"რთველი 2013-ის" ორგანიზებულად ჩასატარებლად საკოორდინაციო შტაბი შეიქმნა

საზოგადოება

"რთველი 2013-ის" ორგანიზებულად ჩასატარებლად საკოორდინაციო შტაბი შეიქმნა

2013 აგვ 14 14:18:46

ფიფიას განმარტებით, დღეს სოფლის მეურნეობა რეალური პრიორიტეტია, რომლის განვითარებასაც მთავრობა სისტემურად ახორციელებს.

_ "რთველი 2013"-ი ამ სისტემის შემადგენელი ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება. საქართველოს მევენახეობა–მეღვინეობის დარგის განვითრებაში პირველად, რეალურად გადადგმული ნაბიჯები და 2013 წლის რთველი, იქნება გარდამავალი ეტაპი წარსული პრობლემების დაძლევასა და სექტორის განვითარების მიმართულებით. ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საექსპორტო არეალის გაფართოვებამ, ასევე რუსეთში, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებამ, ივლისის თვის მონაცემებით გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის 43 %-იანი ზრდა განაპირობა.

ამ ფონზე სახელმწიფო დახმარება სწორი მექანიზმის შექმნისკენ იქნება მიმართული, რომელიც გლეხს უფრო კონკურენტუნარიანს, წარმოების პროცესს კი უფრო თანამედროვეს გახდის. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას მოხმარდება. ამგვარი მიდგომა ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნას გაზრდის როგორც შიდა, ისე სექსპორტო ბაზარზე. ეს კი, საშუალებას მისცემს ადგილობრივ კომპანიებს გლეხებისგან სულ უფრო მეტ ყურძენი ჩაიბარონ, _ განაცხადა ფიფიამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს პრიორიტეტები გააცნო და დაგეგმილი პროგრამები დეტალურად განიხილა. მისი თქმით, "რთველი2013"-ის წარმატებით ჩასატარებლად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ინტენსიურად მიმდინარეობდა სამუშაო შეხვედრები ღვინის მწარმოებელებთან, ღვინის ასოციაციის გამგეობის წევრებთან, გლეხებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან.

_ 2013 წლიდან სახელმწიფო იზრუნებს კერძო სექტორის ინტერესების მაქსიმალურ დაცვასა და პარიტეტულობის შესანარჩუნებლად გლეხების დახმარებაზე - არ მოხდება დიფერენცირება მცირე და დიდი ფართობებიდან მიღებულ ყურძენზე, თანაბარი პირობები შეიქმნება მეწარმეებისთვის და მცირე ფერმერებისთვის. სუბსიდიის პროგრამა განხორციელდება კომპანიებისათვის ყოველგვარი ვაუჩერის გარეშე. სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე, შეადგენს 40 თეთრს, ხოლო 1კგ საფერავის შემთხვევაში - 25 თეთრის ოდენობით.

შეღავათიანი აგროსესხების პროექტს დაემატება მე-5 კომპონენტი. გაიცემა შეღავათიანი სესხები ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის - 15 თვიანი სესხი 12%– 15% -ად, აქედან 9%-ს ფარავს სახელმწიფო. 1 ლარად ან 1 ლარზე მეტ ფასად ყურძნის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო პირდაპირი დახმარების წესით, შესაბამისი თანხით უზრუნველყოფს ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, _ აღნიშნა დავითაშვილმა.

"რთველი 2013-ის" ორგანიზებულად ჩასატარებლად შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. შტაბის წევრები იქნებიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. ამოქმედდება ცხელი ხაზი . (577080417; 577080419)

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რთველი დაიწყება აგვისტოს ბოლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან (სოფლები - სამთაწყარო, ფიროსმანი, საბათლო), ხოლო 10 სექტემბრიდან რთველში ჩაერთვებინ ჯერ სიღნაღის, შემდეგ კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისაუბრა გასულ წლებში მეღვინეობის დარგში არსებულ პრობლემებზე, ასევე რთველის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან უხეშ ჩარევასა და ბაზარზე ყურძნის ფასის ხელოვნურად ზრდაში. სახელმწიფო აღმოჩნდა კერძო სექტორის კონკურენტის როლში, რამაც ბაზარზე კერძო სექტორის წილის მკვეთრი დაწევა განაპირობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მომავალი წლიდან, სახელმწიფო აქტიურად იმუშავებს შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე: ვენახების ფართობის დადგენა, აღწერა და ვენახების აღრიცხვიანობის საკადასტრო სისტემის შექმნა. დარაიონება ჯიშების მიხედვით; ყურძნის რაოდენობისა და წარმოების მასშტაბების განსაზღვრა სხვადასხვა რაიონების მიხედვით, რათა ამ კრიტერიუმებით გამოიკვეთოს ღვინის სახეობები, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული წარმოებაში და რეალიზებული ადგილობრივ ბაზარზე; შიდა კოოპერირება ცალკეული მეურნეოებების მიხედვით; ერთობლივი ძალისხმევის ხელშეწყობა მცირე საწარმოების შესაქმნელად და სარეალიზაციო ბაზრებზე გასასვლელად, რის შემდეგაც, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები აღარ იქნებიან დამოკიდებული მსხვილ მეწარმეებზე, სუბსიდირებაზე და ფასების ცვალებადობაზე; სახელმწიფო ხელს შეუწყობს ფერმერთა კოოპერატივების შექმნას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საკუთარი პროდუქციის რეალიზაციაზე.




