დავა რეალურად ჯერ არარსებულ წყალზე

საზოგადოება

დავა რეალურად ჯერ არარსებულ წყალზე

2013 დეკ 8 22:19:55
მათ გვთხოვეს, გაგვერკვია, რატომ იყო გადათხრილი მაკვანეთის ცენტრამდე მისასვლელი გზა.

"ჩაყარეს მილები, გადათხარეს გზები. 5 ოჯახს გამოუყვანეს წყალი და დანარჩენი მცხოვრებლები კი წყლის გარეშე ვართ დარჩენილი. თუ სოფლის დახმარების პროგრამით გაკეთდა ეს პროექტი, მაშინ გვითხრან, ამხელა სოფელში მარტო ხუთ ოჯახს რატომ ერგო წყალი, რა პრივილეგიებით სარგებლობენ ისინი?!" _ ამბობენ "გურია ნიუსთან" მაკვანეთელები.

სოფლის რწმუნებულის ალეკო ბურძგლას განცხადებით, ყველაფერი კანონის ფარგლებში გაკეთდა: _ მილები ერთი წლის წინ ვიყიდეთ. წინა წელს იყო პროექტში ჩასმული მილების ჩაწყობა, წელს ჭაბურღილი გავაკეთეთ, მომავალში 20-ტონიანი ავზისა და მისი დასადგმელის შეძენაა გათვალისწინებული. პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო შესრულებულია _ წელს გავაკეთეთ ჭაბურღილი, მომავალში, როცა დაიდგმება წყლის 20-ტონიანი ავზი, წყალს კიდევ ბევრი ოჯახი მიიღებს. 20-ტონიანი ავზის შეძენა 15 000 ლარი ჯდებოდა და ამხელა თანხა არ იყო სოფლის პროგრამით გათვალისწინებული. ახლა წყალი მხოლოდ 5 ოჯახს უნდა ეყოს. მომავალში ყველაფერი კარგად იქნება, ასე უცებ ხომ არ შეიძლება სოფლის მცხოვრებლების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს?! რა პრეტენზიები აქვთ, ვერ ვხვდები. გადათხრილი კი არის ეს ქუჩა, მაგრამ ტრაქტორს რაც შეეძლო, გააკეთა და ხომ შეიძლება, მოსახლეობამ თავისი ხელით გაასწოროს?! ეტყობა, ზევით უნდა მოსახლეობას წყლის გამოყვანა და იმიტომ მოგმართეს პრეტენზიით... ასეა არა? არ გვაქვს მათთვის მილები გათვალისწინებული, მომავალში თუ ჩავსვამთ პროგრამაში, მაშინ მათაც ექნებათ.

ზურაბ ჭანუყვაძე, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი: _ სამუშაოები შესრულდა გასული წლის პროექტის მიხედვით, დანარჩენი მომავალ წელს გაკეთდება. არაფერი არ არის საპრეტენზიო. წყლის გაყვანისთვის, როგორც მე მახსოვს, 1 500 ლარი იყო პროექტით გათვალისწინებული, ჭაბურღილისთვის კი _ 3 000 ლარი.

_ წყალი ჯერ არ მოგვეწოდება, რადგან სამუშაოები დასასრულებელია, რაც იმას ნიშნავს, დასამონტაჟებელია ავზი და ელექტრომრიცხველი; ამის შემდეგ კი პროექტით გათვალისწინებულ ყველა ოჯახს გვექნება წყალი. რაც შეეხება წყლის პრობლემას, ეს პრობლემა იდგა ათეული წლის განმავლობაში, რომლის გადაჭრა არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ მოხერხდა. სულ ვითხოვდით და წინასაარჩევნო დაპირება იყო მუდამ, რომ წყალი გაგვიკეთდებოდა, რაც, რა თქმა უნდა, არ სრულდებოდა. წინა წელს კვლავ დაისახა ერთ-ერთ პრიორიტეტად წყლის პრობლემის გადაჭრა და ეს 40-მა ოჯახმა დაასახელა. შედგა ხარჯთაღრიცხვა. ხელშეკრულებით სექტემბერში უკვე უნდა გახორციელებულიყო, თუმცა, ვიცოდით, რომ იმ ფულით ეს პრობლემა სრულყოფილად ვერ მოგვარდებოდა, მთავარი იყო, რომ დაწყებულიყო. გავიდა სექტემბერი, დანაპირები კვლავ არ შესრულდა, ჩავერთეთ უშუალოდ მოსახლეობა და დავიწყეთ მოკვლევა, სად წავიდა ამ სამუშაოსთვის გამოყოფილი თანხა და რატომ არ შესრულდა დანაპირები. საუბარია 2012 წელზე. წყლის რეაბილიტაცია დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ამის მოგვარებას, მინიმუმ, სამი წელი მაინც სჭირდება. შევთავაზეთ ხელისუფლებას, რომ ადგილობრივი მუშახელი იმუშავებდა. 2012 წლის დეკემბერში დავიწყეთ მოკვლევა. კატეგორიულად მოვითხოვეთ, რომ თუ კი ხელისუფლება არ შეასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროექტს, მაშინ ჩვენ, მოსახლეობა, მივმართავდით კომპეტენტურ ორგანოებს სარჩელით, რომელიც გამოიკვლევდა ამ პროექტის ხარჯებს. ამის შემდეგ გვიყიდეს ის მილები, ასე იძულებით შეგვიძინეს. წელს, პროექტის ფარგლებში, ჩატარდა არტეზიული ჭის მოწყობის სამუშაოები და დაიწყო მილების ჩალაგება, მომავალ წელს კი გაგრძელდება პროექტი, როგორც გითხარით, ჩვენი უბნისთვის გამოყოფილი ფინანსებით მოხდება ავზის შეძენა და მრიცხველის დამონტაჟება. აი, ამის შემდეგ გვექნება წყალი ყველა ოჯახს, რა თქმა უნდა, ჩვენს უბანში მცხოვრებლებს ვგულისხმობ. მე ვერ გეტყვით, ვინ რას ამბობს და ვინ არის ამით უკმაყოფილო, ან რა მიზეზებით, ან რა ქვეტექსტი იგულისხმება მისი მხრიდან, როცა ამას ფარულად აცხადებს, რადგან არ გვახსოვს, კრებაზე დამსწრეთაგან ვინმეს ეგ ხმამაღლა გაეპროტესტებინოს. თუ ასე იყო, შესაბამისი შეკრების ოქმშიც უნდა დაფიქსირებულიყო. ის მითხრას ამ ადამიანმა, რომელსაც გამოჩენის ეშინია, თუ სმენია ასეთი მინიმალური თანხით ასეთი მასშტაბური, ჩვენი უბნისთვის პრიორიტეტული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა მომხდარიყოს, _ აცხადებენ სოფელ მაკვანეთის ის მცხოვრებლები, რომელთათვისაც წყლის პრობლემა წელს გადაიჭრა.




