სუს-მა ტერორიზმთან შესაძლო კავშირის მქონე რამდენიმე ათასი პირი დაადგინა

სამართალი

სუს-მა ტერორიზმთან შესაძლო კავშირის მქონე რამდენიმე ათასი პირი დაადგინა

2018 აპრ 4 13:14:38

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2017 წლის ანგარიში  სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად  პანკისის ხეობასა და გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციებს შეეხება.

სუს-ში ამბობენ, რომ საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, საერთაშორისო ტერორისტებისა და მათი ადგილობრივი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული ტერორისტული თავდასხმების მოსამზადებელ ეტაპზე გამოვლენა და აღკვეთა მნიშვნელოვან სირთულეებს უკავშირდება.

”2017 წლის 21-22 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საერთაშორისო ტერორისტის, აჰმედ ჩატაევისა და მისი კარგად ორგანიზებული, ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. არსებული ინფორმაციით, დაჯგუფების მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ტერორისტული თავდასხმების მოწყობა. სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შესაძლებელი გახდა ჯგუფის აღმოჩენა და მათ წინააღმდეგ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება. აჰმედ ჩატაევისა და მისი ე.წ. დაცვის წევრებთან გამართული შეტაკებისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი, დაიჭრა 4 სამართალდამცველი. თავიდან იქნა აცილებული მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის.

მოგვიანებით გამოვლინდნენ ჩატაევის ტერორისტულ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირებიც. 2017 წლის 26 დეკემბერს თბილისსა და ახმეტის რაიონში, აღნიშნული პირების დაკავების მიზნით, ჩატარდა სპეცოპერაცია. დაკავებულია 5 პირი. ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით, სპეცოპერაციის დროს მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ საერთაშორისო ტერორისტებისა და მათი ადგილობრივი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული ტერორისტული თავდასხმების მოსამზადებელ ეტაპზე გამოვლენა და აღკვეთა მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული”, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 6 საქმეზე.

”გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, დადგინდა ტერორიზმთან შესაძლო კავშირის მქონე რამდენიმე ათასი პირი, რომლებმაც, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენება სცადონ. აღნიშნული პირების მიმართ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან. მიმდინარეობდა ოპერატიული და ანალიტიკური ინფორმაციის გაცვლა.

საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა ტერორისტულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება, მაღალი რისკის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების უსაფრთხოების ზომების შეფასება, ასევე სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების პასპორტიზაციისა და რისკების ანალიზის პროცესი. ტაქტიკური მოქმედებების, გამნაღმვითი სამუშაოების, მასობრივი განადგურების საშუალებების გამოვლენისა და გაუვნებელყოფის კუთხით განხორციელდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური დანაყოფების მომზადება/გადამზადება”, - ნათქვამია ანგარიშში.




 ახალი ამბები
  • კეკელიძე: ნუ გავხდებით ადამიანი-აქლემებიპარლამენტის ეროვნული ბიბლიოეთიკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, კორონავირუსით გამოწვეულ პანიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება “კორონავირუსის სახელმძღვანელოს” აქვეყნებს: „ახლაც და მერეც ანუ კორონავირუსის სახელმძღვანელო 1. კორონავირუსის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში გარდაუვალი იყო. ალბათ გუშინდლამდეც შემოეხეტა რომელიმე საზღვრიდან და მეტიც – მსუბუქი გაციების ფორმით, შესაძლოა გადავიტანეთ მეც, შენც და სხვამაც. თავის დროზე ასე ,,ვუმასპინძლეთ” ე.წ. ღორის გრიპს და სხვა უარეს ვირუსულ დაავადებებს. შესაბამისად, აპოკალიფსი არ იქნება. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. 2. მაგრამ აპოკალიფსი არ იქნება, თუ გავიხსენებთ, რომ ამ გრიპზე იოლად, უფრო სხვა რამ ღუპავს ადამიანს. ამჯერად უკვე მეტაფორებით როდი გელაპარაკებით – სიძულვილზე და შიშზე. არა, ძალიან კონკრეტულ საქმეზე მოგახსენებთ. ნუ დაცლით მაღაზიებს საკვები პროდუქტებისგან და აფთიაქებს წამლებისგან, ნუ გავხდებით ადამიანი-აქლემები. პური და კუჭის წამალი მაინც დავტოვოთ. კუჭის წამალი გრიპს ვერ შველის. და გაითვალისწინეთ რომ შიმშილიც კლავს. და თუ გრიპიანი არ მივდივართ სამსახურში, სხვების მოსაფრთხილებლად, ნურც ასე გამოვაცლით ლუკმას და პარაცეტამოლს, მას ვისაც მხოლოდ მათი ყიდვა შეუძლია. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. 3. კი. ხელი დავიბანოთ. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. 4. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს განსაკუთრებით მოერიდეთ ადამიანები, რომელთა ასაკიც 70 წელს ზემოთაა და თანაც გულსისხლძარღვთა დაავადების მქონეები ან დიაბეტის მატარებლები ხართ. მოერიდეთ, მაგრამ თავს ნუ გაირიყავთ. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. 5. თუ ვინმეს ქუჩაში პირბადით დაინახავთ და ამ დროს ღია ფანჯრიდან რომ ტელევიზორი მოჩანს, იქ ჩაკ ნორისმა ჩაახველა, არ გაიქცეთ. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. 6. ნუ გადაკოცნით დიდი ვნებით ყველას, მაგალითად, ადამიანს, რომელიც პირველად ნახეთ და თქვენი თანაკლასელის თანაკლასელი აღმოჩნდა – სხვა ქალაქში როცა გადავიდა და იქ სწავლობდა. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. 7. ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, კორონავირუსის შტამი სხვა აქამდე ნაცნობ გამოვლენებთან შედარებით, რომელთაგან უმეტესი ახლაც გვემართება, ნაკლებად იწვევს სიკვდილს. შესაბამისად, მთავარი პრობლემა კორონას ვაქცინის დამზადებაა, რაც დროის საკითხია და მოთმინების. პანიკა არ ვარგა. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. 8. ნუ გამოიყენებთ ფრაზას ,,რას ამბობ, სხვაგანც ასე ხდება”. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. 9. ვიკითხოთ წიგნები, ვიშრომოთ, ვისწავლოთ, გავითვალისწინოთ ერთმანეთი, ვიყოთ თავისუფლები. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. თქვენი გიორგი კეკელიძე – ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა,”-წერს გიორგი კეკელიძე ... ...
  • ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ დირექტორი : „ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ“საქართველოში კორონავირუსის  პირველი  გამოვლენის შემდეგ, საკმაო მღელვარებაა საზოგადოებაში.   „გურია ნიუსი“  დილიდანვე არკვევს, თუ რა მდგომარეობაა ოზურგეთის აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.  ახლა  ვესაუბრეთ ოზურგეთის სამედიცინო  ცენტრ „მედალფას“ დირექტორს, დავით მდინარაძეს: _ ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ. პირბადეების რაოდენობა საკმარისი გვაქვს  მარაგში და ასევე მზადყოფნაშია ორი ბოქსირებული  პალატა, _ გვითხრა ... ...
