დაიხურება თუ არა საავადმყოფო ჩოხატაურში

საზოგადოება

დაიხურება თუ არა საავადმყოფო ჩოხატაურში

2011 ივნ 1 08:06:04
_ ჩვენი კომპანია საკმაოდ წარმატებულია სამედიცინო სფეროში. ჩვენი დონორია ებრაული კომპანია, რომელიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 9 რეგიონულ სამედიცინო ცენტრს ააგებს. ბუნებრივია, ყველა რეფორმას თან ახლავს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. როცა რეფორმა იწყება, დასაწყისში, შესაძლოა, ბევრი რამ იყოს უარყოფითი, მაგრამ შემდეგ ვითარება უმჯობესდება. ჩვენი კომპანია კერძოა და ბუნებრივია, ბიზნესის თვალით უყურებს ყველაფერს. ლანჩხუთში მომუშავე მედპერსონალს იმ დონეზე ვიცნობ უკვე, რომ გარკვეული ანალიზის გაკეთება შეიძლება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე შტატები შენარჩუნდება, მომავალში კი რა იქნება, წინასწარ ვერ გეტყვით. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: არსებული პერსონალი აუცილებლად უნდა გადამზადდეს. საერთოდ, რეგიონებში, მედიცინის მუშაკების მენტალიტეტიც არის შესაცვლელი. ლანჩხუთში ვინც კარგი სპეციალისტია, ბუნებრივია, იმუშავებს, ვისაც სერტიფიკატი არ აქვს, მასთან თანამშრომლობა, ალბათ, არ შედგება, _ ეს განცხადება, კომპანია "ადიტტი"-ს რეგიონულმა მენეჯერმა, ზურაბ დანელიამ ლანჩხუთში სტუმრობისას გააკეთა.

მანვე დადო პირობა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, თუმცა, როგორც გვითხრეს, პირიქით მოხდა _ ლანჩხუთის ჩაჩავას სახელობის სამედიცინო ცენტრში მომსახურების ფასები ძალიან გაძვირდა. თანაც, ეს გაძვირება ექიმების შემოსავალზე არ ასახულა. როგორც მედიკოსებმა განგვიმარტეს, 15-ლარიანი ქვითრიდან, რომელსაც პაციენტი იხდის, მათ 2,5 ლარი ერგებათ. ლანჩხუთის საავადმყოფო უკვე დატოვა წამყვანმა ქირურგმა, მალხაზ მირცხულავამ, რომელიც სამუშაოდ სამტრედიაში გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, მას სხვა ექიმებმაც მიბაძონ.

ანალოგიური სიტუაციაა ჩოხატაურში, სადაც დანელიას სტუმრობას ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა:

_ "მოგესალმებით ჩემ მიწაზე!" _ ასე შეხვდა კომპანიის მენეჯერი ჩოხატაურელ ექიმებს. "თავიანთ მიწაზე" "ადიტტი"-ს წარმომადგენლებმა საკუთარი წესები შემოიღეს: როგორც გვითხრეს, შეამცირეს ხელფასები, გააუქმეს რამდენიმე შტატი; ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 1 ივნისიდან ექიმები გამომუშავებაზე გადავლენ.

ლანჩხუთის მსგავსად, ჩოხატაურის საავადმყოფო დატოვა წამყვანმა პედიატრმა ვახტანგ გაჩეჩილაძემ და სამუშაოდ ოზურგეთში, შპს "სააქიმოში" (ე.წ. "რუდოს კლინიკა") გადავიდა:

