რატომ ვერ შეძლო მერიამ საზაფხულო ბაღების დაფინანსება

საზოგადოება

რატომ ვერ შეძლო მერიამ საზაფხულო ბაღების დაფინანსება

2018 ივლ 10 15:25:53

რატომ ვერ მოხერხდა საზაფხულო ბაღების გახსნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში? ეს კითხვა ისევ აქტიურია და მოსახლეობა იმედოვნებს, რომ მომავალ წელს მაინც მოგვარდება ეს პრობლემა.

"გურია ნიუსი" ამ თემას აქტიურად აშუქებს _ ერთ-ერთი სტატია გაზეთის წინა ნომერში დაიბეჭდა. როგორც აღვნიშნავდით, ოზურგეთელი შორენა კოსტავა აღმოჩნდა ინიციატორი, რომელიც ადგილობრივ მთავრობას 2017 წლის დასაწყისიდან წერდა წერილს საზაფხულო ბაღებთან დაკავშირებით და მათგან ელოდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის ალექსანდრე ბერიძის აზრით, რაც მეტ სერვისს შესთავაზებს მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლება, კარგი იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა საზაფხულო ბაღების გახსნა:

"აქ არ არის საუბარი ერთი ან ორი ჯგუფის დაფინანსებაზე _ 2 600-მდე ბავშვი  გვყავს რეგისტრირებული და შერჩევით გამოკითხვის წესი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გაგვეგო, რა მოთხოვნა იქნებოდა საზაფხულო ჯგუფების მომსახურებასთან დაკავშირებით. 82%-მა თქვა, რომ სურვილი ჰქონდა, მიეღო ეს სერვისი _ ეს არის, დაახლოებით, 1 800 ბავშვი. გამოდის, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში უნდა ემუშავა ბაღებს და ამ სისტემაში დასაქმებულ 80%-ს.

ამისთვის უნდა გადაიარაღებულიყო მთელი ინფრასტრუქტურა, მოწესრიგებულიყო კონდიცირების სისტემა, მომხდარიყო საკვებით უზრუნველყოფა _ ეს ყველაფერი ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომელიც დააწვებოდა მუნიციპალიტეტს. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს თანხა შეიძლება ყოფილიყო წლიური დაფინანსების ნახევარი, რის საშუალება 2018 წელს არ იქნებოდა ბიუჯეტში.

ამიტომ დავიწყეთ ალტერნატიულ ვარიანტზე ფიქრი, რომ გამოგვეყო ვაუჩერული სისტემა და მხოლოდ კერძო ბაღების სისტემა გაგვევითარებინა და ეს ხალხი გადაგვემისამართებინა (ნაწილი მაინც) ნაწილობრივ იქ.

ვაპირებდით ნახევრად დაფინანსებას _ ჩვენ მოგვმართეს განცხადებით, რომ იმათი ბავშვებისთვის, ვინც მუშაობენ ზაფხულის პერიოდში, ყოფილიყო საზაფხულო ბაღები, მაგრამ რა დააშავა იმ მოსახლეობამ, რომელიც დაუცველი ფენაა?! ამიტომ, ასე ორ ნაწილად ვერ გავყოფდით ბავშვებს და წელს საზაფხულო ბაღის პროექტი არ გახორციელდა", _ თქვა ალექსანდრე ბერიძემ.

კითხვაზე, თუ ჰქონდათ ზუსტად დათვლილი, რა თანხა დაუჯდებოდა ოზურგეთს მუნიციპალიტეტს საზაფხულო ბაღების დაფინანსება და რატომ ფიქრობდა, რომ ამ პროექტს დიდ ფინანსები ჭირდება, ბერიძემ გვიპასუხა:

"ზუსტად დაანგარიშებული ვერც გვექნებოდა, რადგან ინფრასტრუქტურას ჭირდებოდა გადაიარაღება. პროექტები უნდა შემდგარიყო, რა დაჯდებოდა ერთი ბავშვის შენახვა სამი თვის განმავლობაში. კონკრეტულად ამის დაანგარიშება კი მოკლე ხანში ვერ მოხერხდებოდა. მართალია, მოქალაქე შორენა კოსტავას ეს წერილია ადრე ჰქონდა შემოტანილი, მაგრამ ბაღების გაერთიანების პროცესი მიმდინარეობდა და ფიზიკურად ვერ მოხერხდა ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა. აქედან გამომდინარე, ზუსტ მონაცემს, თუ რა დაჯდებოდა ამ პროექტის გახორციელება, ვერ ვასახელებ", _ გვითხრა ბერიძემ.




