ბურები მოდიან!

საზოგადოება

ბურები მოდიან!

19 აპრ. 2011, 00:56:30
საქართველოში ბურების ჩამოსვლას ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, დამკვიდრდებიან თუ არა ბურები საქართველოში. სანამ ეს გაირკვეოდეს, მანამ ისინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს სტუმრობენ. გურიაში ისინი უკვე მეორედ იმყოფებოდნენ.

რამდენიმე დღის წინ, ბურები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წვერმაღალას ესტუმრნენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ სოფელში ცდილობს ადგილობრივი ხელისუფლება მათთვის მიწების გადაცემას, თუმცა, მოსახლეობა ბურების ჩამოსვლას აპროტესტებს და მოითხოვს, მიწის ნაკვეთები ადგილობრივ მკვიდრთ გადასცენ კერძო მფლობელობაში და თავადაც კარგად დაამუშავებენ.

ამ ეტაპზე, "გურია ნიუსი" ხელისუფლების და ოპოზიციის კომენტარებით შემოიფარგლა, მომავალში კი მოსახლეობის მოსაზრებებსაც გაგაცნობთ ამ თემაზე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლაშა ღლონტი, ბურებთან დაკავშირებით ზერელედ საუბრობს, ვრცელი კომენტარისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ამ საკითხის შესახებ ზემდგომი პირები უფრო არიან ინფორმირებულნი.

_ ვადასტურებ ინფორმაციას, რომ ოზურგეთს ბურები სტუმრობდნენ. დაათვალიერეს წვერმაღალის მეურნეობა, შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებმაც გამოთქვეს პროტესტი, ჩვენი მიწების დამუშავება ჩვენ თვითონ გვინდაო. ეს იყო და ეს. მოეწონათ თუ არ მოეწონათ ბურებს ეს მიწები, ვერ გეტყვით.

_ რამდენი ადამიანი იყო ჩამოსული?

_ დაახლოებით, 5-6. ისინი საქართველოს ყველა კუთხეში დადიან და, მათ შორის, გურიასაც ესტუმრნენ. მეტი ინფორმაცია, თუ რა ხდება ამ საქმის ირგვლივ, არ მაქვს.

პარლამენტარი გოჩა შანიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ წვერმაღალაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია ტაკიძე და მისი მოადგილეებიც იყვნენ: _ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მაქვს ბურებთან დაკავშირებით და შესაბამისად, ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მაგრამ მე შევხვდი სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს, შემდეგ ისინი შეხვდნენ წვერმაღალის მოსახლეობას, იქ იყვნენ ოზურგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

_ ბატონო გოჩა, ვიცი, რომ ამ შეხვედრაზე ბურებიც იმყოფებოდნენ.

_ არ ვიცი. მე იქ ვესაუბრე სამინისტროს თანამშრომლებს, შემდეგ მოსახლეობამ ისაუბრა მიწის ნაკვეთის პრობლემებზე. წვერმაღალას მოსახლეობა ჩვენგან მოითხოვდა ანასეულის კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემას. მათ, მსგავსი მოთხოვნით, ადრეც არა ერთხელ მოუმართავთ წერილობით ხელისუფლებისთვის. ეს იყო და ეს.

_ როგორია თქვენი მოსაზრება ბურების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით?

_ ბურებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. უპირველესი პრობლემა ის მაქვს, რომ ჩემთან ბიუროში, უამრავი ადამიანი მოდის ნატანებიდან, მთისპირიდან, ასკანიდან და შრომიდან, რომლებიც მეწყერულ ზონაში ცხოვრობენ და გადასაწყვეტია მათი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი.

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, თემურ სალუქვაძის თქმით, ქართული მიწა ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ნიადაგობრივი მრავალფეროვნებით და ნაყოფიერებით. ის ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმდიდრეთაგანია.

_ რაც შეეხება ბურებს, ამ თემაზე არსებული ხელისუფლების პოზიცია არის გაუმჭვირვალე, წინააღმდეგობრივი და ბუნდოვანი! ხელისუფლების უპირველესი ვალდებულებაა, სწორი პოლიტიკით, მათ შორის, აგრარულ სფეროში, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს შეუქმნას სამუშაო პირობები. ზოგადად კი, სწორად გააზრებული ფინანსური თუ ინტელექტუალური ინვესტიცია, რა თქმა უნდა, მისაღებია, _ თქვა ჩვენთან საუბრისას თემურ სალუქვაძემ.

