მთავრობის ანგარიში გარემოს დაცვის შესახებ

საზოგადოება

მთავრობის ანგარიში გარემოს დაცვის შესახებ

2013 ოქტ 11 15:56:05

"გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების მიზნით გაძლიერდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, რომლის სისტემაშიც დაბრუნდა და ჩამოყალიბდა დამატებითი უწყებები და სტრუქტურები. ამისათვის მომზადდა და დამტკიცდა 47 საკანონმდებლო აქტი, გაორმაგდა საბიუჯეტო სახსრები.

შემუშავდა რამდენიმე კანონპროექტი ნარჩენების მართვის, წყლის რესურსების მართვის, ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და ფშავ- ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ. გენმოდიფიცირებული (გმო) თესლისა და სანერგე მასალის გარემოში ინტროდუქციის აკრძალვისა და ბიომეურნეობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. შემუშავდა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო) შესახებ კანონის პროექტი.

ტყით სარგებლობის თანამედროვე მეთოდების დანერგვის ფარგლებში: შემუშავდა საქართველოს სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი; იწყება ბორჯომ-ბაკურიანის ტყეების ინვენტარიზაცია (საქართველოს ტყეების ინვენტარიზაცია ბოლო 20 წელია არ ჩატარებულა); სატყეო სექტორში ავსტრიის მთავრობის მიერ გამოყოფილი 1.5 მლნ ევროს ფარგლებში დაიწყო მუშაობა ბორჯომში ომის შედეგად გადამწვარი ტყეების აღსადგენად; დაიწყო ხე-ტყის დამზადების ლიცენზიის მფლობელების სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმება; მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო ბრძოლა ნაძვნარი კორომების მავნებლების წინააღმდეგ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში; უკანონო ტყეთსარგებლობის ფაქტების აღკვეთის მიზნით აღდგა ხეტყის მოძრაობის კონტროლის მექანიზმები და გამკაცრდა სანქციები ბრაკონიერობისათვის. მიღწეულ იქნა შეთანხმება გერმანიის მთავრობასთან 3 მლნ ევროს გამოყოფის თაობაზე. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება ავსტრიასა და სხვა დონორებთან თანხების მობილიზების მიზნით სატყეო სექტორის განვითარებისათვის.

გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის თანამედროვე სისტემის შექმნის, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თავიდან აცილებისა და სამართალდარღვევების შემაკავებელი გარემოს შექმნის მიზნით, მიმდინარე წლის მაისში შეიქმნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. დეპარტამენტის დაკომპლექტება დასრულდება სექტემბერში.

შავი ზღვის სანაპირო ზოლისა და მდინარეების დაცვა-აღდგენის მიზნით მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები პლაჟების სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად; შემუშავდა

რეკომენდაციები დაბა ჩაქვში მდინარეთა ჭარბი აკუმულაციის უბნებიდან და საგზაო/სარკინიგზო ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობებისას გამომუშავებული ინერტული მასალის შესაძლო განთავსებისა და შემდგომი გამოყენების შესახებ, ასევე 51

ქობულეთი-ფოთის სანაპირო ზოლში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ; მომზადდა რეკომენდაციები შავი ზღვის სანაპიროზე სასაზღვრო საგუშაგოების ნავმისადგომების განთავსების ოპტიმალური ადგილების შესარჩევად; ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით დაიწყო 100 000 ტონა ქვიშა-ხრეშის ჩატანა სანაპირო ზოლში მდინარე ჭოროხის შესართავთან; გერმანიის მთავრობის დახმარებით (7 მლნ ევრო) აჭარაში დაფინანსდება ნაპირსამაგრი სამუშაოები.

საწვავის ხარისხის, ავტოპარკის და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად შეიქმნა უწყებათშორისი კომისია, რომელმაც შეიმუშავა ,,საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გარემოს დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ 2013-2016 წლების სახელმწიფო პროგრამა”; საწვავის ხარისხის კონტროლის განსახორციელებლად მოხდა ლაბორატორიული შესაძლებლობების შეფასება.