 ახალი ამბები
  • იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ - მეუფე იოსები იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ, _ ამის შესახებ შემოქმედელმა მიტროპოლიტმა საკვირაო წირვაზე განაცხადა. მეუფე იოსების ქადაგების ნაწილს სოციალურ ქსელში ბარბარე ჭკუასელი აქვეყნებს  მძიმე ზამთარი გველის, ვფიქრობ, დიდი შიმშილობა იქნება. აქედან გამომდინარე, მოსახლეობას ვთავაზობ, გამოიყენოს ეპარქიის კუთვნილი მიწები, დათესოს და საკვები მოიყვანოს. ეკლესიას აქედან ერთი გრამიც არ უნდა. თქვენ შექმნით კოოპერატივები, იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ, _ განაცხადა ... ...
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეების მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ამბობს, რომ ყველა პირს სასტუმროდან გასვლისას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და ისინი ჯანმრთელები არიან. სასტუმრო საკარანტინო ზონაში მომდევნო ნაკადის მისაღებად მზად ... ...
  • "თანხას ორ ოჯახზე გადავანაწილებ" _ ზუგდიდის საკრებულოს წევრი ხელფასზე უარს ამბობსზუგდიდის საკრებულოს წევრი, სალომე ფაცაცია კუთვნილ ხელფასზე უარს ამბობს. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, ეს თანხა 2 ოჯახზე გადანაწილდება. "მე არ ვარ თანამდებობის პირი, მე ვარ საკრებულოს რიგითი წევრი, ჩემი საკრებულოს წევრის ხარჯის ანაზღაურება თვეში შეადგენს 397 ლარს! მე ვალდებული ვარ, ჩემი უბნელების, ჩემი მეზობლების, ჩემი მეგობრების წინაშე. დიდი თანხაა არაა, მაგრამ მე უარს ვამბობ ამ თანხაზე მანამ, სანამ არ გაუმჯობესდება საქართველოში ვითარება. 397 ლარს ორ ოჯახზე გადავანაწილებ და თითო ოჯახს 198.50 ლარს პირდაპირ ჩავურიცხავ ანგარიშზე", _ წერს ... ...
  • საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერის მერის მეუღლეს კორონავურუსი დაუდგინდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" ბენიამენ ფალავანდიშვილმა დაუდატურა. "გუშინ დაუდასტურდა. ამ დროისთვის იგი ბოქსირებულ პალატაშია გადაყვანილი. ჩემი მეუღლე არის ინფექციონისტი და შესაბამისად, ყველა ინფიცირებულთან ჰქონდა შეხება", _ ამბობს ... ...
  • სამტრედიაში აგრარული ბაზარი დაიხურააგრარული ბაზრით მოსარგებლე მოსახლეობას დღეს დილით საკოლმეურნეო ბაზრის შესასვლელი დაკეტილი დახვდა. ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, აგრარული ბაზარი დაეხურა. ამ ფაქტმა მყიდველებზე მეტად ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებული მაღაზიების მეპატრონეები გააღიზიანა. ,,გავეფრთხილებინეთ მაინც, პარასკევს პროდუქტის ახალ პარტიას აღარ მივიღებდით, რა უნდა ვქნათ ახლა. გვეუბნებიან 21 აპრილამდე დაკეტილები უნდა იყოთო, მანამდე მალფუჭადი პროდუქტები ხომ გაგვიფუჭდება და დავიქცევით", _ "გურია ნიუსთან" სამტრედიის აგრარული ბაზარის ტერიტორიაზე განთავსებული 10-ვე მაღაზიის მეპატრონის სათქმელს ამბობდა ამირან რამიშვილი. ,,გურია ნიუსს" საწინააღმდეგო უთხრა მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში. თანგო ცაგურიას განმარტებით, ყველა მაღაზიის მეპატრონე მათ გუშინ გააფრთხილეს: ,,ყველა მათგანს გუშინვე მივეცით გაფრთხილება. ჰქონდათ საშუალება, გუშინ და დღეს მაღაზიებიდან გაეტანათ მალფუჭადი პროდუქტები. ამას ხელისუფლება ისევ ხალხის საკეთილდღეოდ აკეთებს, რომ არ მივიღოთ მარნეულისა და ჩვენი მეზობელი მუნიციპალიტეტების მაგალითები". სამტრედიაში აგრარული ბაზრის დახურვას მოსახლეობის დიდი ნაწილი გაგებით ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...