ბურების ჩამოსვლის თაობაზე კომენტარის გაკეთება არც გურიის სამხარეო ადმინისტრაციამ და არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გია ტაკიძემ არ მოისურვეს.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში- გაფრთხილება ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 - 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 - 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 – 6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე ... ...
  • პოლიციამ მასშტაბური ნარკორეალიზაციის სქემა გამოავლინაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1976 წელს დაბადებული ფ.ბ., 1978 წელს დაბადებული დ.ჯ., 1982 წელს დაბადებული შ.ვ. და 1977 წელს დაბადებული ა.მ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს მართავდნენ ინტერნეტ ტოტალიზატორის გამოყენებით. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას კი  ე.წ. „დადების“ მეთოდით ახდენდნენ. კერძოდ, დ.ჯ. და ფ.ბ. დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების  შეძენას, აწვდიდნენ ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს,  თანხებს არიცხვინებდნენ, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო  ნარკოტიკული საშუალებები. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წლის მანძილზე, ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, დიდი ოდენობით თანხა, ასევე, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღო. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და  მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ... ...
  • ეს არის საქართველო-გერმანიის ურთიერთობებისა მნიშვნელოვანი ნაწილი - გერმანიის ელჩიგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ კნირშმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მის მიერ მიღწეული წარმატებები აღნიშნა. „მინდა მივულოცო გარემოს დაცვის კომიტეტს  მიღწევები, მათ შორის, „ტყის კოდექსის" მიღება. ამას გარდა, ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი რამ განახორციელეთ, მაგრამ კარგია  იმის დანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს გარემოს დაცვის საკითხებს პარლამენტისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის  მიერ.  მნიშვნელოვანი არის როდესაც ქვეყანა და საქართველოს მოსახლეობა ჩართული არის გარემოს დაცვის საკითხებში.  ძალიან ბევრი პარტნიორი მუშაობს კონკრეტულად გარემოს დაცვითი პოლიტიკის დოკუმენტებზე. ჩვენმა ქვეყანამ, გერმანიამ უზრუნველყო ფინანსური და ტექნიკური დახმარების ნაწილი და ეს ასევე, ნაწილობრივ აისახა იმ  ფინანსური მხარდაჭერის დოკუმენტში, რომელსაც ხელი წინა კვირას მოვაწერეთ.  ეს მიმართული იქნება სატყეო სექტორის და დაცული ტერიტორიების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, ეს მოიცავს თბილისის, ბათუმის ტერიტორიებს, განახლებად ენერგიებს, აკვა რესურსებს, ეს არის   საქართველო-გერმანიის ურთიერთობებისა მნიშვნელოვანი ნაწილი და რა თქმა უნდა, დიდი იმედით ველით სამომავლო ურთიერთობას", - განაცხადა ჰუბერტ კნირშმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა და მწვანე სივრცის პრეზენტაცია ... ...
  • "ევროპულმა საქართველომ" კანდიდატები წარადგინა„ოქტომბრის არჩევნებზე საქართველო უნდა გადავარჩინოთ“-ასეთი იყო „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის პათოსი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ოფიციალური წარდგენისას. პარტიამ 30 საარჩევნო ოლქიდან ამ ეტაპზე მხოლოდ 16 საარჩევნო ოლქში დაასახელა საკუტარი კანდიდატები. თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი – ზურაბ ჭიაბერაშვილი; გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი – გიორგი ღვინიაშვილი; რუსთავის საარჩევნო ოლქი – ირმა ნადირაშვილი; მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი – აჰმედ იმამკულიევი; ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი – არსენ კარაპეტიანი; ქუთაისის საარჩევნო ოლქი – ოთარ კახიძე; საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქი – სერგო რატიანი; ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქი – გიგი წერეთელი; სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი – აკაკი ბობოხიძე; ზუგდიდის საარჩევნო ოლქი – გიგი უგულავა; ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქი – გიგა ბოკერია; აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი – ლელა ქებურია; ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი – ხათუნა გოგორიშვილი; ხულო-შუახევი-ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი – ტარიელ ნაკაიძე.რაც შეეხება დედაქალაქს, ვაკის საარჩევნო ოლქში პარტიიდან კენჭს იყრის ელენე ხოშტარია, ხოლო მთაწმინდა – კრწანისის ოლქში – შალვა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...