17 ოქტომბერს, საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება (R)

საზოგადოება

17 ოქტომბერს, საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება (R)

2019 ოქტ 17 17:50:12

ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში საზეიმო მიღება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ვეტერანის დღე მიულოცეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ ყველას მობრძანებისთვის. ბევრი კეთდება ამ სამსახურის მიერ... არსებობს პრობლემები, რომლის შესახებაც იცის პრემიერ-მინისტრმა, მთავრობამ, პარლამენტმა და ისინი აგრძელებენ მუშაობას. ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ვეტერანებს შევუმსუბუქოთ ის დუხჭირი ცხოვრება, რომელიც დღეს აქვთ."- განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ომი აღარასოდეს იყოს, რომ ჩვენ შრომით შევძლოთ ქვეყნის წინსვლა, გაერთიანება და გამთლიანება. ჩემთვის დიდი პატივია, ვხედავდე აქ, ამ ქვეყნის ისტორიისთვის მართლაც სასიქადულო და საამაყო სახეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის ისტორიას ქმნიდნენ. მეხუთე წელია, რაც ჩვენ ამ დღეს აღვნიშნავთ. რა თქმა უნდა, ბევრია კიდევ გასაკეთებელი, მაგრამ სანამ კონკრეტულ პრობლემებზე, საქმეზე ვისაუბრებდეთ, მწუხარება უნდა გამოვთქვათ იმ გმირების მიმართ, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად არ არიან. აბსოლუტურად სრული გულწრფელობით გეუბნებით, რომ თითოეულ ჩვენგანს გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ქმნიდნენ ამ ქვეყნის ისტორიას და რომელთა ხსოვნაზეც ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა განაგრძონ ქვეყნის შენება. არაფერი გამოგვივა, თუ დავივიწყებთ, საიდან ვართ, რა ტრადიციებიდან მოვდივართ და რა არის ჩვენი კულტურული იდენტობა. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ კეთდება, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ვართ და სიმართლე უნდა ვუთხრათ ერთმანეთს - ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს მიზანი არ უნდა დავისახოთ და მე გპირდებით, რომ ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ''_ მიმართა დამსწრეთ გიორგი გახარიამ.

„ ჩემთვის დიდი პატივია, დღეს თქვენთან ერთად ყოფნა. მსურს, მოგილოცოთ ვეტერანის დღე. 17 ოქტომბერი განსაკუთრებული თარიღია, რადგან ამ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ იმ ათასობით ადამიანის ღვაწლს და გმირობას, რომელსაც საქართველოს ვეტერანები ჰქვიათ. თქვენ ხართ საქართველოს ცოცხალი მემატიანეები. თქვენ ჩაუყარეთ საფუძველი საქართველოს თავდაცვის ძალებს და სწორედ თქვენს მხრებზე გადაიარა ჩვენი უახლესი ისტორიის ურთულესმა პერიოდმა.

დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, 90-იანი წლების ქარ-ცეცხლში, თითოეულმა თქვენგანმა პირნათლად დაამტკიცა, რომ რიცხობრივად აღმატებულ მტერთან ქართული მებრძოლი სული არასოდეს შედრკება. შემდგომ წლებშიც, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას, ისე მოკავშირეთა მხარდამხარ, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების დროს, თქვენ გახდით შეუპოვრობისა და თავდადების მაგალითი.ასეთი გაუტეხლობის სიმბოლოა გენერალი გია ყარყარაშვილი, რომელმაც არაერთი უმძიმესი ბრძოლა გამოიარა. მასთან ერთად, მე მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს. თავდაცვის ძალების რიგებში არაერთი ღვაწლმოსილი ვეტერანი მსახურობს და ყოველდღიურად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მის აღმშენებლობაში. ჩვენი მოწინავე პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ძლიერებაც, მნიშვნელოვან წილად, სწორედ ვეტერანების გამოცდილებით საზრდოობს. ქვეყნის ერთიანობისთვის ქართველი ხალხის ბრძოლას არაერთი გმირის სიცოცხლე შეეწირა - ეს იყო ზურაბ იარაჯული, ზაზა დამენია, გიორგი ანწუხელიძე თუ შინდისის გმირები, ჩვენ ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას."- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვლმა.

სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ: თბილისის მერი, კახა კალაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ- ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, შალვა ჯაბახიძე,  საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე, გენერალ-მაიორი გიორგი ყარყარაშვილი,  საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე, მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი, გოგი ფაცაცია, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, საქართველოში უკრაინის საელჩოს, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების, უწყების პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მრჩეველთა საბჭოს წევრები, მსოფლიოს სამგზის  ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, გენო პეტრიაშვილი,  ვეტერანები და ის უკრაინელი სამხედრო მფრინავები, რომელთაც 1993 წელს, სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზეთიდან დევნილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ვეტერანი მხატვრების, ირაკლი ავალიშვილის, ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის, ხათუნა ჭანტურიას, გოგი თამლიანის, ნიკოლოზ ავალიშვილის, მარინა ივანიშვილის, ქეთი მიქელაძის და აწ გარდაცვლილი, მარინა ახვლედიანის ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიება კამერული მუსიკით გააფორმა კვარტეტმა ''მოდერატო''.

