საქართველოს პრეზიდენტი ინგლისელ მეცნიერს ტიმ სევერინს შეხვდა

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი ინგლისელ მეცნიერს ტიმ სევერინს შეხვდა

4 ივლ. 2014, 16:29:28

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ცნობილი ინგლისელი მოგზაური, მეცნიერი და მწერალი ტიმ სევერინი მიიღო. გიორგი მარგველაშვილმა და  ტიმ სევერინმა კონფერენციის "არგო 2014" მნიშვნელობაზეისაუბრეს, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც იგლისელი მეცნიერი საქართველოს საგანგებოდ ესტუმრა.

საუბრისას მათ "ახალი არგონავტების" 1984 წლის მოგზაურობაც გაიხსენეს, რომლის დროსაცექსპედიციამ სამი ათასი წლის წინანდელი მარშრუტი გაიმეორა. ქვეყნის პირველმა პირმა ინგლისელ მეცნიერს პრეზიდენტის სასახლეც დაათვალიერებინა.

ტიმ სევერინი საქართველოში 30 ივნისიდან სტუმრობს და 6 ივლისამდე დარჩება. კონფერენციის "არგო 2014" მუშაობაში მონაწილეობას იგი ინგლისელ, ირლანდიელ, თურქ და ბერძენ ყოფილ არგონავტებთანერთად მიიღებს.

ტიმ სევერინის ექსპედიციამ 1984 წელს ძველი ნახაზებით აგებული ხის გალერით გაიარა ის გზა, რომელიც სამი ათასი წლის წინათ ლეგენდარულმა იასონმა "არგოთი". საბერძნეთის ქ. ვოლოსიდან ეგეოსისზღვის, დარდანელის სრუტის, მარმარილოს ზღვის ბოსფორის სრუტისა და შავი ზღვის გავლით ფოთს (ფაზისი) მიაღწია და იქიდან მდინარე რიონით ქუთაისში (კუტაია) ჩავიდა. ტიმ სევერინის მოგზაურობამდაამტკიცა არქაული ზღვაოსნური საშუალებების გამოყენებით არგონავტების თქმულებაში აღწერილი მოგზაურობის შესაძლებლობა. „ახალმა არგონავტებმა" მაშინ სვანეთიც მოინახულეს, როგორც ლეგენდარულიოქროს საწმისის ადგილსამყოფელი.




