ქირურგს პაციენტის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ

საზოგადოება

ქირურგს პაციენტის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ

2011 სექ 8 23:39:32
(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ახლახანს გარდაცვლილი ლანჩხუთელის, გია ორაგველიძის ახლობლები ოჯახის წევრის გარდაცვალებაში ლანჩხუთის მიხეილ ჩაჩავას სახელობის სამედიცინო ცენტრის ქირურგს, დავით გოგლიჩიძეს ადანაშაულებენ.

"30 ივნისს, გია ორაგველიძეს კუჭის წყლული გაუსკდა. ტკივილებისაგან წაიქცა და სახისა და თავის ტრავმა მიიღო. ღამე იყო, მაგრამ იგი იმ წუთშივე ლანჩხუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგმა, დათო გოგლიჩიძემ, მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა მძიმე იყო, ოპერაცია მეორე დღეს, 21 საათზე გაუკეთა. ავადმყოფს თავი ჰქონდა დარტყმული, მაგრამ ის ნევროპათოლოგს არ გაუსინჯავს. ქირურგმა იმედი მოგვცა ახლობლებს და გვითხრა, რომ ამით არაფერი მოუვიდოდა. არადა, გია მეორე დღეს თავზე ხელს იჭერდა და ძალიან სტკიოდა, რასაც ყურადღება არავინ მიაქცია. თურმე, ტვინის შერყევა ჰქონია. ასეთ მდგომარეობაში მყოფს უცებ დაუნიშნეს სისხლის გადასხმა ისე, რომ სისხლის შეთავსებაზე ანალიზები არ ჩაუტარებიათ. მერე გავიგეთ, წყლის მიცემაც არ შეიძლებოდა, გოგლიჩიძემ კი ბულიონის ჭამის ნებაც დართო. არ იცოდა ექიმმა, რომ ეს არ შეიძლებოდა? სისხლის გადასხმის მერე, ავადმყოფს ტემპერატურა აეწია, შემცივნებები ჰქონდა და მოკეთების ნაცვლად, მისი მდგომარეობა აშკარად უკან იხევდა. განუვითარდა სეფსისი. გოგლიჩიძემ იგი ქუთაისის საავადმყოფოში გაწერა, სადაც ტყუილუბრალოდ ამყოფეს სამი დღე.

რატომ არ გაწერა ექიმმა პირდაპირ თბილისში? ნუთუ ვერ ხვდებოდა, რომ ავადმყოფის მდგომარეობა უარესდებოდა? თუ არ იცოდა, ჩვენ ექიმ მირცხულავას გამოვიძახებდით და ოპერაციას ის ჩაატარებდა.

თბილისში გიას გადაყვანა უკვე დაგვიანებული იყო. ხუთი ოპერაცია გაუკეთდა, ექიმები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ იმისთვის, რომ მდგომარეობიდან გამოეყვანათ, მასაც სიცოცხლე უნდოდა, ებრძოდა ავადმყოფობას, საღ-სალამათი კაცი იყო, რომ არა არასწორად ჩატარებული ოპერაცია, დღესაც ცოცხალი იქნებოდა. დღეს კუჭის წყლულზე ოპერაციას ვინ აკეთებს? ეს ქირურგმა როგორ არ იცოდა? ნუთუ ასე აღებული ფული შეერგება? როგორც ქრისტიანს, უნდა ეშინოდეს, რადგან ცოდვა არავის შერჩენია ჯერ," _ ასეთია ოჯახის პოზიცია.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრის მენეჯერს თინათინ გოგუაძეს დავუკავშირდით:

_ ქალბატონო თინათინ, გია ორაგველიძის ოჯახი თქვენს ქირურგს, დავით გოგლიჩიძეს არასწორ მკურნალობაში ადადანაშაულებს...

_ მესმის ოჯახის მდგომარეობა. თუმცა, მინდა გითხრათ, ბატონი დავითი კარგი სპეციალისტია და თუ ასეთი წერილი გავა, ეს იქნება ცუდი.

_ ამიტომ, ჩვენ გვსურს თავად ექიმისგან მოვისმინოთ პასუხი, რომ სტატია ცალმხრივი არ გამოვიდეს.

_ გასაგებია, მე გეტყვით ტელეფონს და თუ თავად ექიმს ვერ დაუკავშირდეთ, მე დამირეკეთ.

ჩვენ, ცხადია, დავით გოგლიჩიძესაც დავუკავშირდით. ჩვენ ჩამოვუთვალეთ ყველა ის პრეტენზია, რაც წერილშია აღნიშნული:"ჩვენ ვმკურნალობდით თავზეც, თუმცა მთავარი იყო ოპერაციის გაკეთება, რადგან სისხლი ჩაღვრა ხდებოდა მუცელში. კუჭზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ნამდვილად შეიძლება ბულიონის მიღება და ამ მხრივაც არაფერი დაგვიშავებია. ლანჩხუთიდან იმიტომ გავწერეთ, რომ აქ არ არსებობს აპარატურა, რომლითაც დავადგენდით, თუ რომელი ორგანოები იყო გართულების მაპროვოცირებელი. ჩვენ მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს შეცდომა რომ დაგვეშვა, პაციენტი 2 თვეს ვერ იცოცხლებდა," _ გვითხრა მან.

ჩვენ ვესაუბრეთ ლანჩხუთის საავადმყოფოს რამდენიმე თანამშრომელს. აღსანიშნავია, რომ ყველა გამოხატავდა თანაგრძნობას დამწუხრებული ოჯახის მიმართ, თუმცა ისინი კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ წერილში გამოთქმულ ბრალდებებს, რომელსაც გარდაცვლილი გია ორაგველიძის ოჯახი, ძირითადად, ლანჩხუთის საავადმყოფოს ქირურგს დავით გოგლიჩიძეს უყენებს: "ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთი ბრალდებები გამოქვეყნდა გაზეთში. ექიმი და საავადმყოფო ტყუილად იქნენ დადანაშაულებულები. ავადმყოფი ნამდვილად გასინჯა ნევროპათოლოგმა და არასწორია, თითქოს ასე არ მომხდარა, კუჭზე ოპერაცია აუცილებელი იყო, ხოლო პაციენტის დაღუპვის მიზეზი არა ლანჩხუთის საავადმყოფოს მედპერსონალის დაუდევრობა, შეცდომა ან არაპროფესიონალიზმი, არამედ ის იყო, რომ პაციენტს სხვა ორგანოების პრობლემაც ჰქონდა, ჩათრეული იყო ღვიძლი და თირკმელები და სწორედ ეს გახდა დაღუპვის მიზეზი. ეს ყველაფერი აღნიშნულია ავადმყოფის ისტორიაში. ჩვენთან გაკეთებული ოპერაციის ხარისხი მოიწონეს ქუთაისის საავადმყოფოში. როგორც ვიცით, იქ ბატონი მალხაზ მირცხულავაც მიიყვანეს და მანაც მოიწონა გაკეთებული ოპერაცია," _ ასეთია ლანჩხუთელი მედიკოსების პოზიცია.




 ახალი ამბები
  • ტრაგედია კახეთში-ავარიას მამა-შვილი ემსხვერპლატრაგედია დატრიალდა ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენიმე მეტრი გაიარა და შემდეგ გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად 24 წლის ახალგაზრდა და მისი 3 წლის შვილი დაიღუპნენ, 25 წლამდე ახალგაზრდამ კი სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. სამივე მათგანი სოფელ ველისციხის მკვიდრია. შემთხვევა წუხელ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძებო ... ...
  • როგორია გოგოს მდგომარეობა, რომელიც ქმართან და 3 შვილთან ერთად მტკვარში გადავარდაქვიშხეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, მარიანა ქორიძე, მცხეთაში, ჯეო ჰოსპიტალის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „გურია ნიუსს“ კლინიკის ხელმძღვანელმა, დავით ლოლაძემ უთხრა, დაშავებული სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია. „სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია, რეანიმაციაში იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა“,_ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი. ავტომობილი, რომლითაც ოჯახი, მგზავრობდა მდინარეში გადავარდა. შემთხვევას 4 ადამიანი, მამა და სამი შვილი ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი- უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. 29-30 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში და მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე ... ...
  • რას წერდა ავარიამდე გოგო, რომელიც ქმართან და 3 შვილთან ერთად მტკვარში გადავარდა მარიანა ქორიძემ, რომელიც ქმართან და შვილებთან ერთად ქვიშხეთთან ავტომანქანით მტკვარში გადავარდა, ტრაგედიამდე  ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პატარას დაბადების დღეს ულოცავდა. "ჩემს თამარას, ჩემს ,,უკრაინკას" ვულოცავ დაბადების დღეს. ჩემო სიხარულო, შენს ბუთქუნა ვარდისფერ ლოყებს რა დამავიწყებს. ძალიან მიყვარხარ, მინდა ბედნიერი ბავშვობა და წარმატებული მომავალი გქონდეს", _ წერდა მარიანა. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ ქვიშხეთთან მოხდა. ოჯახმა ბაკურიანში შვილის დაბადების დღე აღნიშნა და სახლში ბრუნდებოდა. სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა და ავტომანქანა წყალში გადავარდა. შემთხვევის შედეგად მამა შვილებთან ერთად ადგილზე დაიღუპა, მარიანა კი უმძიმეს მდგომარეობაში ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია მარიანას გარდაცვალების შესახებ. "გურია ნიუსი" იზიარებს ოჯახის უდიდეს ტრაგედიას და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ... ...
  • ტრაგედია ქვიშხეთთან _ დაღუპულია მამა და სამი ბავშვიწუხელ საშინელი ავარია მოხდა ქვიშხეთთან.  მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც დედ-მამა სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, მდინარეში გადავარდა. მამა ბაქარ ბანძელაძე შვილებთან ერთად ადგილზე დაიღუპა _ ბაქარი წყლიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს, ვერც ბავშვების, ორი ბიჭუნას და ერთი გოგონას გადარჩენა მოხერხდა. დედა, მარიანა ქორიძე უმძიმეს მდგომარეობაში მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელდა ინფორმაცია დედის გარდაცვალების შესახებაც, რომელიც, როგორც გაირკვა სიმართლეს არ შეესაბამება. ოჯახი ბაკურიანიდან ბრუნდებოდა, სადაც პატარა გოგონას დაბადების დღე ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...