თელავი ფესტივალის "new ნადიმის" მასპინძელია

საზოგადოება

თელავი ფესტივალის "new ნადიმის" მასპინძელია

16 ოქტ. 2013, 10:59:39

ფესტივალი თელავში წელს პირველად იმართება და კულტურათა და ტრადიციების შერწყმას ასახავს.

თელავის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო გამოფენები, პროფესიული და საზოგადოებრივი ვორკშოპები, დისკუსიები, მასტერკლასები, კონცერტები.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, "new ნადიმის" მთავარი მიზანია რეგიონისთვის დამახასიათებელი ტრადიციების შენარჩუნება, მათი განვითარება, სამოქალაქო აქტივობის ამაღლება და ახალგაზრდების ჩართულობა რეგიონში მიმდინარე კულტურულ ცხოვრებაში, საექსპოზიციო სივრცეების ხელშეწყობა თელავის მუნიციპალიტეტში.

ფესტივალი 13 ოქტომბერს გაიხსნა და "ნადიკვარის პარკში" მისული საზოგადოება უკვე ბევრი ლამაზი ღონისძიების მომსწრე გახდა.

დღეს, 16 ოქტომბერს დაგეგმილია გოეთეს ინსტიტუტის საინფორმაციო სტენდის პრეზენტაცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პრეზენტაცია 11 საათზე დაიწყება, 12 საათზე კი გერმანული ენის ვორკშოპები გაიმართება. 14 საათზე სტუმრები კაფე "მარტელა"-ში გადაინაცვლებენ, სადაც მოეწყობა ქართულად ნათარგმნი გერმანული ფილმის "ფატი აკანის soul kitchen" ჩვენება. დღესვე 16 საათზე გივი მარგველაშვილის გამოფენა გაიხსნება, რომლის დათვალიერებაც მსურველებს 20 ოქტომბრამდე შეეძლებათ.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ბაკურ სულაკაურის და გია ქარჩხაძის გამომცემლობების მიერ გამოცემული წიგნების გამოფენა-გაყიდვა. მკითხველს შესაძლებლობა ექნება შეხვდეს მწერლებს დათო ტურაშვილს და ნატო დავითაშვილს.

ფესტივალზე დიდი ყურადღება ეთმობათ ბავშვებს. 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სტუდია "ტელევეზირი" სემინარს - "გაცოცხლებული ნახატები" ატარებს, რომლის თემაა - "ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ "ვეფხისტყაოსანს".

ფესტივალის ფარგლებში 19-20 ოქტომბერს გაიმართება ტესქტილის, კერამიკის და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალი ამ ორ დღეს აგრეთვე უმასპინძლებს საქართველოს ეროვნული ტურიზმის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღვინისა და ყველის გამოფენა-გაყიდვას.

ჩატარდება კახური ხალხური მუსიკის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 17 კახური ხალხური ანსამბლი.

ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ 20 ოქტომბრამდე, ყოველ დღე ჩატარდება ალტერნატიული ტურები თელავსა და მის შემოგარენში. ტურების მიზანია საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის გაცნობა და ღირშესანიშნაობების დათვალიერება.

ფესტივალი ოფიციალურად 19 ოქტომბერს საზეიმოდ დაიხურება, სახალხო ღონისძიებები კი 20 ოქტომბრის 17 საათამდე გაგრძელდება.

თელავის ფესტივალის ინიციატორია ფონდი TRAM-ი. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.