ჰაერის ხარისხის მართვის, ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემის მოდერნიზაციისა და ევროპული სტანდარტის მიხედვით ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განვითარების მიზნით, ევროკავშირის დახმარებით, იწყება პროექტი, რომელიც შეისწავლის საქართველოში ევროსტანდარტების შესაბამისი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის დანერგვის შესაძლებლობას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს. მაისში საქართველო შეუერთდა შორ მანძილზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ კონვენციის ოქმს. მიმდინარეობს მუშაობა ევროპაში ჰაერის დამაბინძურებლების შორ მანძილებზე გავრცელების მონიტორინგთან დაკავშირებით და შეფასების ერთობლივი პროგრამა გრძელვადიან დაფინანსებასთან დაკავშირებით (EMEP);

დაიწყო ეროვნული შესაძლებლობების შეფასება კონვენციის კიდევ სამ ოქმთან შესაერთებლად; მონრეალის ოქმის ვალდებულებების შესაბამისად, შემუშავდა და დამტკიცდა ოზონდამშლელი ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების საქართველოს ეროვნული სტანდარტი. ნარჩენებსადა ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისა და მართვის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების მიზნით,

შემუშავდა ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია; ჰოლანდიის მთავრობის დაფინასებით მიმდინარეობს ბორჯომის სანიტარიული ნაგავსაყრელის, ასევე 2 თანამედროვე ინსინერატორის მოწყობა სამედიცინო ნარჩენებისათვის (ერთი აღმოსავლეთ, მეორე – დასავლეთ საქართველოში); ჰოლანდიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს სოფელ ურავსა და სოფელ ცანაში არსებული დარიშხანის შემცველი ნარჩენების მართვა/კონსერვაციის ღონისძიებები;

ოქტომბერში მინამატაში (იაპონია) საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად ხელს მოაწერს ვერცხლისწყლის საერთაშორისო კონვენციას. ეროზიის შემცირების, გაუდაბნოების თავიდან აცილებისა და ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შენარჩუნებისათვის მიწის რესურსების მდგრადი გამოყენების მექანიზმების შემუშავების მიზნით და გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, მიმდინარეობს გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის პროექტის მომზადება. ავსტრიის მთავრობის ფინანსური დახმარებით და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) ხელშეწყობით დაიწყო ქარსაცავი ზოლების გაშენება დედოფლისწყაროს რაიონში. 2015 წლისათვის გაშენდება 100 კმ-ის ქარსაცავი ზოლი. 52 გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, მომავალი წლიდან იწყება პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს თუშეთში ეროზიის შემცირებას (5 მლნ ევრო).

სტიქიური მოვლენების პროგნოზირებისა და მოსახლეობის დროული გაფრთხილების სისტემის შესამუშავებლად, მდინარე რიონის აუზში მიმდინარეობს ჰიდროლოგიური პროგნოზის თანამედროვე მოდელის დანერგვა, ასევე მდინარის აუზში წყალდიდობა-წყალმოვარდნების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი უბნების გამოვლენა და ამ უბნებზე ჰიდროგრაფიული სამუშაოების წარმოება; ასევე მიმდინარეობს ამავე აუზში არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების მრავალწლიური მონაცემების ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა; გაეროს კატასტროფების რისკის შემცირების ოფისს წარედგინა ჰიოგოს სამოქმედო ჩარჩო-პროგრამის 2011-2013 წლების განხორციელების ეროვნული ანგარიში; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებთან გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლების სფეროში თანამშრომლობისა და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების თაობაზე;

