სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება

2020 იან 24 17:26:16

2020 წლის 23 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის თაობაზე სახალხო დამცველისა და მისი აპარატის თანამშრომლების მიერ გუშინ და დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ არც ერთი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც იქნა დასახელებული, რელევანტური არ არის, მით უფრო ვერ იქნება საუბარი მათ დარღვევაზე.კერძოდ, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მითითებას აკეთებენ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმადაც, „სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა პატიმრობაში მყოფ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია.“

სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები ასევე მიუთითებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ისჯება  სახალხო დამცველზე „ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით“. ახსნის გარეშეც აშკარაა, რომ გუშინ, 2020 წლის 23 იანვარს, სახალხო დამცველის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისას ან მის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ არც ერთი ზემოხსენებული ნორმა არ დარღვეულა. სახალხო დამცველი შეხვდა იმ პატიმრებს, რომლებთანაც თავად სურდა შეხვედრა და რომლებმაც დაწესებულების თანამშრომლებს არ უთხრეს უარი საკნიდან შეხვედრის ოთახში გადასვლაზე სახალხო დამცველთან შეხვედრის მიზნით. შეხვედრებმა თავისუფალ გარემოში, სრული კონფიდენციალობის პირობებში, დაწესებულების ადმინისტრაციისგან ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე ჩაიარა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ თუ სახალხო დამცველი იმის გამო მივიდა პენიტენციურ დაწესებულებაში გაუფრთხილებლად (რისი სრული უფლებაც მას აქვს), რომ საკუთრივ დაწესებულებაში ვიზიტის ფაქტის მედიისგან და ფართო საზოგადოებისაგან გასაიდუმლოება სურდა, მოცემული საიდუმლოების მედიისგან დაცვის გარანტი სპეციალური პენიტენციური სამსახური არამცთუ პრაქტიკაში ვერ იქნება, მას ამგვარი ვალდებულება არც კანონით არ აკისრია. პირიქით, მედიასაშუალებების მხრიდან შემოსულ კითხვას იმის შესახებ, მართალია თუ არა, რომ სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტი ვალდებულია, პასუხი გასცეს. შეხვედრის ფაქტი არ არის და ვერ იქნება საიდუმლოთი დაცული, მით უფრო, როცა საქმე ეხება საზოგადოებისათვის ცნობილ მსჯავრდებულებს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. აქვე შევნიშნავთ, რომ N9 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, სახალხო დამცველმა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე ეთერში თავად  განაცხადა: „რაც შეეხება ვის შევხდი (...) ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული კონფიდენციალური საკითხი“.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოწოდებულია იმისკენ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი რაც შეიძლება ხშირად ეწვიოს საპატიმროებს და შეხვდეს პატიმრებს, რომელთაც წლებია და თვეებია, სურთ მასთან შეხვედრა. როდესაც საქმე ეხება საზოგადოების მაღალ ინტერესს საზოგადოებისათვის ცნობილი ამა თუ იმ პატიმრისადმი, სახალხო დამცველის ამგვარ პატიმართან საკუთრივ შეხვედრის ფაქტი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მედიისთვის დამალული ვერ იქნება. რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას და პატიმართან კომუნიკაციას, როგორც ამ, ისე ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ზედმიწევნით იქნა დაცული კანონის ყველა ნორმა, მათ შორის, კონფიდენციალობის პრინციპი. რაც შეეხება მსჯავრდებულ გურამ დონაძეს, მასთან სახალხო დამცველს კომუნიკაცია არ ჰქონია და ბრიფინგისას დასახელებული საკანონმდებლო ნორმები კავშირშიც კი არ არის მოცემულ საკითხთან. მსჯავრდებულმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს განუცხადა უარი საკნიდან გამოსვლაზე სახალხო დამცველთან შეხვედრის მიზნით. პატიმარსა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს შორის ამ ტიპის კომუნიკაცია არ არის და ვერ იქნება დაცული საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონით.

დაბოლოს, პატიმრების მხრიდან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოქმედი სახალხო დამცველი 2019 წელს საერთოდ არ არის ნამყოფი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში. თუმცა, ის 2018 წლის 16 ოქტომბერს იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ მირზა სუბელიანთან და მანვე, დაწესებულებიდან გამოსვლისას მედიასთან კომენტარი გააკეთა და დაასახელა პატიმრის გვარი, რომელსაც შეხვდა, რითაც დაადასტურა შეხვედრის ფაქტი.

https://www.myvideo.ge/v/3692568?fbclid=IwAR2CWwN7wYL3Opz8FkxYVbxJtA-xd27InWnr7B8Oq0WQfY7lyr4bltyvaUQ

 




