ვინ და რაში ადანაშაულებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს

სამართალი

ვინ და რაში ადანაშაულებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს

27 იან. 2021, 15:39:33

აფხაზეთის მთავრობის ყოფილი წარმომადგენლები, მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებენ  და ქვემოთ ჩამოთვლილ და სხვა უმძიმეს დარღვევებთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლებისაგან შესაბამის რეაგირებას მოითხოვენ.

ფოტო: თაკო ჩხეიძის ფეისბუქგვერდიდან

შესაბამის განცხადებას ხელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის ყოფილი მინისტრი, კულტურის  მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე და კულტურის  მინისტრის  მოადგილე აწერენ.

„თანამდებობაზე დანიშვნიდან სულ რაღაც ერთ თვეში, 23 მაისს უნდა გამართულიყო ჩვენი უწმინდესის მიერ დადგენილი ,,აფხაზეთის დღე“, ამ ღონისძიების გამართვის ადგილი და დაფინანსება შეიცვალა უშუალოდ აბაშიძის მიერ, რაც ყველაზე საინტერესოა, ღონისძიების ორგანიზებისათვის გამოყოფილი თანხები, მოულოდნელად გაიზარდა და კანონდარღვევით გადაირიცხა აბაშიძის მეუღლესთან (აბაშიძის მეუღლე მოდელი, დიზაინერი და უკვე რამდენიმე ბიზნესკომპანიის მფლობელი თაკო ჩხეიძეა. (რედ.)) დაკავშირებული ორგანიზაციის ანგარიშზე, ამ ფაქტმა ასახვა პოვა ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის აუდიტის ჯგუფის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელთა 2020 წლის 7 დეკემბრის შეხვედრის ოქმში N2 . (იხ. დანართი 1, გვ. 2-3); ამავე დოკუმენტში საუბარია სხვადასხვა სახის ფინანსურ დარღვევებზე რომელიც ბუნებრივია მოქმედი თავმჯდომერის უშუალო მითითებით ხორციელდებოდა.

ყურადღებას იქცევს აფხაზეთის მთავრობაში საეჭვო კომბინაციებით ავტომობილების შეძენისა და მოხმარებულ საწვავთანდაკავშირებული საკითხიც, რამაც ასევე ასახვა პოვა  ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აუდიტის დეპარტამენტის  ფინანსურ ანგარიშში (20 ოქტომბერი, 2020  წ. N28/36. იხ დანართი 2, გვ. 18-19.)

ცნობისთვის, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანიზაციის (ფინანსთა სამინისტრო) არასათანადო კონტროლის პირობებში, 2019 წელს ავტომანქანის შესყიდვისას საბიუჯეტო სახსრების (65,0 ათასი ლარი) ხარჯვაში დაფიქსირდა დარღვევა-ნაკლოვანებები. კერძოდ:

აფხაზეთის სავაჭრო პალატამ 2019 წლის ოქტომბერში აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების განსახორციელებლად, მსუბუქი ავტომანქანის შეძენის მიზნით, შესაბამისი წერილით  მიმართა ფინანსთა სამინისტროს. ხაზგასასმელია, რომ ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის კანონპროექტზე თანდართულ ახნა-განმარტებით ბარათში ცვლილებების აუცილებლობის სათანადოდ არგუმენტირებული დასაბუთება წარმოდგენილი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, სავაჭრო პალატას დაუმტკიცდა25 „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით ასიგნებები 67,5 ათასი ლარის ოდენობით. სავაჭრო პალატამ ერთ პირთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით ფიზიკური პირისაგან 65,0 ათას ლარად შეისყიდა26 მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება. აღსანიშნავია, რომ ავტომანქანის შესყიდვიდან ფაქტობრივად, ერთ თვეში აღნიშნული ავტომობილი, მაღალი გამავლობის ავტომობილის სანაცვლოდ, სავაჭრო პალატამ გადასცა ფინანსთა სამინისტროს, რომელმაც თავის მხრივ უკვე იგივე მანქანა გადასცა  აფხაზეთის

