ტატუნაშვილის დაღუპვის მიზეზებზე ექსპერტიზის აქამდე უცნობი დეტალები გასაჯაროვდა

სამართალი

ტატუნაშვილის დაღუპვის მიზეზებზე ექსპერტიზის აქამდე უცნობი დეტალები გასაჯაროვდა

2018 აგვ 10 14:46:18

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის მიზეზების შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში წერია, რომ არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე დაზიანებები უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც სიკვდილი მოჰყვა. ექსპერტიზის დასკვნის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამის გამოკვლევის მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა უსწოროკიდეებიანი ჭრილობები მარცხენა წვივის და მარჯვენა მტევნის მე-3 და მე-4 თითების მიდამოში. მარჯვენა მტევნის მე-4 თითის ძირითადი ფალანგის ღია მოტეხილობა, მრავლობითი ვრცელი სისხლნაჟღენთები (20-ზე მეტი\სხეულის სხვადასხვა მიდამოში და მათ ფონზე ზოლისებური ფორმის სისხლნაჟღენთები (არანაკლებ 46), კეროვანი სისხლჩაქცევა თავის რბილი საფარის შიგნითა ზედაპირზე მარჯვნივ თხემის მიდამოში, სისხლჩაქცევა მარცხნივ და მარჯვნივ სათესლე პარკის მიდამოში და არსებული მარჯვენა სათესლე ჯირკვლის ქსოვილში, მრავლობითი ნაჭდევები (38-ზე მეტი) სხეულზე.

დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია და განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მრავალჯერადი მოქმედების შედეგად. დაზიანებები ზოლისებური ფორმის სისხლნაჟღენთების (არანაკლებ 46) სახით განვითარებულია რამე შემოსაზღვრული (ბრტყელი და/ან ცილინდრული) ზედაპირის მქონე საგნის ან საგნების მრავალჯერადი ზემოქმედებით.

წარმოდგენილი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს აქტის მონაცემებით, ტატუნაშილის სიკვდილი გამოიწვია გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობამ, რომელიც განვითარდა მიოკარდიის მწვავე იშემიით გართულებული ჰიპერტონიული დაავადების შედეგად. გამოძიების მიერ წარმოდგენილ მასალებში არსებული ტატუნაშვილი ჯანმრთელობის შესახებ არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებით, აღნიშნულ პიროვნებას არ აღენიშნებოდა ჰიპერტონიული დაავადება და სხვა სახის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გვამთან არსებულ პრეპარატში არ დადასტურდა კორონაროათეროსკლეროზის არსებობა.

მთელი რიგი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული კორონარების მწვავე სპაზმის და შესაბამისად მწვავე იშემიის განვითარების შემდეგი რისკფაქტორები: თამბაქოს აქტიური მოხმარება, ნარკოტიკების მოხმარება, ამფეტამინი, კოკაინი და სხვა. ტრავმა, სიცივე-დაბალი ტემპერატურის მოქმედება, ძლიერი ემოციური სტრესი, მაღალი არტერიული წნევა, ასაკი, დიაბეტი.

სხვა მაპროვოცირებელი რისკფაქტორების არარსებობისა, გვამის გამოკვლევისას დადგენილი სხეულის დაზიანებები, ფიზიკური ტრავმა, ძლიერი ფსიქო-ემოციური სტრესი უნდა ყოფილიყო დადგენილი მწვავე კარდიოლოგიური პათოლოგიის, კორონარული არტერიების სპაზმის, მიოკარდის, მწვავე იშემიის და შედეგად მწვავე გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის განვითარების მაპროვოცირებელი ფაქტორი.

ჩვენ ხელთ არსებული და საქმეზე წარმოდგენილი მასალების მონაცემებით, სიკვდილთან მიზეზობრივი კავშირის არსებობის გამო, არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი“, – აღნიშნულია სამხარაულის კომისიურ დასკვნაში.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოში დაღუპვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გადმოასვენეს. ამის მიზეზად კი ცხინვალის დეფაქტო მთავრობა ექსპერტიზას ასახელებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გადმოსვენებულ ცხედარს ორგანოები აკლდა, რის გამოც დაღუპვის ზუსტი მიზეზის დადგენა რთულდებოდა. ქართულმა მხარემ არაერთხელ მოუწოდა რუსეთსა და დეფაქტო სამხრეთ ოსეთს ორგანოების დაბრუნების შესახებ. 20 ივნისს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განცხადა, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია, სადაც ტატუნაშვილს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საქმეზე საქართველოში სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ბრალი დაუსწრებლად 14 ივნისს წაუყენა. 15 ივნისს კი დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. დანაშაული სასჯელად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ტატუნაშვილის დაღუპვას ქვეყანში პოლიტიკური გამოხმაურებაც მოჰყვა. 2017 წლის 5 მარტს პარტია „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმრავლესობას არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. 21 მარტს, საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციის პროექტი 106 ხმით დაამტკიცა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ნაწამები ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26-დღიანი ლოდინის შემდეგ გადმოსცეს.