 ახალი ამბები
  • გარდაცვლილ ხუთ მგზავრს შორის, ერთ-ერთი 30 წლის ქალიასამტრედიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა შორის, ერთ-ერთი 30 წლის ქალია. ჩვენ ხელთ მანამდე არსებული ინფორმაციით, იგი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკის მკვიდრი იყო. ინფორმაციის დასაზუსტებლად მერის წარმომადგენელს ალექსანდრე ჯანჯღავას დავუკავშირდით, რომელიც "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ თითქმის ექვსი წელია, ოჯახი ძველ სენაკში აღარ ცხოვრობს: "უკვე თითქმის ექვსი წელია ეს ოჯახი ჩვენს სოფელში აღარ ცხოვრობს. მათ სახლი გაყიდეს და როგორც ვიცი, საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ", _ განუცხადა "გურია ნიუსს" ალექსანდრე ჯანჯღავამ. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთმანეთს "მინივენი" და ტრაილერი შეეჯახა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, შეჯახება იმდენად ძლიერი, იყო რომ "მინივენში" მსხდომი ხუთივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხევის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით ... ...
  • ვინ არიან სამტრედიაში საზარელი ავარიის დროს დაღუპულებიდღეს, საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა  სამტრედიაში, სანავარდოს ქუჩაზე  გამავალ სამტრედია-ლანჩხუთი- სუფსა- გრიგოლეთის ს/გზის მე-2 კმ-ზე, სატვირთო აავტომანქანა “მერსედეს-ბენცი“, რომელსაც თურქეთის მოქალაქე მართავდა,  შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით  მოძრავ მინივენს.   შეჯახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ მინივენის მძღოლი, ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული ენვერი ირემაძე და მისი მგზავრები: ბათუმში, თოდოგაურის დასახლებაში მცხოვრები, 1968 წ.დაბადებული თენგიზ შაქარაძე, ქუთაისში მაისურაძის ქ. №9 ბ.23-ში მცხოვრები 1998 წელს დაბადებული ქეთევან კუპრაშვილი, სენაკში, სოფ. ძველ სენაკში მცხოვრები1990 წელს დაბადებული თამარ ჯანჯღავა. მე-5 მგზავრის მონაცემები დგინდება. მიმდინარეობს გამოძიება სსკ 276-VIII ... ...
  • სამტრედიაში ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ჩოხატაურელია _ დეტალები შემთხვევის ადგილიდანსამტრედიაში, ცოტა ხნის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა შორის ერთ-ერთი წარმოშობით ჩოხატაურელია, _ აღნიშნულის შესახებ ''გურია ნიუსს'' სამტრედიის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ განუცხადა. ,,როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მითხრეს, მინივენი, რომელიც ბათუმის მხრიდან მოდიოდა, სამტრედიის შესასვლელში მოცურდა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც მინივენის ხუთივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა. მინივენის მძღოლი ჩოხატაურელია, ტრაილერს კი თურქეთის მოქალაქე მართავდა", _ გვითხრა ფოცხვერიამ.   ... ...
  • გომის მთას დასახლების სტატუსი ენიჭებადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიურომ განიხილა: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე - დასახლების (დაბა) გომის მთის შექმნის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადების მოწონების შესახებ", განკარგულების პროექტი. დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა გომის მთის, როგორც უნიკალური კურორტის შესახებ, რომელიც უკვე მსოფლიოს ყურადრების ცენტრში მოექცა და საუკეთესო კურორტების რეიტინგულ სიაში მოხვდა. _ ჩვენთან უშუალოდ მერის წინადადება  არის წარმოდგენილი, რომ გომის მთას მიენიჭოს  დასახლების  სტატუსი. მთავრია,  დაიძრას  ეს საკითხი. როცა სტატუსი მიენიჭება,  ეს იქნება უდიდესი  საქმე კურორტის  გეგმაზომიერი განვითარებისთვის. საკრებულოს  თავმჯდომარემ,  დავით დარჩიამ განაცხადა, რომ გომის მთისთვის დასახლების კატეგორიის მინიჭება,   აქ  არსებული ვითარების  კანონის ფარგლებში მოქცევას ნიშნავს, რაც კურორტის თანმიმდევრულ, გეგმაზომიერ განვითარებას შეუწყობს ხელს.  _დღეს მართლაც მნიშვნელოვანი, ისტორიული დღეა, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ,  ალექსანდრე სურგულაძემ. ხვალ, 26 თებერვალს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო,  თავის რიგგარეშე  სხდომაზე, რომელიც სწორედ გომის მთის საკითხს ეხება, მიიღებს გადაწყვეტილებას, მოიწონოს წინადადება, გომის მთას მიენიჭოს დასახლების სტატუსი.   ხოლო აღნიშნული განკარგულების მიღების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია  საქართველოს მთავრობას შუამდგომლობით მიმართავს,  რომელმაც  უნდა განსაზღვროს  გომის მთისთვის დასახლების სტატუსის ... ...
  • ბიჭს, რომელიც მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნავს, მანქანა აჩუქესბიჭს, რომელიც უსახლკარო ძაღლებისთვის სახლებს ამზადებს და ნათხოვარი მანქანებით სხვადასხვა რაიონში უსასყიდლოდ არიგებდა, #ალუტეცჰGეორგია-მ და #ინნგროუპ-მა ავტომობილი აჩუქა, _ ამის შესახებ რადიო "პალიტრას" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ანა მარშანია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და ფოტოსაც აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ „SAPG – უსახლკარო ცხოველების პროექტი საქართველოში“ საქველმოქმედო გაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაქარია დოლიძე, ცოტა ხნის წინ საქართველოს მასშტაბით მოგზაურობდა. გზად შემხვედრ თითოეულ მიუსაფარ ცხოველთან აჩერებდა „კეთილ მანქანას“ აპურებდა და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით ეხმარებოდა. ტურნე საქართველოს მასშტაბით ნაქირავები ავტომობილით თბილისიდან დაიწყო და ცოტა ხნის წინ გურიაში იმყოფებოდა, საიდანაც გეზი აჭარისკენ აიღო. თუმცა, "კეთილმა მანქანამ" გზად უმტყუნა და ქობულეთიდან დედაქალაქში დაბრუნება მოუწია. მიუხედავად ამისა,  მიუსაფარი ცხოველები უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მათთვის განკუთვნილი საკვები გაუგზავნა.  როდის გაუჩნდა მიუსაფარი ცხოველების დახმარების სურვილი, სად უფრო კრიტიკული სურათი შეხვდა მოგზაურობის დროს და როგორ უნდა მოხდეს მდგომარეობის გამოსწორება_ ამ საკითხების შესახებ ზაქარიამ „გურია ნიუსთან“, ჩოხატაურში სტუმრობის დროს ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...