თვითმხილველი: "შეეწირა ახალგაზრდა ბიჭი _ არც დამნაშავე იყო, კავშირი არ ჰქონია კონფლიქტთან"

სამართალი

თვითმხილველი: "შეეწირა ახალგაზრდა ბიჭი _ არც დამნაშავე იყო, კავშირი არ ჰქონია კონფლიქტთან"

2017 ოქტ 26 10:02:43

თვითმხილველის განცხადებით, ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცის დაკავებისას, რა დროსაც მამაკაცი გარდაიცვალა, სამართალდამცველებმა ძალას გადაამეტეს. ამის შესახებ შემთხვევის თვითმხილველმა, ქეთევან თოდრიამ პირველ არხს განუცხადა. 

მისი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა უმისამართოდ შეიძინა, სამართალდამცველებმა კი მისი დაკავება სცადეს. თვითმხილველის თქმით, მამაკაცი და მისი თანმხლები პირები, ასევე მეზობლები პოლიციელებს სთხოვდნენ, მამაკაცი გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა აღნიშნული არ გაითვალისწინა. 

თვითმხილველის განცხადებით, გარდაცვლილი მამაკაცი მათ სამეზობლოში მომხდარ კონფლიქტთან კავშირში არ ყოფილა, ის უბრალოდ ფაქტს შეესწრო. 

„მეზობლებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა მიზეზი, მაგის თვითმხილველი საერთოდ არ ვარ, მეზობლებს შორის დაპირისპირება ყოფილიყო. მე შევესწარი იმ ფაქტს, რომ პატრული ეჯაჯგურებოდა ხელზე, გადაუგრიხეს ხელები. ერთი ამ საცოდავმა თქვა, დამანებეთ თავი, ცუდად ვარო და ვინც გვერდზე ახლდა ბიჭები, ისინიც სთხოვდნენ - დაანებეთ თავი, ცუდად არის კაცი, ხომ ხედავთო. ცოტა ზედმეტი მოუვიდათ, ძალის გადამეტება იყო. ცოტა კი არა, კარგად. ფაქტი სახეზეა. ამ ძიძგილაობაში ბორკილების დადება უნდოდათ.

ამ კაცმა ზოგადად შეიგინა, არ მიუყენებია შეურაცხყოფა არც პატრულისთვის და არც არავისთვის. იყო ნასვამი. არადა ამ დროს უკეთილშობილესი და უკარგესი პიროვნება იყო. 34 წლის იყო. ამ ჭიდაობაში და ჩვენ ზემოდან ვუყვიროდით, დაანებეთ თავი, ხომ ხედავთ, ცუდად არის, სად მიათრევთ, სასწრაფო გამოიძახეთ უმჯობესიაო და სასწრაფო მერე ჩვენ გამოვიძახეთ.

ამ ძიძგილაობისას ეტყობა მაშინვე გახდა ცუდად ან ალბათ შიშის შოკით არის, გული გაუსკდა ალბათ. ერთი თმობდა, პატრულის ერთმა თანამშრომელმა გამოიყვანა აქეთ ეს ბიჭი, აი წაიყვანეთო, მაგრამ მეორემ არ დათმო, ის ადებდა ბორკილებს. სად გაქრა ეს პატრული, არ ვიცი, ქვეყნის ხალხი იყო მოსული. ასე შეეწირა ახალგაზრდა ბიჭი. უაზროდ შეწირული სიცოცხლე. არც დამნაშავე იყო, არაფერი. რას შეესწრო, ისიც არ ვიცით, ზოგადად შეიგინა. ეს ბიჭი რომ შეესწრო იმ ხმაურს და იქაც რომ კავშირი არ ჰქონია კონფლიქტთან, ფაქტია“, - აცხადებს ფაქტის თვითმხილველი ქეთევან თოდრია.

შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. 