 ახალი ამბები
  • ტელეწამყვანი თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალასაქართველოს პირველი არხის ყოფილი წამყვანი, ქართული ტელევიზიის ლეგენდა, თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. ის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე. თემურ ხიკვაძე თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში იყო დიქტორი, ასევე საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ... ...
  • საქართველოს პრეზიდენტს მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცასაქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა, _ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა დღეს რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას გადასცა. პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს. აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს, მის უნეტარესობა თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო. სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქი პირადად წარუძღვა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც სიწმინდეები მოილოცეს. საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი ... ...
  • მღვდელმონაზონს, რომელმაც სასულიერო იერარქები მამათმავლობაში ამხილა, მსახურება აუკრძალესმღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ ანდრია სარია გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.  „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის“, - წერია ბრძანებაში.  მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 2019 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს. მაშინ ეს გადაწყვეტილება მას ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გააცნო. ეპარქიიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრია სარიამ გამოაქვეყნა ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებული წერილი, რომელშიც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე, კერძოდ კი, მაშინდელი 5 მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს და ამ ცოდვით შეპყრობილ 3 ეპისკოპოსსა და 1 დაბალ სასულიერო იერარქს ამხელს. წყარო: ... ...
  • აპატურაი: ნატო რუსეთთან ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს„ნატო რუსეთთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს, “- ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.  დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, რომ დღის წესრიგშია ორი საკითხია: წლიური ეროვნული პროგრამის შეფასება და ოკუპირებული ტერიტორიები.  „ნატოს წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ სამშვიდობო ინიციატივებს და ხედავენ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას. ეს პოზიტიურადაა შეფასებული. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი. სეპარატისტები და რუსული მხარე ართულებენ სიტუაციას. გრძელდება ბორდერიზაცია. გადასასვლელები დაკეტილია სექტემბრის შემდეგ და მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა ადგილზე,“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.  მისი თქმით, ნატოში რუსეთთან მიმართებით პოზიცია არ შეცვლილა: „ორგანიზაცია აჩვენებს ერთიანობას ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე სტრატეგია, რომელიც მოიცავს თავდაცვის გაძლიერებას და მეორეს მხრივ ვცდილობთ გვქონდეს დიალოგი, რომელიც არსებითი ხასიათის შედეგებს მოიტანს.“ ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მისი მაღალი სტანდარტით ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა:  „საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე სახელმწიფო დემოკრატიულ რეფორმებში და აჩვენებდა, რომ პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციას ქვეყანა მიჰყავს ახლოს დასავლურ ღირებულებებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან. ამიტომაც ამ არჩევნებს ასე ყურადღებით აკვირდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ეს ქართული არჩევნებია, მაგრამ აქვს ფართო რეზონანსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამიტომ საჭიროა ყველაზე მაღალი სტანდარტის ჩვენება,“- განაცხადა ... ...
  • ბათუმში სამი ტყუპი დაიბადაჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა. აღნიშნულ სიახლეს ტვ25 ავრცელებს. საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს 2 გოგო და 1 ვაჟი მოევლინა. ახალშობილები ამ დროისთვის  ინკუბატორში არიან მოთავსებულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთი  გოგონას წონა 2,500 გრ შეადგენს და 45 სმ-ია. მეორე  გოგონა 1,70 გრამია და მისი სიგრძე 44 სმ შეადგენს. რაც შეეხება ვაჟს - იგი 44 სმ-ია და 1,800 გრამს იწონის. ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...