 ახალი ამბები
  • სახანძრო სამსახურის ცრუ გამოძახება ოზურგეთშიამ წუთებში ოზურგეთში თაყაიშვილის 2 ნომერთან სასწრაფოს, სახანძროს და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან. როგორც შემთხვევის ადგილზე, „გურია ნიუსს“ განუცხადეს, მიიღეს ინფორმაცია გაზის ბალონის აფეთქების შესახებ, თუმცა, ადგილზე მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ცრუ შეტყობინება ... ...
  • გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბერას უახლოეს მეგობარს კითხავენამ წუთებში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად “კაწროს“ გამოკითხვა მიმდინარეობს. „კაწროს“ სახელმა შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მედიაში რამდენჯერმე გაიჟღერა, თუმცა იგი დღემდე გამოკითხული არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, 22 ივნისს მყვინთავებმა  წყალში იპოვეს. როგორც შემდგომ დადგინდა გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფმა მცხეთა-თბილისის გზაზე წვეულების მონაწილეთა დევნა დაიწყო. სწორედ ამ ღამეს უჩინარდება გიორგი შაქარაშვილი. ამ დროისთვის დაკავებულია 17 ბრალდებული, თუმცა, მკვლელობის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მუხლები შესაძლოა ექსპერტიზის შემდეგ დამძიმდეს. საქმის დეტალების გამოკვლევას და მათ შორის შეუსაბამობების დადგენას მედია ცდილობს. სწორედ ამ მცდელობებისას გაიჟღერა ავთო ბილანიშვილის, როგორც კრიმინალური საქმის ხელის დამფარებლის და ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობრის სახელმა. ამ დრომდე მას მედიასთან კომენტარი არ ... ...
  • ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები სანაპირო ზოლზესაქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე დაფიქსირდა უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები. როგორც გარემოს გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, ვითარებას  სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ. „აღებული იქნა სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით. სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“,_ ამბობენ გარემოს ეროვნულ ... ...
  • მსახიობი გოვენ ჭეიშვილი გარდაიცვალასაქართველოს დამსახურებული არტისტი, მსახიობი ბატონი გოვენ ჭეიშვილი, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ა(ა)იპ შემოქმედებითი კავშირი- საქართველოს თეატრალური საზოგადოება და თეატრალური საზოგადოების იმერეთის განყოფილება ავრცელებს. ცნობისთვის, გოვენ ჭეიშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტის მუსიკალური განყოფილება 1970 წელს. სწავლობდა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, მუსიკალურ სასწავლებელში. 1967-1976 წწ. გამოდიოდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე. წარმატებით მოღვაწეობდა ესტრადაზე. 1964-1994 წწ. იყო ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი. კინოგადაღებებში მონაწილეობს 1969 წლიდან. მთავარი როლები შეასრულა გ. პატარაიას ფილმებში "რეკორდი" (1972, ხუტა) და "კუჩხი ბედნიერი" (1976, კოჩია). გადაღებულია ფილმებში "ნეილონის ნაძვის ხე" (რ. ესაძე, 1985), "ლალე" (რ. ლორთქიფანიძე, 1985), "დამშვიდობება" (ზ. თუთბერიძე, 1987), "კირილეს ოდისეა" (დ. ბათიაშვილი, 1985), "ლომა" (ბ. რაჭველიშვილი, 1987), "ჩემი ბოშები" (ლ. გორდელაძე, 1987), "წითელი პატეფონი" (დ. აბაშიძე, 1995), "სამოთხის გვრიტები" (გ. ჩოხელი", 1997, ეფრემა), "მიჯაჭვული რაინდები" (გ. ჩოხელი, 1999, ტოტია), "ჩემი ბედნირი ოჯახი" (ნ. ექვთიმიშვილი, ს, გროსი, 2016) და სხვ. 1996 წლიდან მუშაობდა ლადო მესხიშვილის სახელობის ... ...
  • საქართველოდან მონტენეგროში მოქალაქეები შეზღუდვების გარეშე ჩავლენმონტენეგროს მთავრობამ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, საიდანაც ჩამსვლელებს დამატებითი შეზღუდვები არ დაუწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას მონტენეგროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი ვებგვერდზე აქვეყნებს. განცხადებაში, ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნების გარდა სიაში კიდევ 50 სახელმწიფო მოხვდა, საიდანაც ქვეყანაში ჩასულ ვიზიტორებს არც კორონავირუსზე ტესტის და არც  კარანტინის გავლა მოუწევთ. დანარჩენი ქვეყნებიდან ჩაულებისთვის კი სავალდებულო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...