როგორ ავიცილოთ თავიდან არალეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული რისკები

საზოგადოება

როგორ ავიცილოთ თავიდან არალეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული რისკები

30 დეკ. 2013, 16:54:18

"ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი ხუთი თვე,“- ასე იხსენებს 23 წლის ლანჩხუთელი ლევან. მ. ევროპაში გატარებულ დღეებს.

"ყოველდღე, ხუთ საათზე, არ ჰქონდა მნიშვნელობა ამინდს, ვიდექი მეტროსთან იმ იმედით, რომ ვინმე დამიქირავებდა და სამსახურს მომცემდა. დღეში 20 ევროს გამომუშავება უკვე წარმატებულ დღეს ნიშნავდა, რადგან ხშირად რამდენიმე დღის განმავლობაში ეს 20 ევროც კი სანატრელი მქონდა. მთელ დანაზოგს ვხარჯავდი, რომ როგორმე თავი გამეტანა და საბოლოოდ, სახლში იმედგაცრუებული დავბრუნდი,“-ამბობს  ლევანი.

სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც საქართველოს მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ და საზღვარგარეთ სამუშაოს საძებნელად მიემგზავრებიან.

როგორ ავიცილოთ თავიდან არალეგალურ დასაქმებასთან  დაკავშირებული რისკები და რა კომენტარებს აკეთებენ ამასთან დაკავშირებით ექსპერტები.

მიგრაციის საკითხებში დამოუკიდებელი ექსპერტი ია დადუნაშვილი ფიქრობს, რომ უმუშევრობა, დაბალი შემოსავლები და არასაკმარისი საყოფაცხოვრებო პირობები ბევრ ადამიანს უბიძგებს ბედის საძებნელად სამშობლო და ოჯახი მიატოვოს.

ისინი, ვინც ქვეყნის დატოვებას გადაწყვეტენ, ხშირად  პრობლემებს აწყდებიან, რადგან მხოლოდ ტურისტული ვიზის და თუნდაც ბინადრობის ნებართვის ქონა ლეგალური სამსახურის საპოვნელად საკმარისი არაა.

"იმისთვის, რომ  ლეგალური სამსახური გქონდეს,  ქვეყნების უმეტესობა კანონის საფუძველზე ითხოვს  სამუშაო ვიზას და მუშაობის ნებართვას; ეს ეხება ნებისმიერ სამსახურს, თუნდაც იყოს ეს სეზონური სამუშაო სოფლის მეურნეობასა თუ მშენებლობაში,“ - განმარტავს  ია დადუნაშვილი.

მისი თქმით,  მოწვევა  ვიზის მისაღებად   მომავალი დამქირავებლის  ან მეგობრის მხრიდან,  რომელიც მას დახმარებას ჰპირდება სამსახურის მოძებნაში, არ ნიშნავს რომ მისთვის ლეგალური სამუშაოს პოვნა გარანტირებულია.  გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამუშაოს ნებართვა საჭიროა იმ ქვეყნებში მუშაობისთვისაც, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ შესვლა.

"მაგალითად, თურქეთთან, ჩვენ თავისუფალი სავიზო მიმოსვლა გვაქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ თურქეთის საზღვარი გადაკვეთონ და იქ 90 დღე დარჩნენ ლეგალურად. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ აქვთ მუშაობის უფლება ოფიციალურად, თუკი არ ექნებათ მუშაობის სპეციალური ნებართვა. სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს, რომ შეუძლიათ გადაკვეთონ საზღვარი და 90 დღის განმავლობაში იმუშაონ უპრობლემოდ. ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ბევრი მათგანი, მოგვიანებით პრობლემების წინაშე აღმოჩნდება ხოლმე".

ასეთი პრობლემების წინაშე საზღვარგარეთ წასული ქართველების უმეტესობა დგას.