 ახალი ამბები
  • "არავინ დარჩება მარტო დაავადების წინაშე" _ ნატო ჯიბუტის მორიგი მოწოდება ჩოხატაურელებსჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნატო ჯიბუტი ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან მოსახლეობას მორიგ რეკომენდაციას აძლევს. ჩემო ძვირფასებო! აქამდე მოწოდებული მესიჯები სოციალური დისტანცირების და სახლში დარჩენის შესახებ ისევ ძალაშია, ისევ არ კარგავს აქტუალობას, მაგრამ ახლა დაგვემატა კიდევ ერთი აუცილებელი ქმედება – სიცხის გაზომვა! ნუ დაველოდებით სხვას, სანამ მოვლენ და გაგვიზომავენ სიცხეს, ყოველდღე დღეში ორჯერ დილით და საღამოთი ოჯახის ყველა წევრს ვუზომავთ სიცხეს, მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში, რასაც პირველი ვაკეთებთ, ესაა ოჯახის ექიმთან სატელეფონო კავშირი და მასთან დეტალური ინფორმაციის მიწოდება, რასაც ჩვენ ანამნეზს ვეძახით, რაიმე ინფორმაციის დამალვა ისევ თქვენთვისაა საზიანო. ჩვენი კვალიფიციური ოჯახის ექიმები მოგცემენ სწორ და საჭირო მითითებებს, რომლებსაც ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა. დარწმუნებული იყავით, მთელი ჯანდაცვის სისტემა თქვენ გვერდითაა, არავინ დარჩება მარტო დაავადების წინაშე, ოღონდ შევასრულოთ ყველა აუცილებელი მითითება, სწორედ ახლაა აუცილებელი თქვენი სწორი ქმედებები, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაავდების გავრცელება! #ხალხის ქმედება ყველაზე მნიშვნელოვანია,# ჩვენ ერთად დავამარცხებთ COVID ... ...
  • მეუფეები სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით პატრიარქთან შეხვედრას გეგმავენ მეუფეები სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით პატრიარქთან შეხვედრას გეგმავენ - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არ იქნება სინოდის სხდომა, თუმცა ბზობის შემდეგ მეუფეების ნაწილი ილია მეორეს შეხვდება. თავად მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ ისინი პატრიარქის კურთხევასა და მთავრობის მითითებებს უნდა დაემორჩილონ. "დღეს ძალიან ლამაზი წირვა იყო ღია ცის ქვეშ. შეიძლება ისე, როგორც ანდრია პირველწოდებულმა ჩაატარა. უნდა ვიყოთ მშვიდად, რომ არ დავარღვიოთ კანონები და მშვიდად შევხვდეთ აღდგომას და ბრწყინვალე შვიდეულს. ჩვენ შევხვდებით პატრიარქს და მისი ლოცვა-კურთხევის შესაბამისად მოვიქცევით. ჯერ არ ვიცი, თუმცა, პირადად, ვფიქრობ, რომ  შეიძლება სადმე მონასტერში ღამისთევით ჩატარდეს  მსახურება და დილით წირვა, რომ არ დავარღვიოთ კანონი”, - აღნიშნა მეუფემ. მისივე თქმით, ეპარქიაში ბზობისა და ხარების დღესასწაულებისთვის ემზადებიან და რეგულაციებს ... ...
  • მარინა ეზუგბაია: გამოჯანმრთელებულებს დღეს ალბათ კიდევ რამდენიმე ადამიანი შეემატებადიდი ალბათობით, დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულებს კიდევ რამდენიმე ადამიანი შეემატება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. „დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გვაქვს კორონავირუსის 170 შემთხვევა. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულებს ალბათ კიდევ შეემატება რამდენიმე ადამიანი, ამის შესახებ საღამოს მოგაწვდით ინფორმაციას. ახლა გვყავს 51 პაციენტი, მათგან 36 დადასტურებულია, გუშინ ერთი შემოიყვანეს უკვე დადასტურებული დიაგნოზით, რომელიც ჩვენი მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების კონტაქტია. ასევე გვყავს ამ ახალი პაციენტის 7 კონტაქტი, რომლებსაც დღეს ავუღებთ ნიმუშს. კრიტიკულ მდგომარეობაში ერთი პაციენტი რჩება. დილით 15 პაციენტის ანალიზები უკვე ავიღეთ, დღის განმავლობაში ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ. საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 გამოჯანმრთელდა, 1 ... ...
  • პროგნოზი გვაქვს, რომ შეგვიძლია ვმართოთ 3500-მდე კოვიდინფიცირებული სტაციონარში _ ტიკარაძეგვაქვს პროგნოზი, რომ შეგვიძლია ვმართოთ 3500-მდე კოვიდინფიცირებული სტაციონარში საშუალო და რთული შედეგებით, _ ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „ჩვენ ამ ეტაპისთვის კოვიდის მართვაში ჩართული გვყავს 20 საავადმყოფო. “ცხელების კლინიკებში” ჩვენ ვთლით, რომ ჩაერთვება დამატებით 40 ჰოსპიტალი რეგიონების მხრიდან და დაავადების მატებასთან ერთად კიდევ გვაქვს რესურსი, რომ ჩავრთოთ 15 დამატებითი ჰოსპიტალი. საერთო ჯამში, გვაქვს პროგნოზი, რომ შეგვიძლია ვმართოთ 3500-მდე კოვიდინფიცირებული სტაციონარში საშუალო და რთული შედეგებით და ასევე გვაქვს იმის საშუალება, რომ 5000-ზე მეტი პაციენტი ვმართოთ უკვე საკარნტინე ზონებში, რომლის მეთვალყურეობასაც დატრენინგებული ოჯახის ექიმები და ეპიდემიოლოგები განახორციელებენ. აქედან გამომდინარე, ის საშუალო რიცხვი, რომელიც დღეს საქართველოს შეუძლია მართოს არის დაახლოებით 10 000-მდე, თუმცა ჩვენი ჰოსპიტალური სერვისების რესურსიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენ იცით, რომ საქართველოში არის 15 000-მდე საწოლი, ჩვენ შეგვიძლია საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი საწოლის დატვირთვა კოვიდინფიცირებული პაციენტებით. აქვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ჩვენ გვყავს ექიმების გარკვეული რესურსი. თანაფარდობა საწოლფონდისა და ექიმების არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამ ეტაპისთვის სამინისტრო მუშაობს ყველა იმ ექიმის მობილიზაციასა და ტრენინგზე, რომელიც პერსპექტივაში შეიძლება გახდეს საჭირო, რომ ჩაერთოს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ ... ...
  • ჩოხატაურში "წითელი ჯვრის" ოფისი გაქურდეს "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე დღის წინ ჩოხატაურში "წითელი ჯვრის" ორგანიზაციის ოფისი გაქურდეს. როგორც გვითხრეს, მძარცველებმა ოფისში უკანა ფანჯრიდან შეაღწიეს. "ფანჯრის მინა ჩაამსხვრიეს და ისე შემოვიდნენ ოფისში. წაღებულია 2 ველოსიპედი. აღნიშნულის შესახებ ვაცნობეთ პოლიციას", _ გვეუბნებიან "წითელი ჯვრის" ადგილობრივი ორგანიზაციის თანამშრომლები, რომელთა თქმით, საქმე უკვე აღიძრა. "გურია ნიუსი" აღნიშნულის შესახებ კომენტარს შსს-ს პრესსამსახურიდან ელოდება, რომელსაც მიღებისთანავე ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...