მთავრობის აპარატს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეზე გასაპიროვნებლად. როგორც აუდიტის პროცესში გაირკვა, ზემოაღნიშნულ ავტომანქანას, 2019 წლის 9 იანვრიდან 2019 წლის 8 ოქტომბრამდე ფლობდა პირი, რომელიც დაკავშირებული მხარე აღმოჩნდა იმ პირთან, ვისზეც გაპიროვნებული იქნა მოცემული ავტომობილი. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ სავაჭრო პალატის მიერ შესყიდვის განხორციელებამდე არ იქნა წინასწარ მკაფიოდ განსაზღვრული, თუ როგორი ტიპის ავტომობილი ესაჭიროებოდა სავაჭრო პალატას მისი საქმიანობიდან გამომდინარე − „სედანი“ თუ მაღალი გამავლობის ავტომობილი. ასევე, ვერ იქნა წარმოდგენილი ბაზრის კვლევის დოკუმენტაცია. არ იქნა მოპოვებული სრული ინფორმაცია ავტომანქანის შესახებ და არ მოხდა ამ ინფორმაციის გათვალისწინება ავტომანქანის შეძენისას გარიგების ფასის დადგენის დროს, კერძოდ:  აუდიტის ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შესყიდული სატრანსპორტო საშუალების ანგარიშიდან ირკვევა, რომ ავტომანქანის გარბენის მონაცემების ისტორიით, 2015 წლის 10 აპრილს ავტომობილების აუქციონზე გასაყიდად გატანისას, ავტომანქანა იყო ავარიულ მდგომარეობაში და გარბენი შეადგენდა 86,914 ამერიკულ მილს (139,0 ათას კილომეტრს) და არა 50,0 ათას კილომეტრს, როგორც ეს დაფიქსირდა სავაჭრო პალატის მიერ ავტომანქანის შესყიდვის მომენტისათვის;  ინტერნეტსაიტზე: http://myauto.ge არქივიდან ამოღებული შესყიდული მსუბუქი ავტომობილის შესადარისი ავტომობილების 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გამოცხადებული ფასებიდან გაირკვა, რომ სავაჭრო პალატის მიერ შესყიდულ იქნა ყველაზე ძვირი ავტომობილი (გამოცხადებული ფასი 70,0 ათასი ლარი; შევაჭრების შემდეგ ფასდაკლებული 65,0 ათასი ლარი).

ამრიგად, ზემოაღნიშნული დარღვევების გამომწვევი ფაქტორების შესწავლით გამოვლინდა, რომ რესპუბლიკურ ბიუჯეტში არასათანადო, დაუსაბუთებელი ცვლილებების შეტანის პრაქტიკა და კონტროლის სისუსტეები ზრდის საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არამართლზომიერი ხარჯვის რისკებს.

მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების პირობებში მთავრობას დაქვემდებარებულ სტრუქტურებში გახშირდა კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში მთელი რიგი უზუსტობები, რაც ასევე ასახულია,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აუდიტის დეპარტამენტის  ფინანსურ ანგარიშში (20 ოქტომბერი, 2020  წ. N28/36. იხ დანართი 2, გვ. 22-23.) რომელშიც ეჭვია გამოთქმული თაღლითურ შეთანხმებებზე და საუბარია რომ: ,,ვახორციელებთ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში არსებითი უზუსტობის რისკის იდენტიფიცირებას და შეფასებას, რომელიც შესაძლოა დაშვებულ იქნეს თაღლითობის ან შეცდომის გამო, ვსაზღვრავთ და ვატარებთ ამ რისკების შესაფერის აუდიტორულ პროცედურებს და მოვიპოვებთ ჩვენი დასკვნის გამოსატანად საკმარის და შესაფერის აუდიტორულ მტკიცებულებებს. რისკი იმისა, რომ თაღლითობით გამოწვეული არსებითი უზუსტობა არ იქნება აღმოჩენილი, უფრო მაღალია, ვიდრე შეცდომით დაშვებულის, რადგან თაღლითობა შესაძლოა მოიცავდეს მოლაპარაკებას, გაყალბებას, განზრახ ინფორმაციის გამოტოვებას, დამახინჯებასან დადგენილიში და კონტროლის მექანიზმების იგნორირებას“

ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ აბაშიძემ მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ, სულ მოკლე დროში მოახერხა კიკეთში მისი მეუღლის სახელზე გაფორმებულ მიწის ნაკვეთზე აეშენებინა აგარაკი, სადაც ამ ბოლო დრომდე სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა (იხ. დანართი 2, გვ. 22)

ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის 18 აპრილის N200 ბრძანებულებით შეიქმნა „საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო - სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგრეთვე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შავ ზღვაზე ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 მარტის №208 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე კომისია, რომლის ერთერთი წევრი გახლდათ რუსლან აბაშიძე; ეს ის კომისიაა, რომელმაც დაადგინა და ხელი მოაწერა დავით-გარეჯის პერიმეტრზე საქართველოს ისტორიული მიწების მნიშვნელოვანი ნაწილის აზერბაიჯანისათვის მიკუთვნებას. ამ აქტმა განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა ამ ბოლო პერიოდში. წარმოადგენდა რა კომისიის წევრს, რა თქმა უნდა რუსლან აბაშიძესაც ხელი აქვს მოწერილი ამ მოღალატეობრივ, ანტისახელმწიფოებრივ დოკუმენტზე. (განცხადებას თან ახლავს ვრცელი დამატებითი დოკუმენტები).                                                                                                                                                     

აბაშიძის მოღვაწეობას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდში წითელ ხაზად გასდევს უწყვეტი რეორგანიზაცია, გამოცდილი და პროფესიონალი თანამშრომლების უმოწყალოდ დათხოვნა სამსახურებიდან, თუმცა ყვავის ნეპოტიზმი.

