საიას და სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის განცხადება

საზოგადოება

საიას და სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის განცხადება

2014 იან 16 15:25:32

"2014 წლის 15 იანვარს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ძალადაკარგულად გამოაცხადა შპს "ენერჯი გრუპისთვის" 2013 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით მინიჭებული და 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაცემული ლიცენზია. ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების მიზეზი გახდა ის, რომ შპს "ენერჯი გრუპის" 20% წილის მფლობელს და დირექტორს, კახა ბაინდურაშვილს, იმავდროულად უკავია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტის თანამდებობა, რაც "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შეუთავსებელია მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობასთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტად იგივე პოზიცია აქვს საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტსა, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასა და კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის". კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2013 წლის 26 აგვისტოს საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოავლინა შპს "ენერჯი გრუპი".

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას იღებდა შპს "სამაუწყებლო კომპანია ჰერეთიც", რომელმაც 2013 წლის სექტემბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს "ენერჯი გრუპისთვის" რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მინიჭების შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ამ დავაში შპს "სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის" ინტერესებს იცავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს შპს "სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი" და საია მოითხოვენ შპს "TV3"-სთვის მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმებას (შპს "TV3"-ის 9% წილის მფლობელი და დირექტორი ასევე ბატონი კახა ბაინდურაშვილია). გვსურს განვმარტოთ, შპს "სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის" სასარჩელო მოთხოვნა ეხება მხოლოდ შპს "ენერჯი გრუპისთვის" რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მინიჭების კანონიერების საკითხს.

ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, შპს "TV3"-ის სამაუწყებლო ლიცენზიის კანონიერებასთან დაკავშირებით საქმის განხილვა არც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და არც სასამართლოში არ მიმდინარეობს. "მაუწყებლობის შესახებ" კანონის თანახმად, თუ კომისია დაიწყებს "TV3"-ის ტელემაუწყებლობის ლიცენზიის კანონიერების საკითხის შესწავლას და დადგინდება, რომ შპს "TV3" არღვევს კანონის მოთხოვნებს, კომისია ვალდებული იქნება ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.

ამავე დროს, დარღვევის აღმოფხვრამდე, კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს ლიცენზიის შეჩერების შესახებ. თუ მაუწყებელმა გაფრთხილებით დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრა დარღვევა, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა. რაც შეეხება ლიცენზიის გაუქმებას, კანონი ზუსტად განსაზღვრავს მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლებს და ადგენს, რომ დარღვევის არსებობისას ლიცენზიის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელს მიეცა გაფრთხილება, განესაზღვრა ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად და მან არ აღმოფხვრა დარღვევა," _ ნათქვამია განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?