"ჟურნალისტი არის საზოგადოებრივი ძაღლი, რომელიც ყეფს და ხალხს აფხიზლებს"

საზოგადოება

"ჟურნალისტი არის საზოგადოებრივი ძაღლი, რომელიც ყეფს და ხალხს აფხიზლებს"

2011 ოქტ 5 23:33:49

ჩვენი ნომრის სტუმარია ცნობილი ტელეჟურნალისტი და პროდიუსერი, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის განყოფილების უფროსი ეკა შანიძე.

_ ქალბატონო ეკა, გვიამბეთ თქვენი ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ.

_ პირველი ტელევიზია, სადაც ვმუშაობდი, იყო დამოუკიდებელი არხი, სადაც ჟურნალისტები და პროდიუსერები ერთად მივედით. საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძე, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, რომელმაც სრული შემოქმედებითი თავისუფლება მოგვცა. ძალიან საინტერესო და ამავე დროს რთული სამუშაო გვქონდა, იმიტომ რომ ქვეყანაში იყო მძიმე კრიმინოგენური სიტუაცია. ტელევიზიებში სფეროებად იყო დაყოფილი ჟურნალისტური მიმართულებები _ მე ავირჩიე სამართალი და კრიმინალი. პროფესიით ისტორიკოსი ვარ და და უფრო დამაინტერესა სამართალმა და ექსტრემალურმა სიტუაციებმა. ბევრ ცხელ წერტილში მიხდებოდა მუშაობა და ამით იყო ეს პროფესია ჩემთვის ძალიან მომხიბვლელი, ანუ დამწყები ჟურნალისტისთვის ეს იყო საუკეთესო სამუშაო. ხშირად მიწევდა სპეცოპერაციებზე ყოფნა. მაშინ ისეთი სამართლებრივი სივრცე იყო, რომ ჟურნალისტი თავისუფლად შედიოდა სპეცოპერაციაზე, რაც დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ გაუმართლებელია.

_ ხომ არ გაიხსენებდით პანკისის ხეობას, სადაც თქვენ ოპერატორთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში ტყვეობაში იყავით?

_ ყველას კარგად ახსოვს, როგორი ურთულესი სიტუაცია იყო მაშინ პანკისის ხეობაში _ უზარმაზარი ნარკობიზნესი ტრიალებდა. იქამდე მივიდა საქმე, რომ შინაგანმა ჯარმა ჩაკეტა მთელი ხეობა. მე შევძელი პირადი კონტაქტების საფუძველზე და იქედან გამომდინარე, რომ მენდობოდნენ იქაური სახელმწიფო მოხელეები და იცოდნენ, რომ ანტისახელწიფოებრივს არაფერს გავაკეთებდი, ინტერვიუ ჩამეწერა მაშინ ერთ-ერთ ცნობილ კრიმინალურ პირთან ვეფხია მარკოშვილთან. ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მე და ჩემი ოპერატორი დათო ფირომაშვილი (იგი დღეს ბრიუსელშია და პირველი არხის ოპერატორია) 4 დღის განმავლობაში ტყვეობაში ვიმყოფებოდით. დათო მაშინ 16 წლის იყო. სხვათაშორის, უფრო ასაკოვანმა ოპერატორებმა ვერ გარისკეს იქ წასვლა. ასევე ძალიან ბევრ ხმაურიან სასამართლო პროცესზე ვყოფილვარ.

_ ამბობდნენ, რომ იმ პერიოდში ჟურნალისტები უფრო თავისუფლები იყვნენ.

_ ნამდვილად ზედმეტად თავისუფლები იყვნენ. მაგალითად, ჟურნალისტი თუ ინფორმაციას მოიპოვებდა, მას შეეძლო ის ყოველგვარი დაფიქრების გარეშე ეთქვა ღია ეთერში. ამერიკელები ამბობენ, რომ ჟურნალისტი არის საზოგადოებრივი ძაღლი, რომელიც ყოველთვის ყეფს და ხალხს აფხიზლებს, მაგრამ მაშინ ამ "გამომაფხიზლებელმა" ფაქტორმა თუ არასწორმა მიმართულებებმა ხშირ შემთხვევაში უკუჩვენებითი შედეგები გამოიღო.

_ გავრცელებულია მოსაზრება, რომ კრიმინოგენურ სიტუაციებში ჟურნალისტი ქალის მუშაობა უფრო გამართლებულიაო. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

_ ქალი უფრო იცავს ზომიერებას, ძალიან ბევრ ნიუანსებს ითვალისწინებს, რასაც შეუძლია სიტუაციების განმუხტვა.

_ თქვენი შემდგომი ჟურნალისტური მუშაობა ტელეკომპანია "მზეში" გაგრძელდა...