  1. 2019 წელს, თავმჯდომარის მითითებით გაუქმდა სსიპ. ,,კულურისა და ხელოვნების ცენტრი“ და  სსიპ. ,,აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრი“, აქ დასაქმებულთადან უმრავლესობა დათხოვნილ იქნასამსახურებიდან, უმეტესი მათგანი დარჩა მხოლოდ დევნილთა შემწეობის იმედად, მაგრამ მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი  „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთასააგენტო“ (იხ. დანართი 6), ამას თან დაერთო აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შემცირება, რომელიც გაუქმებული სსიპ-ბის ბიუჯეტთან გაერთიანებულად გადაეცა ახლადშექმნილ სააგენტოს, რამაც გამოიწვია სამინისტროს ფუნქციების დაკნინება. რეორგანიზაცია განხორციელდა არა მხოლოდ ხსენებულ სამინისტროში არამედ სხვა გარკვეულ სამთავრობო სტრუქტურებშიც. სააგენტოს 2020 წლის მეორე ნახევარში ისევ დაემატა გარკვეული თანხა და მან დაახლოებით 700 000 ლარი შეადგინა. ზემოხსენებული სააგენტოზე ფინანსური კონტროლი უნდა განახორციელოს აფხაზთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, თუმცა ეს უფლება თავმჯდომარის მხრიდან მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული, რამაც შემდგომ განაპირობა მთელი რიგი პროცესები. თუმცა გვინდა მანამდე თავმჯდომარის უპრინციპულობასა და წინადუხედაობას  რამდენიმე სიტყვით შევეხოთ:
  2. 2019 წლის 28 მაისს იმ დროისათვის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი გელენავა თავმჯდომარის ბრძანებით დაინიშნა ამავე სამინისტროს მინისტრის მოადგილედ (განცხადებას თან ახლავს დამატებითი დოკუმენტი) ხოლო მეორე დილით თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება  ი. გელენავას გათავისუფლების შესახებ. ((განცხადებას თან ახლავს დამატებითი დოკუმენტი) რაზეც მან პირად საუბრებში მოიხადა ბოდიში და ამით მისი აზრით ღირსეულად წარმოაჩინა თავი
  3.      2020 წლის 19 მარტს ირაკლი გელენავა კვლავ დაინიშნა აღნიშული სამინისტროს მინისტრის პირველ მოადგილედ (განცხადებას თან ახლავს დამატებითი დოკუმენტი)
  4.      აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე და მისი გუნდი ვცდილობდით შეგვეცვალა თავმჯდომარის ფინანსური პოლიტიკა და შეგვეჩერებინა თანამშრომელთა გნუწყვეტელი დათხოვნა-ჩანაცვლების პროცესი. განსაკუთრებით კი ჩვენთვის უხერხულობას იწვევდა ზემოხსენებული სააგენტოს ფინანსური ხარჯვის პროცესი, თან ვიცოდით, რომ აუდიტი თუ დარღვევებს აღმოაჩენდა პასუხისმგებელი დარჩებოდა ჩვენი სამინისტრო, 2020 წლის 17 ივლისს, როდესაც ი. გელენავა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა და მინისტრთან, მინისტრის მოადგილეებთან, გუნდთან შეთანხმებით მომზადდა წერილი (განცხადებას თან ახლავს  დამატებითი დოკუმენტი) თხოვნით მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას სახელზე, რათა განეხილათ აღნიშნული სააგენტოს მთავრობის დაქვემდებარებაში გადაყვანის საკითხი, რადგან მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობდა. აღნიშნულ წერილს მოჰყვა ი. გელენავას თანამდებობიდან გათავისუფლება. (განცხადებას თან ახლავს ვრცელი დამატებითი დოკუმენტი) აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ი. გელენავას 2020 წლის 26 ივნისს გამოეცხადა მადლობა ,,კორონავირუსის (covid-19) გავრცელება პრევენციისა და ნეგატიური საზოგადოებრივი შედეგების შმცირების მიზნით  თავისი მოკრძალებული წვლილის შეტანაზე და სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ, კეთილსინდისიერად და ეფექტურად შესრულებისათვის“. (განცხადებას თან ახლავს დამატებითი დოკუმენტი
  5.      შემდომ თამჯდომარემ კვლავ დაიწყო კადრების შემცირებაზე საუბარი, რაც ათობით ადამიანის ოჯახს ფინანსური სახსრების გარეშე დატოვებით ემუქრებოდა, თან რაც მთავარია არანაირი ახსნა, არგუმენტი ამ ახირებისა თავმჯდომარემ ვერ წარმოადინა. აღნიშნულ გეგმას ეწინააღმდეგებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, რასაც მოჰყვა 2020 წლის 24 დეკემბერს მინისტრის გათავისუფლება (განცხადებას თან ახლავს ვრცელი დამატებითი დოკუმენტი)
  6.      იხელთა რა დრო რუსლან აბაშიძემ, 2020 წლის 30 დეკემბერს დაჩქარებული წესით გამოსცა განკარგულება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში (მინისტრის აპარატში) რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ“. (განცხადებას თან ახლავს ვრცელი დამატებითი დოკუმენტები)
  7. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავმჯდომარის ძალისხმევით ,,აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის“ კოლექტივზე, რომლებიც ისედაც მწირ გასამრჯელოს იღებენ,  2020 წლის ნოემბერსა-დეკემბერში არ გაიცა კუთვნილი სახელფასო ანაზღაურება.

