როდის აქვს დიეტას ეფექტური შედეგი?

საზოგადოება

როდის აქვს დიეტას ეფექტური შედეგი?

2014 იან 19 14:42:38

 

ზოგადად დიეტა 4 ეტაპისგან შედგება: შესავალი პირველი ეტაპი, როცა ორგანიზმი ეჩვევა ახალ მდგომარეობას. მეორე და ძირითადი ეტაპი, რომლის დროსაც ხდება ორგანიზმის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე მორგება, მესამე ეტაპი - მიღწეული შედეგების დასტაბილურება და მეოთხე ეტაპი, მუდმივი წონის კონტროლი. ამ ეტაპზე უნდა მოხდეს სასურველი და მიღწეული წონის შენარჩუნება. თუმცა, როგორც დიეტოლოგები ამბობენ ადამიანებს ხშირად უჭირთ დიეტით მიღწეული შედეგების შენარჩუნება, ვინაიდან ისინი იყენებენ ე.წ. მონო დიეტებს.

"დღეისათვის ძალიან პოპულარულია მონო დიეტები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არაა. შედეგებს იღებენ, თუმცა დიეტის შეწყვეტის შემდეგ ძალიან უჭირთ წონის", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ნატალია ჩუჩიშვილი, ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგი.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ დიეტა იყოს უსაფრთხო და რაც მთავარია შედეგიანი, ინდივიდუალურად უნდა იყოს დანიშნული.

"ძალიან ხშირია თვითნებური დიეტები, როცა რომელიმე სახელგანთქმულ დიეტას იცავს ადამიანი, მაგრამ არავინ ითვალისწინებს იმას, რომ ეს დიეტა კონკრეტულად ერთი ადამიანისთვისაა შემუშავებული და შესაძლოა მან სხვა ადამიანზე იგივე შედეგი არ აჩვენოს.

დიეტის დანიშვნამდე აუცილებელია დადგინდეს სიმსუქნის გამომწვევი მიზეზი. შესაძლოა საჭირო გახდეს სიმპტომური მკურნალობა, დიეტის გარეშე.

თვითნებურ მუდმივ დიეტას მივყევართ ორგანიზმის გამოფიტვამდე, ნივთიერებათა ცვლის დარღვევამდე. ხშირად აკვიატებულ აზრად აქვთ ხოლმე ქცეული დიეტის დაცვა და იმდენად დაბალ წონამდე ჩამოდიან რომ ორგანისმს ძალა არ შეწევს გაუმკავლდეს სხვადასხვა ვირუსულ დავადებებს, თუ ჰორმონალურ დარღვევებამდე მივიდნენ ეს კიდევ უფრო დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული. დიეტა ისე უნდა დავიცვათ რომ ეს ორგანიზმისთვისაც სასარგებლო იყოს.

ბოლო თვეებია ძალიან აქტუალური გახდა ქატოს დიეტა. ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ ეს მონო დიეტა არაა. გარდა დიეტურისა მას აქვს ხანგრძლივი და სამკურნალო ხასიათი. ქატო ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და შესაბამის შედეგებს იძლევა დიეტის კუთხითაც. საშიში აბსოლუტურად არ არის, თუ რა თქმა უნდა, კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული უკუჩვენება არ გამოიწვია", _ უთხრა "გურია ნიუსს" ჩუჩიშვილმა.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ დიეტის შედეგი ყოველთვის დამოკიდებულია ადამიანის ფსიქოლოგიურ მომზადებაზე.

"დიეტაზე გადასვლა ეს არ უნდა იყოს შიმშილი, ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადოს ადამიანი, შეცვალოს თავისი დამოკიდებულება საკვების მიმართ, ჩამოიყალიბოს პირობითი რეფლექსი, ზედმეტი საკვების მიღების სურვილისგან გათავისუფლდეს., ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით მარტივად შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა დიეტის ეფექტს, ყოველგვარი შიმშილობის გარეშე. იმისათვის, რომ ადამიანს გაუჩნდეს ამ ყელაფრის სურვილი და დაიწყოს ბრძოლა საკუთარ ფსიქიკასთა, კარგია თუ რაიმე ბიძგს მისცემენ მეგობრები ან ახლობელი ადამიანები, ზოგჯერ უცხოს მიერ მის მიმართ ნათქვამი რაიმე არასასიამოვნო სიტყვებიც აღძრავს ადამიანში წონის დაკლების სურვილს", _ განამრტავს "გურია ნიუსთან" ფსიქოლოგი ია ახვლედიანი.

 




 ახალი ამბები
  • თენგიზ ცერცვაძე: ჩვენგან იღებენ მაგალითებსმსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან. ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, - განაცხადა ... ...
  • ყვარელში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" მერის წარომამდეგენლმა აღნიშნულ თემში, გოდერძი ჭიტაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა და დროულად გამოსვლა ვერ შესძლო. რა გახდა ხანრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • გურჯაანში ფეხბურთის თამაში ადგილობრივებს 3 000 ლარი დაუჯდათ _ დაჯარიმებულია 11 პირიგურჯაანის მუნიციალიტეტის სოფელ ველისციხეში ფეხბურთის თამაშის გამო,  11 პირი 3 000 -3 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაუდასტურა. მუნიციპალიტეტის სამსახურთან ერთად დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ არ იყოს თავშეყრა, დავუდგეთ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია იდიალური მდგომარეობა და დაჭერა ამ პანდემიისა. იმედია, გაითვალისწინებენ და კარგად გაითავისებენ, რას ნიშნავს ეს საფრთხე. მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება და პოლიცია იძულებული გახდა, ზომები მიეღო“,_ გვითხრა გურჯაანის მერმა. ... ...
  • დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ისტერიკა ბოლო ჟამზე სრული უმეცრებაა„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო!“ _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე. „ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“,_ წერს თვის ფეისბუქგვერდზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ... ...
  • პრეზიდენტი: ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში...ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები. ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა - ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა საქართველოს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...