1 533 222.35 ლარი ერთი წლის განმავლობაში _ სააკაშვილის სამივლინებო ხარჯები

საზოგადოება

1 533 222.35 ლარი ერთი წლის განმავლობაში _ სააკაშვილის სამივლინებო ხარჯები

14 აგვ. 2014, 13:49:17

2013 წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები 128-ჯერ იმყოფებოდნენ მივლინებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ. IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  სულ ოფიციალურ ვიზიტებზე გასული წლის მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 1 863 768.54 ლარი. ამ თანხის 82% – მოდის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტებზე.

2013 წლის განმავლობაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 41 ვიზიტით იმყოფებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა რამდენიმე ყველაზე ძვირადღირებული ვიზიტის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ანალიზი გამოაქვეყნა. 

პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატები
საჯარო მოხელეების მივლინებებისთვის ხარჯების ანაზღაურება განსაზღვრულია თითოეული ქვეყნის შესაბამისად. მაგ. სინგაპურის შემთხვევაში დღიური ნორმა შეადგენს 64 სინგაპურულ დოლარს, საბერძნეთში – 39 ევროს, ავსტრიაში – 49 ევროს და ა.შ. ამას გარდა, მაღალ თანამდებობის პირებზე ვრცელდება დანამატი სადღეღამისო ნორმაზე, რაც საქართველოს პრეზიდენტის შემთხვევაში 300 აშშ დოლარის ეკვივალენტს შეადგენს. ამასთან, ბრძანებულების თანახმად, შესაძლებელია განისაზღვროს მაღალი რანგის თანამდებობის პირთა სადღეღამისო ნორმის დანამატის განსხვავებული ოდენობა.
როგორც მიღებული საჯარო ინფორმაციით გახდა ცნობილი, „ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის №14/09/10 განკარგულების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვრა 900 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით. სწორედ აღნიშნული განკარგულებით დაწესდა საქართველოს პრეზიდენტის მივლინების სადღეღამისო ნორმის დანამატი 2013 წლის ვიზიტების უმეტესობისთვის, მათ შორის რამდენიმე გამორჩეულად ძვირადღირებული ვიზიტისას – საბერძნეთში, ავსტრიაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში (20-24 ივლისი), სინგაპურში, აშშ-სა და იტალიაში.

2013 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი 112 კალენდარული დღის განმავლობაში იმყოფებოდა მივლინებაში, საიდანაც დღიური ნორმა აღებული აქვს 106 დღისთვის – სულ დაახლოებით 87 500 დოლარი. აღნიშნული თანხიდან მხოლოდ 5300 დოლარი შეადგენს განსაზღვრულ ნორმას კონკრეტული ქვეყნის შესაბამისად, ხოლო დანარჩენი, დაახლოებით 82 200 დოლარი ყოფილმა პრეზიდენტმა აიღო მივლინების სადღეღამისო ნორმის დანამატის სახით.

როგორც მოყვანილი მონაცემებით ჩანს, მივლინებების განმავლობაში სადღეღამისო ნორმის დანამატი არც თუ ისე მცირე თანხას შეადგენს. მიუხედავად ამისა, სადღეღამისო ხარჯი არ იბეგრება და ასევე არ აისახება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მივლინებების დროს გამოყოფილი სადღეღამისო ხარჯი დარიცხვის ნაცვლად გაიცემა ხელზე. ყოველივე აღნიშნული კითხვებს აჩენს ერთი მხრივ სახელმწიფო ბიუჯეტის ეფექტიანი და მიზანმიმართული განკარგვის, ხოლო მეორე მხრივ, თანამდებობის პირების შემოსავლების გამჭვირვალობის კუთხით.

