არჩილ გამზარდია წინასაარჩევნო საზოგადოებრივი კამპანიების შესახებ

საზოგადოება

არჩილ გამზარდია წინასაარჩევნო საზოგადოებრივი კამპანიების შესახებ

2013 სექ 25 14:45:13

_ შეიძლება ითქვას, რომ არსებითი და კონცეპტუალური განსხვავებები საპრეზიდენტო არჩევნებში მაინცდამაინც არ შეიმჩნევა; იგივე საზოგადოებრივი დამოკიდებულებები, იგივე კონკურენციისგან დაცლილი გარემო (მიუხედავად კანდიდატების სიმრავლისა), საზოგადოებასთამ ურთიერთობის იგივე რიტუალური და არა ფუნქციური ფორმა და ა.შ. ბოლო დრომდე საზოგადოებას ჰყავდა "უკონკურენტო“ სიმბოლოები, რაც შეიცვალა საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ დღეისათვის პროცესი კვლავ დამახინჯდა, ამჟამინდელი ძირითადი კანდიდატი პრემიერ მინისტრის წარმომადგენელია - რაც მოცემული მომენტისთვის მას თითქმის "უკონკურენტო“ მდგომარეობაში ამყოფებს. ამას გარდა, ამჟამინდელ საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიას არ გააჩნია უმთავრესი მნიშვნელოვანი ფუნქცია - რეალური რინგი და თანაბარი საზომის მქონე კანდიდატები; რეალურად რომ ვთქვათ, პრეზიდენტობისთვის ბრძოლა არც კი მიმდინარეობს; კანდიდატების ნაწილი იმიჯის რეაბილიტაციის რეჟიმშია, ნაწილი თვითპრეზენტირებისა და ა.შ. ამას გარდა, პრაქტიკულად არ გვაქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის მიზნობრივი და შედეგზე ორიენტირებული პროცესები, გამოყენებულია საზოგადოებრივი კომუნიკაციების განსაკუთრებულად გაცვეთილი და მარტივი ტექნოლოგიები; რაც შეეხება უფრო პოზიტიურ მაჩვენებლებს, მნიშვნელოვან წინწაწევად ჩავთვლიდი იმ ფაქტორს, რომ საზოგადოებრივი გარემო უფრო ნაკლებადაა დაძაბული და კანდიდატების მხარდამჭერების უსაფრთხო გარემოც შედარებით უფრო დაცულია მიმდინარე პროცესში. ასევე უნდა შევნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელიც, ფიქსირდება ე.წ. "როლთა ცვლა“ უცვლელი შინაარსის ფონზე; კერძოდ, ე.წ. ხელისუფლება გამოხატავს თვითკმაყოფილებას და ამჟამინდელ მდგომარეობას წარმატებულად აფასებს, სამომავლოდ კი მეტ წარმატებას პირდება სამიზნე ჯგუფებს, ხოლო მისი ძირითადი ოპონენტი კი მეორე უკიდურესობას გამოხატავს, აცხადებს, რომ მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო გადარჩენის ერთადერთი შანსი თავადაა. განსხვავება მხოლოდ როლებშია, ხელისუფლების რანგში ამჟამად "ქართული ოცნება“ გამოდის, ხოლო ოპოზიციის რანგში "ნაციონალური მოძრაობა“, გასულ არჩევნებზე კი ანალოგიური შინაარსის საზოგადოებრივი პროცესები იყო, მხოლოდ როლები იყო შეცვლილი. აღნიშნული მოცემულობა კი კიდევ უფრო ყალბს და ანტაგონისტურს ხდის საზოგადოების წევრებს. კანდიდატები კვლავინდებურად ძირითადად იყენებენ მხოლოდ დისკრედიტირების საშუალებებს და ვერ წარმოადგენენ პრიორიტეტებზე თუ საკუთარ უპირატესობებზე დაფუძნებულ კამპანიებს, _ ამბობს გამზარდია, რომელიც კანდიდატების პიარ კამპანიებს და თავად კანდიდატებს ჩვენთან საუბრისას სიღრმისეულად განიხილავს.