მომზადდა ეროვნული ანგარიში "საქართველოში 2012 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2013 წლისათვის"; შედგა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების 450-მდე კადასტრი; გაიმართა და ექსპლოატაციაში შევიდა 10 ავტომატური ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური და საგუშაგო. 2014 წლისთვის სხვადასხვა რეგიონში დამატებით დამონტაჟდება 40-ზე მეტი ავტომატური ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების პუნქტი; „საქართველოში რადიაციის ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნის“ პროექტის ფარგლებში შეძენილ და დამონტაჟებულ იქნა 1 ცენტრალური და 7 რეგიონალური სადგური 7 ქალაქში. შედეგად, დაიწყო გამა-რადიაციული ფონის უწყვეტი მონიტორინგი და თბილისში მონაცემების ავტომატურად გადმოცემა ყოველ 6 საათში. სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების ვალდებულებების შესრულების მიზნით, შემუშავდა 2014-2020წწ საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმა (NBშAP), რომელიც დამტკიცდება 2013 წლის ბოლოს; გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის ფარგლებში მომზადდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კლიმატის ცვლილების სტრატეგია; ორჰუსის კონვენციის მოთხოვნების შესრულების მიზნით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გაუქმდა გადასახადები გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაზე და მოსახლეობისათვის გახდა უფასოდ ხელმისაწვდომი. ბაზელისა და როტერდამის კონვენციების მოთხოვნების შესაბამისად, მუშავდება ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პაკეტი.

ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების უზრუნველყოფის მიზნით, დაიწყო საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილ ცხოველთა სამყაროს ობიექტების მონიტორინგი; დაიწყო მუშაობა სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის საკანონმდებლო პაკეტზე; გერმანიის მთავრობამ დაცული ტერიტორიების დაარსება/განვითარებისათვის გამოყო 8 250 000 ევრო. გერმანიის თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის დაფინანსებით, ჭაჭუნის აღკვეთილში მიმდინარეობს ჭალის ტყის აღდგენა-რეაბილიტაცია; გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მომზადდა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა; დაიწყო 9 მიმდებარე სოფელში სასმელი წყლის 53სისტემის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც სოფლების 4 000 მოსახლეს მიეწოდება წყალი; ჩეხეთის მთავრობის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მომზადდა თუშეთის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის პროექტი; შპს „ენერგოტრანსთან“ შეთანხმების საფუძველზე მოხდება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამავალი 500-კვტ-იანი შავი ზღვის რეგიონალური ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა, ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის შეძენა და ელექტროგადამცემი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე რეინჯერთა სადგურის მოწყობა. ყულევის შავი ზღვის ტერმინალთან ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ტერმინალი 2024 წლამდე ეტაპობრივად გამოყოფს 7 მლნ ევროს კოლხეთისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების ინფრასტუქტურის განვითარებისთვის", _ ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.

 