_ 7 წელი ვიმუშავე დამოუკიდებელ არხზე, შემდეგ კი გადავედი ტელეკომპანია "მზეში", რომელიც ასევე ნულიდან შეიქმნა. მაშინდელმა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ყუბანეიშვილმა თითქმის ყველა ტელევიზიებიდან მოიწვია ცნობილი ჟურნალისტები _ ეკა ბერიძე, ინგა გრიგოლია, ირაკლი იმნაიშვილი, ლაშა დვალიშვილი, ნინო ჟიჟილაშვილი, გოდერძი შარაშია, გიორგი კალანდია, ხათუნა ბერძენიშვილი და სხვები. ეს იყო ქართული თანამედროვე ტელევიზიის საუკეთესო შემადგენლობა. ამ ტელევიზიას წელიწადნახევარი ჰქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი. მე ჯერ ვმუშაობდი ჟურნალისტად, შემდეგ კი გადავინაცვლე პროდიუსინგში. სამწუხაროდ, 2008 წელს ტელეკომპანია "მზე" დაიხურა. ორთვიანი პაუზის შემდეგ, "მზის" ძირითადი შემადგენლობა გადავედით ტელეკომპანია "იმედში", რომელიც იმჟამად დახურული იყო და თავიდან იყო ასამუშავებელი. უკვე მესამედ მომიხდა ახალი საინფორმაციო სამსახურის შექმნაში მონაწილეობის მიღება. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ გარდა პროფესიული აზარტისა, ძალიან საინტერესო პროცესია იმ თვალსაზრისითაც, რომ ერთ-ერთ წამყვან რგოლში შენზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. საერთოდ, მშიშარა ადამიანი არ ვარ, მაგრამ ქვეცნობიერად მაინც ყოველთვის არის უკმაყოფილების გრძნობა და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო და პროფესიულ დონეზე გაკეთდეს საქმე.

_ რა თვისებები უნდა ჰქონდეს ჟურნალისტს?

_ ჟურნალისტისთვის აუცილებლად არის საჭირო სისწრაფე, აზროვნების სისხარტე, ვიზუალობა, ზომიერება, მეტყველება და ინტელექტი. სამწუხაროდ, მოდის თაობა, რომელსაც წიგნთან ნაკლები კონტაქტი აქვს, რაც შემდეგ მათ მუშაობაზე ცხადად აისახება. თუმცა, ბევრი ძალიან ენერგიული, უნარიანი და ნიჭიერი ახალგაზრდებიც მოდიან.

_ რას ნიშნავს თქვენთვის ტელევიზია?

_ ტელევიზია ეს არის მეორე სახლი, სადაც ხშირად 24-საათიან რეჟიმში გიწევს მუშაობა. იქ აკეთებ შენს საყვარელ საქმეს, იქ გყავს უახლოესი მეგობრები, იქ იკვებები, სხვაგან წასვლის სურვილი არც გაქვს. ფსიქოლოგიურად ისე ხარ დატვირთული, დამუხტული და ისე გაქვს ეს ყველაფერი სისხლში გამჯდარი, რომ გგონია ამის გარდა სხვა სამუშაო არ არსებობს.

_ მაგრამ დღეს თქვენ ტელევიზიაში აღარ მუშაობთ.

_ 13 წელი ვიმუშავე ძალიან დაძაბულ რეჟიმში. ვფიქრობ, რომ ამოვწურე ჩემი ფიზიკური რესურსები, თუმცა, თეორიულად შემიძლია და დაგეგმილიცაა, რომ ტელეპროდიუსინგში ჩემი გამოცდილება ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში, როგორც ლექტორმა, გავუზიარო სტუდენტებს. ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. საერთოდ ვერ წარმომედგინა, ტელევიზიის გარდა, თუ იყო სხვაგან საინტერესო სამუშაო, მაგრამ დღეს ვმუშაობ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში პრესსამსახურის უფროსად და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო სამსახური მაქვს. ჩვენი სამსახური იცავს საავტორო უფლებებს, გამოგონებებს, დიზაინს, სასაქონლო ნიშნებს, ბრენდებს, თითქმის ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემო არსებობს. ძალიან საინტერესო სფეროში აღმოვჩნდი, და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს.

_ ჩოხატაურზე რას იტყვით?

_ ჩოხატაური უსაზღვროდ მიყვარს. როგორი გადაღლილი და გათანგულიც არ უნდა ჩავიდე, ორი დღის შემდეგ "ჩიტივით" ვარ ხოლმე. ჩემი სახლის აივანზე რომ გამოვალ და ჩემს ეზო, ბალახს, ატმის და ვაშლის ხეებს შევეხები, მიწის სურნელს შევიგრძნობ, უზარმაზარ ენერგიას ვიღებ, რომელიც საკმაოდ დიდხანს მყოფნის. საოცრად მენატრება ბავშვობის ლაღი წლები, სკოლაში გატაცებული ვიყავი სპორტით. მახსოვს, გოგონათა ტურნირი მოვაწყვე ფეხბურთში. აქტიურად ვმონაწილეობდი დრამატულ წრეში, რომლის ხელმძღვანელი იყო არაჩვეულებრივი პიროვნება ბიჭიკო ღამბაშიძე. არასოდეს დამავიწყდება კულტურის სახლის მიერ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-თეატრალიზებული კომპოზიცია: "საქართველოო, გოლგოთაზე უფრო ციცაბოვ", რომელშიც აქტიური მონაწილეობა მივიღე. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ სულგანაბული უსმენდა მაყურებელი წარმოდგენას. ისეთი ემოციური ფონი იყო, ყველა ტიროდა. უზარმაზარი ზემოქმედება მოვახდინეთ მაყურებელზე.

როცა ამ ზაფხულს ჩავედი ჩოხატაურში, ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ ეს კუთხე თითქოს მიტოვებულია და მოწყვეტილია აქტიურ ცხოვრებისეულ რიტმს. საშინელი მოწყენილობა იყო და გული დამწყდა. არადა ბევრი კარგი, ნიჭიერი, ენერგიული, ლამაზი, ახალგაზრდა არის და მინდა, რომ ეს ნიჭი მაქსიმალურად გამოიყენონ, როგორც საკუთარი კარიერისთვის, ასევე მშობლიური კუთხისთვის. მე პირადად ვალში ვარ ჩოხატაურთან და ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო მისი უკეთესი მომავლისთვის.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?