სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ადვოკატ კობაიძის მორიგ არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით (R)

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ადვოკატ კობაიძის მორიგ არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით (R)

1 ოქტ. 2020, 15:38:44

2020 წლის 30 სექტემბერს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა მორიგი სიცრუე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებით.

“საკარანტინო რეჟიმში ამუშავებთ (პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს) და დაფასება ნოლი!!! ხელფასები მაინც მოუმატეთ“, - მიმართა მან აწ უკვე ყოფილ იუსტიციის მინისტრს.

მას შემდეგ, რაც 2018 წლის ივლისში პენიტენციური სისტემა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადავიდა, პატიმართან ერთად პენიტენციური სისტემის თანამშრომელიც გახდა განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. სისტემის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება მას შემდეგ ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, N8 პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორ-კოტროლიორის თანამდებობრივი სარგო დღეს არის 1530 ლარი (რაც 2018 წლის ივლისისთვის არსებულ სარგოს 410 ლარით აღემატება), ოპერატიული მორიგის - 1920 ლარი (რაც 2018 წლის ივლისისთვის არსებულ სარგოზე 735 ლარით მეტია), ხოლო მთავარი ინსპექტორის - 1850 (რაც 2018 წლის ივლისისთვის არსებულ სარგოს 585 ლარით აღემატება) და ა.შ. ასევე დაწესებულებებისა და სამუშაოს სპეციფიკის შესაბამისად, გაზრდილია სხვა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, მათ შორის 2020 წლის თებერვალში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად, გაიზარდა ყველა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის შრომითი ანაზღაურება. რაც შეეხება ბოლო თვეებში პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ყაზარმულ რეჟიმში მომუშავე თანამშრომლებს. შეგახსენებთ, კოვიდ-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 5 მარტიდან პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა. 29 მარტიდან კი პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდნენ. ამ შრომის ასანაზღაურებლად, მოცემული პირები ყოველთვიურად იღებენ შესაბამის დანამატს. თავდაპირველად, სამი თვის განმავლობაში ეს იყო 100%-იანი დანამატი.

მოგვიანებით, ახალი სამუშაო გრაფიკის დამტკიცების შემდეგ (რაც გულისხმობს ყაზარმულ რეჟიმში ყოფნას როტაციის პრინციპით) დაწესებულებების თანამშრომლებს ყოველთვიურად ეძლევათ დანამატი სარგოს 20%-ის ოდენობით. ვინაიდან ეპიდსიტუაცია არ იძლევა პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობების მოხსნის შესაძლებლობას, ხოლო გაცემული დანამატების ოდენობამ კანონით დაშვებულ ზღვარს მიაღწია, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოიყენა მისთვის პატიმრობის კოდექსით მინიჭებული უფლება და გამოსცა ბრძანება, რომლის შესაბამისად, ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებს დაუწესდათ ყოველთვიური დანამატი, არაუმეტეს მათი სრული თანამდებობრივი სარგოს ზღვრული ოდენობისა. შედეგად, მოცემული პირები დანამატს განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში დაუბრკოლებლად იღებდნენ და ღებულობენ. შესაბამისად, ადვოკატ კობაიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების შრომა არ ფასდება და პენიტენციური სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა მათზე არ ზრუნავს, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა, რასაც ადვოკატი კობაიძე კვლავ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. (R)