 ახალი ამბები
  • საფრთხის მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილი აკრძალვებს არ ემორჩილება სოფელ ქვემო ბოლნისში გადაადგილება რამდენიმე საათის წინ სრულად შეჩერდა. ეს ადგილი ქვეყანაში ახლა ყველაზე მკაცრი საკარანტინო ზონაა. მაღალი ეპიდემიოლოგიური საფრთხის გამო, სოფელში შესვლა მხოლოდ ძალოვანი და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ. კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილობრივების და მარნეულში დაინფიცირებული ქალის კონტაქტები დადასტურდა. საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, ქვემო ქართლში, ამ დროისთვის, 16 ბლოკ-პოსტია განთავსებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება მკაცრი შემოწმების შედეგად ხდება. სპეციალისტები ამოწმებენ ყველა მოქალაქეს, რომლიც მუნიციპალიტეტში შედის. კონტროლი გამკაცრებულია საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდეც, მაშინ, როდესაც ქვეყანაში კომენდანტის საათი იწყება. დადგენილი შეზღუდვების და ვირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, მოქალაქეები რეგულაციებს მაინც არ ემორჩილებიან. საყოველთაო კარანტინის გამოცხადების მიუხედავად, დღეს დილიდან ოზურგეთის ცენტრში ხალხმრავლობა იყო. სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობას ვერ ხედავენ გურიის აგრარულ ბაზარში, ათეულობით ადამიანი დგას ბანკების, სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების წინ. ადგილზე იმყოფებიან მოხალისეთა ჯგუფები, ისინი, ვინც ადამიანებს დისტანციის დაცვას სთხოვენ. თუმცა აცხადებენ, რომ მათი მოწოდება არასაკმარისია და ადგილზე ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მისვლის და კონტროლის ზომების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ. როგორც „რუსთავი 2“-თან საუბრისას, მოხალისე ტიტე ბაქანიძე ამბობს: „გვიჭირს არ გვიჯერებენ. ხშირ შემთხვევაში ცოტა უთანხმოებებიც მოგვდის. ძალიან ძნელია. რატომ არ ვიცი. ვერ გეტყვით.“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე კი აღნიშნავს, რომ „გავაძლიერეთ მოხალისეთა ჯგუფები ბაზარში. ხშირ შეთხვევაში ამან გაამართლა და გატვირთვა მოხდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იწვევს ადამიანების უკმაყოფილებას“. საგანგებო რეჟიმის რეგულაციების დარღვევაზე დღეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმაც გააკეთა. გომელაური დღეს ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან და გორის რაიონში იმ დროებით ბლოკ-პოსტებზე იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. ძალოვანი უწყების პირველი პირი აცხადებს, რომ კომენდანტის საათის დარღვევისთვის ქვეყნის მასშტაბით 17 მოქალაქე დაჯარიმდა. მოქალაქეებს რეგულაციების წესის დაცვისკენ მოუწოდებენ აჭარასა და კახეთის რეგიონშიც, სადაც დილიდან ქუჩაში ხალხმრავლობაა, თუმცა ე.წ კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტი ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით არ გამოვლენილა. მუშაობს ცხელი ხაზიც, სადაც ხანდაზმულებს საჭიროების შემთხვევაში საკვებით მუნიციპალიტეტი მოამარაგებს. ორივე რეგიონში მუშაობს დროებითი ბლოკპოსტები, სადაც მოქალაქეებს სპეციალური შემოწმება უტარდებათ. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე მოქმედებს. სამედიცინო პერსონალთან ერთად, დროებით ბლოკ-პოსტებზე იმყოფებიან ძალოვანი უწყების დანაყოფები და სამხედრო ექიმებიც. წყარო: ... ...
  • „გთხოვთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა"_ ილია მეორესაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლისადმი საგანგებო მიმართვას ავრცელებს: „ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ. მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს. სასულიერო პირთათვის ღვთისმსახურების აღსრულება სამღვდელო მოვალეობის განუყოფელი ნაწილია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ერისთვის. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა: – ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები: – ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია; – საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც; – საერთოდ, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში; – მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე; – სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები; – მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს. ყოვლადწმინდა სამება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდათა დასი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს, განსაცდელში მყოფ თითოეულ ადამიანს. ილოცეთ და გაძლიერდით! „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“,- აღნიშნულია პატრიარქის ... ...
