ნოდარ ხადურის განცხადებით, ტრანსპლანტაციის ცენტრის დაფუძნებაზე აქტიურად მუშაობენ

საზოგადოება

ნოდარ ხადურის განცხადებით, ტრანსპლანტაციის ცენტრის დაფუძნებაზე აქტიურად მუშაობენ

30 ივნ. 2013, 12:07:41

საკუთარი სურვილით თანხა პატარა გიორგის სიცოცხლის გადასარჩენად ფინანსთა სამინისტროს თოთოეული დეპარტამენტის, აგრეთვე სამინისტროს სიპების თანამშრომლებმა გაიღეს, რომელიც ფონდის წარმომადგენლებს გადაეცათ.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა ეს თანხა გავიღეთ, რათა გადავარჩინოთ პატარა გიორგის სიცოცხლე. სამინისტრო პირველი იყო, ვინც მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ "სისხლის ბანკთან" გააფორმა მემორანდუმი. სამინისტროს თანამშრომლები პერმანენტულად გაიღებენ სისხლს, რათა გადავარჩინოთ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები. საქველმოქმედო აქციებში პირადად აქტიურადაა ჩართული ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომელიც კოლეგებთან ერთად მუშაობს, რათა უახლოეს მომავალში საქართველოში გაიხსნას ტრანსპლანტაციის ცენტრი, რათა რაც შეიძლება მეტი ბავშვის სიცოცხლე გადავარჩინოთ ჩვენს ქვეყანაში," _  განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელმა ხათუნა ივანიშვილმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის წევრებსაც შეხვდა. როგორც ცნობილია, ფონდი ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ პატარებს ეხმარება.

ჟურნალისტებმა ფინანსთა მინისტრის დეტალურად გააცნეს ფონდის საქმიანობა, იმ ბავშვების მდგომარეობა, რომელთა სიცოცხლის გადასარჩენად გადაუდებელი დახმარებაა საჭირო. შეხვედრაზე ისაუბრეს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის აუცილებლობაზე და იმ მექანიზმებზე, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელი იქნება  ბავშვთა ლეიკემიურ დაავადებებთან ბრძოლის გააქტიურება.

"პრობლემა, რომელზედაც დღეს გვქონდა საუბარი, ზოგადსახელმწიფოებრივი პრობლემაა. სამწუხაროდ, რესურსები, რომელიც გაგვაჩნია, არაა საკმარისი იმისათვის, რომ ყველა ეს პრობლემა გადავჭრათ, თუმცა საზოგადოების ფართო ჩართულობა ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი გზაა. ამ ჩართულობას, ბუნებრივია, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ წინადადებები იმისათვის, რათა წავახალისოთ საზოგადოების მხრიდან ამგვარი აქტივობა, დავეხმაროთ მათ პრობლემების მოგვარებაში და ღრმად ვარ დარწმუნებული, ერთად ბევრი ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა იქნება შესაძლებელი," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრმა ფონდის წევრებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მზადაა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად იმუშაოს როგორც სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების გაზრდის, ისე საქართველოში ტრანსპლანტაციის ცენტრის დაფუძნების მიმართულებით.




 ახალი ამბები
  • საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის პოლიციის იზოლატორში თავი მოიკლასაგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ აცხადებს, რომ ცხედრის ექსპერტიზა მიმდინარეობს. „სალონიკში საქართველოს საკონსულოში შესულია ოფიციალური შეტყობინება, მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში. ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის პოლიციის განყოფილების იზოლატორში გარდაცვლილი იპოვეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 46 წლის კაცმა ალექსანდროპოლისის პოლიციის განყოფილებაში თავი მოიკლა. დაკავებული სასამართლოს წინაშე მომდევნო დღეების განმავლობაში უნდა წარმდგარიყო. წყარო: ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სერვისს აახლებსშინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, 1 ივნისიდან, საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.31 მაისის დილის 09:00 საათიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, განახორციელონ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ელექტრონული ჯავშანი.მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ ... ...
  • ლანჩხუთში სოფლების მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილიაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, ლანჩხუთში სატრანსპორტო შიდა მიმოსვლა 18 მარტს შეწყდა, დღეიდან კი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლების მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამჯერად კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მგზავრებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება მოუწევთ. ასევე, ყველა სატრანსპორტო საშუალებაში ყოველდღიურად უნდა ჩატარდეს სადეზინფექციო ... ...
  • აშშ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას გმობს2020 წლის 28 მაისს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის ელჩმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ამერიკელმა დიპლომატმა ლუგარიც ცენტრზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ გმობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას. გამომსვლელებმა მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მიერ გახშირებული პროვოკაციების შესახებ. განცხადებაში აღინიშნა, რომ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის (Covid-19) გლობალური პანდემიის მძიმე შედეგებს ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას და მავთულხლართებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას ორივე ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით, ასევე გრძელდება ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი კვლავაც უარს ეუბნება ახალგორის რაიონიდან პაციენტებს სამედიცინო ევაკუაციაზე. აღინიშნა მ.წ. 20 მაისს ახალგორის რაიონის მცხოვრები ჯუმბერ მილაძის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ, რომლის სამედიცინო ევაკუაციაზე კრიტიკულ მომენტამდე საოკუპაციო რეჟიმმა უარი განაცხადა. განცხადებაში ქართულმა მხარემ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ რუსეთის ფედერაციამ მიზანმიმართულად გაააქტიურა საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები და პროპაგანდისტული მითების შეთხზვით გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ლაბორატორიას - რიჩარდ ლუგარის ცენტრს, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. განცხადებაში აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ გააქტიურებული პროვოკაციული ქმედებები მოსკოვის მიზანმიმართული დესტრუქციული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც, ადგილზე კონფლიქტის ესკალაციითა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების ამოქმედების გზით მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას. ქართულმა მხარემ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციები და ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ის, კანადის, ნორვეგიის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა. გამომსვლელებმა ერთხმად დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დელეგაციებმა შეშფოთება გამოთქვეს უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და მოითხოვეს მისი დაუყოვნებელი შეჩერება. ევროკავშირის დელეგაციამ დაგმო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დისკრედიტაციის მცდელობები; ხაზი გაუსვა მისიის საქმიანობისა და მანდატის შეზღუდვის მიუღებლობას და მოითხოვა მისიის საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული, ხელისშემშლელი ქმედებების შეწყვეტა. სხდომის ფარგლებში, გამომსვლელებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს პაციენტების გარდაცვალების ფაქტებზე, რაც დაკავშირებულია ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვასთან. წყარო: ... ...
  • „ნაცკლასტერისთვის“ საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო და არჩევნებზე დასრულდება _ რატი იონათამიშვილი„ნაცკლასტერისთვის“ საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო და როგორც ჩანს, აჩევნებზე დასრულდება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა "ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა. იონათაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევაშიც ისარგებლებს და ეს ნათელი მაგალითი იქნება, თუ როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა. „რაც შეეხება ინტერპელაციას - მიუხედვად იმისა, რომ ეს საპარლამენტო ზედამხედველობისთვის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია, ოპოზიციის მხრიდან არ მაქვს მოლოდინი, რომ ამას შინაარსობრივად წარმართავენ. თუმცა, რასაკვირველია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევითაც ისარგებლებს და ეს იქნება ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ. პრემიერმა საკანონმდებლო ორგანოს ვირუსთან ბრძოლის შესახებ ანგარიში საკუთარი ინიციატივით ორი დღის წინ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?