პრეზიდენტის სასტუმროს ხარჯები
ქვეყნის ბიუჯეტის მიზანმიმართულ განკარგვასთან დაკავშირებით კითხვები ოფიციალური ვიზიტების დროს გაწეული სასტუმროს ხარჯების შემთხვევაშიც ჩნდება. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს არა იმდენად თავად ნომრების საფასური, რამდენადაც გაუთვალისწინებელი ხარჯების დიდი ოდენობა.
2013 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტების ფარგლებში სასტუმროსთვის გადახდილმა თანხებმა ჯამში შეადგინა დაახლოებით 362 000 დოლარი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოდენობის თანხა, დაახლოებით 43 300 დოლარი დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს პრეზიდენტის სასტუმროში განთავსება აშშ-ში ცხრა დღიანი ვიზიტის მანძილზე.
აშშ-ს ვიზიტის განმავლობაში ყველაზე ძვირადღირებული ნომერი რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გაჩერდა იყო სასტუმრო Peninsula New York-ში, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ერთ ღამეში 3500 დოლარი გადაიხადა. სულ 2013 წლის 28 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით სასტუმროში გადახდილია 10 500 დოლარი. აღნიშნულ თანხაში შედის ორი ღამის საფასური (2 X 3500 დოლარი) და ნომრიდან დაგვიანებით გამოსვლის საფასური (3500 დოლარი).
როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, აშშ-ში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილი მეორედაც გაჩერდა იმავე სასტუმროში, 2013 წლის 2 მაისს, და ერთ ნომერში გადაიხადა 950 დოლარი. ამას გარდა Peninsula New York-ში ჯამში 2521,26 დოლარი იქნა გადახდილი – გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. სულ სასტუმროში Peninsula New York-ში ორი გაჩერებისას – 28-30 აპრილსა და 2-3 მაისს – პრეზიდენტმა გადაიხადა 15 721.26 დოლარი, შეხვედრების ოთახის ხარჯების ჩათვლით.
მთლიანობაში, აშშ-ში 9-დღიანი ვიზიტის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ მხოლოდ სასტუმროს ნომრებში გადახდილი თანხა მერყეობს 950 დოლარიდან 3500 დოლარამდე, ხოლო საშუალო თანხა დაახლოებით 2400 დოლარია. შესაბამისად, 10 ღამისთვის სასტუმროს ხარჯები დაახლოებით 23 500 დოლარი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ნომრიდან გვიან გასვლის საფასურისა და სხვადასხვა გაუთვალისწინებელი ხარჯების დიდი რაოდენობის გამო მთლიანობაში გადახდილია 43 804.74 დოლარი – თითქმის ორჯერ მეტი. განსაკუთრებით საინტერესოა ქ. სედონას Enchantment Resort-ის შემთხვევა, სადაც 25 აპრილიდან 27 აპრილამდე ოთახის ხარჯმა შეადგინა 2 328,94 დოლარი, ხოლო დამატებითმა გადასახადებმა 4,25-ჯერ მეტი – 9 899,35 დოლარი.

2013 წლის მანძილზე მიხეილ სააკაშვილი ხუთჯერ იმყოფებოდა ვიზიტით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. IDFI-მ გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია ორი ყველაზე ძვირადღირებული ვიზიტის შესახებ, რომლებიც შედგა 26-27 მაისსა და 20-24 ივლისს. აღნიშნული ვიზიტებისას ქვეყნის ყოფილი პირველი პირი გაჩერდა სასტუმრო „One and Only Royal Mirage Jumeira Beach“-ში.
2013 წლის 26-27 მაისის ვიზიტი დუბაიში სახელმწიფო ბიუჯეტს სულ დაახლოებით 33 000 დოლარი დაუჯდა. ორი ღამის საფასურმა „One and Only Royal Mirage Jumeira Beach“-ში შეადგინა 7 000-მდე დოლარი.
რაც შეეხება დუბაიში 2013 წლის ივლისის ვიზიტს, მისმა მთლიანმა ხარჯმა დაახლოებით 25 000 დოლარი შეადგინა, საიდანაც სასტუმროს ხარჯები იყო დაახლოებით 12 500 დოლარი. აღნიშნულ თანხაში 2 ღამის საფასურის გარდა შედის 4 000 დოლარი გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის და 2 800 დოლარი ნომრიდან გვიან გამოსვლისთვის.

