2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მეათე წლისთავი (R)

საზოგადოება

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მეათე წლისთავი (R)

8 აგვ. 2018, 18:18:57

მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მეათე წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, უწყების თანამშრომლებმა, ‘’საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა,’’ გენერალ-მაიორმა, თეიმურაზ ლორიამ და ქართველმა ვეტერანებმა, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლების მემორიალი და  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში  დაღუპულთა საფლავები გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს.

‘’საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ღია აგრესიიდან 10 წელი გავიდა. ჩვენთვის, ვეტერანებისთვის, მძიმე დღეებია. განსაკუთრებით, დღევანდელი დღე, 8 აგვისტო. სულ მალე კი_27 სექტემბერი მოდის. დასაფიქრებელი დღეებია_ჩვენ ბევრს ვფიქრობთ, ბევრს ვწერთ, ბევრს ვლაპარაკობთ ერთმანეთში ამ დღეების შესახებ და იმის შესახებაც, თუ რა გადაგვხდა ამ უახლოეს წარსულში და ყველა ვიხრებით იქითკენ, რომ ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს საქართველოში. ხალხი უნდა ცხოვრებდეს თავისუფლად და არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ ვიღაც ნაღმებს ჩამოყრის. ხსოვნის დღეა დღეს... ქედს ვიხრი თითოეული სამშობლოსათვის დაღუპულის წინაშე!’’_განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.

‘’აგვისტოს ომმა კიდევ ერთხელ ანახა, თუ რა განწყობა აქვს ჩვენს მეზობელს, რა ინტერესები აქვს საქართველოში. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენმა გმირებმა მაქსიმალურად გააკეთეს ყველაფერი, რომ მთელი საქართველო არ ყოფილიყო ოკუპირებული, თავგანწირვით, ვაჟკაცობით. ამ ბიჭების თავდადებით მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ქართველები არიან ის ადამიანები, ვინც ქედს არავის მოუხრის, თავისას არავის დაუთმობს და სხვა არაფერს წაართმევს. კიდევ ერთხელ, დიდი პატივისცემას გამოვხატავ მათი ოჯახების მიმართ, პირველ რიგში, იმ ადამიანების წინაშე, ვინც აღუზარდა სამშობლოს ასეთი გმირები. საუკუნეების განმავლობაში საქართველო ზუსტად ასეთი გმირების წყალობით მოვიდა აქამდე და ასე გაგრძელდება. ქედს ვიხრი მათ წინაშე’’!_ბრძანა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ.

‘’... აქ წამოსვლის წინ, ჩემი ძმის ფოტოებს მივეფერე და ვუთხარი_ ახლა მანდ მოვდივარ, შენთან-მეთქი, თუმცა, ძალიან მიჭირდა აქ მოსვლა. აქ ყოველთვის მოვდივარ მარტო, თითქოს ბიჭებს ვესაუბრები, თითქოს, ისინი არიან ჩემთან და თითოეული მათგანი მამხნევებს, მაძლევს სიძლიერეს, რომ ვიყო ძლიერი და ამაყად ვიდგე ქვეყნის სადარაჯოზე, რომელსაც ჩვენი გმირი ბიჭები შეეწირნენ. 2008 წელს თითოეულმა მათგანმა, ისევე, როგორც წლების წინ აფხაზეთის და სამაჩაბლოში მებრძოლმა ბიჭებმა, დაწერეს გმირობის ისტორია თავიანთი სისხლით. მათთვის პატივის მიგება მხოლოდ საფლავებზე მოსვლა და გვირგვინების დადება არაა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია. ჩვენთვის ომი ჯერ არ დამთავრებულა, რადგან ჩვენი ქვეყნის 20%-ია ოკუპირებული. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა იცხოვრონ დამოუკიდებელ, ერთიან საქართველოში. ძალიან ხშირად ვამბობ და ახლაც გავიმეორებ_ ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი ხელით მივიტან დროშას აფხაზეთში, სოხუმში.. თუ გინდა, მეორე დღეს მომკლა, გული აღარ დამწყდებოდა..’’_ განაცხადა უფროსმა ლეიტენანტმა, სოფიო სოფრომაძემ, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული შმაგი სოფრომაძის დამ, რომელმაც ჯარისკაცის ფორმა, მისი ძმის სახელის უკვდავსაყოფად ჩაიცვა.

თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით,2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები იძულებით, თითქმის 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება.  (R)




 ახალი ამბები
  • პოლიციამ ხაშურში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ხ.ნ., 1991 წელს დაბადებული ს.ნ. და 1986 წელს დაბადებული დ.დ. ხაშურში დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1947 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ... ...
  • რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, მდინარე რიონში, 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და ახლობლებმა მისი ტანსაცმელი რიონის ნაპირზე აღმოაჩინეს. სამძებრო სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული სამტრედიისა და ქუთაისის სამაშველო ... ...
  • ქართველი ფოლკლორისტი, მომღერალი, ლოტბარი - დღეს ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეადღეს ქართველი ფოლკლორისტის, მომღერალის, ლოტბარის, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელის, პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალის (ბანი), ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორის და ლოტბარის ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეა. იგი პირველი ქართველი მუსიკოსი იყო, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა. ფილიმონ ქორიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შუა საუკუნეების ქართული საგალობლების თავმოყრაში, ჩაწერასა და გავრცელებაში. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიული ხელისუფლება და არაკანონიკური საეგზარქოსო-საეკლესიო მმართველობა ებრძოდნენ ქართულ გალობასა და სიმღერას, ეროვნულ მუსიკალურ ენა-აზროვნებას. ქართული გალობა, რომელიც შუა საუკუნეების უნიკალური პოლიფონიური ტრადიციაა, განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გალობა, ქართულ ენასთან ერთად, იდევნებოდა ლიტურგიიდან, ეკლესიებიდან, სასწავლებლებიდან. გალობის მცოდნე ძალიან ცოტაღა იყო საქართველოში - ძირითადად მოხუცი მგალობლები. ფილიმონ ქორიძემ უარყო წარმატებული საოპერო კარიერა, უარი სთქვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ცხოვრება შესწირა ქართული გალობის გადარჩენას. ქორიძესთან მელქისედეკ ნაკაშიძის მეთაურობით მივიდნენ ცნობილი ქართველი მგალობლები და ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღება? ქორიძისგან რომ დადებითი პასუხი მიიღეს, გაუკვირდათ და ეჭვის თვალით შეხედეს მას. ქორიძემ მგალობლები მეორე დღეს დაიბარა, უგალობა და ფორტეპიანოზე მოასმენინა. მგალობლები დარწმუნდნენ რომ გალობის ნოტებზე გადატანა შესაძლებელი იყო. ფილიმონის ვაჟის, მიხეილ ქორელის მოგონებების თანახმად ფილიმონს ხშირად იწვევდნენ სუფრებზე, სადაც ის სხვადასხვა სიმღერებს ისმენდა. ქორიძე ამბობდა, რომ ზოგიერთ სიმღერას ვერ ცნობდა, რადგან მათ ადრე სხვანაირად ამბობდნენ, ახლა კი ელფერი შეცვლიაო. სწორედ ამიტომ გაუჩნდა ქორიძეს სურვილი, ნოტებზე ჩაეწერა ძველი გალობის კილოები. 1882 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ ფილიმონ ქორიძესთან ერთად დაიწყეს ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანა. საქმე იდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ქორიძემ საოპერო კარიერა მიატოვა და აღარც უცხოეთში წასულა. აკაკი წერეთლისაგან და მელიტონ ბალანჩივაძისგან ის საგალობლების ზემო იმერულ კილოს იწერდა. 1883 წელს ფილიმონმა დაასრულა იოანე ოქროპირის წირვის წესის ჩაწერა. 1884 წლისთვის უკვე არსებობდა სასტამბოდ გამზადებული ხელნაწერი. ეგზარქოს პავლეს მიერ გალობის აღმდგენი კომიტეტის მუშაობის ჩაშლამ შეუძლებელი გახადა ნოტებზე გადატანილი საგალობლების დაბეჭდვა თბილისში. მალე ქორიძე ინახულა ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორმა დავით ღამბაშიძემ, რომელმაც აცნობა ქორიძეს, რომ იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი დაინტერესებული იყო ქართული საგალობლების ნოტებზე ჩაწერითა და გამოცემით. 1884 წლის ნოემერბში გაიმართა იმერეთის სამღვდელობის კრება, რომელმაც აირჩია სპეციალური კომიტეტი. კომიტეტმა 1885 წელს კონტრაქტი გაუფორმა ფილიმონ ქორიძეს. მას გურიასა და იმერეთში ცნობილ მგლობელთაგან 400 საგალობელი უნდა ჩაეწერა. ქორიძემ ნოტებზე გადაიღო ბასილი დიდისა, იოანე ოქროპირის წირვის და სხვა საგალობლები. საგალობლებს ის დიმიტრი ჭალაგანიძისგან, რაჟდენ ხუნდაძისგან და სხვათაგან იწერდა. 1887 წელს ქორიძემ ეპისკოპოს გაბრიელს 400 საგალობლისგან შემდგარი კრებული ჩააბარა. სამუშაოს დასრულების შემდეგ ქორიძე ქუთაისში დარჩა და საეკლესიო საგალობლების ჩაწერა განაგრძო, ხელმძღვანელობდა სასულიერო სასწავლებლის გუნდს. 1889 წელს ქორიძის მეორე მეუღლე გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ქალიშვილი ვალენტინა მან კიევში, მეუღლის ოჯახში გაგზავნა, ვაჟი მიხეილი კი გიმნაზიის პანსიონში სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა. 1890 წელს მეგობრების რჩევით ქორიძე თბილისში დაბრუნდა. 1893 წელს ქორიძე მაქსიმე შარაძის, არისტო ქუთათელაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით ოზურგეთში გაემგზავრა საგალობლების ჩასაწერად. მათვე შუძინეს ფისჰარმონია. ოზურგეთში ის 16 ივნისს გაემგზავრა: „დღეს, ამ თვის 16, მიემგზავრება ბატონი ფილიმონ ქორიძე ქ. ოზურგეთს. მაშასადამე, ხვალ ორი მამულიშვილი, ბატონი ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ფოტოგრაფსავით სისწორით გადააქვს ჩვენი გალობა, და ბატონი ანტონ დუმბაძე, რომელიც სრული და შეუდარებელი მგალობელია მთელს საქართველოში, ერთად შეიყრებიან“ გარდაიცვალა 1911 წელს ბახმაროში. დაკრძალეს ოზურგეთის ბაღში, სადაც იდგა ეკლესია. ამჟამად საფლავი დაკარგულია. მისი ხელნაწერები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მისი მოსწავლე იყო ქართული საეკლესიო საგალობლების მოამაგე, და საზოგადო მოღვაწე წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (ერისკაცობაში — ესტატე კერესელიძე). სწორედ წმიდა ექვთიმემ გადაარჩინა ქორიძის ხელნაწერები, გადაწერა ისინი, სისტემატიზაციაში მოიყვანა და გაამდიდრა კიდეც ახალი მასალით. 1990 წლის 21 მაისს ოზურგეთში დაიდგა მისი ბიუსტი (მოქანდაკე ირაკლი რევაზიშვილი, არქიტექტორი გულღია სალუქვაძე). ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა დასში, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული. წყარო: ... ...
  • აჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდააჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50 წლის კაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით ის ბათუმის „ცხელების ცენტრში" მოათავსეს, სადაც კორონავირუსი დაუდგინდა. უწყების ცნობით, ცხელების ცენტრიდან კაცს საკუთარი სურვილით თურქეთში გადაიყვანენ, სადაც მკურნალობას განაგრძობს. აჭარაში, კორონავირუსის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ... ...
  • ბებო კახეთიდან, რომელიც ლანჩხუთის ქუჩებში შემწეობას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალამოხუცი ქალბატონი, რომელიც წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანიდან იყო და წლების განმავლობაში ლანჩხუთის ქუჩებში მოწყალებას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალა. ეთერ ნატროშვილის ოჯახი ლანჩხუთში კახეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა შვილთან და მეუღლესთან ერთად. მეუღლე ორიოდ წლის წინ გარდაიცვალა და ლანჩხუთშია დაკრძალული. მოხუცი ქალბატონი შვილთან ერთად ზამთრის ცივ დღეებში, თოვლსა თუ წვიმაში, წლების განმავლობაში ქუჩაში იდგა მოწყალების მისაღებად და თავს სხვადასხვა ნაგებობებსა და მიტოვებულ ავტობუსს აფარებდა. ლანჩხუთის მერიამ მას არაერთხელ შესთავაზა ქირავნობის პროგრამა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ სახლებში, გარკვეულ მიზეზთა გამო, დიდხანს არ ჩერდებოდა. სამიოდ თვის წინ კი, პრობლემა ნაწილობრივ იმით მოგვარდა, რომ მოხუცი ქალბატონი საგარეჯოს უპოვართა სახლში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, იგი გარდაიცვალა, ლანჩხუთში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით ე.წ. "ატეკის სასაფლაოზე" ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...