ასეთი საახალწლო საჩუქარი მიართვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტული ერთეულების თანამშრომლებს, რითაც დასტურდება ჩვენს მიერ წარმოდგენილი საინფორმაციო წერილის დასაწყისში დაფიქსირებული მოსაზრება, რომ თავმჯდომარეს არანაირი კავშირი არ ჰქონია აფხაზეთთან, მას ვერ წარმოუდგენია დევნილთა დიდი ნაწილის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა ახერხებენ პროფესიულ ზრდას და წარმატებით ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

ჩვენ მივმართავთ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რათა მოახდინოს შესაბამისი რეგირება წარმოდგენილ ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა ეს ინფორმაცია მცირე ნაწილია იმისა თუ რა დარღვევებსა და განუკითხაობას, თვითნებურ მმართველობას აქვს ადგილი აფხაზეთის მთავრობის მავმჯდომარის - რუსლან აბაშიძის თავმჯდომარეობის პირობებში. წარმოდგენილ ,,აუდიტის ანგარიშში“ არა ერთი დასკვნაა წარმოდგენილი ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით. აუცილებლად მიგვაჩნია პასუხი    გაეცეს ყველა იმ კითხვას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებით.

P.S აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ამჟამინდელი თავმჯდომარე სათავეში ჩაუდგა 2019 წელს. თავისი ,,მოღვაწეობის“ მოკლე პერიოდში მან მოახერხა მიეღწია იმ შედეგისათვის რომელსაც ჰქვია თუ არა დამანგრეველი, ნულოვანი მაინც, და ეს მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე მწვავედ დგას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა და ამ პროცესში აფხაზეთის სამთავრობო სტრუქტურების როლი უნდა იყოს ერთერთი წარმმართველი.

თავის დროზე, დევნილ მოსახლეობაში აფხაზეთის მთავრობის  მეთაურად აბაშიძის დანიშვნამ  დიდი პროტესტი და მოულოდნელი გაკვირვება გამოიწვია, რადგან მის ბიოგრაფიაში არ არსებობს მინიშნებაც კი, რომელიც აფხაზეთთან ყოფილიყო დაკავშირებული, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ის ქ. გაგრაშია დაბადებული, ხოლო როდესაც ჩვენი გმირები აფხაზეთის ომში სამშობლოს ეწირებოდნენ, ბატონი აბაშიძე საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა. მას არ იცნობდა დევნილი მოსახლეობა და მათ ის დღემდე ვერ აღიქვეს თავიანთ წარმომადგენლად, რასაც ადასტურებს რეგიონებში სტუმრობისას მის მიმართ არაერთგზის დევნილების მხრიდან დაპირისპირება. აღსანიშნავია, რომ ეს განწყობა გააძლიერა ამ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე აბაშიძის მიერ განხორციელებულმა საქმიანობამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის ყოფილი მინისტრი, მოადგილეები და მათი გუნდის წევრები გამოვთქვამთ მზაობას მივიღოთ მონაწილეობა რუსლან აბაშიძესთან დებატებში, ასევე წარმოდგენილ და სხვა პრობლემებზე ვესაუბროთ მედია საშუალებების წარმომადგენლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რას უპასუხებს აღნიშნულ ბრალდებებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მაგრამ მის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ბრალდებებზე კომენტარს არ გააკეთებენ.

„ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებთ. თუ დანაშაულია, შესაბამისი საგამოძიებო უწყებები დაინტერესდებოდნენ“,_  გვითხრეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახურში.

მოჰყვა თუ არა რაიმე სახის რეაგირება აღნიშნულ წერილს _  ამის გასარკვევად ირაკლი გელენავას დავუკავშირდით.

„ჯერჯერობით რეაგირება არ მოჰყოლია. მე არავინ დამკავშირებია. გავავრცელეთ გაზეთებში, სააგენტოებში და ჯერ არ გამოქვეყნებულა.  პირველი ხართ თქვენ,  ვინც დამირეკა“,_ გვითხრა გელენავამ.