  • ლიმიტირებული პირბადეები აფთიაქებში და კლინიკების მზადყოფნა ვირუსთან დასახვედრად ლანჩხუთშიკორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გარკვეულწილად საგანგებო რეჟიმში უწევთ მუშაობა სამედიცინო დაწესებულებებს. მართალია, ქვეყნის მასშტაბით ვირუსის მხოლოდ ერთი ფაქტია გამოვლენილი, თუმცა გართულებების შემთხვევაში კლინიკები, მათ შორის რეგიონებშიც, მზადყოფნაში არიან პაციენტების მისაღებად. როგორც „მედალფას“ ლანჩხუთის კლინიკის ხელმძღვანელმა, რეზო კვერენჩხილაძემ „გურია ნიუსთან“ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროსთან მუდმივ კავშირზე იმყოფება და მზად არის შესაძლო გართულებების შემთხვევაში ყველა საჭირო ღონისძიებები გაატაროს. კვერენჩხილაძის თქმითვე, კლინიკას ბოქსირებული განყოფილებაც გააჩნია, რომელიც ორ პაციენტზეა გათვლილი. რაც შეეხება პირბადეებს,  კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების მეორე დილიდანვე ლანჩხუთის აფთიქებში მათი დეფიციტია.აფთიაქების ნაწილში მათი  შეძენა უკვე შეუძლებელია, ხოლო სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია, იქ ლიმიტირებულად ყიდიან - ერთ ადამიანზე მხოლოდ 5 ცალს. პირბადეების ფასებიც  ხარისხის მიხედვით სხვადასხვანაირია. ერთი პირბადის ფასი 20 თეთრიდან  95 თეთრამდეა. თუმცა, როგორც აფთიაქში განმარტავენ, ფასი ხარისხზეა ... ...
  • ოზურგეთის არცერთ აფთიაქში პირბადე არაა და არც იციან, როდის ექნებათ!„გურია ნიუსი“ დილიდანვე ოზურგეთში მოქმედ ყველა აფთიაქს ეწვია.  ამ წუთისთვის არსად არ აქვთ პირბადე, უფრო მეტიც -ამბობენ, რომ ბაზაში არ არის და არ იციან, როდის მიიღებენ. აფთიაქ „ბაიას“ წარმომადგენელი ამბობს, რომ გუშინ დილით გათავდა და აღარ აქვთ.  _ხვალ გავგზავნით  დაკვეთას,  ჩვენთვისაც კი არ გვაქვს, არ დაგვიტოვებია! _ გვითხრეს აქ. _არ გვაქვს. არც ბაზაშია. არ ვიცით, როდის გვექნება _ გვითხრეს  P.S.P-ს წარმომადგენლებმა. „ავერსის“ აფთიაქში განგვიმარტეს, რომ წუხელ ღამის განმავლობაში ყიდდა მორიგე ოპერატორი და აღარ გვაქვს,  ბაზაშიც არ არისო. რაც შეეხება „იმპექსს“, აღნიშნულ  აფთიაქში გვითხრეს, რომ აღარ აქვთ, როდის ექნებათ არ იციან და თუ სირბილით  წახვალთ, შესაძლოა, მეორე „იმპექსში“ მიუსწროთო (!) რა თქმა უნდა,  მოსახლეობაში პანიკამ არ უნდა დაისადგუროს, თუმცა იმ ფონზე, როცა  ჯანდაცვის სამინისტროს წარმომაგენლები დილიდანვე  ხალხს მაღალი ტრიბუნიდან ესაუბრებიან და ამბობენ, რომ ყველა საშუალება აქვთ, დაიცვან მოსახლეობა კორონავირუსისგან,   რბილად, რომ ვთქვათ, სიცრუენარევი ტყუილია. ... ...
  • "არ გიშველით არც ეს ვირუსომანია"_ ნათელაშვილი ხელისუფლებასსაქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მომხდარს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და მომხდარს იურიდიულ უმძიმეს დანაშაულს უწოდებს. „ხელისუფლებამ იმდენი იღვაწა, ჩვენი არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, იმდენ ხანს არ დაკეტა სახმელეთი საზღვარი ,რომ მაინც შეამოატანინა ირანიდან კორონავირუსი. ეს იურიდიულადაც უმძიმესი დანაშაულია,განზრახი ქმედებაა, რადგან მთელ ქვეყანას დაემუქრა სასიკვდილო დაავადების საფრთხე. უკვე მიხრწნილ სისტემას უნდოდა რათა მათგან დაზაფრული საზოგადოების ყურადღება გადართულიყო არა რეჟიმის მოცილებაზე, მასობრივ მიტინგებზე,სხვა საპროტესტო აქციებზე,არამედ კორონავირუსზე. დღეს დიდი ზეიმი ექნებათ სოლოლაკსა და შეკვეთილში. მიუხედავად ყველაფრისა ვარწმუნებ- არ გიშველით არც ეს ვირუსომანია,”_ წერს ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...