 ახალი ამბები
  • ბლოკირება ცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს - თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარე მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. "პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ცდილობს მაქსიმალური დესტრუქციით და ისტერიული აქტივობებით, მოხვდნენ ყურადღების ცენტრში და როგორმე თავისი თავი მიჰყიდონ საზოგადოებას, რომ მათ ვინმე პოლიტიკური მიზნებით უპირისპირდება. მოვუწოდებ, ოპოზიციის იმ დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მთავარი პროგრამაც არის, რომ როგორმე სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება გაიმეორონ ხშირად. ვერანაირი ბლოკირება ვერ მოხდება, ეს ცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და სახელმწიფოს ამაზე მომავალშიც ექნება რეაქცია,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, თბილისში და საქართველოს რეგიონებში "დაბოქლომების" აქციები ტარდება, ოპოზიცია და აქტივისტები მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს და სახელისუფლებო შენობებს ბოქლომებს ადებენ, რაც იმის სიმბოლოა, რომ ხელისუფლება რომელიც ხალხის ნებას არ ასრულებს, გაუქმებული და ... ...
  • "დაბოქლომებას როგორ დავანებებდით?! მათთვის მქონდა სიმბოლური ცოცხები და ბოქლომები!“ოზურგეთში, არჩილ თალაკვაძის ბიუროსთან განვითარებული მოვლენების შემდეგ, ბიუროს ხელმძღვანელმა, ლაშა ჭელიძემ „გურია ნიუსთან“ ასეთი კომენტარი  გააკეთა: _  დაბოქლომებას  როგორ დავანებებდით?! მათთვის მქონდა სიმბოლური ცოცხები და ბოქლომები, რომ გადამეცა.  მათ შევახსენებ  წარსულს, რომ წორედ ცოცხები და ბოქლომია მათი სიმბოლო. ვუთხარი კიდეც მათ წარმომადგენელეს, ლევან ჩხაიძეს, _   თქვა ... ...
  • "ჩვენ დავბრუნდებით!“ _ ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში ხელმძღვანელი პირები არ იმყოფებიანოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის შესასვლელთან სამართალდამცავები ამ დრომდე იმყოფებიან. აქციის დასრულების შემდეგ, პოლიციელები იმ ადგილს იცავენ, სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი უნდა შევიდეს. ამ ფოტოების გადაღების დროს შენობაში არც მერი კონსტანტინე შარაშენიძე, არც გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია არ იმყოფებოდნენ. როგორც აქციის მონაწილეებმა დაანონსეს, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან და ბოქლომს მაინც დაადებენ მაჟორიტარის ბიუროს ... ...
  • კლინიკის დირექტორი: "პაციენტი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით შემოიყვანეს _ დაშავებული არ შემოსულა!“მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩილ თალაკვაძის ბიუროსთან მოქალაქე დაშავდა, არ დასტურდება. აქციის შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ წევრი, ჯაბა ღლონტი „მედალფას კლინიკაში“ გულის შეტევით მიიყვანეს. _ ჩვენთან შემოვიდა მიოკარდიუმის მწვავე შეტევით. გამოძახებულია რეანომობილი ბათუმიდან. დაშავებული არ შემოსულა. ვიზუალური ნიშნებით არაფერი არ ეტყობა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ კლინიკა „მედალფას“ ოზურგეთის ცენტრის დირექტორმა დათო ... ...
  • აჭარის უმაღლეს საბჭოს ბოქლომი დაადეს„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე სიმბოლურად ბოქლომი ჩამოკიდეს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. თავდაპირველად ისინი ბოქლომის ჭიშკარზე დამაგრებას გეგმავდნენ, თუმცა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და სამართალდამცველებმა მათ ჭიშკართან მიახლოების საშუალება არ მისცეს. „ეს არის სიმბოლური, ჩვენ გვინდა მშვიდობიანი აქცია, მაგრამ ივანიშვილმა მოგვიგზავნა „ტიტუშკები“. ეს ვერ შეგვაშინებს, „ქართული ოცნება“ დამთავრდა“ , – აღნიშნა გიორგი კირთაძემ, რომელმაც ბოქლომი ღობეზე ჩამოკიდა. აქციის მონაწილეები უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ელგუჯა ბაგრატიონის დაკავებას აპროტესტებენ. აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქცია უკვე დასრულდა. აქციის მონაწილეები ტერიტორიას ტოვებენ. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?