 ახალი ამბები
  • კობახიძე: „9 აპრილმა დამოუკიდებლობის აღდგენა მოიტანა" „9 აპრილი არის გმირობის დღე. 9 აპრილი არის ტრაგიკული დღე თუმცა, ეს არის ასევე, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე და სწორედ, 1989 წლის 9 აპრილმა 2 წლის შემდეგ, შედეგად მოიტანა ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა", - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წამომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის" გადაცემაში „ქრონიკა" ... ...
  • გომელაური: სასულიერო პირის ოჯახზე პოლიციის მხრიდან ძალადობა არ მომხდარაშინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ჭიათურაში სასულიერო პირის ოჯახის წევრებზე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციის მხრიდან ძალადობა არ მომხდარა. „სამწუხაროა, როცა ასეთი რამ ხდება, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში.  ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. მე შევასწავლინე ჩვენს გენერალურ ინსპექციას ეს თემა. არაფერი არ მომხდარა. არსებობს ძალიან ბევრი სამსახური - პროკურატურა, სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, რომლებსაც შეუძლიათ, მიმართონ და გამოიძიონ, გამოიკვლიონ და დავსაჯოთ ის ადამიანები. მაგრამ მე გეუბნებით და ამას თამამად ვიძახი, ეს არ მომხდარა, რომ ცემეს ვიღაც, ან გარეთ ძალით წაიყვანეს, შეუზღუდეს თავისუფლება და ა.შ. - არ არის ეს სწორი ინფორმაცია.  მოიკვლევენ და ნახავთ. მოკვლევა დასრულებული არ არის. ოპერატიული ინფორმაცია, რაც მაქვს, დარწმუნებით გეუბნებით, რომ ეს არ მომხდარა. არანაირი ძალადობა სასულიერო პირის ოჯახზე არ ყოფილა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა ... ...
  • გომელაური: გვაქვს დამატებითი ლოკაცია, სადაც შეგვიძლია გადავიდეთ„რაღაც რომ მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ აუვიდეთ საქმეს, ამის პრობლემა არ გვაქვს“ , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს 112-ში ვიზიტისას განუცხადა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფებოდა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე იმის საშიშროება არ არსებობს, რომ 112-მა და 144 -მა სრული დატვირთვით ვერ გააგრძელოს მუშაობა. „112-ის და 144 -ის თემაზე ძალიან კარგად ისაუბრა  ბატონმა პრემიერ-მინისტრმა და   განმარტა თუ როგორი სისტემით ვმუშაობთ. დატვირთვის ნამდვილად არ გვეშინია,  სხვადასხვა ლოკაციებზე გვაქვს მოწყობილი თუნდაც, რომ აქ შემთხვევით რაიმე პრობლემა იყოს. ხედავთ, აქ რეკომენდაციები დაცულია, სიცხესაც ზომავენ და დამცავი საშუალებებიც  არის.  თუმცა  მაინც, რომ მოხდეს რაიმე,  კერა რომ აღმოჩნდეს, გვაქვს დამატებითი ლოკაცია გამზადებული,  სადაც შეგვიძლია ავტომატურად გადავიდეთ და იქიდან განვაგრძოთ მუშაობა,  იმის პრობლემა, რომ რაღაც მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ ავუვიდეთ, არ გვაქვს” –განაცხადა ვახტანგ ... ...
  • დღეს არის ეროვნული ტკივილის დღე _ ბაქრაძე თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან მივიდა ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „დღეს, პირველ რიგში, არის ეროვნული ტკივილის დღე. პატივი უნდა მივაგოთ თითოეულ იმ ადამიანს, ვისი სისხლიც ამ ადგილას 1989 წლის 9 აპრილს აქ, ამ ადგილას დაიღვარა. მაგრამ, დღეს ასევე არის ეროვნული სიამაყის დღეც. იმიტომ, რომ ამ 9 აპრილმა მიგვიყვანა მეორე 9 აპრილამდე, როდესაც აღდგა საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს არის გაკვეთილი, რომ ყველა გაჭირვების ჟამს ქართველებს უნდა შეგვეძლოს ერთად დადგომა, უნდა შეგვეძლოს ერთად ბრძოლა და როდესაც ქართველები ვიდგებით ერთად, აუცილებლად ვიქნებით წარმატებული და მივაღწევთ იმ მიზანს, რისთვისაც ვიბრძვით. დღეს არის ტკივილის დღე, მაგრამ დღეს ასევე არის სიამაყის და ჩვენი ერთიანობის მნიშვნელობის გააზრების დღე", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.  ... ...
  • შს მინისტრი: კანონს არ დავარღვევთ არც ჩვენ და არც ეკლესიაშინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა:„ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია“. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრიარქოსთან თანამშრომლობენ და ერთად მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. „რომ გითხრათ, ამ თემაზე ბოლომდე შევჯერდით საპატრიარქოსთან რომ ასე გადავწყვიტეთ-მეთქი, არა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და მომლოცველები მოვიდნენ და ილოცონ. ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საპატრიარქო ძალიან კარგად გვეთანამშრომლება, ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემის შესახებ. გვერდში გვიდგანან მეუფეებიც, უწმინდესიც. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა გომელაურმა. შეკითხვაზე, სააღდგომო ღამისთევაზე მისული მრევლი დაჯარიმდება თუ არა, ვახტანგ გომელაურმა  უპასუხა: „კანონს ესენი არ არღვევენ და ყველაზე კარგად იცავენ, მერწმუნეთ, თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რასაც თუნდაც ჩვენ ახლა ვარღვევთ, სამწუხაროდ. მე ხაზი გავუსვი, რომ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან. თვითონ მეუფეებიც მოუწოდებენ, დაჯარიმდებით და ნუ დაარღვევთ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...