25 წლის ამოუწმენდელი ტბა და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია

საზოგადოება

25 წლის ამოუწმენდელი ტბა და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია

2013 ივნ 11 18:29:30
თუმცა, დღემდე მასიური სამუშაოები არ ჩატარებულა, ბაღის დასუფთავებას მხოლოდ მაშინ იწყებდნენ, თუ რომელიმე მაღალჩინოსანი სტუმარი აპირებდა ზუგდიდში ჩასვლას. ახლა კი უკვე რამდენიმე დღეა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დასუფთავება დაიწყო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ედიშერ თოლორაიას თქმით, ბაღის გაწმენდას არასამეწარმეო იურიდიულ პირი _ "კეთილმოწყობის ცენტრი" ახორციელებს. მისივე თქმით, ხეების ვარგისიანობას სპეციალური კომისია შეისწავლის, რომელიც უახლოეს დღეებში შეიქმნება, დასუფთავდება ტერიტორია და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ბაღს პირვანდელი მდგომარეობა დაუბრუნდეს.

კეთილმოწყობის ცენტრის მთავარი სპეციალისტი ანზორ ჩახაია ამბობს: "პირველ რიგში, მიმდინარეობს ტბის ამოწმენდა, რაც 25 წელია არ გაკეთებულა. შემდეგ მივყვებით არხების ამოწმენდას და სხვა სამუშაოებს. ტბის ამოწმენდას ამ კვირაში დავამთავრებთ, ამინდმა თუ არ შეგვიშალა ხელი."

ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა, თანხა ჯერ არ არის დადგენილი, ამიტომ პირველ ეტაპზე ის სამსახურები მუშაობენ, რომლებიც მუნიციპალიტეტის ბაზაზე არიან და დამატებითი ხარჯების გაღება არ არის საჭირო: "მთავარია, რომ სურვილი არის საზოგადოების და ჩვენი, რომ ბაღი გალამაზდეს", _ განაცხადა ედიშერ თოლორაიამ.

ჩვენ საზოგადოების აზრით დავინტერესდით და ზუგდიდის მკვიდრს, დავით კვაშილავას ვესაუბრეთ.

დავით კვაშილავა: "მიხარია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დროულად დაიწყო ბოტანიკური ბაღის დასუფთავება. წინა ხელისუფლების დროს თუ ვინმე მაღალჩინოსანი დააპირებდა ზუგდიდში ჩამოსვლას, მაშინ თუ მოასუფთავებდნენ და იმასაც სანახევროდ. უამრავი ტურისტი ჩამოდის ზუგდიდში და ბოტანიკურ ბაღს შორიდან რომ ნახავდნენ, შესვლის სურვილი უქრებოდათ. დარწმუნებული ვარ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ბოტანიკური ბაღს დაუბრუნებენ იმ სილამაზეს, როგორითაც თავს იწონებდა რამდენიმე ათწლეულები."

 

 




 ახალი ამბები
  • ქუთაისში ხანძარი ლოკალიზებულიაქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია, ამის შესახებ "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.უწყების ინფორმაციით, ამწუთებში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაობი.ადგილზე მობილიზებულია რვა სახანძრო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შეგახსენებთ, ხანძარი დაახლოებით  ერთი სააათის წინ გაჩნდა. ამდრომდე  უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის ზარალი მიადგათ მოვაჭრეებს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ... ...
  • ქუთაისის ბაზრობა იწვის_ ადგილზე რვა სახანძრო მუშაობსამ წუთებში ხანძარია ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  ცეცხლი შენობის მეორე სართულს უკიდია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე რვა სახანძრო მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის  ზარალი მიადგათ ... ...
  • მესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყომესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, ამის შესახებ "გურია ნიუსს"უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. შეგახსენებთ, ინციდენტი სოფელ ჭუბერში რამდენიმე საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ... ...
  • მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესმესტიაში მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსიტალშია გადაყვანილი. როგორც "გურია ნიუსს" კლინიკაში უთხრეს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალგზარდა მამაკაცს აქვს პატარა ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში". "გურია ნიუსი" შსს დაუკავშირდა. უწყება მომხდარის დეტალებს ამ წუთებში ... ...
  • „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“_ აჭარის ტელევიზიის დირექტორი თანამშრომლებზეაჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, თანამშრომლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მაუწყებელი სარედაქციო დამოუკიდებლობას კარგავს, „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ ისინი „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“. "ისინი ყოველთვის სავარაუდო საფრთხეებზე კივიან და წივიან... ორგანიზაცია უნდა მუშაობდეს გამართულად. არავის პიროვნული ინტერესი ჩემი არავის მიმართ არ არის. ყველა ადამიანი გადანაწილდება თანამდებობზე, ისე როგორც საჭიროა. საერთოდ, მე მოადგილეებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი პოზიცია. ისინი იმეორებენ გარკვეულ ფუნქციას და არ არის გამეორება საჭირო,“ - განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...