გიორგი მარგველაშვილი - მან იცის, რომ ის გამარჯვებულია, რადგანაც მისი წარმდგენი პრემიერ მინისტრია და საზოგადოების გადამწყვეტი ხმის რაოდენობა ჯერჯერობით მასზე პოზიტიურად არის ფოკუსირებული; ამდენად, მას ბრძოლის მოტივაცია ნაკლებად გააჩნია; მისი საზოგადოებრივი კამპანიები აგებულია უკვე კარგად გაცვეთილ მეთოდებზე და არაა ძიება საზოგადოებასთან კომუნიკაციის რაიმე ახალ ან საინტერესო ფორმებზე, მათ შორისაა ლოკალური შეხვედრები საკუთარ ამომრჩევლებთან, პრომოუშენის შინაარსით აუცილებლად მოგვაგონდება პრეზიდენტ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის“ ძველი პრომოკამპანიები, რომელიც თავის დროზე უფრო ახალი სიტყვა იყო ქართულ საზოგადოებრივ კომუნიკაციებში; ძირითადი განსხვავება პერსონაჟთა ხასიათებშია - სააკაშვილი იყო ზედმეტად აგრესიული და მძაფრი, ხოლო მარგველაშვილი უფრო პოზიტიურია; თუმცა, ამავე დროს სააკაშვილის პიროვნებათშორისი კომუნიკაციები უფრო ეფექტური იყო მარგველაშვილისგან განსხვავებით, ვგულისხმობ ადამიანებთან პირად შეხვედრებს, მას ჰქონდა ქარიზმა, შეეძლო სხვადასხვა კონტექსტში წარდგენილიყო რიგით მოქალაქეებთან, გადაეღო მათთან ფოტოები, დაერიგებინა ავტოგრაფები შოუ-ბიზნესის ვარსკვლავივით და ა.შ. ამ მხრივ, მარგველაშვილი ბევრად მოუხეშავი და მოუქნელია; მის ნაცვლად გარემოს პრემიერი ქმნის, რამდენადაც საზოგადოებაში თავად პრემიერის პერსონაჟია საინტერესო და არა მარგველაშვილისა; მარგველაშვილის საზოგადოებრივ კამპანიებს ხშირად აკრიტიკებენ და ეს გასაგებიცაა, უპირველეს ყოვლისა, პრობლემა გვაქვს სარეალიზაციო პროდუქტში ანუ თავად მის პერსონაში, ბატონი გიორგი მარგველაშვილი ხელოვნური პერსონაჟია, ის არ არის ბუნებრივი და თვითმყოფადი, არც საზოგადოებისათვის საინტერესო, იგი საინტერესოა მხოლოდ როგორც ბიძინა ივანიშვილის ანარეკლი; ამდენად მისთვის მთავარი ის არის, რომ ზედმეტი შეცდომები არ დაუშვას, სხვა დანარჩენზე თავად პრემიერის იმიჯი და გავლენა მუშაობს. საზოგადოებრივი კამპანიის კუთხით, მისი კამპანიები, როგორც ზემოთ ვთქვი, გაცვეთილი ფორმატისაა, ის მოუხეშავი და მოუქნელია პიროვნებათშორისი კომუნიკაციების დონეზე, თუმცა, ის მეტად მშვიდია, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ასევე ნაკლებად აკეთებს აქცენტს მოწინააღმდეგეებზე, რაც თვისობრივად უფრო პოზიტიური შეტყობინებების სივრცეს ქმნის.

