რკინიგზის სადგურ "ლანჩხუთის“ გარემონტებული შენობა და უწყლობით შეწუხებული მგზავრები

საზოგადოება

რკინიგზის სადგურ "ლანჩხუთის“ გარემონტებული შენობა და უწყლობით შეწუხებული მგზავრები

2013 ოქტ 2 15:27:54

აღნიშნული პრობლმების გამო შეწუხებულია როგორც სადგურის თანამშრომლები, ასევე მგზავრები. მათი თქმით, სადგურს წყლის მიწოდება თითქმის ერთი წელია შეუწყდა. უწყლობის გამო აღარ ფუნქციონირებს მგზავრთა საპირფარეშო და იქ საშინელი ანტისანიტარიაა.

ცნობისთვი, მუნიციპალიტეტიდან სოფლებში სამარშრუტო ტაქსები ზოგან მხოლოდ ერთხელ დადის, რის გამოც რაიონიდან სხვადასხვა ქალაქებისკენ მიმავალ მგზავრებს მატარებლის ლოდინი საათობით საპირფარეშოსა და წყლის გარეშე უწევთ.

"ყველაზე მეტად რაც გვაწუხებს, ეს უწყლობაა. ალბათ წელიწადია აქ წყალი არ მოდის. გვპირდებიან იქნება, დაპირებები არის, მაგრამ ასრულების რა მოგახსენოთ. ამით პრობლემა გვექმნება როგორც ჩვენ, ისევე მგზავრებს. დამლაგებელი წყალს სახლიდან ეზიდება. რამდენი უნდა მოიტანოს, რომ ამხელა დარბაზსაც და საპირფარეშოსაც ვამყოფინოთ?! ერთი ვედრო წყალი არაფერს არ ნიშნავს ამხელა დარბაზზე და ოთახებზე. ამბობენ, რომ სადგურს ნებართვა არ ჰქონდა და ამის გამო ჩაჭრეს წყალი. არ ვიცით ვისი მიზეზით ვერ ხერხდება ამ პრობლემის მოგვარება. ის, რომ უწყლობა ძალიან დიდ პრობლემას გვიქმნის ფაქტია", _ ამბობენ სადგურის თანამშრომლები.

"გურია ნიუსი" დაინტერესდა თუ ვინ შეასრულა სარემონტო სამუშაოები სადგურ "ლანჩხუთში" და ვის ვალდებულებაშია წყლის პრობლემის მოგვარება. ჩვენ დავუკავშირდით სადგურის უფროსს კახა ჩაჩუას. მისი თქმით, ეს პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც სადგურ ლანჩხუთს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა, პრობლემის მოგვარება სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის ვალდებულებაა, თუმცა, ეს საქმე საკმაოდ გაჭიანურდა, რომლის მიზეზებზე სადგურის უფროსი ინფორმაციას არ ფლობს.

"ჩვენთან რემონტი ზაფხულში ჩატარდა. სარემონტო სამუშაოები შეასრულა კომპანია ,,ფროფერტი მენეჯმენტმა.“ კომპანიამ, რომელმაც სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, მილები გაიყვანა, დააყენა მრიცხველიც, მაგრამ ტექნოლოგიური პირობები არ იყო დაცული. ამ პრობლემის მოგვარება თბილისიდან უნდა გადაწყდეს. დეპარტამენტი ინფორმირებულია ამის შესახებ და არის საუბარი, რომ წყლის მიწოდება დაახლოებით ერთი თვის ვადაში უნდა აღდგეს", _ გვითხრა ჩაჩუამ.

წყალკანალში აცხადებენ, რომ სადგურისთვის წყლის მიქოდების პრობლემას ტექნიკური პირობების შეუსრულებლობა ქმნის.

"სადგურს წყალკანალის მიმართ ტექნიკური პირობის დავალიანება აქვს. ჩვენ როცა ახალი ობიექტი აგვყავს აღრიცხვაზე, მან უნდა აიღოს დაერთების ტექნიკური პირობა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: გაიზომება მანძილი, დიამეტრი, რა მილით უნდა შეყვანა და ეს ღირს გარკვეული თანხა, ეს უნდა გადაიხადოს დამკვეთმა. მათ არ გადაიხადეს და წყალი დავულუქეთ, მხოლოდ ეს არის მიზეზი. ამ წუთშივე ჩავრთავთ წყალს მთავარია საბუთები იყოს მზად", _ გვითხრა წყალკანალის დირექტორის მოადგილემ ლევან აფხაზავამ.

 




