სტუმრად პენსიონერთან

საზოგადოება

სტუმრად პენსიონერთან

16 ივნ. 2011, 09:23:00
ნინა ბებო მარტოხელა პენსიონერია. მას შემდეგ, რაც მეუღლე დაეღუპა, 20 წელი გავიდა. ჰყავს ერთი ქალიშვილი, რომელიც იმერეთის ერთ-ერთ სოფელშია გათხოვილი, ამიტომ დედასთან მოსვლას ხშირად ვერ ახერხებს. 72 წლის ქალბატონი საოჯახო საქმეებს მარტო უძღვება. ამბობს, რომ ოჯახში ქალიც თვითონაა და კაციც.

ჩვენ დავინტერესდით, როგორ ანაწილებს ჩოხატაურში მცხოვრები პენსიონერი თავის პენსიას მთელი თვის განმავლობაში და მასთან სტუმრად მისვლა გადავწყვიტეთ.

ნინა ბებო მხიარულად შეგვხვდა და სახლში გულთბილად მიგვიპატიჟა. უცბად ყავაც მოგვართვა და საუბრისთვის მოხერხებულად მოეწყო.

_ ნინა ბებო, პენსია რამდენი გაქვთ?

_ 87 ლარი.

_ როგორ ხარჯავთ ამ 87 ლარს თვიდან თვემდე?

_ მაგის დახარჯვას რა უნდა, შვილო?! ფულს რომ ავიღებ, ორ დღეში აღარ არის, ბაზრისთვის ძლივს გადავინახავ ხოლმე 10 ლარს.

_ უფრო დაწვრილებით რომ მომიყვეთ? პირველად რას ყიდულობთ?

_ პირველ რიგში, აფთიაქში მივდივარ. წნევა მაწუხებს, პერიოდულად _ გულიც. წამლებს ვყიდულობ; მერე მაღაზიაში შევდივარ და ცოტა პროდუქტს ვიძენ _ ერთ "პაჩკა" მარილს, ერთ კილო შაქარს, თითო ფხვნილს და საპონს... კიდევ, რა ვიცი _ რაც გამახსენდება და მჭირდება, იმას ვყიდულობ.

_ ერთი კილო შაქარი და ერთი კოლოფი მარილი გყოფნით თვეში?

_ უნდა ვიკმარო. მარტოხელა ქალს მეტი თითქმის არც მინდა. თან როგორი ძვირია მარილი? 60 თეთრი ღირს, ადრე 30-35 თეთრი ღირდა.

_ ფქვილს ყიდულობთ თუ პურს?

_ ფქვილს ვყიდულობ, შვილო. ახლა ისეთი პატარა პურებია, რომ ერთი ცალი ერთ ჭამაზე არ ეყოფა ადამიანს. ამიტომ, პატარა ტომარა ფქვილს ვყიდულობ, ხანდახან ხაჭაპურებს ვაცხობ ხოლმე.

_ რამდენ ლარს იხდით ფქვილში?

_ 26 ლარი ღირს, 18 ლარიდან სანამდე ავიდა! 30 ლარიც ხომ ღირდა? კიდე კაი, ახლა დაიწია ფასმა. გლეხია ცოდო, თორემ ვისაც დიდი შემოსავალი აქვს, იმას რა უჭირს?! მარტო ფქვილი ხომ არ მეყოფა? ზეთი მინდა, ტომატი, ხახვი, ნიორი. ყველაფერს ცეცხლი უკიდია.

_ რამდენი გჭირდებათ ეს ყველაფერი? ყავასაც ხომ ყიდულობთ? თან მშვენივრად ამზადებთ...

_ ყველაფერს ცოტას ვყიდულობ, ეკონომიას ვაკეთებ. ერთ ბოთლ ზეთში 3.60 ლარს ვიხდი, ერთ პატარა ტომატში _ 2.70-ს, ერთი ლარის ყავას _ დაილოცოს მაგის მომგონი, კარგი საშუალებაა! მაგრამ ზოგჯერ, თუ მაღალი წნევა მაქვს, ვერ ვსვამ.