One and Only Royal Mirage Jumeira Beach
დუბაიში ვიზიტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ერთი კვირით გაემგზავრა სინგაპურში, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო დაახლოებით 41 000 დოლარი.
სინგაპურში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი ორ სხვადასხვა სასტუმროში გაჩერდა – „Marina Bay Sands Singapore“-სა და „Mandarin Oriental Singapore“-ში. „Marina Bay Sands Singapore“-ში ნომრის ერთი ღამის ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 3000 დოლარი გადასახადების ჩათვლით. ამას გარდა დაახლოებით 2400 დოლარი გადაიხადა ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნულ სასტუმროში გაუთვალისწინებელი ხარჯების სახით. რაც შეეხება  „Mandarin Oriental Singapore“-ს, ერთ ღამეში ქვეყნის პირველმა პირმა გადაიხადა დაახლოებით 2500 დოლარი გადასახადების ჩათვლით, ხოლო გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა დამატებით 2100 დოლარი შეადგინა. სულ სინგაპურში ყოფნისას სასტუმროში განთავსება დაახლოებით 21 300 დოლარი დაჯდა.
რომში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი სარგებლობდა „Jumeirah Grand Hotel Via Veneto“-ს მომსახურებით, სადაც 15-16 ივნისის სტუმრობისას პრეზიდენტმა გადაიხადა 7 000 დოლარი. აღნიშნული თანხიდან ოთახის ხარჯმა შეადგინა 900 დოლარი, დამატებით 3 500 დოლარი იქნა გადახდილი სასტუმროს პაკეტისთვის, ხოლო 1900 დოლარი დაემატა ოთახიდან გვიან გასვლისთვის.
ავსტრიაში ყოფილი პრეზიდენტის ერთდღიანი ვიზიტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხულია დაახლოებით 11200 დოლარი, საიდანაც სასტუმროს ხარჯებმა შეადგინა 6200 დოლარი. ერთ ღამეში სასტუმრო „Hotel Sacher Wien“-ში გაჩერებაში ქვეყნის ყოფილმა პირველმა პირმა გადაიხადა დაახლოებით 4100 დოლარი, ხოლო დამატებით 2100 დოლარი შეადგინა ნომრიდან გვიან გასვლის ხარჯმა.
რაც შეეხება საბერძნეთში ვიზიტს, მისი მთლიანი ხარჯი იყო დაახლოებით 9500 დოლარი. საბერძნეთში ორი ღამით გასაჩერებლად ქვეყნის ყოფილმა პირველმა პირმა სასტუმრო „Divani Apollon Palace & SPA“ აირჩია, რომლის მთლიანმა ღირებულებამაც 3200 დოლარამდე შეადგინა.

2013 წლის ზემოთ მოყვანილი 7 ვიზიტის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ თუკი სასტუმროს ნომრის ხარჯი შეადგენდა დაახლოებით 61 000 დოლარს, გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და ნომრიდან გვიან გამოსვლის საფასური კიდევ დამატებით 39 000 დოლარი იყო. სხვა სიტყვებით, აღნიშნული ვიზიტების შემთხვევაში სასტუმროს ნომრის ღირებულების 64% დამატებით იქნა გადახდილი.
როგორც სასტუმროსა და სადღეღამისო ნორმების შესახებ ინფორმაციიდან შეიძლება დავასკვნათ, 2013 წელს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოური ვიზიტების დროს არ ხდებოდა სახელისუფლებო სახსრების რაციონალური ხარჯვა, და იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც შესაძლებელი იქნებოდა ბიუჯეტის თანხების დაზოგვა პრეზიდენტის რანგის შესაფერის მომსახურებაზე უარის თქმის გარეშე. ამასთან, ის გარემოება, რომ დიდი რაოდენობის მიუხედავად სამივლინებო დანამატები არ მიიჩნევა თანამდებობის პირების შემოსავლად, ასევე სათანადო ყურადღებას საჭიროებს. აუცილებელია, რომ ნებისმიერ თანამდებობის პირზე საბიუჯეტო თანხების გაცემა იყოს მიზნობრივი და გამჭვირვალე
, _ აღნიშნულია IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პროკურატურამ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე, გამოიტანა დადგენილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს (იხილეთ სტატია: მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდა).