 ახალი ამბები
  • ეს ძალიან მნიშვნელოვანია _ რა უნდა ვიცოდეთ საყოველთაო კარანტინის დროს მოქმედი წესების შესახებმთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სხდომა დღეს გაფართოებულ ფორმატში გაიმართა და მას საბჭოს წევრების გარდა დედაქალაქის მერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად, ხაზგასმით აღვნიშნავ - ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან დაიწყება. ეს კარანტინი ნიშნავს შემდეგს: · სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის. · დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. · ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით. · იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია. · ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული. ასევე, რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება. · აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. · იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მიმართ ვალდებულება აქვს, რომ დაეხმაროს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. · ყველაზე მნიშვნელოვანი - საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი. · პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდსა და ქ. გორში. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები. · ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტი - ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,“- განაცხადა საქართველოს ... ...
  • რა ცვლილება შევიდა სამტრედიის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამაში დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. დეპუტატები პირბადეებითა და ხელთათმანებით იყვნენ, დაცული იყო ასევე ერთმეტრიანი დისტანცია. სამი დეპუტატი კენჭისყრაში ონლაინ ღებულობდა მონაწილეობას. 31 მარტის საკრებულომ მხარი დაუჭირა ააიპებში შიდა მუხლობრივ ცვლილებებსა და სამტრედიის ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტების დამტკიცებას. საკრებულოს დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამაში ცვლილების შეტანა იყო. საკრებულოს გადაწყვეტილებით, მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების თანხა, 250 ლარი, გარდა უპატრონო და იძულებით გადაადგილებული პირებისა, 2020 წლის 31 მარტიდან გადაეცემათ ასევე მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დღეს, თანხმობა მისცა უკურნებელი სენით, მეოთხე და მესამე სტადიის მქონე ონკოლოგიური პაციენტებისთვის ერთჯერადად 150 ლარის ... ...
  • რა განსხვავებაა მოლეკულურ და სწრაფ ტესტებს შორისსაკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განმარტა, რა განსხვავებაა მოლეკულურ და სწრაფ ტესტებს შორის. „არსებობს კლასიკური მოლეკულური ტესტი, ის რასაც ლუგარის ლაბორატორია და ამ ეტაპზე ინფექციური საავადმყოფო, ქუთაისის და ბათუმის ფილიალები აკეთებს. ამ პროცესში ჩაერთო ერთ-ერთი კერძო ლაბორატორია თბილისში. ყველა ესენი სარგებლობენ პი-ჯი-ერ (პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის ტესტი) ტესტით. რომელიც არის ოქროს სტანდარტი დიაგნოსტიკაში. ძალიან ბევრი დაავადების და მათ შორის Covid-19-ის დიაგნოსტიკაში. ამ ტესტს სჭირდება რამდენიმე საათი, იმისთავის, რომ პასუხი მივიღოთ. ასევე არსებობს დაჩქარებული პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის დაჩქარებული ტესტები. ტესტირება ხდება კარტრიჯული სისტემით და არ სჭირდება მაღალი კლასის სპეციალისეტები. ეს აპარატი საქართველოში არის 50. გარდა ამისა, არსებობს სწრაფი ტესტები, რომლებიც უკვე შემოსულია საქართველოში. ეს იქნება ვალიდაციისთვის, რამდენად იმუშავებს ეს ტესტები. ეს ტესტი კარგია, მაგრამ სჭირდება აპარატი, რომელიც ტესტის შედეგს ხილულს ხდის. ეს არის სწრაფი ტესტი, ოღონდ ცოტა სხვა ტექნოლოგიებით გაკეთებული. ასევე არსებობს სწრაფი, მარტივი ტესტები, რომლებიც სისხლის წვეთით კეთდება. თუმცა არის ტესტები, რომლებიც ვენურ სისხლზე მუშაობს. ეს არის ანტისხეულების, ანუ ორგანიზმის პასუხის აღმომჩენი ტესტები. ასევე არის სწრაფი მარტივი ტესტი ანტიგენის აღმოჩენის, რომელიც მხოლოდ კორეას აქვს. კორეასთან მიდის მუშაობა, რადგან ამ ქვეყანასაც ეს ტესტები შეზღუდული რაოდენობით აქვს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. იმნაძემ აღნიშნა, რომ  კორონავირუსის დამდგენი ტესტებით მსოფლიო ბაზარი სავსეა,  თუმცა, შერჩევას დიდი სიფრთხილე ... ...
  • ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყოლანჩხუთში, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების მშობლებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყო და როფორც ცენტრის ხელმძღვანელი ნატა კობალავა ამბობს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მაქსიმალურად გათვალისწინებულია რეკომენდაციები და დაცულია უსაფრთხოების წესები. მისივე ინფორმაციით, თითოეული აღსაზრდელის მშობელი მათსავე ბაღში მიიღებს განკუთვნილ ... ...
  • ლევან რატიანი: ამ ეტაპზე ომში მეტწილად გავიმარჯვეთდღეს ძალიან ბედნიერია მთელი ჩვენი კლინიკა, რადგან ომში მეტწილად გავიმარჯვეთ და პაციენტის, რომელიც კრიტიკული მდგომარეობით იყო შემოსული, მდგომარეობა გაუბჯობესდა და არის კონტაქტური, _ ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან რატიანის თქმით, აღნიშნულ პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ყველა გართულება, რაც ამ დაავადებისა და კორონავირუსისთვის არის დამახასიათებელი. „ამ ეტაპზე უნდა გითხრათ, რომ ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, ვინაიდან პაციენტი გახდა კონტაქტური, ადექვატური და დღის ბოლომდე შეიძლება იგი აპარატიდან მოიხსნას. რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც არის კოვიდინფიცირებული, აქვს გულის უკმარისობა და ამავდროულად ასაკი, ამ ქალბატონის შესახებაც მინდა გითხრათ, რომ ჩატარებული კვლევებითა და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით, დადებითი დინამიკაა მიღწეული და გამარტივდა სუნთქვის პარამეტრები. კიდევ ერთი გამარჯვებაა ის, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური ფუნქციები უკეთესია, იმედია ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში ეს პაციენტიც მოიხსნება აპარატიდან“, - განაცხადა ლევან ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...