითხზე: შრომითი უფლებები, მწვანე პოლიტიკა. იყო სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და თანადამფუძნებელი.   6. ფიქრია ჩიხრაძე – სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ფილოლოგი. პოლიტიკოსი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს იყო სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ყოველდღიური გაზეთის “ივერია-ექსპრესის” მთავარი რედაქტორი; იყო საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი და საქართველოს IV პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი. 7. კახა კოჟორიძე – ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. იურისტი. ადვოკატი. არის თსუ-ს და GIPA-ს კურსდამთავრებული. სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო ლონდონში უნივერსიტეტში. იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი 8. მურად მურადოვი -მარნეულისა და გარდაბნის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ქალაქ მარნეულში დაბადებული და გაზრდილი. დაამთავრა თსუ. გახლავთ პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტი, მრავალი წელია იბრძვის ადამიანის უფლებების დასაცავად. დიდი წვლილი აქვს შეტანილი ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრირების პროცესში. 9. ლევან კობერიძე – ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. საქართველოს პარლამენტის მეცხრე მოწვევის დეპუტატი, ჯანდაცვისა და ეკონომიკისა კომიტეტების წევრი, ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების თავმჯდომარე. განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში. იყო პირველი ბრენდინგ კომპანიის დამფუძნებელი, კლუბ „რა სად როდის“ თანადამფუძნებელი და ქართული ღვინის მწარმობელთა კავშირის თავმჯდომარე. 10. ეკა ქვლივიძე – გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სამხედრო მფრინავი ქალი, თითქმის 12 წელიწადი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ბოლო დროს აქტიურად მოღვაწეობს სამოქალაქო ავიაციაში და ჩართულია მომავალი ავიატორების საგანმანათლებლო საქმიანობასა და აღზრდაში. 11. საბა ბუაძე – მთაწმინდა – კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ახალი თაობის პოლიტიკოსი, იურისტი, საჯარო მმართველობის სპეციალისტი, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი. გრონინგენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მუშაობდა იურიდიულ კომპანიაში ნიუ-იორკში; სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა სამოქალაქო ორგანიზაციების ანტიკორუფციულ პროგრამებს. 12. სოსო (მალხაზ) ვახტანგაშვილი – მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დაიბადა ცხინვალში. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი; საერო უნივერსიტეტის ლექტორი; მინისტრის მოადგილე კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში და შიდა ქართლის ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე. 13. გიორგი სიორიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კონსტიტუციონალისტი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანიაში ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. უკანასკნელ წლებში მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ფონდში. 14. ლევან სამუშია -დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. იურისტი. ადვოკატი 16 წლიანი პროფესიული გამოცდილებით. 2005 წლიდან აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. თავისი პროფესიიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში იცავდა ადამიანის უფლებებს. ამჯერად „ლელოსთან“ ერთად იბრძოლებს ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო სისტემის დასამკვიდრებლად. 15. ალექსანდრე ახვლედიანი – ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებები და კორუფციასთან ბრძოლის“ დამფუძნებელი. იყო სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის პირველი მოადგილე. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს აქტიური მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის საქმეში. 16. ლანა გალდავა -ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. სამართლის დოქტორი. პროფესორი. საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. თსუ-ს, მოსკოვის დიპლომატიური აკადემიისა და ფრანკფუტის ვიადრინის უნივერისიტეტის კურსდამთავრებული. სხვადასხვა დროს იყო მართლმსაჯულების ომბუდსმენი, ,ციფრული ეკონომიკის ასოციაციის” დამფუძნებელი. 