დავით ბაქრაძე - დავით ბაქრაძის კამპანიას ადვილად ეტყობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისათვის კი არ იბრძვის, არამედ მას თავისი ამოცანები აქვს და მოცემულ არჩევნებს იყენებს, როგორც საშუალებას სხვა კონკრეტული მიზნისათვის; ეს მიზანი არც იმდენად ფარულია, როგორც სხვა მიზნები ან ქცევები, რაც ამ კანდიდატს ახასიათებდა - ეს არის სტანდარტული სარეაბილიტაციო საიმიჯო კამპანია; კანდიდატი ბაქრაძე იბრძვის არა სხვა კანდიდატების მომხრეების გადმოსაბირებლად, არამედ დღეისათვის შემორჩენილი შესაძლო მომხრეების შესანარჩუნებლად, ცდილობს აჩვენოს და დაარწმუნოს რა ისინი, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დგომა სასირცხვილო არაა და უსაფრთხოა. დავით ბაქრაძეს რთული ამოცანა შეხვდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მან უნდა მოახდინოს "ნაციონალური მოძრაობისა“ და საკუთარი იმიჯის რეაბილიტაცია საზოგადოებაში და დაელოდოს ხელსაყრელ მომენტს, რათა სტატუს-კვო აღიდგინოს; ამ მხრივ, მოცემული საპრეზიდენტო კამპანია მისთვის უფრო ეტაპია ამ პროცესში; ამავე პროცესში ის ცდილობს მოწინააღმდეგეების იმიჯზე ნეგატიურად ზემოქმედებას, ამაზეა აგებული მთელი წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლები, რაც სერიოზულ შეცდომად მიმაჩნია და წამგებიან სტრატეგიადაც მათ შორის; სარეკლამო რგოლების ფორმატი იდენტურია საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ჯგუფების მიერ წარმოდგენილი სარეკლამო რგოლებისა, მაგრამ ამჯერად ეს ფორმატი არაკონტექსტუალურია, ასევე წამგებიანია სარეკლამო რგოლებში იმავე პოლიტიკის გაგრძელებაზე მესიჯები („ისევ გავაგრძელებთ წინსვლას“ და ა.შ.), რამდენადაც საზოგადოებას ამ პოლიტიკის მიმართ დღემდე რადიკალურად ნეგატიური დამოკიდებულებები გააჩნია; "ნაციონალური მოძრაობის“ კლიპები ორი მიმართულებისაა, ერთი ეს არის საკუთარი თვალსაზრისი წინა მმართველობის პოზიტიური როლისა, რომელსაც უპირისპირებენ ამჟამინდელი მმართველი ძალის მიმართ ნეგატიურ შეფასებებს, ცდილობენ რა, რომ ფაქტობრივ ჭრილში აჩვენონ საზოგადოებას მონაცემები; მეორე მიმართულება კი პირდაპირ "ქართული ოცნების“ ბრალმდებელ-მამხილებელი ხასიათია, ის თავისი კონცეფციით წინასაპარლამენტო არჩევნებისას "ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ჯგუფების მიერ წარმოებული ხელისუფლებისადმი ნეგატიური რგოლების იდენტურია, სწორედ ამგვარ რგოლებს ვხედავდით ჩვენ საპარლამენტო არჩევნების წინ, ამჟამად მხოლოდ ადგილები აქვს შეცვლილი მხარეებს. განსხვავება ისაა, რომ ერთი წლის წინ ამგვარი მესიჯები კონტექსტუალური იყო, ხოლო ამჟამად ეს მესიჯები არაკონტექსტუალურია. ვფიქრობ, "ნაციონალურ მოძრაობას“ მიმდინარე კამპანიისათვის სხვა სტრატეგია უნდა წარმოედგინა, რამდენადაც მათ არ გააკეთეს აქცენტი ისეთ კატეგორიაზე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისადმი“ ანტაგონისტურად არის განწყობილი, მაგრამ ასევე კრიტიკულია "ქართული ოცნების“ მიმართ; ეს დღეს შედარებით გამოთავისუფლებული სამიზნე ჯგუფებია, რომლების "დატაცებაც“ შეიძლება, თუმცა იმ დროს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის“ რგოლები თვითკმაყოფილებაზე და მოწინააღმდეგეების რადიკალურ ნეგატივზეა აგებული, შესაძლო მხარდამჭერებს კარგავს. ზოგადად, ნეგატიური კამპანიები წამგებიანად ითვლება, თუმცა, საქართველოში თავისებურებებით გამოირჩევა და მომგებიან ხასიათსაც იღებს, მთავარია, მისი წარმდგენის რეკრუტირება, ასევე დროულობა და კონტექსტი სწორად იყოს შერჩეული; მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნება“ მრავალმხრივ ამ ნეგატიური კამპანიებით იქნა პრომოუტირებული, ასევე დღეს ბურჯანაძის პრომოუტირება უფრო ეფექტურია ამგვარი დამოკიდებულებით, თუმცა "ნაციონალური მოძრაობისათვის“ ამ მომენტში ეს მიდგომა წამგებიანად უფრო მოჩანს.