 ახალი ამბები
  • "იდენტიფიცირება უკვე მოხდა" _ ვინ არის ავჭალაში მოკლულიგავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ავჭალაში სროლას პროკურორი ემსხვერპლა პროკურატურაში არ ადასტურებენ. როგორც „გურია ნიუსს“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილის იდენტიფიცირება უკვე მოხდა და ის პროკურორი არ არის. „პროკურორები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე როგორც მიდიან ხოლმე. იდენტიფიცირება უკვე მოხდა. გაიგეს ვინც იყო“,_ გვიპასუხეს პრესსამსახურში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას ... ...
  • "კალაშნიკოვით ჩაცხრილეს" _ მოკლული, სავარაუდოდ, პროკურორიაავჭალაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც „გურია ნიუსს“ შემთხვევის ადგილიდან შეატყობინეს, პირი, რომელიც ავჭალაში მოკლეს, სავარაუდოდ, პროკურორია. „სროლის ხმა ისმოდა და გავედით. ისინი გაიქცნენ. როგორც ვიცი, კალაშნიკოვით ჩაცხრილეს. ორი ტიპი იყო. ერთს პისტოლეტი ეჭირა“,_ ამბობენ შემთხვევის ადგილას მყოფი ადამიანები. „გურია ნიუსი“ ინფორმაციის გადამოწმებას  უწყებაში ... ...
  • 250 000 ლარამდე უზრუნველყოფის გარეშე სესხით სარგებლობა ნებისმიერი პროფილის ბიზნესს შეუძლია (R)„ფორ ლაბი“ უკვე მეოთხე წელია საქართველოში არსებულ ლაბორატორიებს მაღალი ხარისხის სახარჯი მასალებით ამარაგებს. ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამედიცინო სფეროში აღნიშნულ მასალებზე მოთხოვნა გაიზარდა. „ფორ ლაბმა“ თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაში უზრუნველყოფის გარეშე სესხით ისარგებლა და ბაზარზე მასალების მიწოდება გააორმაგა. ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის  გასამარტივებლად, თიბისიმ უპრეცენდენტო ცვლილება განახორციელა დაკრედიტების მიმართულებით და ბიზნესებს მისცა საშუალება ისარგებლონ 250 000 ლარამდე ბიზნესსესხით უძრავი ქონების და ძირითადი საშუალებების უზრუნველყოფის გარეშე. ამ დრომდე საქართველოში უზრუნველყოფის გარეშე ბიზნესსესხის  ლიმიტი 50 000 ლარი იყო, თიბისიმ ეს ზღვარი 250 000 ლარამდე გაზარდა. უზრუნველყოფის გარეშე სესხით ისარგებლა რაგბის კლუბმა „იუნკერები“, რომელიც უკვე მეორე წელია უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს. იგი აერთიანებს როგორც ჭაბუკთა, ასევე კაცთა გუნდებს, ხოლო მის ბაზაზე მოზარდებს 7 წლის ასაკიდან შეუძლიათ რაგბს დაეუფლონ. „ჩვენ ვზრდით ახალ თაობას, რომლებსაც განვითარების შესაძლობა აქვთ. ამით საფუძველს ვქმნით, რომ შემდეგში მათ პროფესიონალური კლუბებში ითამაშონ. ამ სპორტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერა, რომ განვითარება შევძლოთ, გამართული ინფრასტრუქტურა გვქოდეს, მოვიზიდოთ ახალი მოთამაშეები და ა.შ.“ - ამბობს კლუბის  გენერალური დირექტორი გიორგი ნოზაძე. უზრუნველყოფის გარეშე სესხით სარგებლობა ნებისმიერი პროფილის ბიზნესს შეუძლია. შეთავაზებით სარგებლობისთვის, ბიზნესების წარმომადგენლებმა ონლაინ განაცხადი უნდა შეავსონ, ასევე, შესაძლებელია ფილიალში მისვლაც. დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადის შევსება შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/apply-for-business-loan  (R)         ... ...
  • სროლა ავჭალაში _ დაღუპულია 1 ადამიანისროლა იყო ავჭალაში ლიბანის ქუჩაზე. როგორც "გურია ნიუსს" ადგილიდან წყარო ატყობინებს, სროლის შედეგად დაღუპულია 1 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. დეტალების გარკვევას "გურია ნიუსი" შსს-ში ცდილობს, რასაც უახლოეს დროში ... ...
  • ავტომობილი, რომლითაც გადაადგილდებოდნენ ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგურის დამყაჩაღებლები„გურია ნიუსმა“ იმ ავტომობილის ფოტო მოიპოვა, რომლითაც ზუგდიდში ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების შემდეგ თავდამსხმელები მიიმალნენ. მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც, სავარაუდოდ,  თავდამსხმელები გადაადგილდნენ,   დღეს დილით, სოფელ ნარაზენში, უჩაშონას უბანში იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით,  თავდამსხმელებმა გარკვეული რაოდენობის  თანხა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...