"შუამავალი სააგენტო იოლ  სამსახურს მთავაზობდა, მოკლე სამუშაო საათებით და კარგი ანაზღაურებით. ყველა ფორმალობის მოგვარებას თავად დამპირდნენ, რაშიც საკმაოდ დიდი თანხა გადავუხადე.  თუმცა ადგილზე რომ ჩავედი, სულ სხვა რეალობა დამხვდა, რთული სამუშაო ქარხანაში, კონტრაქტი სულ 6 თვიანი იყო, ხელფასი შეპირებულზე დაბალი, თან მცირედ შეცდომებზეც კი  მიქვითავდნენ თანხას ისედაც დაბალი ხელფასიდან. რაც რჩებოდა ცხოვრების და კვების ხარჯებად ძლივს მყოფნიდა "- აცხადებს 36 წლის ლაშა. კ. და დასძენს, რომ ასეთ პირობებში ყოფნის შემდეგ, მას სამშობლოში ხელცარიელს მოუხდა  დაბრუნება.

ლეგალურ და არალეგალურ მიგრაციას შორის განსხვავება ძალიან დიდია:

"როდესაც არალეგალი ხარ, შენი ცხოვრება უფრო რთულია, არ გაქვს დოკუმენტები გადასაადგილებლად და მოკლებული ხარ მთელ რიგ შესაძლებლობებს. საცხოვრებელი პირობები არალეგალურ სიტუაციაში კიდევ უფრო უარესია. არალეგალები ხშირად ძალიან რთულ პირობებში ცხოვრობენ, სადაც უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაღალი რისკია. ამასთანავე,  მათ დეპორტაცია და ხელმეორედ ქვეყანაში, შენგენის ზონის შემთხვევაში კი მასში შემავალ ყველა სახელმწიფოში შესვლის 5-10 წლიანი აკრძალვა ემუქრებათ".

პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ექსპერტი დაინტერესებულ მოქალაქეებს სთავაზობს, რომ სანამ საზღვარგარეთ სამსახურზე დათანხმდებიან,  ჯერ ინფორმაცია შეაგროვონ.

"პიროვნებამ უნდა ჰკითხოს დამსაქმებელს კონტრაქტის პირობების შესახებ, ასევე სავიზო პირობებზე; უნდა მოითხოვოს სამუშაოს მოკლე აღწერილობა;  აუცილებელია ასევე იცოდეს ანაზღაურების რაოდენობა და დეტალები, მაგალითად: როგორ მოხდება ანაზღაურება ხელზე თუ გადარიცხვით; მნიშვნელოვანია ასევე სამედიცინო დაზღვევის შესახებ ინფორმაციაც," _  აღნიშნავს ია დადუნაშვილი.

იმ შემთხვევაში კი, როცა საშუამავლო სააგენტო გთავაზობთ დასასაქმებლად გამგზავრებას ტურისტული ვიზით, ან გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებას, ან გაწვდით არაზუსტ და ცრუ მონაცემებს, ან არ გაწვდით დეტალურ ინფორმაციას თქვენი სავარაუდო საქმიანობის, საცხოვრებლის, ხელფასის, დამსაქმებლის საკონტაქტო მონაცემების შესახებ, დიდია იმის ალბათობა, რომ შეთავაზებული სამუშაო არალეგალური და შესაბამისად სარისკო იქნება.

"ხალხს უნდა ჰქონდეს სწორი ინფორმაცია იმ ქვეყნის სამუშაო კანონმდებლობაზე, სადაც აპირებს გამგზავრებას და მუშაობას. ეს პიროვნება ასევე უნდა გაეცნოს ინფორმაციას რა სახის ვიზა დასჭირდება ამისთვის," _ აღნიშნავს ექსპერტი.




 ახალი ამბები
  • გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბერას უახლოეს მეგობარს კითხავენამ წუთებში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად “კაწროს“ გამოკითხვა მიმდინარეობს. „კაწროს“ სახელმა შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მედიაში რამდენჯერმე გაიჟღერა, თუმცა იგი დღემდე გამოკითხული არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, 22 ივნისს მყვინთავებმა  წყალში იპოვეს. როგორც შემდგომ დადგინდა გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფმა მცხეთა-თბილისის გზაზე წვეულების მონაწილეთა დევნა დაიწყო. სწორედ ამ ღამეს უჩინარდება გიორგი შაქარაშვილი. ამ დროისთვის დაკავებულია 17 ბრალდებული, თუმცა, მკვლელობის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მუხლები შესაძლოა ექსპერტიზის შემდეგ დამძიმდეს. საქმის დეტალების გამოკვლევას და მათ შორის შეუსაბამობების დადგენას მედია ცდილობს. სწორედ ამ მცდელობებისას გაიჟღერა ავთო ბილანიშვილის, როგორც კრიმინალური საქმის ხელის დამფარებლის და ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობრის სახელმა. ამ დრომდე მას მედიასთან კომენტარი არ ... ...
  • ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები სანაპირო ზოლზესაქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე დაფიქსირდა უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები. როგორც გარემოს გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, ვითარებას  სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ. „აღებული იქნა სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით. სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“,_ ამბობენ გარემოს ეროვნულ ... ...
  • მსახიობი გოვენ ჭეიშვილი გარდაიცვალასაქართველოს დამსახურებული არტისტი, მსახიობი ბატონი გოვენ ჭეიშვილი, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ა(ა)იპ შემოქმედებითი კავშირი- საქართველოს თეატრალური საზოგადოება და თეატრალური საზოგადოების იმერეთის განყოფილება ავრცელებს. ცნობისთვის, გოვენ ჭეიშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტის მუსიკალური განყოფილება 1970 წელს. სწავლობდა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, მუსიკალურ სასწავლებელში. 1967-1976 წწ. გამოდიოდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე. წარმატებით მოღვაწეობდა ესტრადაზე. 1964-1994 წწ. იყო ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი. კინოგადაღებებში მონაწილეობს 1969 წლიდან. მთავარი როლები შეასრულა გ. პატარაიას ფილმებში "რეკორდი" (1972, ხუტა) და "კუჩხი ბედნიერი" (1976, კოჩია). გადაღებულია ფილმებში "ნეილონის ნაძვის ხე" (რ. ესაძე, 1985), "ლალე" (რ. ლორთქიფანიძე, 1985), "დამშვიდობება" (ზ. თუთბერიძე, 1987), "კირილეს ოდისეა" (დ. ბათიაშვილი, 1985), "ლომა" (ბ. რაჭველიშვილი, 1987), "ჩემი ბოშები" (ლ. გორდელაძე, 1987), "წითელი პატეფონი" (დ. აბაშიძე, 1995), "სამოთხის გვრიტები" (გ. ჩოხელი", 1997, ეფრემა), "მიჯაჭვული რაინდები" (გ. ჩოხელი, 1999, ტოტია), "ჩემი ბედნირი ოჯახი" (ნ. ექვთიმიშვილი, ს, გროსი, 2016) და სხვ. 1996 წლიდან მუშაობდა ლადო მესხიშვილის სახელობის ... ...
  • საქართველოდან მონტენეგროში მოქალაქეები შეზღუდვების გარეშე ჩავლენმონტენეგროს მთავრობამ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, საიდანაც ჩამსვლელებს დამატებითი შეზღუდვები არ დაუწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას მონტენეგროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი ვებგვერდზე აქვეყნებს. განცხადებაში, ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნების გარდა სიაში კიდევ 50 სახელმწიფო მოხვდა, საიდანაც ქვეყანაში ჩასულ ვიზიტორებს არც კორონავირუსზე ტესტის და არც  კარანტინის გავლა მოუწევთ. დანარჩენი ქვეყნებიდან ჩაულებისთვის კი სავალდებულო ... ...
  • უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-4 ადგილზე გავიდაკრიმინალისა​გან თავისუფალი, უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზე გავიდა, ევროპაში კი 1-ელ ადგილზეა. გამოკვლევას მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა „Nubeo“ წელიწადში ორჯერ აწარმოებს, რომელმაც ამჯერად 2020 წლის პირველი ნახევრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში 2019 წელს(ასევე 2019 წლის პირველ ნახევარში) 6 ადგილს იკავებდა. 2020 წლის პირველი ნახევრის შედეგებით კი ქვეყნის პოზიცია ორი ადგილით გაუმჯობესდა. კრიმინალისაგან თავისუფლების ამ რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ყატარი, ტაივანი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები უსწრებს. რეიტინგში ბოლო პოზიციაზე სამხრეთ აფრიკა, პაპუა ახალი გვინეა და ვენესუელა გავიდა. ცნობისათვის 2012 წელს საქართველო რეიტინგში მე-20 ადგილზე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...