17. ჯამბულ ხოზრევანიძე – ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ფრანკოს სახელობის ინსტიტუტის კურსდამთავრებული, იყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე და კარგად იცნობს ლტოლვილებისა და ეკო-მიგრანტების პრობლემებს. იყო ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. 18. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. პოეტი, სამოქალაქო აქტივისტი. მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა სამათლიანობისა და ადამიანის უფლებებისთვის. არის ეკონომიკის მაგისტრი. არის არაერთი წიგნის ავტორი და ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული. 19. პაპუნა კობერიძე – გორისა და კასპის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ინჟინერ-ეკონომისტი, სამართალმცოდნე. ეროვნული მოძრაობის აქტივისტი. იყო გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გორის საკრებულოს თავმჯდომარე, არის თვითმმართველობის რეალური დეცენტრალიზაციისთვის აქტიური მებრძოლი. 20. ანა ბიბილაშვილი – ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. არქიტექტორი და ურბანისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ლისაბონის უნივერსიტეტში მუშაობდა სადოქტორო პროგრამაზე. არის ქალაქის გამწვანების აქტიური დამცველი. სტუდენტთა განვითარების ფონდის დამფუძნებელი. 21. გიორგი ბარამია – ფოთის, სენაკისა და ხობის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დაიბადა სოხუმში. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. მუშაობდა აფხაზეთის მთავრობასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, არის დიპოლომატი და იყო საქართველოს კონსული საბერძნეთში. წლების მანძილზე იყო აფხაზებთან დიალოგის ინიციატორი. 22. თორნიკე ართქმელაძე – წყალტუბოს, ხონისა და ვანის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. სამართლის მაგისტრი, დოქტორანტი, ბიზნესის სამართლის ადვოკატი. იყო თსუ -ს მოწვეული ლექტორი და იურდიული მიმართულენის ტრენერი, იყო სტუდენტური მოძრაობის აქტიური წევრი. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 23. სოსო ლიპარტელიანი – ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ქართველი ძიუდოისტი, სამბოს ეროვნული ფედერაციიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი. პროფესიით მანქანათმშენებელი. პირველი სპორტსმენია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი ოლიმპიური მედალი მოიპოვა ოლიმპიურ თამაშებზე. არის მრავალგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი და ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 24. ანი მიროტაძე – ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. პოლიტიკოსი. ჟურნალისტი. სამოქალაქო აქტივისტი. ადამიანის უფლებების დამცველი. აქვს 20 წლიანი ჟურნალისტური გამოცდილება. იყო საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი. 25. პაატა ცივაძე – ქობულეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. იურისტი, სამართალმცოდნე. ტერტორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიტი. ამ კუთხით განათღლება აქვს მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლებლებში. არის სახალხო მოძრაობის “იყავი აქტიური საქართველოში” დამფუძნებელი და თანამედროვე ტექნოლოგიების პროექტის გენერალური ... ...
  • სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნათელა ღლონტმა “ყველაზე წიგნიერის“ კონკურსში გაიმარჯვაბაკურ სულაკაურის გამომცემლობის  მიერ ორგანიზებული პროექტის ,,ყველაზე წიგნიერის'' კონკურსი მასწავლებელთათვის–,,როგორ წავახალისოთ წიგნიერება'' საუკეთესო ნამუშევრები გამოაქვეყნეს. გამარჯვებულებს შორის არის ნათელა ღლონტი -ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი. „მე კი გავაგზავნე ნაშრომი ამ თემაზე, რომელიც ასახავდა იმ აქტივობებს, რასაც სკოლაში ვახორციელებ რომ მოსწავლეებს შევაყვარო წიგნის კითხვა. ნაშრომი მოეწონათ და გავიმარჯვე. სულ სამი პედაგოგის ნაშრომი შეირჩა. გადმომცეს 200 ლარიანი ვაუჩერი წიგნების შესაძენად ასევე სერტიფიკატი“, - გვითხრა ნათელა ღლონტმა. ნათელა ღლონტი სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში 54 წელია მუშაობს. „თავიდან ვიყავი პიონერხელმძღვანელი, შემდეგ ორგანიზატორად გადავედი თან ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი დღემდე . სკოლაში მაქვს კლუბი “საფიხვნო“, სადაც მოსწავლეებთან ერთად ვახორციელებ სხვადასხვა აქტივობებს, სოციალურ და სასწავლო პროექტებს. ჩართული ვარ საერთაშორისო საგანმანათლებლო პორტალზე, სადაც სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებ  სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად“,_ გვიამბობს ნათელა ღლონტი. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ ნათელა ღლონტის ნამუშევარს. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეები დაკავდნენ წიგნის კითხვით, რადგან თანამედროვე ციფრული სამყარო მოზარდს ამ მიმართულებით არ იზიდავს. ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ მოზარდების უმრავლესობა მხოლოდ კომპიუტერით, ტელეფონით თუ სხვა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით არის გადატვირთული და წიგნების კითხვა აღარაა აქტუალური თემა, წიგნმა რატომღაც გვერდზე გადაინაცვლა. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის ის გზები და საშუალებები იქნება განხილული ჩემს სტატიაში, რომელთაც ვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში. მოსწავლეებში წიგნიერების წასახალისებლად ხშირად ვიყენებ სხვადასხვა მიდგომას; მაგალითად, პროგრამული მხატვრული ტექსტის წაკითხვის შემდეგ, მოსწავლეებს ვავალებ, მათ მიერ წაკითხული მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟი ამოგზაურონ რომელიმე ტექსტში, ვსვამ შეკითხვებს, როგორ მოიქცეოდა ესა თუ ის გმირი, ამა თუ იმ სიტუაციაში რომ მოხვედრილიყო; ასევე ვიყენებ წაკითხული ნაწარმოების დასურათების ტექნიკას, მოვაწყვე კონკურსი სკოლაში „გაუკეთე ილუსტრაცია წიგნს“; ხშირად, როცა გაკვეთილს ვხსნი და ნაწარმოები ფილმადაც არის გადაღებული, მოსწავლეებს ვეკითხები, თუ აქვთ ფილმი ნანახი და თუ შეულიათ წიგნისა და ფილმის შედარება; ვცდილობ, მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ტექსტის გააზრებისას. ამიტომ ვსვამ ხოლმე ასეთ შეკითხვებს: შენ როგორ მოიქცეოდი? რას შეცვლიდი? და ა.შ, პროექტებით სწავლების მეთოდსაც ვიყენებ ე-თვინინგ პლატფორმის გამოყენებით, რომელიც ხელს უწყობს ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების თანამშრომლობას; საგანმანათლებლო სფეროში განვახორციელეთ პროექტი „ვიყოთ კრეატიულები“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა წარმოეჩინათ თავიანთი ქვეყნის საყვარელი მწერალი, ჩაეტარებინათ ამის პრეზენტაცია მონაწილე მოსწავლეებისათვის. ჩემმა მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი ამ ამოცანას. სკოლაში 23 აპრილს წიგნის დღესთან დაკავშირებით უკვე 2 წელია დავამკვიდრეთ ტრადიცია – „აჩუქე წიგნი.“ ჩემი მოსწავლეები სიხარულით ჩუქნიან ერთმანეთს წიგნებს, რამაც კითხვის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყო ხელი. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს (5 თებერვალი) სკოლაში არსებულ კლუბ „საფიხვნოს“ ინიციატივით ჩავატარეთ კონფერენცია თემაზე: „ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ მსოფლიო“. კონფერენციაში მონაწილეობა მიღო 30-მა მოსწავლემ (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურიდან). მათ წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომები, გაგვაცნეს საყვარელი წიგნები და ავტორები და ერთმანეთისგან წიგნის სიკეთეების შესახებ ბევრი რამ მოისმინეს. კონფერენციის დასასრულს მონაწილეებმა ერთხმად წაიკითხეს „ვეფხისტყაოსნის“ ეპილოგი. კონფერენციას ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები, მასწავლებლები. მოხდა ინფორმაცის გაცვლა, გაზიარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლაში დავაწესეთ ასეთი ტრადიციაც: მოსწავლეები გამორჩეული თარიღების აღსანიშნავად ერთმანეთს წიგნებს ჩუქნიან და მერე ერთმანეთს უზიარებენ წაკითხულის შესახებ ინფორმაციას. ამისათვის გამოვყავით სემესტრში ერთი დღე, ვატარებთ დისკუსიას თემაზე – „გააზიარე წიგნი, გააზიარე ემოცია“, სადაც მოსწავლეები საინტერესო ხედვებს წარმოადგენენ. მე, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ხშირად მაქვს საუბარი მშობლებთან თუ როგორ შეიძლება მოვწყვიტოთ ბავშვი ციფრულ ტექნოლოგიებს. ვურჩევ, შვილებთან ერთად წავიდნენ წიგნის მაღაზიებში, ბიბლიოთეკებში, ერთად იკითხონ ახალ-ახალი ნაწარმოებები და გაუზიარონ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. აღსანიშნავია, რომ მშობელთა მხრიდან შემოთავაზების თანახმად მივიღე გადაწყვეტილება და ყოველი თვის ბოლო პარასკევს დავაწესეთ მკითხველთა დღე: „რა წავიკითხე საინტერესო უფროსებთან ერთად“. ჩვენ ამ დღეს მშობლებთან ერთად ვიკრიბებით და მშობლებიც და მოსწავლეებიც ერთმანეთს ვუზიარებთ წაკითხულის შესახებ ინფორმაციას . ასეთი მიდგომების გამოყენებით ბევრ მოსწავლეს შევაყვარე კითხვა და ისინი უფრო მდიდარი ლექსიკით, კრეატიული აზროვნებით, სოციალური აქტიურობით გამოირჩევიან. წასაკითხი ლიტერატურის რჩევისას აუცილებლად ვითვალისწინებ მათ ასაკს, კოგნიტური განვითარების საფეხურს, ინტერესის სფეროს, იმ პროგრამულ მასალას, რომელსაც ვასწავლი, რომ მათ დაუკავშირონ წაკითხული წიგნი. დღესდღეობით სკოლა კითხვის პოპულარიზაციის კუთხით დიდი გამოწვევის წინაშე დგას. დგება საშიშროება, რომ მოსწავლეები მთლიანად მოსწყდნენ წიგნს და ვფიქრობ, გამოსავალი ერთია – ჩვენ, მასწავლებლებმა მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალი თაობის წიგნისკენ შემობრუნების პროცესს. ამის ნათელი მაგალითი ჩვენი პატარა სკოლაა, სადაც მოსწავლეები განხილული აქტივობების გამოყენებით ჩართულები არიან მსოფლიო ლიტერატურულ ... ...
  • რა სიახლეებს გულისხმობს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონპროექტიიუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა სიახლეებს გულისხმობს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონპროექტი  „ამ პროექტზე, რა თქმა უნდა, ვიმუშავეთ თავად ბიზნესასოციაციებთან, საჯარო რეესტრსა და მის რეგისტრატორებთან და დაინტერესებულ უწყებებთან იმისთვის, რომ შეგვეთავაზებინა ევროპული სტანდარტის კანონის პროექტი ჩვენი საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ახალი რეგულაცია შემოდის, რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა, ანუ დისპოზიციურია, მაგრამ ხელმძღვანელობას გაუწევს როგორც მეწარმეებს, ასევე, მოსამართლეებს - დავის შემთხვევაში. რა საკვირველია, არის იმპერატიული ნორმებიც, მაგრამ ამ კანონით იქმნება სრულიად თავისუფალი, რეგულირებული და განჭვრეტადი ატმოსფერო და ბიზნესკლიმატი კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. თითოეული თავი ეთმობა, სათანადოდ, სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო ორგანიზაციებს, იქნება ეს სააქციო საზოგადოება, შპს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი თუ კომანდიტური საზოგადოება. ასევე, შემოდის სხვადასხვა ევროპული სტანდარტი, მათ შორის, სადამფუძნებლო დოკუმენტების საჯარო რეესტრში წარდგენის მიმართულბით. ესაა მასშტაბური რეფორმა, ესაა ის რეფორმა, რომელსაც არა მხოლოდ დარგობრივი უწყებები, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, არამედ - ჩვენი ბიზნესმენებიც, მრავალი წელია, ელოდნენ და 2013 წელს, მათთან ერთად დაწყებული ეს პროცესი დღეს დასრულდა. ამ კანონის პროექტში ევროკავშირის დირექტივებიცაა გადმოტანილი, ანუ, ტრანსპოზიცია სახეზეა, ამმ კანონპროექტს გავლილი აქვს რეგულირების შეფასების ანალიზი და ის, ორი კვირით, გამოქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე. მიუხედავად მუშაობის 7-წლიანი პროცესისა, მინდა, ყველას შევთავაზო ბოლო კომენტარების გამოთქმა, მაცნეს მეშვეობით, სანამ მის წარდგენასა და დაცვას დავიწყებთ საკანონმდებლო ორგანოში“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. პარლამენტის მიერ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ახალი რეგულაციები ძალაში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. ... ...
  • მახინჯაურში ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალაბათუმში რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. არასრულწლოვანი ოთხი დღის განმავლობაში, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ბავშვმა ავტოსაგზაო შემთხვევისას თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო 9 აგვისტოს ავარიის დროს ბავშვის დედაც გარდაიცვალა. ცნობისთვის 10 აგვისტოს, მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა 3 კი გარდაიცვალა.  არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზასთან მყოფ ქვეითებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებულია ავტომობილის მძოლი. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...