_ გაყიდვიდან თუ ე.წ. ინვესტიციიდან 3 თვის განმავლობაში ველოდებოდით კონტრაქტებს. როგორც იქნა გამოაგზავნეს, თუმცა არ იკადრეს, რომ ერთი წარმომადგენელი მაინც ჩამოსულიყო და ჩვენთვის განმარტებები მოეცა. ამან ექიმები გააღიზიანა და ბევრმა კონტრაქტზე ხელი არ მოაწერა. სწორედ ამის შემდეგ ჩამოვიდა ვიღაც დანელია, რომელიც ასე მოგვესალმა: _ "მოგესალმებით ჩემ მიწაზე!" ურთიერთობებში და საუბრებში ამ კაცმა თქვა კიდეც: _ ჩემია ეს ყველაფერი და მე რასაც მინდა, იმას ვიზამ". მე პირადად ვესაუბრე და როცა პირობებზე წავიდა საუბარი, მითხრა _ "მე არ ვარ ინვესტორი, მე ვარ მეპატრონე". აქ უკვე ყველაფერი გასაგები იყო და ის პირობები, რომელიც ამ კომპანიამ შემომთავაზა, არ მიმიღია. ამიტომაც წამოვედი, _ გვითხრა გაჩეჩილაძემ.

არსებული ინფორმაციით "ადიტტი", რომელიც კომპანია აიჰოპის შვილობილი კომპანიაა, 100 საავადმყოფოს პროექტში მონაწილეობდა და აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა.

ითქვა იცის, რომ კომპანია ფინანსურ კრიზისს განიცდის და დაპირებული ახალი საავადმყოფო ლანჩხუთსა და ჩოხატაურში შორი პერსპექტივაა. აღებული ვალდებულების თანახმად, ჩოხატაურში ახალი საავადმყოფო 2012 წელს უნდა აშენდეს, თუმცა მშენებლობა დაწყებულიც არ არის. კომპანიას არც დაპირებული უახლესი აპარატურა გამოუგზავნია. მრავალი მცდელობის მიუხედავად, კომპანიის ხელმძღვანელობას ვერ დავუკავშირდით. დანელიას მიერ დატოვებული არც ვებსაიტის მისამართია სწორი და არც ელექტრონული ფოსტისა.

ჩოხატაურელი მედიკოსები კი არ გამორიცხავენ მალე მათაც დატოვონ საავადმყოფო:

_ ცოტა ხანში კლინიკა " მამქოლი" გაიხსნება, რომელიც ევრო სტანდარტების შესაბამისად არის აშენებული. გვაქვს ინფორმაცია, რომ აპარატურაც შესაბამისი იქნება. მე პირადად, თუკი იქნება შემოთავაზება ამ კლინიკის ხელმძღვანელობიდან, აუცილებლად გადავალ, _ აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

გაჩეჩილაძეს სხვა ექიმებიც ეთანხმებიან და ამბობენ, რომ "ადიტტ"-ში მცირე ხელფასებს უმუშევრობის შიშის გამო დათანხმდნენ. როგორც მედიკოსები ამბობენ, არ არის გამორიცხული საავადმყოფო დაიხუროს.

_ ოზურგეთში "ავერსის" კლინიკა შენდება. გურიაში დაზღვეულების 80% "ალფას" ეკუთვნის, რომელიც "ავერსის" კუთვნილებაა. შესაბამისად, კომპანია საკუთარ დაზღვეულებს მისავე კლინიკაში წაიყვანს, რაც ავტომატურად საავადმყოფოს დახურვას გამოიწვევს, რადგან ჩოხატაურში გადახდისუნარიანი პაციენტების ძალიან მცირე რაოდენობაა. თან გასათვალისწინებელია ისიც, რომ "ადიტტЙ-ზე ადრე, საუკეთესო პირობებს "მამქოლი" პირდება ჩოხატაურელებს, _ ამბობს გაჩეჩილაძე.

"ადიტტ"-ის ჩოხატაურის განყოფილების დირექტორი, თემურ კოროშინაძე კითხვაზე _ შემოთავაზების შემთხვევაში, გადავა თუ არა სხვა კლინიკაში ასე გვპასუხობს:

_ ჯერჯერობით მსგავსი შემოთავაზება არ მქონია და შესაბამისად, არც ამ საკითხზე მიფიქრია. ამ ეტაპზე ვარ "ადიტტის" ჩოხატაურის განყოფილების დირექტორი.