 ახალი ამბები
  • ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები სანაპირო ზოლზესაქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე დაფიქსირდა უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები. როგორც გარემოს გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, ვითარებას  სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ. „აღებული იქნა სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით. სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“,_ ამბობენ გარემოს ეროვნულ ... ...
  • მსახიობი გოვენ ჭეიშვილი გარდაიცვალასაქართველოს დამსახურებული არტისტი, მსახიობი ბატონი გოვენ ჭეიშვილი, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ა(ა)იპ შემოქმედებითი კავშირი- საქართველოს თეატრალური საზოგადოება და თეატრალური საზოგადოების იმერეთის განყოფილება ავრცელებს. ცნობისთვის, გოვენ ჭეიშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტის მუსიკალური განყოფილება 1970 წელს. სწავლობდა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, მუსიკალურ სასწავლებელში. 1967-1976 წწ. გამოდიოდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე. წარმატებით მოღვაწეობდა ესტრადაზე. 1964-1994 წწ. იყო ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი. კინოგადაღებებში მონაწილეობს 1969 წლიდან. მთავარი როლები შეასრულა გ. პატარაიას ფილმებში "რეკორდი" (1972, ხუტა) და "კუჩხი ბედნიერი" (1976, კოჩია). გადაღებულია ფილმებში "ნეილონის ნაძვის ხე" (რ. ესაძე, 1985), "ლალე" (რ. ლორთქიფანიძე, 1985), "დამშვიდობება" (ზ. თუთბერიძე, 1987), "კირილეს ოდისეა" (დ. ბათიაშვილი, 1985), "ლომა" (ბ. რაჭველიშვილი, 1987), "ჩემი ბოშები" (ლ. გორდელაძე, 1987), "წითელი პატეფონი" (დ. აბაშიძე, 1995), "სამოთხის გვრიტები" (გ. ჩოხელი", 1997, ეფრემა), "მიჯაჭვული რაინდები" (გ. ჩოხელი, 1999, ტოტია), "ჩემი ბედნირი ოჯახი" (ნ. ექვთიმიშვილი, ს, გროსი, 2016) და სხვ. 1996 წლიდან მუშაობდა ლადო მესხიშვილის სახელობის ... ...
  • საქართველოდან მონტენეგროში მოქალაქეები შეზღუდვების გარეშე ჩავლენმონტენეგროს მთავრობამ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, საიდანაც ჩამსვლელებს დამატებითი შეზღუდვები არ დაუწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას მონტენეგროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი ვებგვერდზე აქვეყნებს. განცხადებაში, ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნების გარდა სიაში კიდევ 50 სახელმწიფო მოხვდა, საიდანაც ქვეყანაში ჩასულ ვიზიტორებს არც კორონავირუსზე ტესტის და არც  კარანტინის გავლა მოუწევთ. დანარჩენი ქვეყნებიდან ჩაულებისთვის კი სავალდებულო ... ...
  • უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-4 ადგილზე გავიდაკრიმინალისა​გან თავისუფალი, უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზე გავიდა, ევროპაში კი 1-ელ ადგილზეა. გამოკვლევას მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა „Nubeo“ წელიწადში ორჯერ აწარმოებს, რომელმაც ამჯერად 2020 წლის პირველი ნახევრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში 2019 წელს(ასევე 2019 წლის პირველ ნახევარში) 6 ადგილს იკავებდა. 2020 წლის პირველი ნახევრის შედეგებით კი ქვეყნის პოზიცია ორი ადგილით გაუმჯობესდა. კრიმინალისაგან თავისუფლების ამ რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ყატარი, ტაივანი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები უსწრებს. რეიტინგში ბოლო პოზიციაზე სამხრეთ აფრიკა, პაპუა ახალი გვინეა და ვენესუელა გავიდა. ცნობისათვის 2012 წელს საქართველო რეიტინგში მე-20 ადგილზე ... ...
  • რატომ ისურვეს "ნაციონალებმა" დავით დარჩიას შეცვლა1 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა შედგა. "დიდი ხანია, ამ დარბაზში არ შევკრებილვართ და ერთი მხრივ, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ეს დღე. მეორე მხრივ კი, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დღეს 1 ივლისია და დღეიდან 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს პენსიაზე 30 ლარი დაემატათ. ამ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. კიდევ ერთი რამ მინდა იცოდეთ _ გამოცხადებულია, რომ ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ დადიოდნენ სამუშაოდ, მიიღებენ 300 ლარს. ისინი, უბრალოდ, ინტერნეტით უნდა დარეგისტრირდნენ სპეციალურ პროგრამაში. მტკიცებულება იქნება პასპორტში აღნიშნული საზღვრის კვეთა", _ განაცხადა სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ. მის განცხადებას სასწრაფოდ გამოეხმაურნენ საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატები. _ კარგია ეს დახმარება, მაგრამ ძალიან რთული პროცედურებია გასავლელი, რაც ადამიანებს უჭირთ. კარგი ის იქნებოდა, მხოლოდ პირადი მონაცემები და ანგარიშის ნომერი მოეთხოვათ. კი არ უნდა გაურთულო რიგით მოქალაქეს საქმე, პირიქით, უნდა გაუადვილო, _ თქვა ბესო ქათამაძემ. მას, თავის მხრივ, დავით მჟავანაძეც შეეშველა და აღნიშნა, რომ უფრო მარტივად უნდა ხდებოდეს თანხის ჩარიცხვა. ოპოზიციონერთა პოზიციას არ დაეთანხმა საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" მარი ჩხიკვიშვილი და  აღნიშნა, რომ ეს "არანაირი რთული პროცედურა არ არის": _ შექმნილია სპეციალური საიტი. მონაცემების შევსებაში ჩვენ თვითონ ვეხმარებით მოქალაქეებს. ბაზაში მოქალაქემ უნდა შეიტანოს სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ანგარიშის ნომერი, სადაც უნდა ჩაირიცხოს აღნიშნული თანხა. მე, პირადად, ვიყავი სოფელ დვაბზუში, სადაც ერთ-ერთ უბანს "დვაბზუს ნასაკირალს" ეძახიან. 