 ახალი ამბები
  • შსს "ნაციონალურ მოძრაობას" ოფისიდან წაღებულ ტექნიკას უბრუნებსშინაგან საქმეთა სამინისტრო "ნაციონალურ მოძრაობას" ოფისიდან წაღებულ ტექნიკას უბრუნებს, მაგრამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა უწყებაში მისვლაზე ტექნიკის წამოსაღებად უარი თქვეს. „2021 წლის 23 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდამცველებისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისიდან სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობები ამოიღეს და დალუქეს, რადგან არსებობდა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაციის განადგურების ან/და სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლომ კანონიერად სცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აცნობეს, რომ გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც მათ უარი განაცხადეს. ამის შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტიას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებული ტექნიკური საშუალებები გადაეცემა“,_ აცხადებს ... ...
  • მტკვარში კაცის ცხედარი იპოვესგორში, მდინარე მტკვარში ასაკოვანი კაცის ცხედარი იპოვეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. წყარო: ... ...
  • მურმან დუმბაძე: ნიკა მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა პარლამენტში ბოლომდენიკა მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა ბოლომდე. უნდა შესულიყო ბოლომდე, ეს იყო მისი ამოცანა. ის ამბობს, რომ არ აპირებდა შეჭრას და ეს ძალიან ცუდია. მე რომ ვყოფილიყავი, ვიტყოდი, შევიჭრათ და შევიდეთ, - ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა. „კაცმა გააპროტესტა ოკუპანტის ჩამოსვლა საქართველოში და აპირებდა შესვლას პარლამენტში. უნდა შესულიყო. მე არ ვყოფილვარ, პირველი შემთხვევა იყო 30 წლის განმავლობაში, როცა არ ვყოფილვარ. მე შევიდოდი პარლამენტში, გავაპროტესტებდი და გამოვათრევდი გავრილოვს გარეთ. ამიტომ ყველა მეთოდი, რაც ცივილიზებულ სამყაროს მოუფიქრია - დაწყებული რევოლუციით, დამთავრებულო მოფერებით, ყველაფერს გავაკეთებთ. არანაირი პრობლემა აქ არ არის“, - განაცხადა დუმბაძემ. ჟურნალისტის რეპლიკას, რომ საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა ცივილიზებული მეთოდი არ არის, დუმბაძემ უპასუხა - „ვინ თქვა რომ არ არის?! 2007 წლის 7 ნოემბერს მე ვაპირებდი შეჭრას, იმიტომ რომ არ მომწონდა სააკაშვილი“. „პარლამენტში შეჭრაც არის კონსტიტუციური მეთოდი. ნიკა მელიას მოწოდება სწორია. მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა ბოლომდე. უნდა შესულიყო ბოლომდე, ეს იყო მისი ამოცანა. ის ამბობს, რომ არ აპირებდა შეჭრას და ეს ძალიან ცუდია. მე რომ ვყოფილიყავი, ვიტყოდი, შევიჭრათ და შევიდეთ. პირიქით, ნიკა მელიას ჩვენ მედალი უნდა დავკიდოთ“, - აცხადებს ... ...
  • "ვერაფერს ვიტყვი" - რატომ ჩაატარა ოზურგეთში კოვიდტესტირება ბათუმიდან ჩამოყვანილმა ჯგუფმასაპატრულო პოლიციის თანამშრომლების კორონავირუსზე შემოწმება ყოველ 14 დღეში ერთხელ ხდება. ოზურგეთში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჯგუფი ამოწმებდა, თუმცა, ამჯერად ტესტი პატრულის თანამშრომლებს ისე ჩაუტარეს, რომ სახელმწიფოს ჯანდაცვის მუშაკები საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ.  „ტესტების ჩასატარებლად მე-14 დღეს ველოდებოდი, მაგრამ გვითხრეს, რომ ტესტი გაკეთებული იყო. ბათუმიდან ჩამოყვანილმა ჯგუფმა ჩაატარა ტესტირება. არ ვიცი არაფერი. ვერაფერს ვიტყვი ამის შესახებ. დაუკავშირდით საპატრულო პოლიციას და ისინი გეტყვიან, რა ხდება“,_ გვითხრა მაია ქუტიძემ. „გურია ნიუსი“ იმის გასარკვევად თუ ვინ ჩაუტარებს მომავალში კორონავირუსზე ტესტს საპატრულო პოლიციას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ჯანდაცვის ცენტრის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ პოლიციის გატესტვა კანონდარღვევით ვერ ჩატარდებოდა, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ თუ  ვინ ჩაატარა ტესტირება ან მომავალში ვინ ჩაატარებს  არ აქვთ და კითხვაზე პასუხის მისაღებად პოლიციის ადმინისტრაციასთან გადაგვამისამართეს. "გურია ნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურსაც დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ კითხვაზე პასუხის მისაღებად ინფორმაცია ოფიციალურად უნდა ... ...