კოროშინაძე საავადმყოფოდან გაჩეჩილაძის წასვლის მიზეზებსაც არ აკონკრეტებს:

_ გაჩეჩილაძემ განცხადება დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. თუმცა, მიზეზებზე შეგიძლიათ მას ჰკითხოთ.

_ როგორც თქვენმა თანამშრომლებმა გვითხრეს, "ადიტტის" უკმაყოფილოები არიან... გვითხრეს, რომ შტატები, ხელფასები შემცირდა, რომ პირობები არ ვარგა და არც დაპირებული უახლესი ტექნიკა ჩანს, რემონტზე რომ არაფერი ვთქვათ...

_ რა თქმა უნდა დაპირებული ტექნიკა ჩამოვა უახლოეს პერიოდში. რემონტი არ არის დღის წესრიგში, იმიტომ, რომ ახალი საავადმყოფო აშენდება.

_ როდის უნდა აშენდეს?

_ 2012 წელში.

_ მშენებლობა დაწყებულიც რომ არ არის?

_ ჯერ არ დაიწყება. არ არის გამორიცხული, რომ წელს საძირკველი ჩაისხას, თუმცა ეს არაა საჯარო განხილვის თემაა. 2012 წელში აშენდება ახალი საავადმყოფო.

_ როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სავარაუდოდ სექტემბერში ახალი კლინიკა გაიხსნება, რომელიც ევროსტანდარტებით არის აშენებული და აპარატურასაც მსგავს გვპირდებიან. ამბობენ იმასაც, სპეციალისტებიც კვალიფიციურები იქნებიან. ეს ფაქტორები თქვენი საავადმყოფოს დახურვას ხომ არ გამოიწვევს, მით უმეტეს რომ თქვენ სიახლეს მომავალ წელს გვპირდებით?

_ ის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც სხვადასხვა კატეგორიაში მოიპოვებს ლიცენზიას, თავისუფლად იმუშავებს. ჯანსაღი კონკურენცია სწორედ მაგას ნიშნავს _ ვინც უკეთეს პირობებს შექმნის, ის გაიმარჯვებს. მთავარია, მოსახლეობა დარჩეს მოგებული.

_ ეს ფაქტია გამოიწვევს თუ არა თქვენი საავადმყოფოს დახურვას? თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ მალე "ავერსი" თავის დაზღვეულებს ოზურგეთში წაიყვანს...

_ რაც შეეხება წაყვანას _ ეს ასე არ უნდა მოხდეს. დაცული უნდა იყოს ტერიტორიალური პრინციპი.

_ უნდა იყოს თუ იქნება?

_ მე მაგის გარანტი ვერ ვიქნები. უბრალოდ, მიმაჩნია რომ ეს ასე უნდა იყოს. რაც შეეხება ურგენტულ შემთხვევებს, ის მომართავს სტაციონარს ადგილმდებარეობის მიხედვით. ასე რომ, ეს ყველაფერი მომავლის თემაა... დღესდღეობით ჩვენ ვმუშაობთ. ფაქტობრივად, დღეს გარდამავალი პერიოდია. არის გარკვეული სიძნელეები, გარკვეული პრობლემები, მაგრამ არა გადაულახავი და დაუძლეველი. არა მგონი ის განწყობა იყოს, რომ საავადმყოფო დაიხურება, რადგან ჩვენ ვმუშაობთ და ვასრულებთ ჩვენ მოვალეობას.




 ახალი ამბები
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...
  • სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - ექიმებმა ვეფხვაძის გადარჩენა ვერ შესძლესგოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს, თუმცა ერთ კვირიანი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 41 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით, ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. ვეფხვაძე 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე დაჭრეს, თუმცა, დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...