_ ბუნებრივია, ბაზარშიც დადიხართ...

_ კი, აბა რა, შვილო, ბაზრის ფული ცალკე მაქვს გადანახული, გადასახადების ფული ჴ ცალკე.

_ გადასახადებს რამდენს იხდით?

_ დენის და გაზის ფული, ორივე ერთად, 10 ლარია. შუქის გადასახადს ორ-სამ ლარს ვიხდი. ახლა ვაუჩერი მაქვს და 13 ლარი ისევ დასახარჯია. გაზის ფული 5 ლარი გადავიხადე.

_ ბაზარში რას ყიდულობთ და რამდენ ლარს ხარჯავთ ხოლმე?

_ ბაზარში ისეთი სიძვირეა, შვილო, მეტი რომ არ შეიძლება. ხუთი ლარი მიმაქვს, ხოლმე. ამ კვირასაც ერთი კილო კარტოფილი ვიყიდე _ ლარნახევარი გადავიხადე. ერთ კილო ხახვში 1.20 მივეცი, ლარის ჭარხალი და სტაფილო ავიღე, ლარის _ კომბოსტო. მეტი კი არ მოდის ხუთ ლარში. კვირიდან კვირამდე ასე გამაქვს თავი.

_ ეზოში ქათმები შევნიშნე. რას აჭმევთ, სიმინდს?

_ არა, შვილო, სადაა სიმინდის ფული? ერთი ფუთი სიმინდი 30 ლარი ღირს. ქატოს ვყიდულობ ორ ტომარას. ნახევარი ტომარას ქათმებს ვაჭმევ, ხუთი დედალი მყავს. დანარჩენს ჴ საქონელს. 20 ლარის ქატო უნდათ ერთ თვეში.

_ საქონელიც გყავთ?

_ ერთი ძროხა და ხბო მყავს. ჭამა ხომ უნდათ? ყველს ვაგროვებ და შვილს ვუგზავნი. მასაც ძალიან უჭირს _ არავინ არ მუშაობს ოჯახში. თვეში ერთხელ ყველს და ცოტა ფულს ვუგზავნი ხოლმე _ ორი პატარა შვილი ჰყავს, კამფეტს მაინც უყიდიან ბავშვებს.

_ რამდენს უგზავნით?

_ ხან 10 ლარს ჩავდებ, ხან _ ხუთს. რაც მექნება.

_ ახლა დავითვალოთ, როგორ განაწილდა თქვენი პენსია.

_ კი, ბატონო. ქატო _ 20 ლარი, ფქვილი _ 26 ლარი, 10 ლარი პირველადი მოხმარების პროდუქტი, 10 ლარი _ ბაზარში, 10 ლარიც _ გადასახადი. ეს რამდენია? 77 ლარი, ხომ? დანარჩენს ყველთან ერთად ვუგზავნი შვილს.

_ სოციალურად დაუცველის დახმარება არ გაქვთ?

_ არა. ორჯერ დავწერე განცხადება და ორივეჯერ მაღალი ქულა მომივიდა.

_ ამბობენ, სექტემბრიდან 100 ლარი ხდება პენსიაო.

_ რა აზრი აქვს, შვილო, პენსიის მომატებას, თუ პროდუქტები ისევ ასეთი ძვირი იქნება? ხალხი საშინელ დღეშია. ხშირად ვფიქრობ, ასე თუ გაგრძელდა, რა გვეშველება? _ სახე დაუნაღვლიანდა ნინა ბებოს და სევდიანი თაფლისფერი თვალებიდან ორი ცრემლი ჩამოუგორდა. ჩვენც მადლობა გადავუხადეთ კეთილ მასპინძელს და ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვეთ.




 ახალი ამბები
  • სუს-ი : ოკუპანტების მიერ კასპში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილიაოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილია, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. „მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი. უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...
  • ძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველისგან გადაარჩინაძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველის თავდასხმისგან გადაარჩინა. შემთხვევა თბილისში, ტაბახმელაში გუშინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა: “დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე. წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“,_ წერს ... ...
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...