ნინო ბურჯანაძე - ნინო ბურჯანაძე, ბაქრაძის მსგავსად, ამ არჩევნებს იყენებს, როგორც საკუთარი იმიჯის რეაბილიტაციის საშუალებას, რამდენადაც მას სერიოზული საშიშროება ჰქონდა, რომ მოღვაწებისას მარგინალ სივრცეში არ გადასულიყო; ის გვერდს უვლის ყველა კრიტიკულ მოსაზრებას თავისი პერსონის მიმართ, არ იღებს პასუხისმგებლობებს საკუთარი სამოღვაწეო წარსულის მიმართ და ყოველ ჯერზე საკომუნიკაციო დისკურსს "ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მიმართავს. საკუთარი მძაფრი განცხადებებით, "ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალი მოწინააღმდეგეების მიმართ გამოხატული სასურველი მესიჯების წყალობით და მტკიცე ქმედებებით ბურჯანაძე არა მხოლოდ საარჩევნო პროცესის სრულფასოვანი მონაწილე გახდა, არამედ პოლიტიკურ კომუნიკაციებშიც ორგანული როლი მოირგო, რაც მისთვის უკვე წარმატებულ ნაბიჯად იქცა. აქვე, შეიძლება აღინიშნოს, რომ ნინო ბურჯანაძე ალბათ ერთადერთი კანდიდატია, ვისაც ძირითად მესიჯებში სრულიად კონკრეტულ მიზანზე აგებული შინაარსი გააჩნია, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მკვეთრი აგრესია და შურისმაძიებლური მიზნები; მიუხედავად იმისა, რომ ეს პიარ კამპანიებში წამგებიან მოდელად ითვლება, ჩვენი საზოგადოების პარადოქსული ხასიათის გამო ბურჯანაძის ნაბიჯები მისთვის ამ ეტაპზე მომგებიანი გახდა. აღნიშნული კამპანია საინტერესოა მხოლოდ ექსპრესიულობით, აქცენტები გაკეთებულია მხოლოდ მოწინააღმდეგეებთან მიმართებაში და შესაბამისი მიზნობრივი აუდიტორიის მხარდაჭერაზე მუშაობს.

გიორგი თარგამაძე - მისი წარუმატებელი პიარკამპანიების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ალბათ პროდუქტის შეუმდგარობაში უნდა მოვიძიოთ უპირველეს ყოვლისა, ეს კანდიდატი გამორჩეულად ზედმეტად ხელოვნურია, თითქოს ეძებს ყველა შესაძლო საზოგადოებრივ ინტერესს და მათ შესატყვის მესიჯებსაც ქმნის, მაგრამ საზოგადოება ამ შეტყობინებებს არ იღებს და არც მხარდაჭერას უცხადებს. ამას გარდა, ბატონი გიორგი თარგამაძე, მიუხედავად იმისა, რომ აქვს გამოცდილება საარჩევნო პროცესებში მონაწილეობისა, პიარკამპანიების თვალსაზრისით მნიშვნელოვან შეცდომებს უშვებს პოზიციონირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმის კუთხითაც, მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებზე გიორგი თარგამაძეს გამოხატული ჰქონდა სააკაშვილისეული ისტერია და ზედმეტი სიმძაფრე ახასიათებდა, რაც არაკონტექსტუალური იყო, ასევე ქცევა-მეტაფორებში არაერთხელ ბაძავდა საქართველოს პრეზიდენტის გამოხატულებებს. ამჟამინდელი კამპანია კვლავ მონოტონურად და არადამაჯერებლად მოჩანს.