  • ვაქცინაცია და მოსალოდნელი მესამე ტალღა საქართველოშისაქართველო COVID 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოლოდინშია. ვაქცინის, რომელიც, სპეციალისტების თქმით, ერთადერთი რეალური იარაღია პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად. _ რამდენად არის ქვეყანა მზად ვაქცინის მისაღებად  და დაახლოებით, როდის მიიღებს ის რეალურად ვაქცინას? არის თუ არა  მოსალოდნელი ქვეყანაში პანდემიის მესამე ტალღა? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „გურია ნიუსთან“  ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა. _ საქართველოსთვის რომელი დასახელების ვაქცინები განიხილება? _ საქართველოსთვის რეალურად ის ვაქცინები განიხილება, რომლებიც  განთავსებულია covax-ის პლათფორმაზე. პლათფორმაზე  კი განთავსებულია ის  ვაქცინები, რომლებიც ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული.  Covax-ის  პლათფორმას ამ ეტაპზე იმ ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებთან აქვს ხელშეკრულებები, რომლებიც, ძირითადად,  რეალურია  და ხელჩასაჭიდი. ერთ-ერთი  ყველაზე დიდი მომწოდებელი covax -ისთვის 20-21 წლის ბოლომდე უნდა იყოს ასტრაზენეკას ვაქცინა, წინასწარი ცნობით,  თითქმის 1 მილიარდი დოზა. ასევე, 22 იანვარს პლათფორმამ ფაიზერის ვაქცინის მწარმოებელ კომპანიასთან  ხელი მოაწერა 40 მილიონ დოზაზე. ფაიზერმა უკვე გასცა 1 200 ათასი  დოზა. ამ დოზიდან  სპეციფიკურ მოთხოვნებს ვინც აკმაყოფილებდა, მათ გადაუნაწილათ. საქართველოს, თავისი პოპულაციის მიხედვით, ერგო 29 ათასი ფაიზერის  დოზა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ ვიცით კონკრეტული თარიღი, როდის გამოიგზავნება ვაქცინა. covax-ის პლათფორმაზე  საქართველოს აქვს წინასწარ შეტანილი 4 მილიონი დოლარი, რაც არის ცნობილი. რის საფუძველზეც პლათფორმამ 20% მოსახლეობისთვის საკმარისი ვაქცინა უნდა მისცეს ქვეყანას წლის ბოლომდე, რაც  ეტაპობრივად მოხდება. ვაქცინას ერთდროულად ვერ მოგვცემს, ბუნებრივია. დანარჩენი, რაც არის ცნობილი და რაზეც გვქონდა შეხვედრები პრემიერის ხელმძღვანელობით, არსებობს  ინდივიდუალური მოლაპარაკება, რომელიც უკვე დასრულებულია.  მარტში საქართველოში ვაქცინა უნდა გამოიგზავნოს. 3 თებერვალისთვის  გავრცელებული განცხადებით, საქართველოს ეკუთვნის ასტრაზენეკი ვაქცინის 144 ათასი დოზა. ქვეყანას მატერიალური პრობლემა არ ექნება, რა თქმა უნდა, რაც ღია ინფორმაციის ნაწილში ითქვა შეხვედრის დროს. აღიარებით ნაწილზე ვართ დამოკიდებული ორმხრივ მოლაპარაკებებში, იმიტომ, რომ ვაქცინები შეიძლება სხვადასხვა იყოს ჩინური ორი კომპანიაა ასე, ასევე, ინდური კომპანია, მაგრამ ჯერ აღიარებული არავის მიერ არ არის. _ რუსული წარმოების ვაქცინაზე რა შეგიძლიათ თქვათ? _ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე დავსვი კითხვა რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით. მან მიპასუხა, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი. რაც არ უნდა ეფექტური იყოს რუსული ვაქცინა, საქართველო არ განიხილავს მას, იმის მიუხედავად, ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მისცემს თუ არა მას აღიარებას. ჯერჯერობით ასეა. თუმცა, მე ამავე შეხვედრაზე მქონდა იმის შესაძლებლობა, წამომეწია შემდეგი საკითხი _ კომერციულ ბაზარს ექნებოდა თუ არა რუსული ვაქცინა, რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ აუცილებლად ექნებოდა და ამას ჩვენ ვერ შევაჩერებთ. იქნება ბაზარზე თავისუფალი ვაქცინები და ყველა კერძო კომპანიას შეეძლება, შემოიტანოს. ამიტომ ახლა ვინმე თუ შემოიტანს ისე, როგორც პურის ფქვილი და ბავშვთა კვება შემოაქვთ რუსული წარმოების, თუ ის იქნება ჯანმოს მიერ აღიარებული, შეიძლება სადღაც კერძო პოლიკლინიკაში იყოს ხელმისაწვდომი. თუ ვინმეს ექნება სურვილი, მივიდეს და აიცრას. მე ტრაგედიას ამაში ვერ ვხედავ. სახელმწიფო ამაში ბიუჯეტის ფულს არ დახარჯავს. _ ქვეყანა ტექნიკურად რამდენად მზად არის ვაქცინის მისაღებად? _ იმუნიზაციის ამბიციური გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს და 60% მოზრდილი მოსახლეობის აცრა საკმაოდ დიდია. მოსახლეობის ამ ნაწილის ორჯერადად აცრა თითქმის 3 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა გვჭირდება. ძალიან ბევრ რესურს და ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ჩვენ რაც არ უნდა მატერიალური და ტექნიკური ხელმისაწვდომობა  გაგვიჩნდეს ვაქცინებზე,  როგორიც არის ფაიზერი.  