"ალ ჯაზირა": "საქართველო უცხოელი მიწის მფლობელების წინააღმდეგ"

საზოგადოება

"ალ ჯაზირა": "საქართველო უცხოელი მიწის მფლობელების წინააღმდეგ"

2013 აგვ 15 11:05:30

"წლების განმავლობაში უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის შემდეგ პატარა ქვეყანა შეშფოთებულია არამოქალაქეებზე მიწების მიყიდვის მასშტაბით.

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი რეგისტრირებული არ არის, რაც მის მფლობელს მიწის ლეგალურად გაყიდვის საშუალებას უსპობს. 37 წლის ჯონ ვუნდემანი საქართველოში პირველად 1995 წელს ჩავიდა. ის მთის სოფლებში პოლიფონიურ ფოლკლორულ სიმღერებს აგროვებდა. ახალ ქვეყანაში ჯონი თავს კარგად გრძნობდა და ამიტომ მალე ამ საზოგადოების სოციალური ნაწილი გახდა. მან ღვინის პატარა ქარხანა, ორი ბარი და ტურისტული კომპანია ჩამოაყალიბა, რომელიც უცხოელებს ღვინის ტურებს სთავაზობდა.

"ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია და კარგად მიმიღეს. ვისწავლე ქართული და შევიყვარე ადგილობრივი კულტურა, რაც ძალიან მეხმარებოდა," _ ამბობს ვუნდემანი "ალ ჯაზირასთან".

მაგრამ საქართველო, რომელიც ვუნდემანს ერთ დროს ხელგაშლილი დახვდა, დღეს ნაკლებ სტუმართმოყვარეობას იჩენს უცხოელების მიმართ. პოლიტიკოსები და ფერმერები უცხოელებზე მიწის გაყიდვის გახშირებულ შემთხვევებს აპროტესტებენ. 2013 წლის იანვარში, ასობით ქართველმა ფერმერმა აქცია გამართა და ქართული მიწის ქართველებისთვის რეზერვაცია მოითხოვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გაღიზიანდნენ, როდესაც ინდოელი ფერმერების საქართველოში ჩამოსვლა და სოფლის მეურნეობაში ინვესტირება მომაკვდინებელ საფრთხედ შეფასდა. 2012 წლის შემდეგ დაახლოებით 2000 პუნჯაპელი ინდოელი დასახლდა კახეთში და ბოსტნეულის მოყვანა დაიწყო.

"მე არ მინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე დასახლდეს ქართულ მიწაზე. მოვა დრო და ინდოელები ყველაფერს იყიდიან საქართველოში," _ ამბობს წნორელი ფერმერი გივი გზირიშვილი.

პუნჯაპელი ფერმერები სერიოზულად შეაშინა ქართველების ხშირმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ მტერი _ რუსეთის სახით სულ რაღაც ათეული კილომეტრების მოშორებით დგას და რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია.

"ვარდების რევოლუციით" მოსულმა პრო-დასავლურმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უცხოელ ინვესტორებს კარი ფართოდ გაუღო.

ქვეყანამ უცხოურ კომპანიებზე გაყიდა ან ლიზინგის წესით გასცა ბევრი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი, მაგალითად, მადნეული, თბილწყალკანალი, თელასი, ბათუმისა და ფოთის პორტები. სააკაშვილი გამოსცემდა მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებს, რაც უცხოელ ინვესტორებს მიიზიდავდა. 2012 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ყველა ის ნორმა, რაც უცხოელზე მიწის მიყიდვას აფერხებდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უცხოელების მიმართ მეგობრული დამოკიდებულება შემცირდა.

" ტყეები და მიწა უნდა ეკუთვნოდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, საძოვრები კი თვითმმართველ ინსტიტუტებს. აქედან გამომდინარე, ვერც ინდოელი, ვერც პაკისტანელი და ვერც პუნჯაპელი ფერმერები ვერ შეძლებენ ქართული მიწების ხელში ჩაგდებას," _ უთხრა "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ ერთ-ერთ ადგილობრივ მედია საშუალებას.

28 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა დროებით შეაჩერა სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვის პროცესი, რაც 2014 წლის ბოლომდე გაგრძელდება. კანონს ხელი პრეზიდენტმა სააკაშვილმაც მოაწერა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია არ ფიქრობს რომ მიწის ახალი კანონი უცხოურ ინვესტიციებს შეამცირებს. მისი თქმით, სოფლის მეურნეობაში ინვესტირების მსურველი ისედაც მცირეა. ფიფია ამბობს, რომ 2000 პუნჯაპელი ფერმერი, რომლებმაც მიწები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში იყიდა, რეალურ ინვესტორებში არ უნდა აგვერიოს: "რეალური პრობლემა ის არის, რომ მიწების 80% რეგისტრირებული არ არის. ამიტომ მფლობელებს არ შეუძლიათ მისი კანონიერი გზით გაყიდვა ან დაგირავება. მორატორიუმის პერიოდს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ აიზომოს და დარეგისტრირდეს ეს მიწები."

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო" მიიჩნევს, რომ მიწების გაყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადება ანტიკონსტიტუციურია და საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამის სარჩელსაც შეიტანს.

ქართველ ფერმერთა გაერთიანების პრეზიდენტი რაულ ბაბუნაშვილი მიიჩნევს, რომ მორატორიუმი არაეფექტურია, რადგან უცხოელები მიწის შესაძენად მაინც გამონახავენ გზას: "უცხოელს, რომელსაც საქართველოში მიწის ყიდვა სურს, ადვილად შეუძლია ქვეყნის მოქალაქეობა მიიღოს და ამ გზით მიაღწიოს საწადელს. უცხოელებს მიწის ყიდვა არ უნდა ავუკრძალოთ, პირიქით ხელი უნდა შევუწყოთ ქართველ ფერმერებს რომ კონკურენცია გაუწიონ მათ," _ ამბობს ბაბუნაშვილი "ალ ჯაზირასთან".

მიზეზი, რის გამოც ქართველები უცხოელი მიწისმფლობელების მომრავლებამ შეაშინა, ქვეყნის სიმცირე და სახნავი მიწების ნაკლებობაა.

სტატისტიკის ოფისის მონაცემებით, ქვეყნის ფართობი 69,700 კვადრატული კილომეტრია და აქედან მხოლოდ 2.6 მლნ. ჰექტარი გამოდგება მიწათმოქმედებისთვის.

ამ დრომდე არ არსებობს სტატისტიკა, თუ მიწების რა წილს ფლობენ ადგილობრივი და უცხოელი ფერმერები.

უცხოელი ინვესტორების მიმართ დამოკიდებულების შეცვლის მიუხედავად, ვუნდემანი დარწმუნებულია, რომ მის ბიზნესს საფრთხე არ ემუქრება: "ქართველები ღვინოს 8 ათასი წლის წინაც აყენებდნენ. ყველა ეძებს კარგ სამზარეულოს და სასმელს პოლიტიკის მიუხედავად. ეს ყველა პოლიტიკაზე მაღლა დგას, ასე იყო და იქნება."




 ახალი ამბები
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...
  • სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - ექიმებმა ვეფხვაძის გადარჩენა ვერ შესძლესგოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს, თუმცა ერთ კვირიანი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 41 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით, ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. ვეფხვაძე 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე დაჭრეს, თუმცა, დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...