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ", რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით 17 ოქტომბერს სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა. (R)




 ახალი ამბები
  • 3D კადასტრის შექმნის მიმართულებით თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა (R)3D მოდელირებისა და კადასტრის შექმნის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და დუბაის მიწის რეგისტრაციის დეპარტამენტს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ივანე ცარციძემ, ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ და დუბაის მიწის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა სულთანმა ბუტი ბინ მეჯრინმა მოაწერეს ხელი.3D კადასტრის შექმნის კუთხით ქალაქ დუბაის მნიშვნელოვანი მიღწევები და პროექტები აქვს. ამ ფაქტის გათვალისწინებით გადაწყდა დუბაის შესაბამის უწყებასთან ურთიერთობა. თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაზიარებულ გამოცდილებას, ექსპერტულ რეკომენდაციებსა და შესაბამის ტრენინგებს ქართული მხარე უძრავ ქონებაზე საკუთრების შესახებ ელექტრონული ბაზის განვითარებისა და უძრავ ნივთებზე 3-განზომილებიანი კადასტრის შესაქმნელად გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრი, 2019 წლის ივნისიდან დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებულ უძრავი ნივთების აგეგმვა/ აზომვასა და აღწერას ახორციელებს და ელექტრონულ საძიებო სისტემის შექმნის მიმართულებით მუშაობს. პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრი დედაქალაქის 10-ვე რაიონში, მიწის ნაკვეთებს აღრიცხავს, ფოტოსურათებს , მათ შორის, 360° პანორამული ფოტოებს გადაუღებს და სკეტცჰUპ ფორმატში ობიექტების 3D გამოსახულებებს მოამზადებს. ამასთანავე, შიდა ფართს აღრიცხავს და აზომვით ნახაზებს მოამზადებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა რეგისტრირებული შენობისთვის და ხაზოვანი ნაგებობისთვის, როგორიცაა მიწისქვეშა გადასასვლელები, გვირაბები და ის ხიდები, რომელთაც აქვთ შიდა სივრცე .დამუშავებულ ინფორმაციასა და ელექტრონულ ფორმატში მომზადებულ მონაცემთა ბაზებს საჯარო რეესტრი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიაწვდის, რომელიც, თავის მხრივ, მონაცემებს სხვადასხვა საჭიროებებისთვის, საპრივატიზაციო ბაზის შესაქმნელად და ა.შ. გამოიყენებს. ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. გამარტივებული ელექტრონული სერვისებთან, უძრავი ქონების სფეროში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებასთან და სხვა ინოვაციურ პროექტებთან ერთად, დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ნივთებისთვის 3-განზომილებიანი მოდელირებისა და კადასტრის უახლესი ტექნოლოგიის გამოყენება მნიშვნელოვნად გაამარტივებს უძრავ ქონებაზე კომპლექსური გადაწყვეტილების მიღებას, გააუმჯობესებს ქონების მართვის, განკარგვისა და ინვესტირების შესაძლებლობებს; გაზრდის დაგეგმვისა და პროექტირების ხარისხს და უზრუნველყოფს საკუთრების უფლების ... ...
  • 2 გარდაცვლილი და 3 მძიმედ დაშავებული - საზარელი ავარია დადიანზეთბილისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა სამი კი მძიმედ დაშავდა. ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯეხა. ამ წუთებში დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ. საქმეზე დაწყებულია გამოძიებადაწყებულია ... ...
  • პატრიარქი - მიყვარხარ საქართველომიყვარხარ საქართველო! _ ბრძანა დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მე­ო­რემ მე­ტე­ხის ხიდ­ზე, სა­დაც ასი ათა­სი მო­წა­მის ხსე­ნე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.  "მიყ­ვარ­ხარ სა­ქარ­თვე­ლო" პატ­რი­არ­ქმა სამ­ჯერ ... ...
  • საცობი თბილისის მეტროში (ფოტო)ამ წუთებში თბილისის მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს. მატარებლები მგზავრთა ნაკადს ვერ ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი-DataFest Tbilisi გაიმართება (R)საქართველოს ბანკის, BOG Fintech -ის მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი- DataFest Tbilisi 2019 გაიმართება. DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში წამყვანი ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალია. ის თბილისში წელს მესამედ ჩატარდება. DataFest Tbilisi არის ადგილი, სადაც მონაცემთა მეცნიერები, ჟურნალისტები, მარკეტერები, ბიზნესმენები, დეველოპერები და დიზაინერები სამი დღის განმავლობაში ერთად იკრიბებიან, რათა მოუსმინონ შთამაგონებელ გამოსვლებსა და ვორქშოფებს, გაიცნონ საინტერესო ადამიანები. წლევანდელი ფესტივალი 12 ძირითად თემას მოიცავს. მათ შორისაა: ამბის თხრობა მონაცემებით; მონაცემთა ვიზუალიზაცია; მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი; მონაცემები და ფინანსური ტექნოლოგიები (FinTech); მონაცემები ბიზნესისა და მარკეტინგისთვის; მონაცემები და კიბერუსაფრთხოება; მონაცემთა სტარტაპები; მონაცემები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის (SDGs) და ა.შ. სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში თბილისს ესტუმრებიან სპიკერები ისეთი გლობალური კომპანიებიდან, როგორებიცაა: Booking.com, Washington Post, Mercedes-Benz, Google News Lab და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ბანკის მოწვევით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ სპიკერები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა ქართულ თუ საერთაშორისო ბანკებსა და ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებს, მათ შორის: Strands, Santander UK და VISA. ღონისძიებას ტექნიკური თუ არატექნიკური კომპეტენციის მქონე 1000-მდე მონაწილე დაესწრება. „მოხარულები ვართ რომ საქართველოს ბანკის BOG Fintech მიმართულება ხელს უწყობს ასეთი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებას, საინტერესო სემინარების ჩატარებასა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარებას. DataFest Tbilisi უნიკალურია იმით, რომ იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას კომუნიკაციის, ხელოვნული ინტელექტის, მონაცემთა გაცვლისა თუ ტექნოლოგიების მიმართულებით. საქართველოს ბანკის მიზანია რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარების ხელშეწყობა, ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნა. აღნიშნული ღონისძიების მხარდაჭერაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ. კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?