 ახალი ამბები
  • რა იწვოდა ჩოხატაურშიცოტა ხნის წინ ხანძარი იყო ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია. "ცეცხლი ეკიდა ბალახს, რომელიც ამჟამად ლოკალიზებულია", _ გვითხრეს  პრესსამსახურში. როგორ ჩვენთვის გახდა ცნობილი ხანძარი ადამიანთა დაუდევრობამ ... ...
  • რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებაზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება, _ ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადების კვლევებით დამტკიცებული არ არის, ამიტომ დამსვენებლებს მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. „ვარაუდობენ, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. მაგრამ ვინაიდან გამოცდილება მცირეა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ წყლით გადასვლის რისკი ძალიან დაბალია. იქაც, იმ ტურისტული სეზონის და ზღვაზე დასასვენებლად გასვლის დროს წამყვან რისკ-ფაქტორად დარჩება მაინც საზოგადოებრივი თავშეყრები“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისი თქმით, რისკებს ივლისიდან უცხოელი ტურისტების შემოსვლაც ზრდის, ამიტომ დამსვენებლებმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და საჯარო სივრცეებში პირბადე ატარონ. საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს, შიდა ტურიზმი კი ქვეყანაში 15 ივნისიდან ... ...
  • სფფ-ის მაღალჩინოსნები გვიმბალაურში იმყოფებოდნენსფფ-ის მაღალჩინოსნებმა ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში გურიის საფეხბურთო აკადემიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა კახა ჭუმბურიძემ და ნიკოლოზ ჯღარკავამ ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესა და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან ერთად გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. გურიის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე რეგიონში უკვე გვაქვს აკადემია.მოკლე პერიოდში მათ რიცხვს ეს აკადემიაც შეემატება, რომელიც გურიისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. 13-დან 14 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ ივარჯონ და ისწავლონ. ჩვენ მათ ყველა პირობას შევუქმნით იმისთვის, რომ განვითარდნენ" - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს სამუშაოები. დაწყებულია ეზოს კეთილმოწყობა და გარეგანათების პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ბევრი ბავშვისთვის ეს მოტივაციას გაზრდის. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. აკადემიის გუნდებთან ერთად საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ. წყარო: "გურია ... ...
  • „სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური" _ კალაძე სამოქალაქო აქტივისტის ბრალდებაზესავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინდელ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ კალაძემ მას მაისური შემოახია. კალაძის თქმით, ორ ადამიანს სურდა არეულობის შეტანა და თუმცა ეს არ გამოუვიდათ. „არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გუშინ ვთქვი. ძალიან კარგად ვიცი, რა ჩანს კადრებში, თქვენც და მეც მაქვს ორი თვალი, შესაბამისად, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ არ მიეცათ პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა და ეს ადამიანები გაიყვანეს ტერიტორიიდან“. კალაძის განცხადებით, თუ შსს-ს ჩათვლის რომ იყო ძალადობრივი ქმედება, გამოძიება უნდა დაიწყოს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა. ორი გვაქვს ასეთი - ერთს „მთავარ არხს” გადავცემთ და მეორეს - მაგ პიროვნებას”, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც ... ...
  • საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებასრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ში ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ ასადოვის გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს. 30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  „ეს პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით. პირთა ჯგუფი ამ მიმართულებით არასწორი და აგრესიული მოწოდებების გავრცელების გზით, ცდილობს რეგიონის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რასაც ორივე მხრიდან მოყვება ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები, ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ განხორციელდება ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების უკანონოდ ხელყოფა. პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, რაც გულისხმობს ქმედებას, ჩადენილს ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილს პირთა ჯგუფის მიერ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - აღნიშნულია სუს-ს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

გურული კერძი ხობოკვერა _ “გამორჩეული მარგალიტი“

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და გიდი...

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?