_ რა შეიძლება ითქვას დასკვნის სახით? პარადოქსია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ყველა კანდიდატს ერთი მიზანი უნდა ჰქონდეს, არჩევნებში გამარჯვება, თითოეულ კანდიდატს ურთიერთგანსხვავებული მიზნები გააჩნია; ამდენად, წარმომდგენი ჯგუფების მხრიდან, სამომავლოდ, ვისურვებდი თავად გასაყიდი პროდუქტების ანუ საპრეზიდენტო კანდიდატების შემდგარობას, ამას გარდა, წინასაარჩევნო პროცესებში სამოღვაწეო მიზნების უკეთ გააზრებას, რეალური სათქმელის ქონასა და წარმოდგენას საზოგადოებასთან, ასევე სპეციალისტების მომსახურებას, საზოგადოებასთან ურთიერთობების სტრატეგიის, მეთოდების სწორად შერჩევას, იყვნენ არახელოვნურები, გულწრფელები და... ყველაზე მთავარი, იმის გააზრებასა და განხორციელებას, რომ საქართველოს მოქალაქე არის არა მხოლოდ დამატებითი ხმა, არამედ ცოცხალი ადამიანი და თავად კანდიდატები არა მხოლოდ საკუთარი კარიერისათვის უნდა მოღვაწეობდნენ, არამედ კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების შეთანხმებას უნდა ახდენდნენ, _ ამბობს კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია.




 ახალი ამბები
  • დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში - ჟურნალისტების ნაწილი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავსაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ. ისინი ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმად მიიჩნევენ და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად მივიჩნევთ. ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა. დღეს მრჩეველთა საბჭომ და მაუწყებლის დირექტორმა არხის თანამშრომლების მოთხოვნა, - საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მისი განხილვა გადადებულიყო, არ გაითვალისწინა. გაუგებარია, რატომ არის პროცესი ფორსირებული, როდესაც დირექტორს ისედაც აქვს გაცხადებული, რომ რეორგანიზაციას გეგმავს. ამასთან, დაწყებულია დისციპლინური დევნა ახალი ამბების სამსახურის უფროსის - შორენა ღლონტის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად გვიღრმავებს ეჭვებს, რომ მენეჯმენტისთვის სასურველი ახალი კადრების შემოსაყვანად პოზიციები თავისუფლდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მაია მერკვილაძის შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორებენ ახალი ამბების ხელმძღვანელს - შორენა ღლონტს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ვითარება საარჩევნო წელს ემსახურება არასასურველი კადრების, განსაკუთრებით კი - კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორებას. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდებიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ დაზიანდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რაც კიდევ უფრო დააზარალებს მედიაგარემოს, პლურალიზმსა და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში. დირექტორის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები შეეხო სხვა სამსახურებსაც. მაგალითად: საავტორო - შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსის მოადგილეს შემოქმედებითი მიმართულებით - გიორგი მურვანიძეს, ამავე სამსახურის მოადგილეს საორგანიზაციო მიმართულებით - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო. მაუწყებელში დღეს განვითარებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც დაიწყო 2019 წლის აპრილში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, გაგრძელდა მაუწყებლიდან ნათია ზოიძის იძულებით წასვლით და ნათია შავაძესთან შრომითი ხელშეკრულების ამოწურვით."_ ნათქვამია ... ...