500-მდე ადამიანს დავეხმარე, რომ სპეციალურ საიტზე დაფიქსირებულიყო თითოეული მათგანი. ასევე, თუ ვინმეს სურს, ყველას დავეხმარები. თქვენ აზვიადებთ ყველაფერს _ წესია ეს თქვენი, _ მიმართა ოპოზიციონერ კოლეგებს ჩხიკვიშვილმა, რასაც ოპოზიციონერთა ხმაური მოჰყვა.  _ ნუ ყვირით და ხმაურობთ, დასხედით მანდ, _ უთხრა მჟავანაძეს და ქათამაძეს დავით დარჩიამ. _ ჩვენ ვამბობთ სიმართლეს. არ მოგვწონსო, არ გვითქვამს. არ გინდათ, რომ გაუადვილოთ ადამიანს ეს პროცესი! თუ ფიქრობთ, ტყუილს ვამბობთ, მიდით, ნახეთ, რამხელა რიგებია სოციალურ სამსახურთან, ბანკებთან. ყველა ტელეფონით არ ხერხდება მონაცემების შევსება. ამასთანავე ყველამ არ იცის ესა თუ ის ფუნქცია, _ თქვა ბესო ქათამაძემ. _ ბესო, თავმჯდომარეს დებატები არ გამოუცხადებია. გეყოს ახლა. საუბარი სულ სხვა რამეს შეეხებოდა. ყველა ასეთი მოქალაქე, 15 ივლისამდე უნდა დარეგისტრირდეს, _ სიმშვიდისკენ მოუწოდა ქათამაძეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ. არც ისე მოკლე პოლემიკის შემდეგ, დავით დარჩიამ სამსაკითხიანი დღის წესრიგი წაიკითხა და პირველი საკითხის ირგვლივ, მომხსენებელსაც უხმო. გარე ვაჭრობის რეგულაციების წესის პროექტზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასაწყებად, მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ ისაუბრა: _ ძირითადად, დღეის მდგომარეობით, გარე მოვაჭრეებს სარგებლობის უფლებით გადაეცემათ ის ადგილები, რომელსაც მერია შეარჩევს. გადაეცემა ყველას, ვინც იქნება გარე ვაჭრობის მსურველი და მერიას ამის თაობაზე განცხადებით მიმართავს, _ თქვა მან. საკრებულოს წევრებმა განკარგულების მიღებას და მასზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მხარი დაუჭირეს. წარმოების პროცესში, ინფრასტრუქტურის კომისიასთან ერთად, სხვა დარგობრივი კომისიები და ფრაქციები ჩაერთვებიან. წარმოების ვადად 20 დღე განისაზღვრა. დღის წესრიგის მეორე საკითხზე, რომელიც შეეხებოდა ცვლილებას 2019 წლის #71 განკარგულებაში, მომხსენებელმა ავთო ჩხაიძემ განმარტა, რომ საკითხი ტექნიკური ხასიათისაა და სათაურის შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბებას: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი-მოძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემას" ეხება. ეს საკუთრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში, "ბლექ სი არენას" გვერდით მდებარე ტერიტორიაა. ის ჯერ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს, შემდეგ კი "ბლექ სი არენას" საკუთრებაში გადავა. "ნაციონალი" დეპუტატების მხრიდან, გაცილებით მეტი ხმაური ხმაური მოჰყვა დღის წესრიგის მესამე საკითხის განხილვას. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში, რის თაობაზეც განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ლელა საჯაიამ ისაუბრა. როგორც საჯაიამ აღნიშნა, გადაწყვიტეს, აღნიშნულ კომისიაში არამუდმივი სამუშაოების შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ექსპერტ-სპეციალისტი მოიწვიონ. _ სხვადასხვა საკითხზე სამუშაოდ, ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ გადაგვედგა ეს ნაბიჯი და ვიმოქმედოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, _ თქვა ლელა საჯაიამ. თუმცა, ამ აზრს კატეგორიულად არ დაეთანხმნენ დავით მჟავანაძე და ბესო ქათამაძე. _ პენსია გავზარდეთ და მთავრობას მადლობა გამოვუცხადეთ. პენსია 2012 წლის ნიშნულს რომ მიუახლოვდეს, 10 დოლარი კიდევ უნდა დავუმატოთ. ახლა ბიუჯეტის ხარჯზე ადამიანებს ასაქმებთ. ეს არის ხალხის გადასახადების ხარჯზე დასაქმება, _ მიმართა დავით მჟავანაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს. _ დაჯექი მანდ, არ მჭირდება ლექციის კითხვა! _ უთხრა მას დავით დარჩიამ. _ ლექციის კითხვა რომ გჭირდებათ, იმიტომ გეუბნებით. ხალხის დასასაქმებლად გარემოს უნდა ქმნიდეთ, თორემ ბიუჯეტის ხარჯზე კი არ უნდა ასაქმებდეთ. გაიხსენეთ, უგულავა რატომ იყო დაჭერილი, _ არ ცხრებოდა მჟავანაძე. _ გაჩერდით, ბიჭო, რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ თავმჯდომარეს დებატები არ გამოუცხადებია. გაჩუმდით! გასაგებად არის ყველაფერი ნათქვამი, რეგლამენტს ნუ არღვევ, დაიცავი რეგლამენტი-მეთქი, _ სცადა "ნაციონალების" შეჩერება გიორგი ღურჯუმელიძემ. _ თავმჯდომარემ ილაპარაკოს, ყველაფერზე თქვენ რომ აკეთებთ კომენტარს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე უძღვება, ასე ვიცი. თუ არადა, გადაიბარეთ თქვენ თავმჯდომარეობა! _ მიმართა გაბრაზებულმა ქათამაძემ ღურჯუმელიძეს.  გაბრაზებულმა "ნაციონალმა" დეპუტატებმა არ გაიზიარეს განმარტებები, რომ ამ პროექტის მიღება არ გამოიწვევს ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების, ხარჯების ზრდას და საბოლოოდ, მხარი არ დაუჭირეს მის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...