თაღლითობა თბილისში: "მოქალაქე მოატყუეს, რომ აშშ-ს ვიზის მიღებაში დაეხმარებოდნენ"


სამართალი

თაღლითობა თბილისში: "მოქალაქე მოატყუეს, რომ აშშ-ს ვიზის მიღებაში დაეხმარებოდნენ"

4 დეკ. 2020, 11:53:12

თბილისში თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული ვ.მ. და 1985 წელს დაბადებული ს.ჩ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის დამზადების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე მოატყუეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მიღებაში დაეხმარებოდნენ, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს 17 000 აშშ დოლარი, საიდანაც 8 500 აშშ დოლარი წინასწარ, ნაწილ-ნაწილ თავიანთ ანგარიშზე ჩაარიცხვინეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“.




 ახალი ამბები
  • “გელათში, მიმდინარეობს დროებითი გადახურვის რევიზია და ხარვეზების იდენტიფიცირება“საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე ფეისბუქზე წერს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს გელათის დროებითი გადახურვის რევიზია. “ყველას გილოცავთ ნათლისღებას!!! ვინაიდან გუშინ უხვი ნალექი მოვიდა გელათში, ადგილზე ვარ გუშინდელიდანვე. ჩემი ზედამხდველობით მიმდინარეობს დროებითი გადახურვის რევიზია, ხარვეზების იდენტიფიცირება და გამოსწორება. გელათზე სამუშაოების მწარმოებელი კომპანია შეიცვალა, ამავე კომპანიას დაეკისრა ჯარიმა. ახალი კომპანიის მიერ ჩასატარებელ ღონისძიებებს სრულად დააფინანსებს დაჯარიმებული კომპანია. ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს დროებითი სახურავი ჩამოინგრა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, _ წერს ნიკა ... ...
  • “მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკ-ნაძვის ხეები ზოოპარკში“თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “თქვენთან ტრადიციული სათხოვარი გვაქვს: ახალმა წლებმა ჩაიარა და ალბათ სახლში ყველას მოგეპოვებათ ჩიჩილაკი, ან ბუნებრივი ნაძვის ხე. თუ ჩვენს ვებგვერდს თვალყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, გასულ წლებში თქვენი მოტანილი ჩიჩილაკებით როგორ მოილხინეს ჩვენმა ბინადრებმა _ ზოგმა ისედაც გაბურძგნული ჩიჩილაკები კიდევ უფრო გაჩეჩა, ზოგმა ზედ ახუნძლული ვაშლები ჩამოკრიფა, ზოგმაც ააფუმფულა და თბილ ბალიშებად ამოიდო თავქვეშ. ამიტომ, გთხოვთ, თუ შეძლებთ, თუ მოიცლით, თუ მოახერხებთ ამ ვითარებაში, მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკ-ნაძვის ხეები ზოოპარკში და შეიტანეთ წვლილი ჩვენი ცხოველების ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაში“, _ წერია აღნიშნულ ... ...
  • ნათლისღების თოვლი ჩოხატაურშიჩოხატაურში, ამინდის პროგნოზით დღეს, 19 იანვარს ღამით -6 გრადუსი ყინვა იქნება. მომდევნო დღეებშიც ყინვაა მოსალოდნელი, თუმცა, პროგნოზით, -5 გრადუსს არ გადააჭარბებს. დათბობას გურიაში 24 იანვრიდან უნდა ... ...
  • სტოლტენბერგის ეს განცხადება ეკუთვნოდა რუსეთს- წერეთელი„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას ეხმაურება, რომ რუსეთმა გავლენა არ უნდა იქონიოს ამა თუ იმ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხზე, რადგან საუბარია სუვერენულ სახელმწიფოებზე. წერეთელის თქმით, სტოლტენბერგის ეს განცხადება ეკუთვნოდა რუსეთს, რადგან რუსეთის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების მთავარი ამოცანა არის ის, რომ არ დაუშვას მისი საზღვრების სიახლოვეს ნატოს ძალები და მაქსიმალურად შეეცადოს აღადგინოს კვაზი საბჭოთა კავშირის მსგავსი იმპერია. წერეთელმა აღნიშნა, რომ  ნატოს გენერალური მდივნის მუდმივი განცხადებები ნატოს რეალურ წევრობაზე  კარგია, თუმცა მას თან უნდა ერთვოდეს ქვეყნის შიგნით შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით, რაც დაახლოვებს საქართველოს ნატოს სტანდარტებთან. „ის, რომ ნატოს გენერალური მდივანი მუდმივად აკეთებს განცხადებას საქართველოს იმ რეალურ წევრობაზე, რომელიც აუცილებლად ერთ დღეს უნდა იყოს, ეს არის კარგი. თუმცა, გაცილებით უკეთესია როდესაც ამას მოსდევს კონკრეტული ნაბიჯები ინტეგრაციის და აქ ეს გზავნილი რაც ჩვენ მოვისმინეთ, რათქმაუნდა ეკუთვნოდა რუსეთს, რადგან რუსეთი ყველაზე უფრო მეტად იბრძვის ამის წინააღმდეგ, რუსეთის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების მთავარი ამოცანა არის ის, რომ არ დაუშვას მისი საზღვრების სიახლოვეს ნატოს ძალები და მაქსიმალურად შეეცადოს აღადგინოს კვაზი საბჭოთა კავშირის მსგავსი იმპერია. ამრიგად, ეს რუსეთისადმი გზავნილია, თუმცა, იმ ნაწილში, რომელიც ეხება ორმხრივ ურთიერთობას და სწორედ ნატო და საქართველო წყვეტს, წესით, უნდა იყოს თუ არა ალიანსის წევრი ქვეყანა, აქ რათქმაუნდა საქართველოს მიმართულებით არის გზავნილი, იმიტომ, რომ ნატოს სამხედრო სტანდარტების გარდა აქვს სხვა ბევრი სტანდარტი, ეს არის ეკონომიკა, დემოკრატია და ის პროცესები, რომლებიც საქართველოშია, იგივე პარლამენტში მიმდინარე მოვლენები, პოლიტიკური კრიზისი და სხვა რათქმაუნდა არ აახლოვებს საქართველოს ნატოს სტანდარტებთან და ნატოს რეალურ წევრობასთან.“ - განაცხადა ... ...
  • ფოტორეპორტაჟი ყაზბეგიდან: „გერგეტის სამებას თოვლი არ უკვირს“ჩვენი მეგობრები ყაზბეგიდან გვაწვდიან დათოვლილი, იქაური  პირქუში მთების ფოტოებს. _ გერგეტის სამებას თოვლი არ უკვირს. თუმცა, თოვლის ყოველი მოსვლისას, თავისებურად ლამაზია აქაურობა, _ გვითხრა  ნანული ღუდუშაურმა. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....