  • ჩოხატაურელი ნორჩი მხატვრების წარმატება "ზამთრის ვერნისაჟზე"მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გურიის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების მეცხრე გამოფენა-კონკურსი _ „ზამთრის ვერნისაჟი“ მოეწყო. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციაში, ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს მიერ მიერ დაჯილდოვდნენ სიგელებით, ფულადი ჯილდოთი და ფასიანი საჩუქრებით. ნომინაციაში ,,საუკეთესო ფერწერა'' დაჯილდოვდა პაპუნა ჯინჭარაძე (მე- 5 კლასი), ნომინაციაში ,,საუკეთესო კომპოზიცია'' _ ლუკა ფუტკარაძე (მე-3 კლასი); ნომინაციაში ,,საუკეთესო ნახატი’’ _ ნანა კვინტრაძე (მე-6 კლასი); ნომინაციაში ,,მნახველის სიმპათია’’ _ ანასტასია კობიძე (მე-4 კლასი). ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის ყველა მონაწილე ცენტრის მიერ დაჯილდოვდა სიგელებით გამოფენაზე ... ...
  • ხანძარი ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერშიხანძარი იყო ცოტა ხნის ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსის" ჟურნალისტი იტყობინება, ცეცხლი ეკალ-ბარდებს ეკიდა. ხანძარი ამდროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო მუშაობდა. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ჰექტარი დაიწვა. ასევე, უცნობია ხანძრის გამომწვევი ... ...
  • „ვითხოვთ სამართალს“ _ აქცია ავტობანის მშენებლობაზე ლანჩხუთში, სუფსის მოსახლეობამ ავტობანთან დაკავშირებით აქცია გამართა. ისინი ამბობენ, რომ თანხა, რომელიც სახელმწიფომ მათ კუთვნილი მიწების დათმობის სანაცვლოდ გადაუხადა მიზერულია და საკითხით დაინტერესებას პრემიერ მინისტრს თხოვენ. სუფსის ადმინისტრაციის მოსახლეობის ნაწილის საპროტესტო მუხტი იმ ფართობების კომპენსირების თანხაზე, სადაც ავტომაგისტრალმა უნდა გაიაროს, არახალია _ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფოს მიერ ერთ კვ/მეტრზე შეთავაზებული ფასი. ისინი ხელისუფლებას მოსახლეობის აბუჩად აგდებაში დებენ ბრალს და გაცილებით მეტი თანხის გადახდას ითხოვენ. საქმე სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იმ ნაკვეთებს ეხება, რომლებიც "ფოთი-გრიგოლეთის" 14-კილომეტრიანი მონაკვეთის საზღვრებში ავტობანის მშენებლობის პროექტში მოხვდა. აქედან, "გრიგოლეთი-ქობულეთის ზოლი 10 კილომეტრია. „ჩვენი კერძო საკუთრება (მიწის ნაკვეთები) მიზერულ ფასებად მუქარითა და იძულებაში ჩაყენებით დაგვათმობინეს. დღემდე ვითხოვთ სამართალს, გენპროკურატურასაც მივმართეთ საქმის ჯეროვანი გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ 11 თვეა იძიებენ და ახლა ირკვევა, რომ საქმე შესასწავლად სუფსის პოლიციისთვის გადმოუგზავნიათ. დიდი ალბათობით თანამდებობის პირებმა მიითვისეს ჩვენი კუთვნილი სოლიდური თანხები და ამიტომაც ეტყობა საქმის ჩაფარცხვის სურვილი აქვთ“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხათუნა გუჯაბიძე. ხათუნა გუჯაბიძის თქმით, ფართობების კომპენსირების თანხის თაობაზე სუფსის მოსახლეობის მხრიდან ინფორმირებულია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. „ჩვენ ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით მივაწოდეთ გია ვოლსკისა და თეა წულუკიანს, დაგვპირდნენ საკითხით დავინტერესდებითო, მაგრამ საქმე ამის იქეთ არ წასულა. წულუკიანი მაშინ  დაგვპირდა, რომ საქმეს გენპროკურატურისგან გამოითხოვდა და პასუხს ადგილობრივი ხელმძღვანელობის მეშვეობით შეგვატყობინებდა, ბევრჯერ მოვიკითხეთ მერიაში მინისტრისგან გამოგზავნილი პასუხი, მაგრამ დღემდე არააფერი ჩანს“-  ამბობს ხათუნა გუჯაბიძე. მიწის იმ მესაკუთრეები,  რომელთა ნაკვეთებიც მოექცა გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის პროექტში, საკუთარ პრეტენზიებს „გურია ნიუსთან“ საუბარში აფიქსირებენ: -"მონაკვეთის საზღვრები იწყება ზღვის სანაპირო ზოლიდან 700 მეტრის დაშორებით. ნაკვეთებს მარჯვენა მხრიდან ესაზღვრება საგზაო-სატრანსპორტო მაგისტრალი, მარცხენა მხრიდან კი _ მდინარე სუფსა. არის ვაკე ადგილი და თავისი მდებარეობის მიხედვით პრესტიჟულია ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობისთვის. მოსახლეობას გვქონდა დიდი მოლოდინი, რომ ამ ნაკვეთებში სახელმწიფო სოლიდურ თანხას გადაგვიხდიდა და ღირსეულად მოგვექცეოდა, მაგრამ მოხდა პირიქით. სუფსის საზღვრებში განლაგებული მიწის ნაკვეთები (ე. წ. "ნაოჩვანი"), რომლებიც წარმოადგენს 32 ოჯახის კერძო საკუთრებას, მდებარეობს პრესტიჟულ ადგილზე, დანიშნულებით _ სასოფლო-სამეურნეო, მოხვდა ავტობანის მშენებლობის პროექტში. ამ შემთხვევაში მიწის მესაკუთრეებთან მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და არც გზის დეპარტამენტის მხრიდან არანაირ შეხვედრას, შემოთავაზებას და კონსულტაციას ადგილი არ ჰქონია. დეპარტამენტის წარმომადგენლები გვაძალებდნენ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და ჩვენი საკუთრების დათმობას ასეთ მიზერულ ფასად და მოსახლეობაში ავრცელებდნენ ხმებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მესაკუთრეს სახელმწიფო ჩამოართმევდა საკუთრებას _ პროექტის განხორციელების ხელის შეშლასთან დაკავშირებით. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებამ ისე შეაშინა და პანიკაში ჩააგდო სოფლის მოსახლეობა საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომ მათმა ერთმა ნაწილმა, რომლებიც ბანკის ვალებში იხრჩობოდნენ, ამ უსამართლო და ძალით თავსმოხვეულ "ხელშეკრულებას" ხელი მოაწერა.  ჩვენ გვქონდა სიტყვიერი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ მონაკვეთში, ე.წ. "ლოტში", რომელიც, დაახლოებით, 10-კილომეტრიან ზოლს მოიცავს, ჩვენი ნაკვეთების შემდეგ განლაგებულ ნაკვეთებში (რომელიც შედის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში), მესაკუთრეებს გადაუხადეს გაცილებით სოლიდური თანხები 1კვ. მეტრში. ზოგან 25-60 ლარი ერთ კვ, მეტრში, ზოგან კი 40-დან 120 ლარამდე“, _ ამბობს მიღებული კომპენსაციით უკმაყოფილო მოსახლეობა და ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას ... ...
  • საზარელი ტრაგედია ვანში - 26 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით თავი მოიკლავანში, სოფელ მუქედეში 26 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა. ავთანდილ გუბერიძის განცხადებით,სუიციდის ფაქტი 16 თებერვალს მოხდა.  ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზიზეზი, უცნობია.  შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...