ვაქცინა,  რომელსაც სჭირდება -80 გრადუსიანი მაცივარი, 3 მილიონ დოზა ფაიზერს ჩვენ ვერ გადავანაწილებთ სწორად და ამის ლოჯისტიკა ძალიან გაჭირდება. ამიტომ ჩვენი აქცენტი უნდა იყოს სწორედ  ვაქცინებზე, რომლებიც ინახება ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო მაცივრებში და ეს ძალიან კარგადაა აწყობილი, ბავშვთა ყველა  ვაქცინა  ინახება 2-8 გრადუსზე ანუ სტანდარტული მაცივრის პირობებში. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ასტრაზენეკას ვაქცინა,  რომელიც 2-8 გრადუსზე ინახება. ასევე, ნოვავაქსი, რომელსაც შესანახად იგივე ტემპერატურა სჭირდება. _ პირველ ეტაპზე მოსახლეობის რა ნაწილის აცრაა დაგეგმილი? _ პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრა ეროვნული გეგმის მიხედვით მოხდა. პირველ ეტაპზე არის სამი კატეგორია გამოყოფილი. უპირატესი პრიორიტეტები, რომლებიც საერთო პოპულაციის 1% მოიცავს ეს არის ექიმები, მედდები და მთლიანად  სამედიცინო პერსონალი, დაახლოებით 75 ათასი ადამიანი.  პირველივე კატეგორიაში არის ბენეფიციარები და მოხუცთა თავშესაფრების მომსახურე პერსონალი (2 500-2 600 ადამიანი).  ასევე, ყველა ადამიანი 75 წელს გადაცილებული. ეს არიან პირველი პრიორიტეტული ჯგუფები. მაგრამ ჩვენ რადგანაც ვიცით, რომ ფაიზერის ვაქცინა (თუმცა შეიძლება ასტრაზენეკამ ჩამოასწროს, არ ვიცით) პირველ ეტაპზე 29 დოზა ათასი გვექნება, ექიმებს შორისაც ცალკე გამოიყოფა პრიორიტეტები.  გაუკეთდება იმ სამედიცინო პერსონალს, რომლებსაც უშუალოდ აქვთ კოვიდ ინფიცირებულთან კომუნიკაცია. ესენი არიან სასწრაფოს ექიმები, კოვიდ კლინიკები, ლაბორატორიის თანამშრომლები, სადაც ინფიცირებულების ნაცხის აღება ხდება. მეორე ეტაპისთვის თუ გვექნება ხელმისაწვდომობა დიდი რაოდენობით ვაქცინაზე ეს იქნება უფრო ფართო მასშტაბიანი ვაქცინაცია ასაკის მიუხედავად, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების და ასევე ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები( მოიაზრებიან მასწავლებელი, ჟურნალისტი, ჯარი და ა.შ.). _ რას ნიშნავს ორჯერადი ვაქცინაცია? _ ვაქცინაციების ძირითადი ნაწილი, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოშია დამზადებული. ერთის დასახელების ვაქცინის გარდა,  ეს არის ჯონსონი და ჯონსონის ვაქცინა, რომელიც ერთჯერადად არის ნაგულისხმევი თავისი კვლევის პროტოკოლით. დანარჩენი ყველა ვაქცინა კეთდება 3-4 კვირის ინტერვალით. რადგანაც ვაქცინების სერიოზული დეფიციტია. წარმოებასა და მიწოდებას შორის დისბალანსია, ქარხნები ვერ აუდიან ვაქცინის გაკეთებას. მაგალითად იგივე ფაიზერის ვაქცინა, რომელიც 21 დღის შემდგომ უნდა განმეორდეს. ამერიკაში ნება დართულია  6 კვირის ანუ  42 დღის ფარგლებშიც კი განმეორდეს. ასტრაზენეკას ვაქცინას ძალიან ბევრმა ქვეყანამ მათ შორის ბრიტანეთმა კვლევებით დაუდასტურდა თუ ინტერვალი პირველ დოზასა და მეორეს შორის 12 კვირაა ანუ სამი თვე,  ის არის უფრო ეფექტური ვიდრე 6 კვირაში მისი განმეორების შემთხვევაში. ჩვენ ქვეყანაშიც სასურველია და ამ საკითხზე იქნება ექსპერტების შეხვედრა, სადაც ვიმსჯელებთ. _ ვაქცინაციის შემდეგ,  რამდენად იქნება საჭირო მკაცრი რეგულაციების დაცვა? _ ვაქცინაცია ახალი დაწყებულია, პოპულაციული იმუნიტეტის მიღწევას მხოლოდ ისრაელი ცდილობს. ველოდებით ყველა მის შედეგს, რომელიც მარტის ბოლოდან  უნდა გამოჩნდეს რეალურად, თუმცა ისრაელმა უკვე გახსნა დაიწყო. არავინ არ იცის ვაქცინის გაკეთება გვიცავს მძიმე დაავადებისგან, სიკვდილისგან თუ ასევე მექანიკური გადამტანი რომ არ ვიყოთ ვირუსის. გადამდებადობას და გადატანის უნარს ართმევს თუ არა ადამიანს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას სჭირდება დრო. მეცნიერულად 76%  მექანიკური გადამტანობა შეამცირა ასტრა ზენეკას ვაქცინამ, მაგრამ სხვა ვაქცინებს ჯერ კიდევ იკვლევენ. სანამ ეს არ გაირკვევა და არსებობს  რისკი ახალი შტამების გამოჩენის და სანამ პანდემია მსოფლიოში მძვინვარებს,  მანამდე რეკომენდირებულია რომ ვაქცინირებული ადამიანი აუცილებლად უნდა იცავდეს იმ ნორმებს, როგორიც არის პირბადე, სოციალური დისტანცია და ხელების დაბანა. _ რა შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული ვაქცინის გაკეთება? _ ვაქცინის გაკეთებისას სარგებელი მეტი უნდა ვიდრე შესაძლო რისკი. ჩვენს ქვეყანას აქვს ესეთი სტანდარტი საქართველოში მხოლოდ ჯანმოს მიერ კვალიფიკაცია მინიჭებული ვაქცინები დაიშვება.  ჩვენთან ვერ შემოვა სხვა ვაქცინა ინდივიდუალური, რომელიმე ქვეყნის მიერ შექმნილი  თუ ეს არ შეიცვლება კანონმდებლობით. _ თუ პაციენტს  აქვს კოვიდინფექცია, რამდენ ხანში შეიძლება გაუკეთდეს ვაქცინა? _ თუ პაციენტს ახლა გადააქვს კოვიდი სამი თვის შემდეგაა სასურველი ვაქცინის გაკეთება. თუ ინკუბაციური პერიოდი აქვს და არ იცის,  ვაქცინა არაფერს არ დაუშავებს. _ საჭიროა ვაქცინაციის წინ ორგანიზმის მომზადება? _თუ ადამიანს აქვს რაიმე მწვავე დაავადება, ეს დაავადება უნდა იყოს დასტაბილურებული. მაგალითად, დიაბეტიანი უნდა აიცრას, მაგრამ თუ შაქარი მოუწესრიგებელი აქვს, რა საკვირველია, ჯერ უნდა მოაწესრიგოს შაქრის მაჩვენებელი. _ იგეგმება თუ არა ვაქცინაციისთვის სპეციალური შენობების გამოყოფა? _ ჯერჯერობით არსებულ გეგმაში არ შედის შენობების გამოყოფა. პირველადი ვაქცინების ათვისება იგეგმება საავადმყოფოების პირობებში, სადაც იქნება ვაქცინაციის ცენტრები მოწყობილი. რამდენიმე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ა. შ. როცა გაფაროვდება ვაქცინაციის პროცესი სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას რა პრინციპით გაავრცელებს. _ რამდენად მოქმედებს არსებული ვაქცინა ახალ შტამზე? _ რაღაც ტიპის ვაქცინები მოქმედებს, რაღაც ნაკლებად. თუმცა ბრიტანულ შტამზე მეტ-ნაკლებად ყველა მოქმედებს. სამხრეთ აფრიკულის გავრცელების შანსი  საქართველოში ნაკლებია. სამხრეთ აფრიკული შტამის შემთხვევაშიც კი სიკვდილისგან და სავადმყოფოში მოხვედრისგან იცავს ადამიანს. ამიტომ ვაქცინაცია ყველა შემთხვევაში რეკომენდირებულია. _ თქვენ იქნებით ერთ-ერთი პირველი ვინც ვაქცინას გაიკეთებს? _ რასაკვირველია, ჩვენი რიგი როცა მომიწევს მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი,  რომელიც საჯაროდ გაიკეთებს ვაქცინაციას. _ რა შეგიძლიათ გვითხრათ მესამე ტალღასთან დაკავშირებით? _ საბედნიეროდ, მსოფლიოში  ყველაზე უფრო დიდად დაზარალებულ ქვეყნების ნაწილში ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება. ესეთია ამერიკის კონტინენტი და ევროპა. აფრიკაში, აზიაში და ავსტრალიაში ისედაც დაბალი იყო გავრცელება.  ქვეყნებში, სადაც შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა  შემზღუდავი ღონისძიებებიც არის და ვაქცინაციაც არის დაწყებული. ძნელია ამის პროგნოზირება, თუმცა ვირუსი ჩვენთან არის. ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის 300-400 შემთხვევა ეს ცოტა მაინც არ არის.  შემზღუდავი ღონისძიებები და ადამიანის მობილობა თუ გაიზრდება, რის პარალელურად  პირბადის სწორი ტარება 72%-დან 95 %-ზე,  მაშინ შესაძლებელია იყოს შეზღუდვების მოხსნა.  აპრილის მეორე ნახევრიდან არ არის გამორიცხული შემთხვევებმა მომატება დაიწყოს. იმედია ვაქცინაციაც შემოგვესწრება და მოწყვლად ჯგუფებს მაინც თუ ავცრით მაისის ბოლომდე, ესენი არიან ყველაზე რისკის მატარებელი ადამიანები. შეიძლება შემთხვევები გაგვეზარდოს, მაგრამ საავადმყოფოში მოხვედრილი ადამიანების  რაოდენობა და შესაბამისად, სიკვდილიანობა იქნება დაბალი. მთავარია, რომ ჩვენ ეს რისკის გვყავდეს დაცული ვაქცინაციით და სხვა მხრივ, მესამე ტალღის მე არ მეშინია, როგორც ამ საქმეში ჩახედულ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...