  • პირველი ახალშობილი კომენდანტის საათებში შემოქმედელ ოჯახს შეეძინა იოვანე ჩხარტიშვილი პირველი ახალშობილია, რომელიც კომენდანტის საათის პირობებში დაიბადა. 31 მარტს, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით კომენდანტის საათი ახალი ამოქმედებული იყო, პატრულმა ოზურგეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი RAV4-ის მარკის ავტომობილი გააჩერა. გაირკვა, რომ მძღოლს ზურაბ ჩხარტიშვილს ფეხმძიმე მეუღლე ბათუმის სამედიცინო ცენტრში სამშობიაროდ მიჰყავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა უზრუნველყო, რომ ავტომობილი დაუბრკოლებლად და დროულად მისულიყო სამშობიარომდე. ქალის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო იყო დროის მოგება… ფეხმძიმე ქალბატონმა კლინიკაში მიყვანიდან მალევე იმშობიარა. 31-ში გვიან ღამით კომენდანტის პირველივე საათებში აჭარაში პირველი ბიჭი – იოვანე ჩხარტიშვილი დაიბადა. იოვანეს სახლში, სოფელ შემოქმედში უფროსი და, 2 წლის მარიამი ელოდება. ზურაბ ჩხარტიშვილს სამშობიაროს ეზოში აჭარის საპატრულოს თანამშრომლები გულშემატკივრობდნენ და მამამ პირველი მილოცვებიც მათგან მიიღო. ... ...
  • Euronews-მა გიგი წერეთლის სტატია გამოაქვეყნაEuronews-ი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, გიგი წერეთლის სტატიას აქვეყნებს, რომელიც, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეაგირების, პოლიტიკურ ინტიტუტების თანამშრომლობის და პარლამენტების აქტიური ფუნქციონირების საკითხებს ეხება. „კორონავირუსით გამოწვეული  კრიზისის დროს, ცხადი გახდა, რომ საზოგადოების მხრიდან თანამშრომლობის დონე   მთავრობებისა და ექსპერტების რეკომენდაციების გასათვალისწინებლად, მჭიდრო კავშირშია  დემოკრატიული ინსტიტუტების ნდობასთან. იმისათვის, რომ ამ ინსტიტუტების მიმართ ნდობა გაძლიერდეს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს  სჭირდებათ უპრეცედენტო თანამშრომლობა,    ხშირად, პოლიტიკური განსხვავებების  გვერდზე გადადებით. მიუხედავად იმისა, რომ  მთავრობებს აქვთ წამყვანი როლი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხრივ  რეაგირებაზე და  უმეტეს შემთხვევაში იმოქმედეს გადამწყვეტად და ეფექტურად,   უნდა არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია პარლამენტებთან, და ისინიც, შესაბამისად, ფუნქციონალურნი  უნდა იყვნენ ამ კრიზისულ  პერიოდში. პარლამენტები რჩებიან ერთერთ  მთავარ ინსტიტუტად, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში ნორმალიზაციის გარემოს ქმნიან.  ისინი უზრუნველყოფენ ზედამხედველობას , რომ  საგანგებო ღონისძიებები სწორად არის განხორციელებული, რომ მოსახლეობის  ეკონომიკური დახმარებისთვის ფინანსები გაიცემა  საჭიროებისამებრ, რომ თავისუფლების შეზღუდვა პროპორციულია და დროებითი,  რომ დაცული იყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. ამ სამუშაოს შეჩერება შეუძლებელია."-აცხადებს გიგი წერეთელი. „დღეს, მთავარ რისკებს სამედიცინო პერსონალი იღებს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათ დასაცავად, ასევე პოლიცია და სამხედროები, სასურსათო მაღაზიების,მომუშავე საწარმოების, მიწოდების ქსელების თანამშრომლები, ყველა ვინც სასიცოცხლო ფუნქციებს ასრულებს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ინსტიტუტს, რომლებიც ერთად მუშაობენ.  ახლა ერთიანობის დროა და არა პოლიტიკური ან ინსტიტუციური დაყოფის. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები რეგულარულად აწყობენ ონლაინ ფორუმებს, რათა დაეხმარონ კრიზისზე საერთაშორისო რეაგირებას,  სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის გაზიარებას, რომ ექიმები და სამედიცინო აღჭურვილობა განთავსდეს იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ,  რომ მიგრანტებმა და კონფლიქტში ზონებში მყოფმა ადამიანებმა მიიღონ  საჭირო დახმარება. ჩვენ ასევე უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, ხელი შევუწყოთ საკვებსა და წყლის უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებების დაცვას. რეაგირების ციმისათვის, რომ ეს  პასუხი იყოს ყოვლისმომცველი და ლეგიტიმური, პარლამენტარებმა უნდა ბრძოლის წინა ხაზზე  და შეასრულონ თავიანთი მთავარი ვალდებულება-ემსახურონ ხალხს!" - ნათქვამია ... ...
  • ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 24 საათიან რეჟიმში შეზღუდვების კონტროლს განახორციელებენ. პოლიცია ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. ადგილობრივ მოსახლეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რეგულარულად, განუმარტავენ საკარანტინო შეზღუდვებს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის, გორის, თელავის და ახალციხის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...