"ამის გამო ადამიანის უფლებები არ უნდა დაირღვეს"

საზოგადოება

"ამის გამო ადამიანის უფლებები არ უნდა დაირღვეს"

12 აგვ. 2014, 18:14:11

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მედიის წარმომადგენლებისთვის ცნობილი გახდა, რომ სოფელ სუფსაში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრას მართავდნენ.

როგორც ცნობილი გახდა, თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით სუფსის მოსახლეობასა და სამინისტროს შორის უკვე მესამე შეხვედრა მიმდინარეობს. მოსახლეობა არ არის კმაყოფილი იმ შემოთავაზებით, რის გადახდასაც სახელმწიფო აპირებს მათთვის.

_ ყოველ შეხვედრაზე არის საუბარი, რომ 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთში გადაგვიხდიან 3,4 ან 5 ლარს. ჩვენ არ ვართ იმის მომხრე, რომ ეს ასე მოხდეს და კარგია, რომ ჩვენი პრობლემებით მედია დაინტერესდა. ყველას ვთხოვთ, მოგვაქციოს ყურადღება და რაც არის რეალური ფასი, ის გადაგვიხადონ. ნამდვილად ვიცით, სოფელ ნატანებში ამ პროექტით მოსახლეობას 16 ლარი მიეცა და ჩვენ რა დავაშავეთ? ხომ შეიძლება ყველა თანაბარ პირობებში ჩაგვაყენონ. გვესმის, რომ ეს არის სახელმწიფოს მნიშვნელობის პროექტი, მაგრამ ამის გამო ადამიანის უფლებები არ უნდა დაირღვეს,  _ ამბობენ ადგილობრივები "გურია ნიუსთან" საუბრის დროს.

სამინისტროს წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის საინფორმაციო შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობდა.

საავტომობილო გზების  დეპარტამენტის განსახლების განყოფილების წარმომადგენელმა მედეა კახაძემ გვითხრა, რომ ისინი კიდევ ჩამოვლენ სუფსაში და აუცილებლად გააცნობენ მოსახლეობას ზუსტ პირობებს.

_ არ მოგვეცა ახლა ამის საშუალება. ჩამოვალთ კიდევ და  მოსახლეობას აუცილებლად ავუხსნით, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი 3 ლარი ღირს, საკარმიდამო ნაკვეთი _ 4 ლარი, არასასოფლო _ 5 ლარი, ყველას ინდივიდუალურად ემატება თანხა, ყველას სხვადასხვა თანხა უწევს და ეს გვინდოდა, აგვეხსნა. შეგვიძლია ყველას  ცალკე დაველაპარაკოთ და ავუხსნათ დეტალურად, _ გვითხრა კახაძემ.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განსახლებისა და გარემოს დაცვის სამმართველოს, გარემოს დაცვის განყოფილების უფროსი გია სოფაძ მოსახლეობას გარემოს დაცვის კუთხით ესაუბრა:

_ ჩემი თხოვნაა, როდესაც დაიწყება სამუშაოები, იმ მიწის ნაკვეთზე თუ არის დამარხული ჯილეხიანი ან ავადმყოფი შინაური ცხოველი, აუცილებლად უნდა ითქვას. როგორც კი მას შეეხება ტრაქტორი, მაშინვე დაიწყება ამ დაავადების გავრცელება. თუ არის აუცილებლად უნდა იქნას მოყვანილი სანიტარული სამსახურის თანამშრომლები და მოაგვარონ ეს პრობლემა.

ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის გზა. ამაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ სოფელი სუფსა, არამედ მთელი საქართველო და საქართველოს მომავალი. 3 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამო ეს პროექტი არ შეჩერდება. უბრალოდ, შეიძლება, დროში გაიწელოს. თუ მოსახლეობასთან ვერ მოვრიგდებით, რადგან ისინი ითხოვენ გაცილებით მეტს, ვიდრე ეს კანონით არის გათვალისწინებული, მაშინ საქმე გადაეცემა სასამართლოს.

თუ სასამართლო დაადგენს, რომ უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ ეს 20 ლარი, მაშინ გადაიხდის. ჩვენი ნებით კი ამის უფლება არ გვაქვს.

სუფსის დეპუტატმა, ჯუმბერ ბლაგიძემ სტუმრებს განუცხადა, რომ მსგავსი შეხვედრა უფრო საჯარო უნდა იყოს:

 _ ჯერ ერთი, შეხვედრა არ უნდა იყოსწყნარი. მე სოფლის დეპუტატი ვარ. მოსახლეობასთან ყოველ შეხვედრაზე ჟღერდებოდა ინფორმაცია, რომ 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთში 3 ლარს გადაიხდიდნენ. ამ ხალხს ეს მიწის ნაკვეთები შესყიდული აქვთ, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია და არის კერძო საკუთრება. გრიგოლეთში იცით, რამდენად გაიყიდა მიწის ნაკვეთები? 15-20 დოლარი იყო 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფასი. ხალხის ინტერესები აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. ურეკში რომ წახვიდეთ, ერთი ტარო მოხარშული სიმინდი 2 ლარი ღირს. ეს ფასი, რასაც მოსახლეობას სთავაზობთ, არის დაცინვა,  _ თქვა ბლაგიძემ.

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასასრულს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვასილ ბაზაძემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ სოფელ ნატანებში ნამდვილად გაიცა 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთში 16 ლარი.

_ ეს საჯარო ინფორმაციაა და ყველას შეუძლია, ინტერნეტში ნახოს. ფასი დაადგინა კერძო აუდიტმა და დამტკიცებულია სახელმწიფოს მიერ. ახლა მიდის ამ ინფორმაციის გაცნობა მოსახლეობისთვის, _ თქვა ბაზაძემ.




 ახალი ამბები
  • ირანის მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 2 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული შ.ლ. - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, ხოლო 1984 წელს დაბადებული ვ. შ. ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაულები 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ლ.-მ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს -1987 წელს დაბადებულ ვ.რ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ორი მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამართალდამცველებმა შ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ამავე ინციდენტის დროს, შ.ლ.-ს თანმხლებმა - ვ.შ.-მ ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა ვ.რ.-ს თანმხლებ ირანის მოქალაქეს. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 126-ე მუხლებით ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls